მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში თურქეთი პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგა.

მეორე წუთზე გალარზამ ულამაზესი გოლით პარაგვაის ნაკრები დააწინაურა. ტაიმის ბოლოს პარაგვაელთა ნახევარმცველი ალმირონი ახალი წესების თანახმად გააძევეს. მიგელმა მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პირზე აფარებული ხელით მიმართა, რაც წითელ ბარათს ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული იყო, თურქეთის ნაკრები მაინც მძიმედ გამოიყურებოდა. 96-ე წუთზე დემირალს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი თავური კარის ჩარჩოს ასცდა.

D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა. მეორე ადგილისთვის პარაგვაი და ავსტრალია იბრძოლებენ.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში აშშ თურქეთს, პარაგვაი კი ავსტრალიას შეხვდება.

სანტა კლარა. „ლივაის სთედიუმი“

თურქეთი - პარაგვაი 0:1

გოლები: 0:1 გალარზა (2)

ჰაიმე
პირველი ადგილიდან აპირებდნენ გასვლას და თურქებსაც თოფურია კი დაეტრამპათ.
კიდევ გეიმედებათ?!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა__თურქეთის ნაკრებს არ ჰყავს ჩვენზე უკეთესი გუნდი,არც ფეხბურთელები,მწვრთნელი და ხელმძღცანელობა გასაშვებია!
გივი (ვილი) მოვედით ჩვენ ვართ-ს
რა მარტივია სხვების გაკრიტიკება, არა?
ვოოტ
მესამეადგოლოსანის ჯგუფიდან გასვლას ერთი ის ხიბლი ჰქონდა, რომ თეორიულ შანსს მაინც ბოლომდე ყველა ინარჩუნებდა და შესაბამისად ყველა თამაშს აზრი ჰქონდა, თურქებმა კი მოახერხეს და ისე უბადრუკად დაასრულეს გამოსვლა, ახლა ტრამპის ნაცვლად რომ ერდოღანი დანიშნო, მაინც აღარაფერი უშველებათ და აშშ-თურქეთის თამაშის ყურებას თურქული სერიალის ყურება სჯობდეს იქნებ... ჩვენ კი ჩვენს საშველზე ვიფიქროთ და ავირჩიოთ - მწვრთნელი გავუშვათ, მისი "დამკრიშავი" ფედერაცია, ყველა ერთად, თუ ერთი კაპოვერდელი მეკარის და ორ-ორი ავსტრალიელი და პარაგვაელი მცველის ნატურალიზება მოვახდინოთ, რომ კურასაოელებსა თუ იუზბეკებს აღარ შევნატროდეთ...
ლადო
რა სულელური წესია, პირზე ხელის აფარებისთვის წითელი, ყვითელი კიდე ჯანდაბას, მაგრამ გაძევება მეტისმეტია. თუმცა, რაც მთავარია, ოსმალებს შეულაღლაღეს
T.q
ფედერაცია კობისწალო უყურებ თამაშებს?? ხიზანიშვილი რო ასისტენტი გეყოლება ნაკრების ბოლო თამაშები მგონია ხიზანიშვილის წყობით თამაშობდა და თურმე სიმართლე ყოფილა
Gurulo
თურქეთის შემადგენლობას გადახედეთ და მერე იღლიცინეთ.მაგარი ფეხბურთელები ყავთ და ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ ტოლ სწორედ თამაში. ალბათ ძველი ვარსკვლავური პსჟ ს ,ან ახალი პორტუგალიის ბედს იზიარებენ.
კოტე
კი მაგრამ თუ მეტოქე არ აპროტესტებს, რატომ გააგდო? წესების ბრმად მიყოლა იმიტომ, რომ პრეცედენტი იყო მარაზმია და მეტი არაფერი. ეგრე შეიძლება ბუცი გაიხადოს ვიღაცამ და მეტოქეს თავში ჩაარტყას, აიკრძალოს მერე ბუცები?
დდდ
არადა, ფედერაცია სულ იმით იმართლებდა თავს, - უსაშველოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და რა უნდა გვექნაო და ბოლოს რომ ჩვენზე წყალწაღებულმა ბულგარეთმაც დაგვახალა "კანტროლკა", ამასაც წინასწარ შეგვაგუეს...
თავაძის ფეხაძე
სიმართლისთვის მაგას ჩვენი პაკაზუხებიც უნდა დაამატო, მარა არამგონია მთლად ასეთი კრისტალობა გინდოდეს
გივი (ვილი) მოვედით ჩვენ ვართ
ეს მეხინკლე ვილი უყურებს თურქების დამარცხება როგორ უნდა? ჯერ კენგუროებმა მოუგეს მერე 9 კაციანმა პარაგვაიმ სახლში გააგდო. ორ თამაში არცერთი ბურთია არ გაატანინეს და ჩვენ 2 თამაში ამოგვავსეს 7 ბურთით.
[VIDEO] ბრაზილიამ ჰაიტი მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მაროკომ შოტლანდიას საიბარის გოლით სძლია, რომელსაც "ბაიერნი" შეიძენს
[VIDEO] აშშ-მ ავსტრალიასაც მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ავსტრალია
ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში
უმედლო დღე ულან-ბატორში - სარდალაშვილმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"მანჩესტერ სიტი" 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი
"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
[VIDEO] 6 გოლი, 2 წითელი ბარათი და მოტეხილი ფეხი - კანადამ კატარი გაანადგურა
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
20 წლის მანზამბიმ ყველაფერი შეცვალა - შვეიცარიამ ბოსნიას მოუგო
BBC: "არსენალი" ბართიშვილს წინასაკონტრაქტო შეთავაზებით მიმართავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!
[VIDEO] სამხრეთ აფრიკამ ჩეხეთთან ფრეს მიაღწია
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-1 გაგრა. შეწყვეტილი სერიები
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა
კოპა ამერიკა. A ჯგუფი: ხამესი მოგებით და ტრავმით იწყებს
კოპა ამერიკა. 1/4-ფინალი: ბრაზილია არგენტინის მოლოდინშია [VIDEO]
[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
მჩ 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა: ბრაზილიამ რუსეთის საგზური გაინაღდა [VIDEO]
პერუ-პარაგვაი 2:0 - კოპა ამერიკაზე მესამეადგილოსანი გამოვლინდა
თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და პირველ ადგილზე გასასვლელად სასწაული სჭირდება
[VIDEO] ბალოგუნის შოუ - აშშ-მა პარაგვაი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] სრული კატასტროფა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან განადგურდა
კოპა ამერიკა: არგენტინის ნაკრები პარაგვაისთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას