UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

პირველი რაუნდი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და "მატადორმა" რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა ბოლო წუთებზე ილიამ მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია და აშკარად დაჯაბნა.

მეორე რაუნდი სრულად ილია თოფურიას უპირატესობით დასრულდა. გეიჯიმ თოფურიასგან "კორპუსში" მტკივნეული დარტყმები მიიღო.

მესამე რაუნდში ბრძოლის სურათი რადიკალურად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ამ რაუნდმა ბრძოლის შედეგი გადაწყვიტა.

გეიჯიმ ილიას სახის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მიუხედავად ექიმის მოწოდებისა, რომ ჩხუბი შეჩერებულიყო, ილიამ უარი განაცხადა და მეოთხე რაუნდშიც იბრძოლა, რის დასრულების შემდეგაც ბრძოლა შეჩერდა და გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის სრულფასოვანი ჩემპიონი გახდა.

UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა.

ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. "მატადორის" ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა.

37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული.

ასე იცის წინასწარ ზეიმმა გულშემატკივრიების მხრიდან. ილიას წაგება ლოგიკური იყო ალბათობითაც. ვაღიაროთ, ცარუკიანმა სწორად გათვალა. თუმცა საქმე იქით მიდის, რომ ილია მასზე ამოიყრის ჯავრს.
მუხამედ ალი
ძალიანც კარგია, რომ დამარცხდა. ახლა იმედია, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ დაანებებს თავს ამ არაადამიანურ არასპორტს. ამდენს რომ გირტყამენ ტვინში ან გადებილდები, ან მოკვდები უკეთეს შეთხვევაში.
Надир
არაა გეიჯი უფრო მძიმე და უფრო მაღალთან ვის არ უჭიდავია. მართლა გჯერათ, რომ ტრამპისნაირი პატივმოყვარე კაცი ამერიკას გააფარჩაკებდა საზეიმოდ, თეთრი სახლის ეზოში?
ედიკა
ლაზათიანად გვჟეჟეს
მორიელი
არ იყო მზად. რაც მაგან გადაიტანა, ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო 😥
მასხარას
მერე შენ რა გიხარია, შენნაირს ათასჯერ წაგებული თოფურია ჯობია
ასეა ეს
ასპროცენტიანი ხარ, ვისაც ჯერა, რომ თეთრ სახლში ამერიკელი ბრძოლას წააგებდა ევროპელთან, ძალიან გულუბყვილო ყოფილა. ამ სახეობაში იმხელა ფული ტრიალებს და ისეთი ხალხია ჩარეული, წარმოდგენაც არა აქვს ზოგიერთს. ეს ფაქტიურად გლადიატორების ბრძოლაა და მოგება-წაგებაზე დიდი ფული იდება, განსხვავება ისაა, რომ ძველ რომში წაგებულები კვდებოდნენ, ხოლო აქ დიდი ფულით საჩუქრდება.
დაანენეთ ზღაპრებს თავი
ვინც გაყიდვაზე საუბრობთ, ის მაინც თქვით გეიჯის შეიძლენა დოპინგი ჰქონდა მიღებულიო. რა გაყიდა, ბიჭს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული. ან რატომ გაყიდიდა, შანსი ჰქონდა იუეფსის ყველა დროის უდიდესი სპორტსმენი გამხდარიყო თუ წაუგებლად დაასრულებდა კარიერას. რა გაყიდა საიდან იგონებთ მსგავს რაღაცებს. შეეგუეთ რეალობას რომ წააგო და გამართლებას სხვაგან ნუ ეძებთ. შეცდომა დაუშვა, არ დააფასა მეტოქე და ჭიდაობა დაუწყო თავისზე 10 სანტიმეტრით მაღალ და ბევრად მძიმე ტიპს. ვერ გაანაწილა ენერგია
ზედეტი თავდაჯერება
მეორე რაუნდის ბოლოს ლამის რომ დაანოკაუტა ილიამ, მანდ დაუშვა შეცდომა რომ მტკივნეულის გაკეთება დაუწყო. ზედმეტად დაიჯერა თავის თავის. ისედაც თავისზე წონიან ტიპებს ეჩხუბება. გრეპლინგში მაგას დიდი ძალა მიაქვს. მესამე რაუნდში უკვე ვეღარ მოძრაობდა. დაისაჯა ზედმეტი თავდაჯერებისთვის. უბრალოდ უნდა ჩაყოლოდა და დარტყმები გაეგრძელებინა
აბა რაააა!
ვფიქრობ, ძალიან დიდი ფული აიღო სანაცვლოდ (ათეულები). არ გამოდიოდა სხვაგვარად 250 წლისთავზე. აბა ჩვენ ვაჭიდავებთ 26 მაისს პეტრიაშვილს პარლამენტის წინ ირანელთან, თუ ვიცით, რომ მარცხდება?! მეორე რაუნდში მან აჩვენა თუ რამოდენა განსხვავება იყო კლასში, თუმცა ისეთი დარტყმებიც არ მიაყენა, რომ გაეთიშა. დამარცხებითაც არ დამარცხდა, ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო მხოლოდ, ანუ პირწმინდად დამარცხებაზეც ვერ დაითანხმეს, დაუჯერებელიც იქნებოდა პრინციპში. ფული ფულად დარჩება, წლის ბოლომდე ქამარსაც დაიბრუნებს და ყველა მოგებული იქნება ასე - ტრამპიც, ამერიკელი ხალხიც და ილიაც. ჰოდა, არც ვამტყუნებ ჩვენს ჩემპიონს.
ლაშა
Ეს არ იყო სენსაცია ეს იყო რეალობა რომ ტრამპი სხვა ქვეყნის დროშას არ ააფრიალებდა თეთრ სახლში!!! Ჯასტინი გაჭყეპილი იყო დოპიბგით, ეს არ უბდა შერჩეთ! Ილია გამოიძიე ეს ყველაფერი
მართალი
არა მგონია რომ გაიყიდა მაგრამ ტრამპის დაბ დღეზე თან ამერიკის დღესასწაულზე თან რომ დასცინა ტრამპს ოვალურ კაბინეტში არ მოაგებიებდნენ. სპეცოპერაცია ჩაუტარეს ტექნიკურად როგორ შეუსრულეს ეგ არვიცი მაგრამ ფაქტია რაღაც შეუსრულეს დოპინგი ლაზერით მხედველობის შეზღუდვა რამე პრეპარატი… ცრუს არ გაუჭირდებოდა ტრამპის დავალების შესრულება და დავალენა ნაღდად იქნებოდა. შეთქმულების თეორიების არ მჯერა ხოლმე და სხვებს დავცინი ამაზე მაგრამ დღეს რაღაც მოხდა.

იძახეთ ეხლა გაყიდა..ჩააგდებინეს ენა და აუგეს წესი ზედმეტად მოსაუბრე თოფურიას..იაროს ეხლა წაგებულმა
იკა
გაყიდულია..............
ჯონი 1
რას ვიზამთ ილო მოგება და წაგება ძმები არიან. შემდეგში მოემზადები და უკეთესად გამოხვალ. ხო, კიდევ, წონის ამბავშიც დაფიქრება გმართებს. დაღლაც გეტყობოდა, რაც ადრე არ გემჩნეოდა. დარტყმებიც ბევრი გაუშვი. მომავალში წარმატებებს გისურვებ შენც და ყველა ქართველ სპორტსმენსაც.
L.J.
Mokled tu qartvelma waago ese igi gaiyida,tu moigo yvelaperi kargadaa :)sportia xan moigebs xsn waagebs yvelgan yomari rogor unda gelandebodes
777
ვინმეს მართლა გგონიათ რომ სპორცმენზეა დამოკიდებული შედეგი?
მოცლილი
მიუხედავად იმისა,რომ ამ ცემა-ტყეპა "სპორტს" ვერ ვიტან,ილიას დამარცხება მეწყინა,მაინც ქართველია. თუმცაღა 2 ფაქტორი ცუდად მომხვდა თვალში:წინასწარ იზეიმა მოგება ( თავში არ უნდა აგივარდეს) და ამერიკელს მოაგებინედნენ- 250 წლისთავი ამერიკის და მათთვის იდეურად გადამწყვეტი იყო,რომ ამერიკელს მოეგო.
ალექს
პიმბლეტიც კი უფრო უკეთ გამოიყურებოდა ვიზუალურად.. ასე ილიას დაბეგვა თუ შეიძლებოდა ვერ წარმომედგინა მაშინ როცა თავად წარბიც ვერ გაუხეთქა მეტოქეს. სუნთქვა, გამძლეობა და ძალა- ყველაფერში მაგრად დაიჩაგრა. მოუწევს ილიას არმანთან გასვლა.
ტოტტი
რა გაიყიდა ცემეს. უძლეველი იყო? თუ რატო გაიყიდა
დავითი
გაიყიდა ტოფურია.
"ილია "აღარ არის" თოფურია" - ცარუკიანი ქართველი მებრძოლის მარცხს გამოეხმაურა
[VIDEO] ეს როგორ შეიძლება?! - ასე წარსდგა UFC-ის მებრძოლი აწონვებზე
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
მენსანამ რუსთავში იმარჯვა და 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
[VIDEO] ჰაიტიმ მაგრად იბრძოლა - შოტლანდიამ მუნდიალზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] კატარმა 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით შვეიცარიასთან ფრეს მიაღწია
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 ტორპედო. ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
[VIDEO] თანაგუნდელებმა დასცინეს - პსჟ-ს ფეხბურთელი ვარჯიშზე შერცხვა
[VIDEO] ეს როგორ შეიძლება?! - ასე წარსდგა UFC-ის მებრძოლი აწონვებზე
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - არგენტინა
"ფიფა არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა" - მიიჩნევს "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი
ლუის ენრიკემ დაურეკა - პსჟ სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
[VIDEO] დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
"ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წელი იქნება" - პედი პიმბლეტი
[VIDEO] მეგობარი დაიცვა - ილია თოფურიას ღირსეული ქმედება პრესკონფერენციაზე
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
"ილია "აღარ არის" თოფურია" - ცარუკიანი ქართველი მებრძოლის მარცხს გამოეხმაურა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
[VIDEO] თოფურია VS პიმბლეტი არ შედგება - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია
"არ დაგავიწყდეთ, რომ..." - არმან ცარუკიანი ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას გამოეხმაურა
[VIDEO] ეს როგორ შეიძლება?! - ასე წარსდგა UFC-ის მებრძოლი აწონვებზე