ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2012: რაღა გვაქვს დასაკარგი?

ევრო 2012: რაღა გვაქვს დასაკარგი?

ოაზისი და მირაჟი მალტურად და ქართულადაც
ევრო 2012. შესარჩევი მატჩი

06.09. ლა ვალეტა, "ტა ქალი".1500 მაყურებელი

მალტა-საქართველო 1:1

0:1 კანკავა (15. თარგამაძის პასით), 1:1 მიფსუდი (25. ბრიფას პასით)

მალტა საქართველო

4-4-1-1 4-2-3-1

ჰოგი რევიშვილი

კარუანა გ. კაშია

აგიუსი ხიზანიშვილი

შკიმბერასი კალაძე

ფაილა გრიგალავა

ჰატჩისონი კანკავა

ბრიფა კობიაშვილი

რ. ფენეჩი იაშვილი

კოენი ანანიძე

მიფსუდი თარგამაძე

შემბრი მარცვალაძე

მალტა

60. რ. ფენეჩი - ბოგდანოვიჩი

76. შკემბრი - პეისი

91. კოენი - ვუდსი

სათადარიგოები: გაუჩი, მამო, მუსკატი, პ. ფენეჩი

საქართველო

61. იაშვილი - დვალიშვილი

66. მარცვალაძე - გრიგალაშვილი

77. ანანიძე - კობახიძე

სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, გურული, სირაძე

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (10), კაშია (58), ჰოგი (90)

არბიტრი: პ. ვან ბოეკელი (ჰოლანდია)

სტატისტიკა

მალტა - საქართველო

9 კარისკენ დარტყმა 14

4 კარში დარტყმა 7

3 კუთხური 10

11 ჯარიმა 11

1 გაფრთხილება 2

44% ბურთის ფლობა 56%

არაფერი იცვლება ქართულ ფეხბურთში, ყოველ შემთხვევაში, დადებითისკენ. გნებავთ, დაგისაბუთოთ? მოკლედ რომ მოვჭრათ, საამისოდ წუხელ ჯუჯა სახელმწიფოს საფეხბურთო თვალსაზრისითაც ჯუჯა ნაკრებთან 1:1 დასრულებული ყოვლად უსახური მატჩიც იკმარებს, მაგრამ შორიდან მოვუვლით - დაახლოებით ორი წლის წინ, 2009 წლის აგვისტოში საქართველოს ნაკრები "ტა ქალის" ესტუმრა და მალტას ამხანაგურად ეთამაშა.

მაშინ ექტორ კუპერის ჩვენი გუნდი 0:2 დამარცხდა. ეს იყო მალტელთა წარსულში დამსახურებული ფეხბურთელის, ჯონ ბუტიგიეგის პირველი მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ორივე გოლი მაიკლ მიფსუდმა გაგვიტანა (ხომ არ გეცნოთ?). გამოხდა ხანი და ის, რაც მალტელებს ოაზისი ეგონათ, მირაჟი ყოფილა - ბუტიგიეგმა ამის შემდეგ ყველა ოფიციალური მატჩი წააგო, მას ვერც კოვერჩანოს საფეხბურთო სკოლამ და პროლიცენზიამ უშველა.

გავიდა ორი წელი და მალტა და საქართველო ახლა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაპირისპირდნენ. მალტამ საქართველოსთან ფრეთი პირველი ქულა მოიპოვა ჯგუფში. გოლი ჩვენს კარში ისევ მიფსუდმა გაიტანა. 30 წლის ფორვარდისთვის, აქამდე "კაიზერსლაუტერნში" და "ქოვენთრიში" რომ უთამაშია, რევიშვილის კარში შეგდებული მართლაც დიდებული გოლი მისთვის სანაკრებო კარიერაში 30-ე გამოდგა (ხომ ვერ შემახსენებთ რომელიმე ქართველ ფეხბურთელს ანალოგიური მიღწევით?). დამთავრდა თამაში და მასპინძლებმა მცირერიცხოვანი პუბლიკის წინ საპატიო წრე დაარტყეს... არ დაიჯეროთ, მალტელებო! ისევ მირაჟია, ისევე, როგორც ჩვენთვის ყოფილა ხორვატიის დამარცხება დიდი მირაჟი. არ იქნება თქვენი და, ვაი რომ, ჩვენი ფეხბურთის საშველი უახლოეს წლებში. სამწუხაროდ, არ იქნება.

თემურ ქეცბაიამ ორი საკადრო ცვლილება განახორციელა, რომელთაგან ერთი იძულებითი იყო - ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილი გია გრიგალავათი შეცვალა, ლატვიასთან საბედისწერო შეცდომის დამშვები გიორგი ლორია კი ნუკრი რევიშვილით ჩაანაცვლა. ქეცბაიამ ისევ 4-2-3-1 ამჯობინა (მალტასთანაც არ ვითამაშეთ ორი თავდამსხმელით), თუმცა გადაადგილებებიც იყო - გრიგალავამ მარცხენა ფლანგზე გადაიწია, კაპიტანი კახა კალაძე კი ცენტრში დადგა, ეულ ცენტრფორვარდად ალექსანდრე იაშვილს აღარ უთამაშია, ეს მისია ახლა ოთარ მარცვალაძეს ერგო. იაშვილი და დავით თარგამაძეც ხშირად ცვლიდნენ ფლანგებს.

პირველი სახიფათო მომენტი შეიძლებოდა შექმნილიყო მე-8 წუთზე, იაშვილს საჯარიმოდან უკეთ რომ ჩაეწოდებინა. ამას მოჰყვა ხიზანიშვილის უხეშობა და პირველი დარტყმა რევიშვილის კარში, რომელიც კუთხურით დასრულდა. ჩვენებმა გოლით უპასუხეს, ცოტა არ იყოს, კურიოზულით - თარგამაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა კუთხური და ჯაბა კანკავამ თავით "პარაშუტი" გაუშვა, რომელიც მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა, შემდეგ კარის ხაზს უკან ჩაეშვა და გამოვარდა. საბედნიეროდ, მსაჯები არ შემცდარან და 0:1 დააფიქსირეს.

საპასუხო გოლამდე არაფერი მომხდარა, 25-ე წუთზე კი ნამდვილი ფეხბურთის ერთადერთი ეპიზოდი ვიხილეთ ამ შეხვედრაში კარგად მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელის შესრულებით: მიფსუდმა საჯარიმოს სიახლოვეს ბრიფასგან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი პასი მიიღო, მაგრამ ერთი შეხებით (თანაც, ქუსლით) მოსწავლესავით მოატყუა კალაძე და მეორე შეხებით ახლო კუთხეში გაიტანა - 1:1.

ტაიმის ბოლომდე ქართველთა უშედეგო დარტყმებს გავიხსენებთ, უფრო სწორად, უბრალოდ ჩამოვთვლით: ჯერ იყო მარცვალაძის ჩაწოდებად ჩაფიქრებული დარტყმა, შემდეგ კუთხურზე გადასული რიკოშეტი, თარგამაძისა და იმავე მარცვალაძის გასროლები (ორივე მეკარის ნადავლი). ამათში ყველაზე სახიფათოს დარტყმასაც კი ვერ ვუწოდებთ, უფრო - სანახევროდ საგოლე მომენტს.

შესვენებამ ისეთი სიახლე ვერ შეიტანა საქართველოს ნაკრებში, გულს რომ გაახარებდა და საიმედოს დაგვანახვებდა. ისევ ის, უფერული და უფანტაზიო შეტევები. საოცრად წუნიანი პასები და ჩაწოდებები (ერთ ეპიზოდში კანკავამ მარცხენა ფლანგიდან ისე ჩააწოდა ბურთი, რომ მარჯვენა ფლანგზე აუტში გადავიდა). აღვნიშნავთ იაშვილის დარტყმასაც და იმასაც, რომ გურამ კაშიამ ფენეჩს მხარი ამოუგდო და შესაცვლელი გახადა.

ყველაზე სახიფათო კი 73-ე წუთზე შექმნილ მომენტს ეთქმოდა, როცა კაშიამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ლადო დვალიშვილმა ახლო მანძილიდან ქუსლით სცადა დარტყმა, რაც არ გამოუვიდა. ამის შემდეგ იყო მორიგი შეცვლები და უხიფათო დარტყმები ჰოგის კარისკენ. ლოგიკური ფრე - 1:1.

ქოთანს თუ ყურს საჩვენოდ გავუკეთებთ, ვიტყვით, რომ ქეცბაიამ 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, საიქითოდ უკვე აღვნიშნეთ (მალტის პირველი ქულა შესარჩევ ციკლში). ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ლოკალური წარმატებები არ ხდება ის ბაზისი, რომელსაც შემდეგ მომდევნო წინგადადგმული ნაბიჯი დაეფუძნება (ხორვატიასთან მოგება, თუნდაც კარგი თამაში დაცვაში, მარცვალაძის გაბრწყინება, ხასიათის გამოვლენა გადამწყვეტ მომენტში, რაც მართლაც იყო ციკლის პირველ ნაწილში). ჩვენ კი უდაბნოში მოხეტიალე ქარავანივით ისევ წრეზე ვბრუნავთ, ისე, რომ ადრე მიღწეული მინი-წარმატებები საოცნებოდ გვრჩება.

P.S. და რაღა დარჩა დასაკარგი? მე-4 ადგილი, რომელზეც არცთუ მყარად ვდგავართ. აბა, რა დასაკარგავი ეგააო, იფიქრებთ, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვითხრან, დასაკარგი სწორედაც რომ გვაქვსო. მირაჟია ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მირაჟი...

ეს ცაუნია ვინ ყოფილა!

რიგაში ხორვატების საქმე გაკეთდა

ლატვიის ნაკრებმა ხორვატთა საქმე გააკეთა - რიგაში 1:1 ეთამაშა ბერძენთა გუნდს, რისი წყალობითაც ჩვენს ჯგუფში ლიდერი შეიცვალა, ახლა ხორვატია 1 ქულით უსწრებს საბერძნეთს.

ისევ ალექსანდრს ცაუნიამ იყოჩაღა, F ჯგუფის ნამდვილად ერთ-ერთმა საინტერესო და არაორდინალურმა ფეხბურთელმა. ცსკა-ს 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიხალის სიფაკისის კარში მე-19 წუთზე გაიტანა, მაგრამ ლატვიელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს: მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე "შალკეს" 19 წლის მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა ელინებს ქულა გადაურჩინა - 1:1. ახლა ამ ჯგუფის მთავარი მატჩი და კვანძის გახსნა 7 ოქტომბერს პირეოსშია მოსალოდნელი, სადაც საბერძნეთის ნაკრები ხორვატიის გუნდს უმასპინძლებს.

"მაქსიმირზე" ხორვატებმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს, თუმცა თავიდან მათ გვარიანად ანერვიულეს გულშემატკივრები - 44-ე წუთზე ტომერ ჰემედმა ისრაელის ნაკრები დააწინაურა. მეორე ტაიმის მე-2 წუთზე ლუკა მოდრიჩმა გაათანაბრა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ედუარდომ დუბლი მიითვალა - 3:1.

ევრო 2012. F ჯგუფი

ლატვია-საბერძნეთი 1:1

ლატვია: ვანინსი, მიჰადიუკსი, კლავა, კრიაუკლისი, ფერტოვსი, ივანოვსი, ლაიზანსი, ვიშნიაკოვსი (83. ზიგაევსი), ლუკიანოვსი, ცაუნია, ვერპაკოვსკისი (68. რუდნევსი).

საბერძნეთი: სიფაკისი, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, ზარადუკასი, ფეტფაციდისი (46. ციოლისი), მაკოსი (81. გეორგიადისი), სალპინგიდისი, კარაგუნისი, ვინტრა (71. მანიატისი), ლიბეროპულოსი, სამარასი.

გოლები: 1:0 ცაუნია (19), 1:1 პაპადოპულოსი (84)

ხორვატია-ისრაელი 3:1

ხორვატია: პლეტიკოშა, სრნა, შიმუნიჩი, ლოვრენი, ჩორლუკა (46. ედუარდო), სტრინიჩი, კრანჩარი, ვუკოევიჩი (46. დუიმოვიჩი), მოდრიჩი, იელავიჩი (87. კალინიჩი), მანძუკიჩი.

ისრაელი: ავატე (46. ჰაიმოვი), ტავატა, გერშონი, ხუტაბა, ბენ ჰარუში, ბენაიუნი, კოენი (57. გოლასა), კაიალი, ზაჰავი (68. შეხტერი), ჰემადი, ბენ ჰაიმი.

გოლები: 0:1 ჰემადი (44), 1:1 მოდრიჩი (47), 2:1 ედუარდო (55), 3:1 ედუარდო (57)

გაძევება: ბენ ჰაიმი (53)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 8 6 1 1 16-5 19

2. საბერძნეთი 8 5 3 0 10-4 18

3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13

4. საქართველო 9 2 4 3 6-7 10

5. ლატვია 8 2 2 4 7-10 8

6. მალტა 8 0 1 7 4-17 1

დარჩენილი მატჩები

7 ოქტომბერი

ლატვია-მალტა

საბერძნეთი-ხორვატია

11 ოქტომბერი

ხორვატია-ლატვია

საქართველო-საბერძნეთი

მალტა-ისრაელი

ბომბარდირები: 4 - იოსი ბენაიუნი (ისრაელი), ნიკო კრანჩარი (ხორვატია), მაიკლ მიფსუდი (მალტა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gela

ქართული ჯიგარი აღარააქვთ ამ უნამუსოებს სამარცხვინოა ის რაც მოხვდა და კიდე უარესი გველოდება წინ თუ მხოლოდ ფულის კეთებაზე იფიქრებთ ქართული ფებურთის შეფებო.

• roma

გაიგეთ ქეცბაია მანჩ.იუნაიტედის მწვრთნელად დაუნიშნავთ,ახლა გამოაცხადეს ნ.ტ.ვ.ფეხბურთზე,ამ ამბავმა ისე გაახარა ქეცბაია სიმღერაც დაუწყია;ტაქტი კა გვაქვს შვენ ისეთი თაგზას აუბნევთ,[გაბელიაც აყოლია]მაურინიოს,გვარდიოლას, ბეკენბაუერს.აი კაცი,ყოჩაღ ქეცბა.

• ramazi

მიხიჩა უშველის მარტო ნაკრებს

• ramazi

ნაკრები რას ტამასჰობს ტვიტონაც არ იცის და არც სურვილი ეტკობატ კლასზე არაპერს ვამბობ. ვპიკრობ კეცბაიას ნამუსი რომ კონდეს ბოდისჰი უნდა მოუხადოს და ცავიდეს, მაგრამ ჰვენტან ტავისიტ ვინმე მიდის? გაგიგიატ ასეტი?

• GIA

ერთი ასათიანიც ვერაფერს იზამს თუ გვერდზე მაღალი კლასის მოთამაშე არ ეყოლა. თვითონ ყიფიანიც ვერაფერს გააკეთებდა გვერდზე რომ არ ყოლოდა შენგელია, გუცაევი, დარასელია, ჩივაძე და ა.შ. ასე რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს საჭიროა ძლიერი თაობა მოვიდეს რომ გუნდი შეიქმნას. რაც შეეხება მწვრთნელის გინებას ეს ამ ეტაპზე არა კორექტურია ბოლო 10 წლის განმავლობაში მგონი 10 მწვრთნელი შევიცვალეთ მაგრამ შედეგი არ არის.დღეს ჩვენთვის მთავარი პრობლემა მაღალი დონის ფეხბურთელების დეფიციტია.

• GIA

ააფრინე ალალიო რაც არ არის არ არიო

• guga

შეგახსენებთ, შოთა არველაძე, რომელსაც 27 გოლი გაუტანია, რაც ჩემზე უკეთ გეცოდინებათ. ამიტომ ასეთი ირონიული ტონი ზედმეტი მგონია

• gia

მე ქეცბაიას არ ვიცავ,არც დაცვით ფეხბურთს ვეწინააღმდეგები,სხვათა შორის ძოძუაშვილის აზრითაც ჩვენ დაცვითი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.მე არ მგონია რომ ნაკრების მწვრთნელი არის დამოუკიდებელი პიროვნება და შეუძლია მიიღოს დამოუკიდებელად გადაწყვეტილება.

• Burton

სიჭინავა, დაავლე ხელი არველაძეს და მოძუძგეთ მალეეეეეეე

• zviadi

გვყავს ასეთი ფეხბურთელი ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს. ეს არის მალხაზ ასათიანი და რატომ არ იწვევს ქეცბაია უგუნდოდ არისო დანარჩენები ხომ რას ამბობ ძირითადში ანგრევენ ყველაფერს. ჩემო გია არცერთი განლაგება რაც ქეცბაიამ დააყენა არ ვარგოდა ეს იმას ნიშნავს რომ მან არ იცის მწვრთნელობა და საბერძნეთიდან მისი გაშვების შესახებ იქნებ იკითხო რატომ გაუშვეს ეგ მწვრთნელი კი არა ფეოლა იყო კიპრზეც და საბერძნეთშიც ამიტომ გაუშვეს გუნდიდან. საქართველოს ნაკრებში კი არ დახვდა ხვედელიძე ფეოლას და ჩაფლავდა. ფეხბურთის მაფიოზებო დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი!

• Burton

რეზი არველაძე! დაგვეხსენიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!

• ave avtush

ჩვენზე მაგარი შემსრულებლები ყავს სომხეთს და ლატვიას? ტრენერი არ ვარგა და ეხლა დააბრალე ბიჭებს,უტაქტიკოდ რომ არიან და წვალობენ მოედანზე

• GIA

ქეცბაია სასწაულს ვერ მოახდენს მას არა ყავს კარგი შემსრულებლები, საიდან უნდა ყავდეს ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა თავიანთ კლუბებშიც კი ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში. ეს კარგათ იცის ქეცბაიამაც და გუნდი ძირითადად დაცვით ფეხბურთს თამაშობს (ალბათ იმიტომ რომ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ)მაგრამ როცა აუცილებლად მოგება გვჭირდება შემტევი ფეხბურთის თამაში აღარ შეგვიძლია.ამის დასტურია გატანილი და მიღებული ბურთების თანაფარდობა.ჩვენი დიდი პრობლემა ის არის რომ არ გვყავს თამაშის შემქმნელი ფეხბურთელი ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს. პრობლემა მწვრთნელში არ არის.კარგი ფეხბურთელების გაზრდას სწორი საფეხბურთო პოლიტიკა უნდა რაც საკმაო დროს ითხოვს.

• zviadi

ხალხო ერთად დავდგეთ და ვაგინოთ ყველაფერი ფეხბურთის მაფიოზებს ფეხბურთი რელიგიასავით არის ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც მოვაცილოთ ფეხბურთს ეს ნაძირალები და მართალი ხალხი დავაბრუნოთ ფეხბურთში მაფიოზებო დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი ამაზე მეტს არ გააფუჭებს მაგრმა თქვენ ამას არ იზავთ იმიტომ რომ მშიშრები ხართ და სიმართლისათვის თვალის გასწორება არ შეგიძლიათ. ხალხო ავიღოთ ხელში ინიციატივა და მოვაშოროთ ეს ნაძირლები ქართულ ფეხბურთს

• roma

ჰეი სიჭინავა გაიღვიძე ... დაგვემხო გაუბედურებული ქართული ფეხბურთი თავზე,თუმცა რა აზრი აქვს შენს შეგულიანებას ,შენ რა იცი ფეხბურთი რა ხილია.სირცხვილი ყველას ვინც ფანტომასას იცავს.

• bao960

დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში, მოკვდა საქართველოში. რა არის?

• daviti

გია ქეცბაიას ჯადოქრობას და გრანდებთან ტოლსწორად თამაშს არავინ თხოვს.ლატვია სახლში არ უნდა გიგებდეს,როცა იცი დაცვიდან გეთამაშება და დიდი სივრცეებს არ დაგიტოვებს მოედანზე იაშვილს ცენტრ ფორვრდათ არ უნდა აყენებდეს მწვრთნელი.მალტასთან კი ლოგიკურ ფრეებს არ უნდა თამაშობდე.გასაგებია რომ არ აქვს დიდი არჩევანი ფეხბურთელების მაგრამ ლატვიაზე თუ არა,მალტაზე უკეთესების მოძებნა ნამდვილად შეილება ჩვენთან.

• zviadi

სად არის გუშინდელი სტატიის დამწერი ჟურნალისტი რომ იძახდა მოგებების გემო გავიხსენოთო. ფეხბურთის მაფიოზებო წადით თქვენი ძველიბიჭი მწვრთნელიანად და ჩააბარეთ ნაკრები მიხიჩას მიხიჩაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააას

• gia

გაიტანეეეეთ კალაძეე გაიტანეთ და მიაყოლეთ არველაძეები, ჟორდანიები და მათთაგანნი,ვინც ფეხბურთში თავის ბინძურ ხელებს უტუნტურებს.

• evropeli

როგორც ესენი დემეს მოექცნენ ისე ექცევათ უკან ბედი ყლიყვი ბოლომდე ყლიყვი დარჩება დარწმუნებული ვარ მე2 ადგილზე გავლენ.ბოლოდან :)

• gia

30 წელია რაც გარდაიცვალა ფეხბურთი საკართველოში.თასის მერე ოდნავ მნიშვნელოვანიც კი არაფერი მომხდარა.ქეცბაია ჯადოქარი არაა რომ ნეხვისაგან ტორტი გამოაცხოს.

• daviti

ლატვია მალტასთან 2 მატჩში 1 ქულა "მაგარი" შედეგია,კლოუნი სიჭინავა ჩვენს ფეხბურთში პროგრესს ნაკრების წარმატებით გვიმტკიცებდა,ახლა რაო რას გვეტყვის ნეტა?

• Kniaz

ყველამ ისწავლა თამაში - ლატვიამაც, მალტამაც და სომხეთმაც...

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან

გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია

გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

უდიდესი სენსაცია - კვანტრიძემ მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!

"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს

"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ

"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე

"ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ..." - რა თქვა ლუის ენრიკემ

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში საფრანგეთთან დასანანი მარცხი განიცადა

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია