საქართველოს ნაკრებმა კვლავ ვერ გაიმარჯვა (ჩრდ.ირლანდიაში 0:0) და უმეტეს შემთხვევაში ისევ უფანტაზიო, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, ცუდი სანახავი ფეხბურთი შემოგვთავაზა. ამის მიუხედავად, ოთხმატჩიან წარუმატებელ პერიოდს თითქოს გადაჭრით ვერავის ვაბრალებთ - აქეთ მწვრთნელი ახალია და დრო სჭირდება, ფეხბურთელები ამ ქაოსსა და დალაგების მცდელობაში კი საკუთარი თავის ახლიდან ძიებაში არიან...

პირველი მატჩის შემდეგ:

https://sportall.ge/article/187122-obiekturad-vilis-absurdizacia-gaushves-mxardachera-xvichas/

ისე, მეორე ტაიმის რაღაც მონაკვეთში, როცა ცვლილებებმა ჩვენი თამაში გაამწვავა და მეტოქის საჯარიმოსთან მეტად ვტრიალებდით, მართლა გაჩნდა განცდა, რამაზ სვანაძეს მეტი დრო რომ ჰქონოდა და 4 ამხანაგური მატჩი ვილი სანიოლს არ "შეეჭამა", იქნებ გუნდისთვის ხელი მართლა დაეტყო. ის მაინც გვეცოდინებოდა, ახლა თამამად გაგვეშვა თუ შესარჩევი ეტაპიც დაგვეთმო. ეს საკითხი ნოემბრამდე მაინც ღიად უნდა დავტოვოთ. არადა, ბევრი ტოპმწვრთნელია თავისუფალი, ეგეც ვიცით.

ვერაფერს ვიტყვით ახალს, რაც წინა მატჩებამდე თუ შემდეგ არ გვითქვამს. საქართველოს ნაკრები, ორიოდე წლის წინ საერთაშორისო მოწონება თავგანწირვითა და სითამამით რომ დაიმსახურა, გაურკვევლობას, რწმენის დაკარგვას, ზედმეტ სიფრთხილესა თუ ერთმანეთის მიმართ ნდობის შესუსტებას მოუცავს. მივდიოდით აქამდე, მივდიოდით, დროული და ეფექტური ჩარევა იყო საჭირო!..

მეორე მატჩის შემდეგ:

https://sportall.ge/article/187170-citeli-abi-svanazisa-da-sakartvelos-nakrebistvis-rodemde-vicucunot/

აქ აღარ არის მხატვრული შედარებების დრო, ევროპის ჩემპიონატს გვარიანად დავშორდით, გულშემატკივრები მართლაც შეშფოთებულები არიან. თითქოს მკვეთრი მენტალური ცვლილებების შემდეგ ისევ ფილმს "ზაზუნას დღე" ვხედავთ - წარსულში ხომ ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს?! არადა, კლუბების მხრივაც ხომ გავიზარდეთ?! საერთო დონე, კლუბების ხარისხი ხომ ავწიეთ?! ვარსკვლავის სტატუსის ფეხბურთელიც ხომ გვყავს?!

გავითვალისწინოთ, რომ ქართველ გულშემატკივრებს მხოლოდ შედეგი არასოდეს აინტერესებთ, თუ ის კარგ თამაშთან ერთად არ მოდის და როცა არცერთი არაა?! ის, რომ ცოტა გოლს ვუშვებთ, შვება ვერ იქნება. საუბარია ქომაგებზე, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას ლეგიონერების თითოეულ მატჩს განსაკუთრებულად ელიან...

მესამე მატჩის შემდეგ:

https://sportall.ge/article/187253-sakartvelos-nakrebi-eiporiidan-chixshi-ratom-araa-kvaracxelia-soboslai/

დღეს გვინდა ოპტიმიზმი მაინც შევინარჩუნოთ, იმაზე ვიფიქროთ, რა იქნება ნოემბერში და რა მომავალ წელს, შესარჩევ ეტაპზე. გუნდში ახალი სახეები იქნებიან, თუნდაც პატარა ასაკის, მაგრამ როგორც სხვა ასპექტებში, აქაც თავს ნუ მოვიტყუებთ, ძირითადი ბირთვი სახეზეა. რა თქმა უნდა, ცვლილებებს ველით, მათ შორის სამწვრთნელო შტაბშიც. დავაკვირდეთ, ყველა საფეხბურთო კომპონენტს დეტალური ყურადღება ექცევა. ჩრდ.ირლანდიელები სველ ბურთს ამშრალებდნენ და აუტებიდან ჩვენ საჯარიმოში ხიფათს ქმნიდნენ, ჩვენ კი რაღაცები თითქოს საკუთარ ნებაზე გვაქვს მიშვებული, სისტემური, ანალიტიკური მიდგომა არ ჩანს, ბევრი რამ ფეხბურთელების ინდივიდუალიზმს ეფუძნება. სამწვრთნელო შტაბი ამ პრინციპებზე უნდა დაკომპლექტდეს. ამ დღეებში ბევრჯერ ვთქვით, თანამედროვე ფეხბურთს ყოველდღიურად ვხედავთ, ვგრძნობთ, რა სჭირდება სტაბილურობას და რადგან ამის რესურსი გვაქვს, მაქსიმალურ წარმატებასაც ვითხოვთ. უფრო მეტს, ვიდრე ახლაა და შესაბამისი უნარები რომ არ გვახასიათებდეს, მოთხოვნილებაც არ გაგვიჩნდებოდა.

ფეხბურთელებზე კიდევ უფრო მეტი დაკვირვება და შერჩევაა საჭირო. ამავდროულად, ვხედავთ, სანაკრებო დონე სულ სხვაა, თანაც როცა გუნდთან ერთად რამდენიმე დღე გაქვს და მარტივი არაა, მოერგო. ამისთვის ბევრი უბრალოდ ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად არაა მზად, საამისო პრაქტიკა აკლია.

