ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ფეხბურთმა მსოფლიოს მოქალაქედ მაქცია" - კაცი, რომელიც თითქმის ყველა მუნდიალს დაესწრო

"ფეხბურთმა მსოფლიოს მოქალაქედ მაქცია" - კაცი, რომელიც თითქმის ყველა მუნდიალს დაესწრო

მსოფლიოს ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება, სოციალურ ქსელში კი არაერთ საინტერესო ისტორიას ვხვდებით. ერთ-ერთი სტატია GQ.COM-ზე გამოქვეყნდა, სადაც ავტორი გადმოსცემს, თუ როგორ მოგზაურობდა მისი მშობელი სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

"ბავშვობაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ერთსა და იმავე სცენას ვუყურებდი: მამაჩემი, ხუან პაბლო, ზურგჩანთაში გულდასმით აწყობდა შემოგორებულ სპორტულ შარვლებს, პატარა ზომის კბილის პასტას და საყვარელი ნაკრებების მაისურებს. შემდეგ კი თვითმფრინავში ჯდებოდა და ათასობით სხვა გულშემატკივართან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიემართებოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს მისთვის. ვერ ვიგებდი, რატომ იყო მზად ამდენი ფული და ენერგია დაეხარჯა ფეხბურთისთვის. მხოლოდ ერთი რამ მახსოვს, იმ ზაფხულებში ხშირად სენდვიჩებითა და ბურღულეულით ვიკვებებოდით. თუმცა ეს არასოდეს მადარდებდა.

2006 წელს პირველად მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოს ჩემპიონატი მამაჩემისთვის. ეს ერთადერთი მუნდიალი აღმოჩნდა, რომელზეც ვერ წავიდა. აშშ-ში ბინადრობის დოკუმენტებს ელოდებოდა და ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდა. ფინალში იტალია და საფრანგეთი თამაშობდნენ. დამატებით დროში მარკო მატერაციმ ზინედინ ზიდანი წყობილებიდან გამოიყვანა. ფრანგთა კაპიტანმა საპასუხოდ "ისტორიული თავური" ჩაარტყა, მსაჯმა კი წითელი ბარათი უჩვენა. იმ მომენტში მამაჩემი ჩვენი ერთოთახიანი ბინის იატაკზე მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო. საფრანგეთი მისი გუნდი არ იყო, ის ხომ პერუელია. ბავშვური გონებით ვერ ვხვდებოდი, რატომ სტკიოდა ასე ძალიან.

მსოფლიო ჩემპიონატისა და მამის დღის მოახლოებასთან ერთად გადავწყვიტე, საბოლოოდ გამერკვია, რატომ დაჰყავდა ფეხბურთს მამაჩემი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რატომ აჩოქებდა ჩემთვის სრულიად უწყინარ სიტუაციებში...

"ფეხბურთის ციებ-ცხელება პირველად მაშინ შემეყარა, როცა 70-იან წლებში პერუს ნაკრებს ვუყურებდი," - მითხრა ტელეფონში.

მაშინ 13 წლის იყო. ლიმაში იზრდებოდა, სკეიტბორდით დადიოდა მეგობრებთან და მინდორზე ფეხბურთს თამაშობდა. თავად კარგი მოთამაშე არასოდეს ყოფილა, თუმცა ეს სპორტის სიყვარულს ვერაფერს აკლებდა.

1978 წელს პერუ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. მეორე ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწია, სანამ არგენტინასთან 0:6 არ განადგურდა.

"ჰიჯა, მთელი ქვეყანა ჩერდებოდა, როცა პერუ თამაშობდა," - იხსენებს მამა. "გამარჯვების შემდეგ ქუჩებში ისეთი ეიფორია სუფევდა, სიტყვებით ვერ აღვწერ. ხალხი მეორე დღეს სამსახურში აღარ მიდიოდა. მარცხის შემდეგ კი სევდა მთელი კვირა ტრიალებდა ჰაერში".

16 წლის ასაკში მან არგენტინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მატჩი ნახა, ამჯერად ლიმაში.

