საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე პირველი ვარჯიში გამართა. ეს გახლავთ მატერიკული ჩინეთისგან გამოყოფილი კუნძული ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში, რომელიც ტროპიკულ ზონას მიეკუთვნება და იქ საკმაოდ ცხელა — განსაკუთრებით, ზაფხულში. ჩინეთის კალათბურთის ფედერაციის დაფინანსებით მესამე წელია იმართება „სოლიდარობის თასი“, რომელიც წლეულს ქალაქ ჩენგდუში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოგვიანებით მისი ლოკაცია კუნძულზე გადაიტანეს.

„სოლიდარობის თასი“ პირდაპირ პასუხობს საკუთარ დასახელებას: მას არ ჰყავს ერთპიროვნული გამარჯვებული, რადგან მთავარი გამარჯვება მონაწილე გუნდებს შორის სოლიდარობა და მეგობრობაა. დღეს გამართულ ტურნირის ტექნიკურ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ეს ფაქტი — დამზადებულია 4 თანაბარი ზომისა და იერის მქონე თასი, რომელიც ოთხივე მონაწილეს გადაეცემა. ტუნირზე არ გამოიყენება ვიდეო-რეფერი (instant replay), რადგან ორგანიზატორები სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე ამის საჭიროებას ვერ ხედავენ და სრულად ენდობიან არბიტრების პირველად გადაწყვეტილებებს. სხვათა შორის, ტურნირს 6 მსაჯი მოემსახურება, რომლებიდანაც 3 ჩინელია, 2 მონეტენეგროელი, ერთიც ჩინეთის მაკაოდანაა.

ტურნირის კალენდარიც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ უძლიერესის გამოვლენა ორგანიზატორთა მიზანი არ გახლავთ, რადგან 4 მონაწილედან 2 ერთმანეთს საერთოდ არ ხვდება. ესენია საქართველო და კამერუნი, რომლებიც იასპარეზებენ „სოლიდარობის თასზე“, თუმცა ერთმანეთის პირისპირ არ დადგებიან.

ტურნირის მასპინძელია „უუანხეს“ უზარმაზარი დარბაზი — Wuyuanhe Gymnasium, რომელიც ჰაიკოუს დასავლეთ გარეუბან სიუინგში მდებარეობს. ნაგებობა 16 ათას მაყურებელს იტევს. დარბაზი ჩინეთის მატჩებზე, სავარაუდოდ, სრულად შეივსება, ხოლო სხვა შეხვედრებზე ორგანიზატორები 7-8 ათას მაყურებელს ელოდებიან.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიში ჩაატარა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ესპოზიტომ და მისმა ასისტენტმა, ნიკოლოზ ცინცაძემ ნაყოფიერად გამოიყენეს და გუნდის წევრებს სხვადასხვა კომბინაცია დაამუშავებინეს. საქართველოს ნაკრების სათამაშო ხელწერა ეროვნული გუნდის მსგავსი იქნება, რადგან ორივე მწვრთნელსა და მოთამაშეთა უმრავლესობას სწორედ ეროვნული ნაკრების ვარჯიშებზე აქვთ საკმაო დრო გატარებული.

ჩინური მასმედიის მხრიდან ვარჯიშისადმი დიდი ინტერესი დაფიქსირდა. რთული სათქმელია, ზუსტად რამდენი საინფორმაციო საშუალება იყო მოსული ვარჯიშის კადრების გადასაღებად, თუმცა ფაქტი ერთია — ჩინელების ინტერესი უდიდესი გახლდათ. სამწუხაროდ, მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ჩინური Tik-Tok-ი ფლობს, რომელიც Douyin-ის სახელითაა ცნობილი და ეს აპლიკაცია ჩინეთის ფარგლებს გარეთ პრაქტიკულად მიუწვდომელია.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 24 ივლისს, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც კიდევ ერთხელ 27 ივლისს შეხვდება. ტურნირის მესამე შეხვედრას კი ქართველები ამ ორ მატჩს შორის — 25 ივლისს, მასპინძელ ჩინეთთან ჩაატარებენ.

GBF.GE

უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ორმაგ ტრანსფერთან ახლოს - "ლივერპული" პსჟ-იდან შემტევებს იმატებს
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია