მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტური დასრულდა. მუნდიალი ისეთი ტურნირია, ყველა მაქსიმალურად თვალს ადევნებს, მაგრამ მსჯელობა და წერა ყოველთვის საინტერესოა.

მესი

ლიონელ მესი ფეხბურთში ის ფიგურაა, რომელიც შეუძლებელია, კითხვებს ბადებდეს, მაგრამ განა ასე ხშირად არ ყოფილა?! საკლუბო ამბებს რომ შევეშვად, სანაკრებო ტრიუმფამდე, მსოფლიო ჩემპიონობამდე ბევრი დაბრკოლება და ეჭვი იყო, საბოლოოდ კი მან დიდება გაიმყარა. არგენტინელმა გენიოსმა ახლა ალბათ გაიფიქრა, რატომ არ უნდა ვიყო საუკეთესო ბომბარდირების სიაშიო და ეს ამბავი ერთ მატჩში გადაწყვიტა.

მთავარი, რაც ლეოს თამაშშია, ის საკუთარი და სხვების სიამოვნებისთვის თამაშობს. რაც შეეხება ფეხბურთს, არის მასში რაღაც ამოუხსნელი და მიუწვდომელი. მესი ამ საქმეში ზედმეტად გათვითცნობიერებულია, ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი გათავისებული აქვს, მათ შორის ისიც, რა შეუძლია მას, როგორ გადაანაწილოს უნარები.

არ ვიცით, არგენტინის ნაკრები ამჯერად სადამდე მივა, მესის კი უკვე პელესა და მარადონაზე მაღლა მოიხსენიებენ!..

რონალდო

ბევრს უკვირს, რატომ ბრალდება პორტუგალიის წარუმატებელი თამაში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს? მიზეზი იქნებ მარტივი იყოს. ისაა ფეხბურთელი, ვისზეც მწვრთნელი წარმატების მთელ სცენარს აწყობს. გუნდი თუ მიზანს მიაღწევს, რონალდოს პატივი და დიდება გარანტირებული აქვს. ამავდროულად, წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი წნეხი მასზე მოდის და ეს ბუნებრივიცაა. გარკვეულწილად, ყველაფერი ეს მის თანაგუნდელებზეც მოქმედებს, აფუჭებს გარემოსაც. მაგალითად, ვიტინია და ნევეში თითქოს პსჟ-ში უფრო ხალისიანები არიან.

დამაინც, რონალდოს ნაკრებიდან წასვლა მოუგვიანდა. ის აქ ვეღარ ლიდერობს, აქვს სისხარტის პრობლემები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აღარაა ის ემოციები, თანაგუნდელებისგან მაქსიმუმს რომ ითხოვდა, რადგან ამას თავად ვეღარ აკეთებს. გარდა ამისა, როცა შანსი მიეცა, "მკვლელი ინსტიქტები" ვეღარ გამოავლინა.

ყველაზე ძლიერი

ყველაზე ძლიერი და დაუმარცხებელი გუნდის შთაბეჭდილება საფრანგეთის ნაკრებმა დატოვა. არის პრობლემები გუნდურ ბალანსში, მაგრამ ეს ამბავიც მოგავრებადს ჰგავს, თუკი დეშამი გარკვეულ არაპოპულარულ ნაბიჯებს თამამად გადადგამს და ფეხბურთელებიც ამაში აჰყვებიან.

თუკი ფეხბურთელების მხრიდან დეშამის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, მაგალითად უსმან დემბელე გამოდგება. კაცი, ვინც ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგა და "ოქროს ბურთი" მოიგო, იძულებულია, უკანა პლანზე (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) გადავიდეს და დაევალოს ის, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობს. პერიოდულად პსჟ-იც გვინახავს უკანდახეული დემბელე, ნახევარდაცვასა და შეტევას რომ აკავშირებს, მაგრამ იმ დოზით, როგორც სენეგალთან ვნახეთ, არასოდეს. არსებობს წმინდა ტაქტიკური ნიუანსები, მაგალითად პრესინგი მაქსიმალურად მაღლა, რაც დემბელეს კლუბში წარმატებით გამოსდის და საგოლე შანსებს აძლევს. დეშამი სხვანაირად მოქმედებს და მოკლე დროში მასზე გადართვაა საჭირო.