შეკრებიდან შეკრებამდე მწვრთნელისგან მეტ კომუნიკაციას ველით, გუნდთან ყველა მაქსიმალურად ახლოს რომ ვიყოთ. ყველაფერი უნდა ითქვას, რისი თქმაც შეიძლება და რაც გუნდს უკეთესს გახდის!..

გიორგი
ფედერაცია ნეპოტიზმში ჩაძირული და ფულს ქაფავს. ამათი ვითომ ზედამხედველი სპორტის სამინისტრო წილშია. მინიტრების წილს "ზევით" აგზავნიან, იქ სადაც ძაღლის თავია დამარხული. დაასხი - დავლიოთ!
ზურა
იქნებ ზურაბ ამირიანს "შეაბათ" და როგორმე ნაკრების ანალიტიკოსად მაინც მოიყვანოთ - "რეინჯერსის" და "ფეინოორდის" მომზადებაში და ანალიტიკურ სამსახურებსი მუშაობდა და მუშაობს, მთელ მსოფლიოში მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ლექციებს კითხულობს...
Ucxo
აუტების მოწოდება ჩვენი სუსტი წერტილი იყო და არის აუტების 80 პროცენტს მოწოდებიდან ეგრევე ვკარგავთ. ძლივს აწყობილი ნაკრები სად გაქრა ასე უცებ ვერ ვხვდები ასე როგორ მოიშალნენ.პენალის გაფუჭების მერე მიქაუტაძესაც აუცრუვდა გული თუმცა ბოლო თამაშში 8 წუთში რაც მოასწრო კარგი თამაში აჩვენა მიქას შემოყვანა ძალიან დააგვიანა ფაქტობრივად დამთავრებულ თამაშზე შემოიყვანა. ახალი სისხლი გვჭირდება და ვინ შეგვივსებს ვინც ახალგაზრდულიდან შეიძლება გადმოვიყვანოთ ჯერ პატარები არიან ორი წელი მაინც უნდა მათ დაწინაურებას. სიხარულაშვილის გამოძახება შეიძლება ძალიან მონდომებულია და ნაკრებში თავს არ დაზოგავს ასევე არაბიძის მოსინჯვაც შეიძლება.
c
სანამ დაიწყებოდა თამაში ვწერდი აქ, წინა თემებში, რომ იმიტომ უნდა წასულიყო სანიოლი, რომ ვერ ხვდებოდა მაგალიტად, რომ ჩრდილო ირლანდიასთან მოედნის ცენტრი არ უნდა დათმო და სკამზე ჩაკვე არ უნდა დატოვო და მექვაბიშილი არ უნდა ათამაშო. აქაც იგივე იყო, დაგვცინეს, უბრალოდ გაგვიმართლა რომ არ წავაგეთ, თორემ დაგვჩქგრეს განა თამაშით - ჭკუით! სამარცხვინო საყურებელი იყო მთელი 1 ტაიმი ზუსტად იგივე სცენარი რომ განმეორდა რაც თბილისში, ანუ ჭკუა ვერ ისწავლა გუნდმა ? მეორე ტაიმში კიდევ კარგი წიტაიშვილი გამოიყვანა , მარა მოედნის ცენტრი ისევ იმათ დარჩათ, არანაირი მცდელობა რომ ცენტრში გვებრძოლა და შეტევები იქიდან აგვეწყო. არადა ეს კარგად იცოდა იამთმა მწრვთნელმა და მოკლა ჩვენი შეტევების ყველა შანსი. ხვიჩა სრულად ამოიკეტა, რადგან ბურთის მიმწოდებელი არავინ ჰყავდა ცენტრიდან!!! ფლანგებზე თამაში იმათ აწყობდათ. მიიღებდა თუ არა მექვაბიშვილი ან ქოჩორაშვილი მოედნის ცენტრში ბურთს, ეგრევე აგდებდნენ ან ფლანგზე ან უკან. ესენი უკან მერე მამარდაშვილს და ბურთი ისევ ირლანდიელებს რჩებოდათ და ასე გაუთავებლად. ეს ნიშნავს რომ არ ვიცი, არ მინდა შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოვიყენო რამე, მარა გონებაჩლუნგები სხედან ჩვენ შტაბში ? სვანაძეს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ აუცილებლად მოსაყვანია ახალი მწვრთნელი, რაზეც ვწერი, -აუცილებლად უცხოელი. ეს უბრალოდ აუცილებლად, რადგან მენტალურად არ გამოდის ეს სინთეზი- ქართველი მწვრთნელი - ქართული გუნდი ამ ეტაპზე. აბა სანიოლმა რა დააშავა? რამით ჩამოუვარდებოდა სვანაძეს? რატომ ვითხოვდი მის გადაყენებას მეც, როგორც ბევრი გულშემატკივარი? იმიტომ რომ გააკეთა თავისი საქმე და ტაქტიკურად ვეღარ განაახლა გუნდი. ეს კიდევ უარეს სისულელეებს აკეთებს. წერაც კი მეზარება იმდენი სისულელე გააკეთა ამ ბოლო თამაშში, თან უკვე თბილისში ჩატარებული მატჩის მერე. და კიდევ. ეგოიანს საერთოდ არ გავაკარებდი ნაკრებს, მარტო იმის გამო რაც ამ კაცმა გააკეთა. ეს მენტალურად რაღაც ქართული ფეხბურთის პრობლემაა რა. ბოლო წუთებია, დამატებული დრო ამოიწურა, 45 წამი მიდის სადღაც დამატებულ დროს რომ ვადა გაუვიდა და მსაჯი უბრალოდ არ უსტვენს, რომ რაღაც შანსი მისცეს ნაკრებს. კაკაბაძე მირბის ფლანგზე და ამ დროს ეგოიანი ცენტრში ითხოვს ხელაწეული ბურთს, ის არ აწვდის და აძლევს პასს ეგოიანს!!! 45 წამია დამატებულის მერე და ამ მოთხოვნილ ბურთზე ეს ფეხბუთელი უცებ ტრიალდება და უკან აწვდის პასს ... ამის მერე რა გუნდზეა საუბარი. კვარა მეცოდება რა, ნუ მოუსპობთ ამ კაცს კარიერას, სახელს და შესაძლებლობას, მთელი ნაკრები გაიზარდა და ასეთი მწვრთნელები არ შეიძლება ხალხნო გაიგეთ რა. რისთვისაა ეს ფედერაცია მართლა, მტერი ხომ არ ხართ არა საკუთარი გუნდის? მოიყვანეთ ვინმე მცოდნე სპეციალისტი, შეგიძლიათ ეს და გააკეთეთ რა, ესეც ხომ ფიფიას დინამო არაა ხომ ? მიეცით ამ თაობას შესაძლებლობა გაახარონ გულშემატკივარი
დიტოს
აგერ კაცმა თქვა დემბელეზე დიდი იყო ამ სეზონში კვარაო და მხოლოდ ჩ.ლიგაზე ითამაშა მაღალ დონეზეო და რატოა არაობიექტური? სრულიად ვეთანხმები თოფურია ნ1 ს.. რაც შემ თწვი ზუსტად იგივე თწვა ლიგაზე კარგი იყო და ნ1 გუნდიდან მაგრამ ლიგა 1 შუ საშუალო დონეო და ზოგადად მეც მგონია რომ მის კონკურენტებს ბევრად კარგი სეზონი გამოუვიდათ ინდივიდუალურად საბოლოო ჯამში.. შეხედეთ იამალს :)
დიტო
რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი აზრი, მაგრამ დავიწყე წაკითხვა და პირველი წინადადებებიდან ჩანს არაობიექტურობა. უდავოა რომ პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია და თითოეულმა ფეხბურთელმა დაიმსახურა გამარჯვება. მაგრამ, გასაკვირია როგორ უნდა არ დაინახო ის რომ კვარას გარეშე პსჟ ბოლო სეზონის ჩემპიონთა ლიგას უბრალოდ ვერ მოიგებდა. თვალები შეგნებულად უნდა დაიბრმავო რომ ეს არ დაინახო. აპელირება იმისკენ რომ "უამრავი წელია ფეხბურთს ვუყურებ" არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერს ვხედავთ უშეცდომოდ. გულრწფელად ვამბობ რომ ვარ ძალიან უკმაყოფილო ჩვენი ნაკრების თამაშით (ხვიჩას ჩათვლით), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხაზი უნდა გადაუსვათ იმ კარგს რაც იყო და რაც მომავალშიც იქნება. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
გოჩა
ჩვენს ფეხბურთელებს თავიანთ თამაშს უნდა აყურებინო ყოველ დღე
თოფურია.ნ1
მოკლედ, უამრავი წელია ფეხბურთს ვუყურებ და, ჩემი აზრით, ამ სპორტის ნორმალური ცოდნა მაქვს. ევროპული ტოპ-5-ის გრანდების ვარსკვლავებსაც ვიცნობდი და ვიცნობ, ამიტომ ვიტყვი: კვარა ულაპარაკოდ მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ არამც და არამც იამალის, მბაპეს და, ალბათ, ოლისეს დონის ფეხბურთელი. ბევრმა ქართველმა კვარას გამო დაიწყო ფეხბურთის აქტიურად ყურება და შეიძლება არასდროს ჰქონია ნანახი სხვა გუნდების მთავარი ფეხბურთელების თამაშები. ამიტომ, თუ ვინმე მეტყვის, რომ კვარამ გასულ სეზონში ყველას აჯობა, მე ვიტყვი, რომ პირველ რიგში პსჟ-ის სისტემამ და გუნდურმა თამაშმა აჯობა ყველა სხვა გრანდს. სწორედ ამიტომ მოუგეს თითქმის ყველა გრანდს და გახდნენ ჩემპიონები. ამაში კვარას როლი, ულაპარაკოდ, უდიდესი იყო და მიმაჩნია, რომ ამ სეზონში დემბელეზე დიდი წვლილიც შეიტანა. მაგრამ რა ხდება შემდეგ? მსოფლიოზე 39 წლის მესიმ კვარას მთელი სეზონი გადაფარა და მსოფლიო რომ მოეგო, ოქროს ბურთს ულაპარაკოდ მას მისცემდნენ. ჩემი აზრით, ეს გარკვეულწილად უსამართლობაც იქნებოდა, რადგან კვარა მსოფლიოზე საერთოდ არ იყო, ხოლო მისმა კონკურენტებმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაცილებით დიდხანს ითამაშეს და წინ გასვლის მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ. ლიგა 1-ში კი კვარა, ჩემი აზრით, საშუალო დონეზე იყო. ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა. ახლა კი მიმდინარე შესარჩევი... ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ჯგუფში — და არ დამიწყოთ ახლა, ირლანდია, უკრაინა და უნგრეთიაო და მინიმუმ მეორე ადგილისთვის ბრძოლა რთული იყოო — კვარამ ერთი გოლი კი არა, ერთი ასისტიც ვერ გააკეთა. მაშინ, როცა მისი კონკურენტები ამ შესარჩევზე ყველაფერს აკეთებენ. ვერ გამოავლინა ხასიათი, მენტალიტეტი და ლიდერის თვისებები. 40 წლის ნეიმარივით დაძუნძულებს: ფინტი — 0, სისწრაფე — 0, კრეატივი — 0. იმდენად ერთფეროვნად თამაშობს, რომ მისი შეტევები თითქმის არასდროს არის რეალურად სახიფათო. ცალკე მთელი ნაკრები უღირსი და სამარცხვინო რომ არის, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ უნგრეთს ერთი ფეხბურთელი ჰყავს და მაინც გადაგვაფარა ყველაფერი თავზე. კვარასაც შეეძლო რაღაცის შექმნა. თუმცა, თუ სისტემა სუსტია, კვარა იქ განსხვავებას ვერ შექმნის — სწორედ ამიტომ, როცა პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და მთელი სისტემა მუშაობს, კვარაც კარგად გამოიყურება. შეიძლება ბევრი რამ მეშლება, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: კვარას ოქროს ბურთის სეზონი, ალბათ, აღარ ექნება. მაქსიმუმ, წელს ექნებოდა შანსი, ახალ სეზონში პსჟ-შიც და ნაკრებშიც ძალიან მაგრად რომ ეთამაშა. ქართველებო, ყველას გვიყვარს სამშობლო და ერთმანეთიც უნდა გვიყვარდეს. ვიცი, ეს თითქმის ფანტასტიკაა და ამის მიღწევა რთულია — მიზეზებიც ყველამ ვიცით. მაგრამ ნუ აღმერთებთ კვარას და ნუ აყენებთ მას ორჯერ უკეთეს ფეხბურთელებზე წინ. როცა შენს ფეხბურთელს აქებ, მინიმუმ მისი მთავარი კონკურენტებიც უნდა იცოდე, რომ შედარება სწორად შეძლო. ოქროს ბურთის TOP 10-ში თუ მოხვდება, უკვე კარგი შედეგი იქნება. გამარჯვებული კი, ჩემი აზრით, ან იამალი, ან მბაპე გახდება. კეინზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ — ვერ ვხვდები, რატომ არის ასეთი ფავორიტი, როცა ყველაზე სუსტ ტოპ-ჩემპიონატში, საათივით აწყობილ გუნდში, უამრავი გოლი გააქვს. ოლიზე კი, ჩემი აზრით, უპირობოდ წინ არის კვარაზე. და ეს მხოლოდ კვარას ბრალია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. კვარა არასდროს ყოფილა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და, ჩემი აზრით, ვერც იქნება. მაქსიმუმ, გარკვეულ სეზონებში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. გემაცვალეთ, შემოგევლეთ სანამ დამეტაკებით, უბრალოდ გაიაზრეთ, რა ხდება თქვენს გარშემო. სამყაროს ცენტრი საქართველო არ არის ;) ღრმად ჩაიხედეთ სპორტშიც და ზოგადად ყველაფერშიც, მერე კი იძახეთ, ვინ არის საუკეთესო და ვინ — არა.
გოგი პედაგოგი
მხოლოდ სათაურებს რომ კითხულობთ თქვენ და თქვენი დამლაიქებლები და ჭკვიანი სიფათით აკომენტარებთ ეგაა არასერიოზულობა თორემ რომ წაგეკითხათ რომელიმე სტატია ამ დღეებში ნახავდით რა პრობლემებზე იყო მითითება და იმასაც მიხვდებოდით, ლოგიკაში რა უგულისხმებოდა. მართლაც თუთიყუშს გასსძვრა ბანალი
უვიცი
ჩვენი ნაკრები თამაშობს ზუსტად იმ ფეხბურთს, რასაც ყველა 5 მცველით მოთამაშე ნაკრები ითამაშებდა. რა არის აქ შესაჯამებელი და მიმოსახილველი? სხვანაირად რომ ითამაშოს 5 მცველიანმა გუნდმა და შეტევებში გაატაროს დრო ის არ გაგაკვირვებდათ?
თბილისელი-ს
ჩელიაბინსკი ვართ? როდემდე უნდა იყოთ ილუზიებში?თუთიყუშს ბუმბული რო გასცვივდა ის ხალხი ხართ😁😁😁😁
გიორგი
სანიოლის ზღაპრები ხომ გახსოვთ:შემოდგომაზე უკეთესები ვიქნებით,მერე გაზაფხულზე უკეთესები ვიქნებით.ეხლა სვანაძის მეორე ტომი ზღაპრების:სამი თამაშს მოვიგებთო და პირველზე გავალთო.მოკლედ ის გვეკაიფეფოდა და ახლა ამან დაიწყო გაგრძელება.როდემდე უნდა ვიტრიალოდ ერთი და იგივე წრეზე.დრო გადის და პასუხისმგებელი არავინ არა არის ამ დაკარგულ წლებზე.სვანაძის ხელში არაფერი შეიცვლება.ხომ უკვე გამოჩნდა ამ სამ თამაშსი.ისევ მეორე ნომრად,ისევ კონტრშეტევაზე,21 საუკუნეში ვინღა თამაშაბს ასეთ ფეხბურთს პრესინგის გარეშე.მოკლედ ამ სვანაძის ხელში ისე დაკარგულ წლებს მივიღებთ სამწუხაროდ.თუ მაღალხელფასიან ესპანელ ან ფრანგ მწვრვნელს ვერ შევწვდებით იქნებ იუგოსლავიელი ბორა მილუტინოვიჩის სტილის მწვრვნელი მოვიყვანოთ სასწრაფოდ რომ კიდევ რამოდენიმე წელი არ დავკარგოთ ტყუილად,სხვა გამოსავალ ვერ ვხედავ,სვანაძის პერსპექტივა ნოლი თავის ;თანაშემწეებიანად;
გგგგგგგგგგ
ეს ბიჭები აშკარად დემორალიზებულები არიან. ნახავენ ცოტა მანიმანის და ეწყებათ ცანცარი. არ უნდა მოიწვიონ ნაკრებში. ახლა ნახეთ კვარადონა ენრიკესთან შეცვლაშიც რომ ვერ მოხვდება. იმის ნაცვლად რომ მსოფლიო ლეგენდა გახდეს, აჰყვა ტუტრუცანებს და მორალურად ჩამოიშალა.
შიშველი სიმართლე
არაფერი აღარ გამოვა აწი ამათგან! რედაქციავ, ტყუილად თქვენც ნუღარ ხარჯავთ ენერგიას ასეთი სტატიების წერაში და ნურც გულშემატკივარი ნუ ინერვიულებს! ერთხელ გაუვარდათ ყარაულის თოფივით (თანაც ბევრი ფაქტორი დაემთხვა ჩვენდა სასიკეთოდ) და მორჩა - ამოწურა უკვე ყველანაირი რესურსი ამ ნაკრებმა, ანუ იმ ზღვარზე ავიდა, რომლის იქეთ თავის თავს ვეღარ გადაახტება! ასე რომ, ვინც საღად უყურებს რეალობას, იმათმა ლაიკები დასვით და ვინც მაინც "ცაში დაფრინავთ" - შეგიძლიათ დისლაიქებით იჯეროთ გული და თქვენი "ჭია" გაახაროთ (თუმცა, შექმნილი რეალობისგან ყოველ ჯერზე მწარე ალიყურს მიიღებთ). ასეა ეს!
