27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

ავსტრალია

ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის დ ჯგუფში საფრანგეთთან, ესპანეთთან და ფიჯისთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ავსტრალია ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 20:30 საათზე ესპანეთს; 2 ივლისს 15:30 საათზე ფიჯის; ხოლო 7 ივლისს 18:00 საათზე საფრანგეთს ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობს. 2008 წლიდან დღემდე გამართული 15 ტურნირიდან (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) ორში, მან მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, რაც ჯერჯერობით გუნდის საუკეთესო შედეგია: 2010 წელს ფინალში ახალ ზელანდიასთან 17:62, ხოლო 2019-ში საფრანგეთთან 23:24 დამარცხდა.

გარდა ამისა, ავსტრალიელებმა 2011 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, 2009 წელს კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

“ჯუნიორ ვოლაბისმა” (ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრების თიკუნი), ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო მატჩი 2008 წლის 6 ივნისს კანადასთან გამართა და 81:12 გაიმარჯვა. მათ რეკორდული სხვაობით 2009 წელს კანადა დაამარცხეს - 86:0, თავად კი 2025 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ - 17:73.

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ავსტრალიას სხვებზე ერთით ნაკლები, 74 თამაში აქვს ჩატარებული (44 მოგება, 1 ფრე, 29 წაგება), რადგან 2024 წელს, ქეიფთაუნში (სამხრეთ აფრიკა) მოსული ძლიერი წვიმის გამო, “ეთლონ სთედიუმის” მოედანი დაიტბორა და 9 ივლისს ირლანდიასთან მატჩი (ჯგუფური ეტაპის) არ შედგა. შარშან “ჯუნიორ ვოლაბისმა” მე-5 ადგილი დაიკავა (ინგლისთან 68:40 გამარჯვებით).

ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრები 2015-2019 და 2022 წლებში, ოკეანეთის 20-წლამდელთა ჩემპიონატში (4 გუნდი თითო წელს) თამაშობდა, სადაც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან ერთად, სხვადასხვა დროს ფიჯი, სამოა, ტონგა ან იაპონია მონაწილეობდა, 2022 წელს კი მათ არგენტინაც შეუერთდა. “ჯუნიორ ვოლაბისი” მისი გამარჯვებული 2019 წელს გახდა. 2024 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაარსდა, რომელშიც ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და ავსტრალია მონაწილეობენ და “ჯუნიორ ვოლაბისმა” 2025 წელს მეორე ადგილი დაიკავეს, ორჯერ კი მეოთხე ადგილზე დარჩნენ.

ავსტრალიის კონტინენტზე პირველი სარაგბო მატჩები სამხრეთ უელსის კოლონიებში 1840-იან წლებში ფიქსირდება. პირველი სარაგბო კლუბი სიდნეიში 1864 წელს შეიქმნა, 10 წლის თავზე ახალი სამხრეთ უელსის რაგბის კავშირი დაარსდა, ხოლო 1875 წელს, 10 კლუბის მონაწილეობით პირველი ტურნირი ჩატარდა. 1883 წელს ჩრდილოეთ რაგბის კავშირი ჩამოყალიბდა, ხოლო 1888 წელს - მელბურნის რაგბის კავშირი.

დიდი ხნის განმავლობაში რეგიონალური რაგბის კავშირები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდნენ, თუმცა 1945 წლის სიდნეის კინფერენციაზე კონსესუსი შედგა და შეიქმნა ავსტრალიის რაგბის კავშირი, რომლის რატიფიცირებაც 1949 წელს შედგა. იმავე წელს ის მსოფლიო რაგბის წევრი გახდა.

ავსტრალიის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1899 წელს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ გამართა და 13:3 გაიმარჯვა. 1907 წლის ბრიტანული ტურნეს დროს, მას „ვოლაბები“ ეწოდა. გუნდმა რეკორდული გამარჯვება 2003 წელს ნამიბიასთან მოიპოვა - 142:0, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 2008 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - 8:53.

1987 წლიდან დღემდე, ავსტრალიამ ყველა მსოფლიო თასზე (10) ითამაშა და ორჯერ გახდა ჩემპიონი - 1991 და 1999 წლებში, ორჯერ ფინალში დამარცხდა (2003 და 2015), ერთხელ კი ბრინჯაოს მედლებს (2011) დასჯერდა. 1996 წლიდან “ვოლაბები” სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს ტურნირში - რაგბი ჩემპიონშიფში თამაშობს (თავდაპირველად სამი ერი - ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია, რომელსაც მოგვიანებით არგენტინა დაემატა) და მისი გამარჯვებული 4-ჯერ გახდა (2000, 2001, 2011 და 2015 წლებში).

ავსტრალიის ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო პოზიციაზე 2004 წელს (მეორე) იმყოფებოდა. ამჟამად ის 81.53 ქულით მერვე პოზიციაზეა.

ავტსრალიის რაგბის კავშირი რამდენიმე პროვინციულ რაგბის კავშირს აერთიანებს. მას სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირ სუპერ რაგბიში (1996 წლიდან თამაშობდნენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის (დატოვეს), არგენტინის (დატოვეს), იაპონიის (დატოვეს), ფიჯის და კუნძულელების (ფიჯის, სამოასა და ტონგას ნაკრები) გუნდები) ჰყავს ოთხი ფრენჩაიზი - ‘ბრამბისი’, ‘ქუნსლენდ რედსი’, ‘ვარათასი’ და ‘ვესთერნ ფორსი’. ტურნირის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა ‘ბრამბისი’, თითო-თითოჯერ კი ‘ვარათასი’ და ‘რედსი’.

ავსტრალიაში 770 კლუბი და 90-ათასამდე მოთამაშეა რეგისტრირებული. ამას ემატება მხოლოდ 7-კაცა რაგბის მიმართულებით რეგისტრირებული 32-ათასზე მეტი მოთამაშე და სასკოლო პროგრამებში ჩართული 120-ათასამდე ბავშვი.

ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებიდან „ვოლაბებში“ ისეთი ვარსკვლავები დაწინაურებულან, როგორებიც არიან მაიკლ ჰუპერი, ჯეიმს ო’კონორი, უილ გენია, მეთ ტოომუა, ნიკ უაითი, ჰარი ვილსონი, ფრეიზერ მაკრეითი, ნოა ლოლესიო, ანგუს ბელი და სხვები.

Rugby.ge

20 წ. | სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო რაზმი დაასახელა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ავსტრალია
ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!
[VIDEO] სამხრეთ აფრიკამ ჩეხეთთან ფრეს მიაღწია
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-1 გაგრა. შეწყვეტილი სერიები
დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
[PHOTO] ტელევიზიით არ აჩვენეს - აშშ-ში მოედანზე შიშველი ქალი შევარდა
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა
"ბრძოლის შემდეგ, პირველი ეს იკითხა" - ილია თოფურიას მენეჯერი