"მარადონა თამაშობდა" - ამბობს დღემდე ბავშვური აღტაცებით.

სტადიონის უსაფრთხოება მაშინ საკმაოდ ქაოსური იყო. გულშემატკივართა ჭარბმა ნაკადმა ჭყლეტა გამოიწვია და ახალგაზრდა ხუან პაბლო მიწაზე აღმოჩნდა.

"დიდმა კაცმა ადგილი დამითმო და დამიყვირა: "ოიე ჩიკილიო, ლევანტატე!",  ბიჭო, ადექიო. ავდექი და ისევ სირბილი გავაგრძელე".

როდესაც მეგობრებს ეძებდა, პოლიციელები ხალხს ხელკეტებით ერეკებოდნენ სტადიონისკენ.

"მაშინ იქ დიდი ქაოსი იყო, საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი ბევრად უკეთესია.“

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მხოლოდ ორი ათწლეულის შემდეგ მოხვდა. 1994 წელი იყო. რამდენიმე წლის წინ ის და დედაჩემი პერუდან მაიამიში გადასახლდნენ. სამშობლოში ეკონომიკური პრობლემები, ტერორიზმი და პოლიტიკური არასტაბილურობა მძვინვარებდა. მაიამიში ცხოვრება ნელ-ნელა დალაგდა. ორივეს სამსახური ჰქონდა. ინგლისურიც უკეთ ესმოდათ. 4 ივლისს მამა და მისი და ოთხსაათიანი მგზავრობის შემდეგ ორლანდოში ჩავიდნენ, რათა ნიდერლანდებისა და ირლანდიის შეხვედრას დასწრებოდნენ.

"მოულოდნელად მთელი პლანეტა ნარინჯისფერი გახდა," - იცინის. "ყველგან მაღალი, ქერა ადამიანები იყვნენ. ყველანი ნარინჯისფერში".

ჰოლანდიელებსაც ისევე აინტერესებდათ პერუელი გულშემატკივარი, როგორც მას ისინი.

"ერთმანეთს ფოტოებს ვუღებდით. მათთვის მე ვიყავი უცნაური პერუელი, ჩემთვის კი - უცნაური ჰოლანდიელები".

მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ დაამახსოვრდა.

"პერუში ფეხბურთი ხშირად ჩვენები მათ წინააღმდეგ იყო. აქ პირველად დავინახე, რომ ადამიანები ერთმანეთს წარმატებას უსურვებდნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის უჭერდი მხარს, ყველას ფეხბურთი გვიყვარდა".

სწორედ მაშინ, მისი თქმით, საბოლოოდ დაინფიცირდა "მსოფლიო ჩემპიონატის ვირუსით".

1998 წელს საფრანგეთში გაემგზავრა.

მოგზაურობდა ნიციდან სენ - ტროპემდე და მარსელამდე. ყველაზე იაფი ბილეთები შეიძინა და ბრაზილია - ნიდერლანდების ნახევარფინალში კარის უკან აღმოჩნდა.

"თამაში პენალტებამდე მივიდა და მთელი სერია ზუსტად იმ კართან შესრულდა, რომლის უკანაც ვიჯექი. იაფი ბილეთებისთვის ცუდი შედეგი არ ყოფილა", ამბობს სიცილით.

საფრანგეთში მას განსაკუთრებით ოჯახური ატმოსფერო მოეწონა. პატარა საოჯახო სასტუმროს მეპატრონეები ყოველ საღამოს სტუმრებს სადილს უმზადებდნენ, შვილიც მათთან ერთად ვახშმობდა. "ფეხბურთმა უცებ მსოფლიოს მოქალაქედ მაქცია" - ამბობს.

2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიამ უმასპინძლა და წასვლის საკითხი არც განუხილავს. "გუგლის" რუკა არ არსებობდა, არც სმარტფონები. მხოლოდ ამობეჭდილი რუკები. ტოკიოში ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ყველა აბრა იაპონურად იყო და რუკები პრაქტიკულად უსარგებლო აღმოჩნდა.

"ზურგჩანთით ვიდექით მე და ჩემი მეგობარი ტარო და ვფიქრობდით: ახლა სად წავიდეთ?"

საბედნიეროდ, შემთხვევით სწორ ქუჩაზე გადაუხვიეს და სასტუმროს მიაგნეს. მოგვიანებით შიზუოკაში ბრაზილია - ინგლისის მეოთხედფინალს დაესწრო.

"ეს იყო რონალდოს, რივალდოს, კაფუსა და რობერტო კარლოსის ბრაზილია. მეორე მხარეს ბექჰემი, მაიკლ ოუენი და რიო ფერდინანდი. ყველაზე კარგად რონალდინიოს ლეგენდარული საჯარიმო დარტყმა მახსოვს... ბურთი შორიდან დაარტყა და ეპიკური გოლიც გაიტანა".

თუმცა იაპონიიდან ყველაზე ღრმა შთაბეჭდილებად სხვა რამ დარჩა. მატჩის შემდეგ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ენაზე ეუბნებოდნენ სტუმრებს:

"მადლობა, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოხვედით, მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ქვეყანამ და კულტურამ ფეხბურთზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე".

2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. ამ დროისთვის ფეხბურთი უკვე ჩემი სამყაროს ნაწილიც იყო. შაკირას "Waka Waka" ყველგან ჟღერდა. მამა კი აფრიკიდან გარუჯული, ბედნიერი და კიდევ უფრო შეყვარებული დაბრუნდა ფეხბურთზე. ამ ჩემპიონატზე მან არა მხოლოდ დაუვიწყარი მატჩები ნახა, არამედ იოჰანესბურგის ერთ-ერთ ბარში ქალი გაიცნო. რამდენიმე წლის შემდეგ დაქორწინდნენ. დღეს ისინი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ თავიანთ ქალიშვილთან, აურელიასთან ერთად.

2014 წელს ბრაზილიას ესტუმრა ბავშვობის მეგობრების ჯგუფთან ერთად. 2018 წელს კი რუსეთში, როცა პერუ 1982 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

"სოჭში ნამდვილი პერუს შემოსევა იყო," ამბობს სიამაყით.

2022 წელს კატარშიც ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ლუდის დალევა თითქმის შეუძლებელი იყო. ხუან პაბლოსთვის მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი. ეს იყო შესაძლებლობა, ენახა სამყარო საკუთარი თვალით. შეხვედროდა უცნობ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე წუთში მეგობრებად იქცეოდნენ. გაეზიარებინა ლუდი, ემოციები და ბედნიერება ათასობით კილომეტრის დაშორებით სახლიდან.

"ფეხბურთი ხალხის თამაშია," ამბობს ის. "მსოფლიო ჩემპიონატი კი ამ თამაშის უდიდესი დღესასწაულია. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ლამაზ თამაშს."

ამჯერად მექსიკაში, ლეგენდარული აცტეკას სტადიონისკენ გაფრინდა, სადაც კიდევ ერთ დაუვიწყარ საფეხბურთო ისტორიას შეესწრება...

და დიახ, ფეხბურთი მსოფლიოს სავიზიტო ბარათია" - წერია სტატიაში.

დიდი სკანდალი არგენტინაში - იმის გამო, რომ მესის მამის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ჟურნალისტი სამუშაოდან გაათავისუფლეს

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია

რატომ დგას ეს კაცი 90 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად? - უცნაური ისტორია მსოფლიო ჩემპიონატიდან

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ავსტრალია

ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში

სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი

"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა

"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე

შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო

20 წლის მანზამბიმ ყველაფერი შეცვალა  - შვეიცარიამ ბოსნიას მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!

[VIDEO] სამხრეთ აფრიკამ ჩეხეთთან ფრეს მიაღწია

პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-1 გაგრა. შეწყვეტილი სერიები

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია

"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს

[PHOTO] ტელევიზიით არ აჩვენეს - აშშ-ში მოედანზე შიშველი ქალი შევარდა

კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა

"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს

"ბრძოლის შემდეგ, პირველი ეს იკითხა" - ილია თოფურიას მენეჯერი