თბილისელი
სხვის ცოდვებს რომ განკიცხავთ,ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება, სანამ თქვენ თვითონ არ შეეშვებით ცენზურას ამ საიტზე.ფეხბურთი საქართველოს სახეა,ხოლო ყველაფერი პრობლემა რომელიც გსურთ გადააბრალოთ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებზე,გამოწვეულია ქვეყანაში გამეფებული უწიგნურობით,უცოდინარობით,უსაქმურობითა და რაც მთავარია, უპერსპექტივობით.როცა ქვეყნის შიდა წარმოებული პროდუქტის 50-55% არის ფიქცია( ონლაინ კაზინოები, რუსეთისათვის ფულის გასათეთრებელი დეველოპერული პროექტები,ციფრული მომსახურება რომლის უკან დგას რუსეთის სპეცსამსახურები) რა გეფეხბურთებათ? ქვეყანაში აღარ გვაქვს,"პრახადნოი დვორია"
ვახო
ტაქტიკა ვერა და ვერ დალაგდა, მწვრთელმა ტაქტიკა უნდა მოარგოს არსებულ ფეხბურთელებს და იმას თუ ვინაა ფორმაში კონკრეტულ მომენტში. ასევე, მიზანი რა არის მოგება თუ ფრეზე თამაში, ანუ შემტევი თუ დაცვითი სტილი. ჩემი აზრით ოტიმალურია 4-2-1-2-1 ტაქტიკა ან 4 მცველი, 2 საყრდენი, 1 ათიანი, 2 ვინგერი და 1 ფორვარდი საყრდენებიდან 1 აუცილებლად მაღალი, რომ მაღალ ბურთებზე იბრძოლოს ხოლმე ცენტრში კვერნაძე და იეგოიანს აუცილებლად ძირითადში დავაყენებდი ამ თამაშებში, ვინაიდან ორივე ფორმაშია ამჟამად
ჟორა
ბატონებო, არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა: "სახარე მოზვერს სასკორავში ეტყობაო". ეს რომ ჩვენს ფეხბურთელებზე განვაზოგადოთ ის გამოვა, რომ 25-27 წლის ფეხბურთელი რომ 3-5 წელია ნაკრებში გყავს, აღარაფრის მომმატებელი აღარაა და უნდა გაუშვათ, რათა ნიჭიერმა მომავალმა თაობამ გამოცდილება დააგროვოს და მომავლის გუნდი გაკეთდეს. რას გავდა გუშინდელი თამაში? იფიქრებდა კაცი დროის გაყვანის ტაქტიკას ადგანანო, სულ უკან გადაცემები რა უბედურება იყო? როცა თამაში გაქვს მოსაგები ასე უპრაგონოდ ბურთის მეკარისთვის დაბრუნება რა უბედურებაა?
gogi
ლოგიკურად რომ უნდა მოვიგოთო ეს კაცი რომ წერდა გუშინ ამაზე აღარ ვლაპარაკობთ? სად გაქრა ლოგიკა? არასერიოზული მიდგომებია სამწუხაროდ ყველაფერში
თენგო
ფიზიკური მომზადება გვაკლია, რამდენი მომენტი იყო თითქოს უნდა ჩაგვეჭრა ბურთი, მაგრამ ვერ ვახერხებდით. კლუბებში სხვა ფეხბურთელების ხარჯზე არ ჩანა ჩვენების ფიზიკური სისუსტე, ერთად რომ მოიყარეს თავი გამოჩნდა ველაფერი. ბავშვობიდან უნდა ამას მიხედვა
დავითი
პრესინგის დროს თამაში არ ვიცით ,სამი პასი და ვკარგავთ ბურთს.შეშინებული დაცვა (საზონოვის გარდა) გვყავს. შუა ნახევარდაცვა ხო ატ არსებობს. 5 ფეხბურთელში ჩვენმა 2მა რა უნდა გააკეთოს.სხცა ტაკრიკაა საჭირო
ოთარი
ფეხბურთელების პრობლემა გვაქვს და არა მწვრთნელის - ... სანიოლი რომ დარჩენილიყო ერთ თამაშს მაიც მოვიგებდით ამ 4 თამაშიდან.
ლექსო
აუტი კი არა, კუთხურიდან როდის გავიტანეთ ბოლოს მაგას თუ გაიხსენებ, ჯარიმიდან და საერთოდ სტანდარტულებს რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის?! ვინც კარგად ურტყამს არაბიძეა და იმაზე ფედერაცია გაბუტულია არ ეძახის და სხვა არ ვიცი მე!
აშოტ ჩერქეზიშვილი
ჟურნალისტიბს,პუბლიცისტებს თუ ბლოგერებს მოგიწოდებთ"თავზე ხელის გადასმა"ნელ-თბილი სტატიები თუ ფსევდო-კრიტიკას მოეშვათ__ქოჩო,..კიტე,..კვარა,..ჯორე თუ კაკაბა,ეგ ძმაკაცური მიმართვები შეწყვიტეთ და წერეთ ის,რაც რეალურად არის ქართულ ფეხბურთში!
გულშემატკივარი
ჩემი მეზობელი ეთნიკური ბელორუსი 90-ების დასაწყისში როდესაც არაქართული მოსახლეობა უმეტესად წავიდა ისინიც წავიდნენ და მერე ჩამოსული იყო ეს ბიჭი ბელორუსის U15 კაპიტანი იყო მაშინ (მერე მარტო ერთი წელი ითამაშა ბელარუსის უმაღლესი ლიგა)არაფერი განსაკუთრებული რუსულ ფეხბურთს თამაშობდა მაგრამ აუტს ისროდა 50-60 მეტრზე რაც მაშინ გასაკვირი იყო. ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ეს აუტის ჩაწოდება, საფეხბურთო სკოლებში უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ფიზიკურ განვითარებას ჯანზე რო იყვნენ თორემ თუ ბავშვობაში არ ისწავლა მერე ვეღარც კლუბის მწვრთნელი ასწავლის მასეთ წვრილმანებს.

არიან უპატრონო, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელები და მათ გასაქანი უნდა მიეცეს, ნაკრებში უნდა ათამაშოთ!!! უნიჭოების იმედით, კი რაც არ უნდა საუკეთესო მწვრთნელი მოვიწვიოთ, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ, ერთ ადგილზე კი არ ვიბუქსავებთ, არამედ სულ უკან-უკან წავალთ!!!

რაც არ უნდა უმაღლესი დონის სპეციალისტი იყოს, თუ მასალა არ ექნება კარგი და ხარისხიანი, ისე უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვერ შექმნის!!!
Kvaradona
უნიჭიერესი თაობაა
გოგი
ედემი თქვენ ალბათ სხვა სპორტს უყურებთ, მშურს თქვენი!
გოგი
მე თავად ფეხბურთელი ვიყავი, დაახლოებით კაშიას თაობაში. ჩვენ თაობაში და ჩვენს შემდეგ ძალიან ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, სადღაც 17-18 წლამდე. შემდეგ დრო რომ მოდიოდა სანაკრებო შერჩევების ჩვენდა გასაკვირად ეს ნიჭიერი ბიჭები არათუ ასაკობრივ ნაკრებში, ხშირად ამ შერჩევებზეც ვერ ხვდებოდნენ, ანუ გესმით ხომ რისი თქმაც მინდა?! ამის შემდეგ ეს გულაცრუებული ბიჭები იკარგებოდნენ. ჩვენ გვაქვს რესურსი თუმცა ვინც ამ რესურსის სელექციაზეა პასუხისმგებელი აი ის არის შესაცვლელი, ეს არის სათავე , საიდანაც წყალი იმღვრევა, ამას მიაქციეთ ყურადღება და შემდეგ მწვრთნელს, ტაქტიკას და სხვა ნიუანსებს!
lasha
შემადგენლობა იგივეა. რა გაიზარდა. პირიქით დასუსტდა. წავიდნენ კაშია და სხვა მცველები. აუცილებელია ახალი სახეების მოძებნა. იგივე კვერნაძე. კიდევ დაძებნონ. ბავშვიც კი ხვდება რომ ახალანდელ შემადგენლობას უბრალოდ აღარ აქვს მომატების რესურსი. რა გგონიათ ეხლა. კაკაბაძე. ზივზივაძე. ქოჩორაშვილი, წიტაიშვილიდა სხვები მოუმატებენ?
DAVE
არადა, ბევრი ტოპმწვრთნელია თავისუფალი, ეგეც ვიცით. - რომელი მწვრთნელებია შემდეგში ეგ სტატია დადეთ და ვინ რა ხელფასს მოითხოვს. ჩვენთვის ხომ გასაგებია რომ ფედერაციას არ ექნება მაგის რესურსი რომ რამდენიმე მილიონი ევრო გადაიხადოს და ეგეც საკითხავია რამდენის გადაგხდა შეუძლიათ. იქნებ ტოპ მწვრთნელი საერთოდ არ გვჭირდება და ვინმე ახალგაზრდა ესპანელი, გერმანელი, იტალიელი გვჭირდება, ვისაც ტოპ 5 ლიგაში მწვრთნელობის გამოცდილება აქვს უკვე, ევროთასებისაც თუ აქვს ეგ უპირატესობად ჩაითვლება.
რეალისტი
მონტელა თუ გვიშველის, დიდი გამოცდილება მიიღო ჩვენი სტილის ნაკრებში და იმედია გაათავისუფლებენ.
ანაგელი
კოსოვოს, ბერძნების თამაშს უყურონ და ნსხონ თავდადება. ავსტრიასთან და გერმანელებთან დადეს გული მოედანზე!
შპიონი
მწვრთნელი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საქართველოში გონიათ. თუმცა თუ ჩვენი ფსიქოლოგია არ შეიცვალა, არაფერი გამსოწრდება.პირველ რიგში ეს არიან ხალხი, რომელიც ფეხბურთზე მსჯელობს. მხედველობაში მყავს სპეციალიტები, ე.წ. გამოცდილი, ელიტარული გულშემატკივრები, ჟურნალისტები. რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ საკმარისია ვინმე გამოჩნდეს, რომელიც იტყვოდა ჯგუფის თამაშების დაწყების წინ, რომ ჩვენი გუნდი ცუდად არის მომზადებული, ან სავალალო დღეშია ან ყველა გუნდი გვჯობია, რომ ეს უმრავლესობა ჩაქოლავდა". ნუ მორალურად ხომ გაანადგურებდნენ. ანუ სიმართლის თქმა ქართულ ფეხბურთში, თამაშის წინ აკრძალულია. მხოლოდ დამარცხების შემდეგ შეგიძლია. მაგალითად. ორი თამაში წავაგეთ და ერთი ფრედ დამთავრდა, მიუხედავად ამისა ექსპერტები იძახდნენ, ჩრდილოთ ირლანდია უნდა მოვუგოთ, თორე პირველ ადგილზა ვერ გავალთო. ანუ პირველი პრობლემა სიმართლის თქმა აკრძალულია, თამაშამდე აუცილებლად ოპტიმისტური ოცნებებით უნდა ილაპარაკო. მეორე- ტრენერი ითვლება მეორე ხარისხოვნად. მაგალითად: გუნდი გადაიზარდა სანიოლი ვერ ეწევა. ამ დროს ყველაზე ადვილი გასაგები იყო გვეთქვა, შესარჩევი ჩავარდა, გუნდი თამაშს ვეღარ იგებს, კრიზისის ნიშნებია. ასე საკითხის დაყენებას მოყვება სწორი გადაწყვეტილება ვიდრე ნაკრები გადაიზარდას ძახილი. შემდეგ გუნდის სიძლიერის დასამტკიცებლად მოჰყავთ ფეხბურთელების ფასები, არიქა ტოპ ლიგაში არიან და ა.შ.. ამ დროს ფასები ეხება სულ2-3 კაცს. მარჯვენა ფლანგის მოთამაშე ნახევარმცველი არ გვყავს. ცენტრში ბურთის გამთამაშებლები სულ ორი გვყავს და სულ ტრამვა აქვთ. დანარჩენი შეეტევის დამწყები არ გვყავს. ირლანდია გუნდი იწყებდა შეტევას, გუნდი ათამაშებდა ბურთს, გუნდი იცავდა თავს. თუმცა იაფიანი მოთამაშეები იყვნენ. ეს მათ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ისწავლეს. ტრენერებმა ასწავლეს. ჩვენთან ტრენერი გადაუგდებს ბურთს ითამაშეთო. ანუ თავისით თუ აქვს ნიჭი მასინ დადგება ფეხბურთელი. ამ დროს თანამედროვე ფეხბურთი უნდა ასწავლო. ირლანდიას და სხვა ევროპულ გუნდებს, იგივე უკრაინას ბავშვობიდან აქვთ ნასწავლი, რომ ბურთზე უნდა გაიხსნა და პასი უნდა მისცე. ეს თავისუფალ ზონებში უნდა აკეთო. ეს მხოლოდ ერთი მაგალითი. შემდეგ, ვინმემ გახსოვთ ნაკრებს ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციით ეთამაშოს? არ გახსოვთ. იმიტომაც ვერ იწყებდა დაცვა შეტევებს ირლანდიასთან.
საჩინო
სვანაძის შესაფასებლად ეს სამი თამაში არ გამოდგება. გუნდი დემორალიზებული,დრო უმცირესი ,სტაფი და შემადგენლობა სხვისი შერჩეული და მოყვანილი. აქ, ამ შემთხვევაში მეეჭვება,რომ თუნდაც მსოფლიო დონის მწვრთნელს რაიმე გამოსვლოდა.დაველოდოთ შემდეგ ორ თამაშს და მერე კი ბატონო,გავატაროთ კრიტიკის ქარცეცხლში თუკი დაიმსახურებს. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს ,ციკლის დაწყების წინ ყველაზე პრობლემური დაცვა ჩანდა,მოხდა კი პირიქით___ მან ასე თუ ისე თავი გაართვა თავის მოვალეობას( 2 გოლი ოთხ თამაშში) და მთლად ჩავარდა ნახევარდაცვა,რამაც თავისთავად გამოიწვია თავდასხმის დადამბლავება. არადა ამათი იმედი უფრო გვქონდა. ჩვენი ნახევარდაცვის მთავარი სამეული(კიტე,ჩაკვე ,ქოჩორა) აშკარად მოუმზადებლები შეხვდნენ ამ ციკლს. ისედაც , ბუნებრივად, ცუდი ფიზიკის მქონეთ, ტრამვებმა მთლად მოუთავათ ხელი . ჩვენი გულშემატკივარი თითქოს შარზეა,ლანძღავენ მწვრთნელს___არ გააკეთა რადიკალური ცვლილებები,___ არაფერი შეცვალაო.მერე გააკეთა და რატო დააყენა ეს ფეხბურთელები ,საერთოდ არ არიან გამოსაძახებლებიო. კრიტიკის ნიაღვარი დაატეხეს ლომინაძეს. კი მან დაუშვა რამოდენიმე ტექნიკური შეცდომა,მაგრამ ელემენტარული ხომ უნდა გავითვალისწინოთ.ობიექტური მიზეზებიც ხომ არსებობენ.ბიჭს არ აქვს ამ დონეზე თამაშის პრაქტიკა.არ არის პარტნიორებთან შეთამაშებული და თამაშში ჩართეს ფორს-მაჟორის დროს ,უდიდესი წნეხის და დაძაბულობის ვითარებაში.აქ ამ დროს ბევრი გამოცდილი ვარსკვლავიც შედრკებოდა. სამაგიეროდ მე მასში დავინახე ის პოტენციალი და ენერგია ,რომელიც ასე აკლიათ ჩვენ პუჭურა ნახევარმცველებს. ჩემი აზრით აქცენტი უნდა გაკთდეს შემდეგ ნახევარმცველებზე: ძმები მამაგეიშვილები,წიტაიშვილი,ეგოიანი,ლომინაძე(თავისი გაბარიტების წყალობით შეუძლია მინდვრის შუა სივრცეების გაკონტროლება უკეთ ვიდრე წინეებს) და ამასობაში იქნებ კიდევ გამოჩნდეს მოძრავი და ენერგიული ვინმე და თუ მოედნის ცენტრი დროდადრო მაინც დავიბრუნეთ-ხოლმე,ამით დაცვაც ამოისუნთქებს და თავდამსხმელებსაც ხელ-ფეხი გაეხსნებათ,საბოლოო ჯამში კი უკეთეს ფეხბურთს და უკეთეს შედეგს მივიღებთ.
suxumchanin
ვინც შესაცვლელი იყო ეს კვარაცხელიაა, მსოფლიოს საუკეთესო კანდიდატი კარში რომ ვერ დაატტყამ 4 თამაშში რა პრეტენზი უნდა გქონდეს? ისე ამოკეტეს ვგონებ ვეღარც სუნთქავდა. ბუდუს თავგანწირვა და საზონოვის სტაბილურობა კი ვერ გვიშველის. ჩაკვეს შემცვლელიც საპოვნია ვეღარ გაიზარდა დარჩა პერსპექტიულებში
Jordan beli
სვანაძეც წავა.აი მერე ვის ვაბრალებთ წაგებას,რას ვშვრებით,ფედერაციაც წავა და მაინც ეს სიტუაცია გვექნება😉ფეხბურთელებს ვინმემ აყურებინეთ ეთერ ლიპარტელიანის ჭიდაობა მსოფლიო ჩემპიონატზე და უთხარით ეს არი გამარჯვების წყურვილი.სანამ ფეხბურთშიც არ მოვლენ მშიერი მგლები არაფერი გვეშველება.
ედემი კორძაია
უიღბლოდ დაიწყონსვანაძემ და დაუტრიალდება იღბალიც თავისკენ. უკრაინა ძლივს გადაგვირჩა,უნგრეთმა ერთი ფეხბურთელის იღბალით მოგვიგო,გუშინ კი ბიჭებს ცოტა დაღლა ეტყობოდათ. მე მჯერავს ჩვენი ფედერაციის და რამაზ სვანაძის. ასეა ეა
ტჰჯ
Kasper Hjulmand თავვისუფალია დარწმუნებლი ვარ დათანხმდება
გიორგი
თავისუფალი მწვრთნელები სანაკრებო გამოცდილებით!! Vladimir Petkovic ბოლოს ალჟირს წვრთნიდა და შვეიცარია.ს მშვენიერი ტაკტიკოსია.Kasper Hjulmand ბოლოს ბიერ ლევერკუზენს და დანიის ნაკრებს წვრთნიდა უყვარს ლაღი შემტევი თამაში პრესინგი.Walid Regragui bolos მაროკოს წვრთნიდა გვახსოვს მაროკო მშვენიერი ორი მსოფლიო. ვფიქრობ კარგი კანდიდატურა უნდაიყოს! სამივე სანაკრებო გამოცდილებით საინტერესო პროფილებით და დადებითი ბალანსით. ამ კანდიდატურებიდან ვფიქრობ მაროკოს მწვრთნელი ან პეტკოვიჩი მოგვიხდებოდა!! არაა სვანაძე ის ვინც აათამაშებს ამ გუნდს გამოცდილება აუცილებელია
ABARA
მოდი ლოგიკურად მივუყვეთ მოვლენათა განვითარებას - სანიოლი გაათავისუფლეს იმ ფეხბურთის გამო რომელსაც ბოლო მინიმუმ წელიწადია მისი თაოსნობით ნაკრები აჩვენებდა. მეორე საკითხია რამდენად დროულად, რადგან ახალი შესარჩევი ციკლის პირველივე თამაშის შემდეგ მსგავს ცვლილებებს ზოგადად ერიდებიან , თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.როდესაც ამ რეალობის გათვალისწინებით სვანაძე ხარ და ნაკრებში მიდიხარ მთავარ მწვრთნელად, ანტისანიოლი ფეხბურთი უნდა ითამაშო, წინააღმდეგ შემთხვევაში თხა გავყიდე, თხა ვიყიდე გამოდის, ამდროს რეალურად რა ვნახეთ - პირველივე მატჩში უკრაინასთან იგივე 3-5-2 თუ 5-3-2 (ერთი "დიდი" კაცისა არ იყოს - როგორც გენებოთ ისე მოიხსენიეთ) ანუ სახლში გაქვს წაგებული ჩრდილოეთ ირლანდიასთან და იმის მაგივრად, რომ რადიკალურად გადააწყო უკრაინასთან შემადგენლობა და შეტევაზე ორიენტირდე, იგივე დაცვაში ჩაწოლა ტაქტიკით თამაშობ. რითაა გამოწვეული ეს? შიშში გადაზრდილი სიფრთხილით , მსგავს დონეზე მუშაობის გამოცდილების არ ქონით და გარკვეულწილად კომპეტენციის ნაკლებობით. სვანაძის განცხადებებს თუ მივუყვებით - "დრო გვჭირდება" , "გაადწყობა გვინდა", "არ გვიდგას საუკეთესო დროება" - პირდაპირ მიმანიშნებელია იმაზე, რომ ბედნიერად დავქვეითდებით C ლიგაში და შემდგომ იქ მიღწეულ რამოდენიმე გამარჯვებას და გატანილ გოლს წარმატებად შეგვასაღებენ. აი ასეთი რეალობა გველის, ამიტომ თუ გვინდა ფეხბურთი ვითარდებოდეს და ეს ხდებოდეს მაქსიმალურად სწრაფად , საშუალოზე მაღალი დონის მწვრთნელი გვყავს მოსაყვანი ნაკრებში, საუსრველია ესპანური სკოლის პროდუქტი, რომელიც შემტევ და დისციპლინირებულ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული. ასეთი მწვრთნელის დაქირავებას წელიწადში დაახლოებით 1-1.5 მილიონი ევრო ჭირდება, რაც არ მგონია ს.ფ.ფ თვის წარმოუდგენლად დიდი თანხა იყოს, შესაბამისად დღესვე უნდა ვიწყებდეთ ძიებას, თუ რა თქმა უნდა არ გვინდა ხვალ ფეხბურთი თავზე ჩამოგვეშალოს და იმ მაჩანჩალა სტატუსს დავუბრუნდეთ, საიდანაც ოდესღაც ვიწყებდით.
ედემი კორძაია
რაღაც მინუსებს დაინახავს სვანაძე ამ საბაკრებო პაუზაზე და ნოემბერში უფრო ძლიერი დაბრუნდება. მამარდა რომ მსოფლიოში პირველი მეკარეა გამოჩნდა. კვარას პასის ამწყობი ჭირდება და ვინმე უნდა გაზარდოს სვანაძემ ვინც კვარას პასებით მოამარაგებს. ჰორიზონტზე დიდი გამარჯვებები მოჩანს გული არ გაიტეხოთ ქართველებო.
Saba123
ახლავეა მოსაყვანი ვინმე ნორმალური მწვრთნელი უცხოელი,,, ახლა ამას ვაცადოთ და ფეხბურთი როდისღა ვითამაშოთ? გამოჩნდა 3 თამაშში მაგის ფსიქოლოგია და მაგარი მწვრთნელობა... ერთი 21 წლიანებში დაბრდღვნა ევროპა და ახლა ნაკრების ჯერია
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება