24 წლის ქართველ მცველ საბა საზონოვს "ტორინოსთან" კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ახლა მას ნებისმიერ გუნდში გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

მან სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც გულშემატკივრებს დაემშვიდობა, თუმცა განცხადებაში ერთ-ერთმა მონაკვეთმა დიდი ხმაური გამოიწვია. საბა არ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ყველამ იცის რატომ მოხდა ასე, რომ საერთოდ არ თამაშობდა ვინ არის რეალური პრობლემა.

onefootball წერს, რომ ეს შესაძლოა, გუნდის ხელმძღვანელობის ან სამწვრთნელო შტაბისკენ მიმართული გზავნილი შესაძლოა იყოს, რომლებიც, მისი აზრით, დამნაშავეები არიან მოედანზე მისი შეზღუდული დროის გამო.

"ტურინო, დიდი მადლობა! ეს შესანიშნავი კლუბია, რომლის ისტორიაც ყველამ იცის. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი. მადლობა ტურინს, ქალაქს, რომელიც ჩემი სახლი გახდა.

მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც წარმოუდგენლები არიან! იცით, რომ მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენიანი ვიყავი. ყოველთვის ხელმისაწვდომი და გულწრფელი ვიყავი თქვენს მიმართ, ისევე როგორც თქვენ იყავით ჩემს მიმართ.

ვწუხვარ, რომ მოედანზე ვერ შევძელი ყველაფრის მოცემა, რომ ვერ შევძელი თქვენთვის იმ ემოციების და სიხარულის მოცემა, რასაც იმსახურებთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რატომ მოხდა ასე და ვინ არის რეალური პრობლემა. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, წინ, "ტორინო!", - დაწერა საზონოვმა.

შეხსენებისთვის საზონოვი ტურინულ გუნდში 2023 წელს მოსკოვის "დინამოდან" გადავიდა. საწყის სეზონში მან მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საბა 2024 წელს "ემპოლიში" გაანათხოვრეს, თუმცა მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გამოტოვა.

ის "ტორინოს" 2025 წელს დაუბრუნდა, თუმცა მოედანზე არცერთი წუთით არ გამოჩენილა.

ჟორა
საბა ჩვენი ნაკრების იმედია, მალე უნდა მონახოს გუნდი და ისეთი სადაც ძირითადში იქნება. წარმატებები...
წარმატება საბას
ჯანმრთელობას ვუსურვებ დანარჩენს თვითონ მიაღწევს ისეთი მშრომელია საბა. მჯერა სულ მალე კლუბსაც ნახავს და ნაკრებშიც დაგვეხმარება. ძალიან საჭიროა ნაკრებისათვის საბა ფორმაში.

ვინც ენდობა და შანსს მისცემს,არ ინანებს.ეს ბიჭი თავს არ ზოგავს და არც შრომა ეზარება.ჯანმრთელობას,კარგ კლუბს და ნდობას ვუსურვებ.წარმატებას კი,თვითონაც მიაღწევს!
gogi
კაი კაცია საბა, წარმატებები!
llcl
არასოდეს დაუზოგავს თავი არც ნაკრებში და არც ახალგაზრდულში, ღმერთმა ქნას აღარასდროს მიეღოს სერიოზული ტრავმა! წარმატებებს და ტოპ ლიგას და ტოპ კლუბს ვუსურვებ მომავალში!
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