ასეა თუ ისე, კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატებზე განსაკუთრებული ფეხბურთელია, ჩემპიონობისა და მეორე ადგილის შემდეგ გუნდს კვლავ დიდებისკენ რომ მიუძღვის!..

დიდი რესურსი

ყველაზე დიდი რესურსი მაინც ესპანეთის ნაკრებშია, ჯერ ეს გუნდი მთელი ძალით არ გვინახავს, რადგან იამალი და უილიამსი ფორმაში ახლა შედიან.

ფლანგების გააქტიურება ისაა, რაც ესპანელთა შეტევებს სრულყოფულს გახდის. ამავდროულად, კუკურეიას შეტევაში ძალიან დამაჯერებელი ჩართვები ვნახეთ.

პირველი მატჩის ვერმოგებით ერთგვარად გაბრაზებული ესპანელები საინტერესო დასაკვირვებელია.

კარგი რესურსია ინგლისის ნაკრებში სხვადასხვა შინაარსის თამაშისთვის. გუნდს თითქოს პრაგმატულობაც შეუძლია და შეტევაში მეტი ენერგიის გამოჩენაც, ტუხელს ეს კარგად გამოსდის. დანარჩენი უნდა ვნახოთ.

ნორვეგიელი გულშემატკივრები ყვიროდნენ, მსოფლიო ჩემპიონები გავხდებითო. ეს გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ერლინ ჰოლანთან ერთად ამ გუნდს მართლაც ყველაფერი შეუძლია, თავად ფორვარდის რესურსია განუზომელი.

ბრაზილიის ნაკრები

ბრაზილიის ნაკრებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს და მათზე მეტი საუბარია საჭირო. ფაქტია, შემადგენლობა ციდან ვარკვლავების მოწყვეტის შესაძლებლობას არ იძლევა, გუნდურობამ მეტი შედეგი უნდა გვაჩვენოს, მაგრამ ვინისიუსის სახით გამოკვეთილი ინდივიდულისტი არსებობს, ვისზეც ყველა შემთხვევაში, დიდი აქცენტი უნდა გაკეთდეს.

კარლო ანჩელოტომ იცის, შედეგს როგორ მიაღწიოს, მაგრამ საქმე კლუბთან არ გავქვს, სასურველი ფეხბურთელებით რომ გაძლიერებულიყო.

გაძლიერება ნეიმარით იქნება და ის ახლა როფორ ფორმასა და ხასიათზეც არ უნდა იყოს, შეუძლია, რაღაც არაორდინალური შექმნას. ის, რაც სხვებისგან განასხვავებს!..

საუკეთესო თამაში

პირველი ტურის საუკეთესო თამაში მაინც ბოლო დღეს, ინგლისი - ხორვატია იყო, კარგი შეტევები, ლამაზი გოლები და უმაღლესი კლასი.

ყურების თვალსაზრისით თურქეთისა და ავსტრალიის მატჩი საინტერესო გამოდგა. აქ ერთმანეთს ორი ფილოსოფია დაეჯახა, უფრო მცირე რესურსით კი ავსტრალიელებმა მიზანს მიაღწიეს. დაცვაში მწყობრად თამაში შედეგიანი კონტრშეტევებით ავსტრალიელებმა კარგად გამოიყენეს და იმავეს თქმა ბოსნიის ნაკრებზეც შეგვიძლია. ეს გზა იყო, რამაც ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებიც ახეირა.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ გერმანიის ნაკრების თამაში. მუნდიალზე, სადაც ბევრი გოლი არ გადის, ხანდახან ასეთი სანახაობა მბიშვნელოვანია. გერმანელებმა ისედაც კარგად შეთამაშებული, მოტივირებული და დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ეგაა, ჯერ მეტოქე სათანადო არ ჰყოლიათ.

მოულოდნელობა(დადებითი)

მთავარი მოულიდნელიბა მაინც აშშ-ს ნაკრებია. ფეხბურთელები პულისიჩის მეთაურობოთ, რომელთაც თითოქს პიკი უკან მოიტოვეს, მშვენივრად ათამაშდნენ. კარგი იყო პრესინგი, თავისუფალი ზონების პოვნა, მაღალი დონის პასები. გამოცდილებას დამატებული კარგი სეზონის მქონე ფორვარდი ბალოგუნი. ვნახოთ, პოჩეტინო ამ გუნდს სადამდე მიიყვანს.

მოულოდნელობა(უარყოფითი)

ჩეხეთის ნაკრებმა ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა. ამ გუნდის რესურსები მწირი ჩანს. მოულოდნელობაზე მეტად გულდასაწყვეტია, მათ ხომ ერთგვარად ჩვენი ადგილი დაიკავეს. "ერთა ლიგის" მომგები საქართველოს ნაკრები აქ იქნებოდა.

"ჩვენი ადგილი" დაიკავა თურქეთის ნაკრებმაც. ვინჩენცო მონტელას გუნდი ისეთია, რაზეც ბოლო ორ წელიწადში ბევრჯერ დაგვიწერია, ემოციური და თუკი საკუთარი თამაშის ძიება უწევს, ვერ პოულობს, სცენარის შეცვლა უჭირს, ისე კი ბლომად შეუტიეს.

უფრო მეტი სათქმელი შემდეგისთვის მოვიტოვოთ, წინ ბევრი დრო გვაქვს!..

[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] განამ პანამა ბოლო წამებზე დაამარცხა
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ 16 წლამდელთა ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
ტყუპისცალიც ავსტრიაში - ოთარ მამაგეიშვილი "ვოლფსბერგერში" გადაბარგდა
"ვოზინიამ პირად შეტყობინებაში მომწერა და ეს მთხოვა" - რუს ბლოგერს კაპო ვერდელთა გმირი მეკარე გაახსენდა და ისტორია მოჰყვა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"ის, წარმოუდგენელია, ენა ჩამივარდა!" - სკალონიმ ალჟირთან მატჩის შემდეგ, მესიზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
[VIDEO] ჰოლანის დუბლი - ნორვეგიამ ერაყს მოუგო
[VIDEO] დიდი ფეხბურთი დაიწყო. შეუჩერებელი მბაპე - პასიური საფრანგეთი გარდაისახა და სენეგალს სძლია
U20. საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს მოუგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] ბრაზილიამ და მაროკომ ფრედ ითამაშეს
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ
ქვიზი: როგორ გახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები?
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
"მის გამო, რუსეთში მატარებლითაც კი წავიდოდი" - იამალი ნეიმარზე
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ალისონს დაშვებული შეცდომის შესახებ კითხვა არ ესიამოვნა და ინტერვიუ შეწყვიტა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
[VIDEO] ის არ დადის, ის დაფრინავს - მესიმ ალჟირს ჰეთ-თრიკი შეუსრულა
"ის, წარმოუდგენელია, ენა ჩამივარდა!" - სკალონიმ ალჟირთან მატჩის შემდეგ, მესიზე ისაუბრა
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში საკუთარი ვერტმფრენით მივიდა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] დუბლი და ნანატრი ტიტული - რონალდოს "ალ ნასრი" ჩემპიონი გახდა
სერხიო რამოსი იამალის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას მოითხოვს
"გუნდში ზედმეტი ტვირთია" - რიოლომ რონალდო მაგრად გააკრიტიკა
[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]
[VIDEO] სიცილის შეკავება შეუძლებელია - სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდების რეაქცია მექსიკასთან მარცხის შემდეგ
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
დასცინის თუ ხუმრობს - ინფანტინოს თქმით, იტალიას 208-გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს
"რონალდო ძლივს დადის, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი თამაში სირცხვილია" - "ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა კრიშტიანო გააკრიტიკა
"ჩემს თავს მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მახსენებს" - ლიონელ მესი
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
"ფიფა არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა" - მიიჩნევს "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი