ფიფამ ძალიან უცნაური ვერდიქტი გამოიტანა - ბელგიასთან მერვედფინალის წინ, აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნს, ბოსნიასთან მეოთხედფინალში მიღებული წითელი ბარათი შეუჩერა, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა.

ფიფამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კოდექსის 27-ე მუხლის მიხედვით იქნა მიღებული და ბალოგუნის დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადითაა შეჩერებული.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დიდი უსამართლობა გამოასწორა.

"მადლობა FIFA-ს, რომ სწორად მოიქეცით და დიდი უსამართლობა გამოასწორეთ", - წერია პოსტში.

რამდენიმე დღის წინ ბალოგუნის წითელ ბარათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი იმედგაცრუებული იყო და ხაზი გაუსვა სააპელაციო პროცედურის შემოღების აუცილებლობას.

ამასობაში, აშშ-ის ბანაკში, რომელსაც მაურისიო პოჩეტინო ხელმძღვანელობს, სიხარული სუფევს. ერთ-ერთი ლიდერის კრისტიან პულიშიჩის თქმით, ნაკრებმა ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნის შესახებ ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე ავტობუსში შეიტყო.

პულიშიჩმა აღნიშნა, რომ ბალოგუნს სახეზე ფართო ღიმილი ჰქონდა, რადგან, გუნდის აზრით, მსაჯის გადაწყვეტილება მისი მოედნიდან გაძევების შესახებ ძალიან მკაცრი იყო.

G.A.L.
ფრედოვიჩ რა პრობლემაა?! კიდევ რას ისურვებთ? იქნებ, პირადად თქვენთვის, ყველა მოწინააღმდეგთან 3:0-დან, თქვენს სასარგებლოთ, დაგეწყოთ თამაში?!
დონოვანი
ა ბატონო, დიფ სტეიტის ვისაც არ გჯეროდათ )))
ლადო
დიდება დასავლურ სამართლიანობას
კობას-ს
რაც ბრმად პროდასავლელებს, ის ბრმად პრორუსებს.
rembo ))
ასეთი რამე ისეთ შოვინისტებსაც არ ჩაუდენიათ , როგორებიც რუსები არიან . ,,ტაში კუკური " რა !
ტრამპი-ინფანტინოს
მსოფლიოს მოგება გვინდა რა პრობლემაა ბელადო.
დდდ
მისაბაძად აკურატული და პუნქტუალური პიროვნება გახლავთ ამერიკის მერამდენეღაცა პრეზიდენტი - უპრობლემოდ შეეძლო დისკვალიფიკაცია თავადვე გაეუქმებინა, მაგრამ სასოკერო ( საფეხბურთო) საზოგადოებას სცა პატივი, პროტოკოლი დაიცვა და ინფანტინოს უწყებას გააუქმებინა, რაც უდაოდ იმაზეც მეტყველებს, რომ ამ მუნდიალს ერთობ სერიოზულად აღიქვამს... იმდენად სერიოზულად, რომ პირადად მე არ გამიკვირდება, თუ ვთქვათ, დებრუინს, ტროსარდს ან ლუკაკუს, ნიკოლას მადუროსავით მოიტაცებს და გუანტანამოს ციხეში გამოკეტავს მუნდიალის დასასრულამდე, რაზეც მარკო რუბიო იტყვის, რომ ხსენებული სპეცოპერაცია მხოლოდ მუნდიალის უსაფრთხოდ ჩატარებას ემსახურებოდა და ინფანტინო დაადასტურებს, რომ ფიფას წესდებაში მსგავსი მუხლი ნამდვილად არსებობდა...

ჯანი ინფანტინომ ამაყად განაცხადა,რომ ფიფაში ყველა თანასწორია,მაგრამ ზოგი უფრო მეტად თანასწორია და ღიმილით,ქოჩორზე ვაზელინი გადაისვა!
Gio
Trampa uchalicha dzmas.) rogorc geijis shemtxvevashi. Amit xazs usmeven tavis liderobas msoplios winashe. Amati vitom demokratiis .........
კობას
პრორუსებს რაა? -------------------
კობა
აქაური პრო ამერიკელი და პრო ევროპელები პროგრესად შეაფასებენ :)
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
[VIDEO] დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა
დასცინის თუ ხუმრობს - ინფანტინოს თქმით, იტალიას 208-გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
FIFA ტრამპს მუნდიალის ფინალში სავარაუდოდ, უპრეცედენტოდ დიდ როლს მიანიჭებს - რას აპირებს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
[VIDEO] ტრამპს დასცინეს - აშშ-ისთან მატჩის ბოლოს ბელგიელებმა ასეთი რამ გააკეთეს