ლა ლიგის მეცხრე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „სევილიას“ დამაჯერებლად მოუგო - 4:1. შეხვედრის შემდეგ ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ მატჩის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.

"სევილიას" მწვრთნელმა პლასამ მატჩის მსაჯობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის გუნდს მოედანზე რიცხობრივი უპირატესობით თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

"11-11-ზე მათ მოგება დაიმსახურეს, მაგრამ მსაჯმა მატჩის სხვაგვარად წარმართვის შესაძლებლობა წაგვართვა. 25-ე წუთიდან კაცით მეტნი უნდა ვყოფილიყავით და 11-10-ზე გვეთამაშა.

მეორე გოლიც ჯარიმის შემდეგ გავიდა. შესაძლოა, მაინც ვერ მოგვეგო, მაგრამ 0:0-ზე კაცით მეტნი უნდა ვყოფილიყავით. სწორედ ეს იყო მატჩის მთავარი მომენტი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადრიდის "რეალს" ათი ფეხბურთელითაც შეეძლო ჩვენი დამარცხება, მაგრამ თამაში სრულიად განსხვავებული იქნებოდა. არ მესმის, რატომ არ უკარნახა VAR-მა მსაჯს, რომ ეპიზოდი თავად ენახა. იქნებ იმიტომ, რომ "ელ კლასიკომდე" ჩვენ რომ მოგვეგო, "რეალი" "ბარსელონას" ცხრა ქულით ჩამორჩებოდა...

ისინი, ვინც ყველაზე მეტს წუწუნებენ, ყველაზე ნაკლებად უნდა ჩიოდნენ. ესპანური ფეხბურთის სამ გრანდზე ვსაუბრობ“, - ციტირებს პლასას სიტყვებს Footmercato.

ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "სევილია" 14 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო "რეალ მადრიდს" 21 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

პეტუხი კრიშტიანუ
მართალს ამბობს ეს კაცი,ესპანური კი არა მსოფლიო ფეხბურთის ორი უდიდესი მაფიაა რეალი და ბარსელონა!
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