საქართველოს 2012 წლის ჩემპიონი განვლილ და მომავალ ტურნირებზე საუბრობს
დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი საქართველოს 2012 წლის ჩემპიონია.

ამას წინათ ჟენევაში ფიდეს ქალთა გრანპრის პირველი ეტაპი მოიგო. თბილისში დაწყებულ 70-ე საიუბილეო ეროვნულ ჩემპიონატში იგი არ მონაწილეობს - დარბაზიდან ადევნებს თვალს მოასპარეზეებს.

მიზეზი კი ის არის, რომ ხოტენაშვილი სომხურ დილიჟანში 17 ივნისიდან ფიდეს გრანპრის მეორე ეტაპში ჩაებმება. ამიტომ ახლა ამ შეჯიბრებისთვის ემზადება ინტენსიურად.

- ნებით დავთმე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რადგან ზედიზედ სამ უმძიმეს ტურნირში მონაწილეობა, უბრალოდ, შეუძლებელია, - გვითხრა ბელა ხოტენაშვილმა.

- ჟენევის გრანპრის ბატალიებს ხომ ვერ გაიხსენებ?

- აბა, რა გითხრათ?! ჩემს საჭადრაკო კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიე, თანაც, ასეთ წარმომადგენლობით შეჯიბრებაში.

შვეიცარიაში ხომ თავი მოიყარეს ჩინელმა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა, უკრაინელმა ანა უშენინამ, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულმა ალექსანდრა კოსტენიუკმა, ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონებმა - უკრაინელმა კატერინა ლაგნომ და რუსმა ტატიანა კოსინცევამ, ლიტველმა ევროპის ჩემპიონმა ვიქტორია ჩმილიტემ, 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ.

ბრძენთა თამაშის ელიტაში მყოფ ამ დიდოსტატებთან წარმატების მიღწევა ნებისმიერი მოჭადრაკისთვის საპატიოა.

ცხადია, მეც გახარებული ვარ, თუმცა ტურნირი მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ დამიწყია: პირველ ოთხ ტურში თეთრი ფიგურებით ჩინელ ცზიუ ვენძიუნსა და ნანა ძაგნიძეს ვძლიე, შავებით კი ჰოუ იფანთან და კოსინცევასთან დავმარცხდი.

ამის შემდეგ ზედიზედ ხუთი პარტია მოვიგე და ვირწმუნე, რომ გრანპრის პირველ რაუნდში წარმატების მიღწევა შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ სლოვენიელი ანა მუზიჩუკი, რომელიც კარგა ხანს ჩემთან ერთად მეწინავეობდა, ბოლოსწინა ტურში ყაიმს დასჯერდა და ნახევარი ქულით ჩამომრჩა.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა გამარჯვებას, რადგან ბოლო პარტია უშენინასთან შავებით უნდა მეთამაშა. თუ წავაგებდი, პირველი პრიზის ბედი მუზიჩუკისა და კოსინცევას პარტიებზე იქნებოდა დამოკიდებული.

მსოფლიოს ჩემპიონთან შუა თამაშისთვის საყაიმო პოზიცია შეიქმნა. მუზიჩუკი კოსტენიუკს დაუზავდა, კოსინცევამ ვენძიუნთან წააგო. ჩემსა და უშენინას პარტიაში პოზიცია განმეორდა და ყაიმზე შევთანხმდით. პირველი ადგილი დავიკავე და 160 ქულაც დავიმსახურე.

- გულშემატკივრებმა იციან, რომ ფიდეს გრანპრი, ფაქტობრივად, ქალებისთვის პრეტენდენტთა ტურნირის ტოლფასია...

- დიახ, ოთხ ეტაპში უნდა იასპარეზო და საერთო ჩათვლაში სამი საუკეთესო შედეგი შევა.

გამარჯვებული 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის იბრძოლებს. შარშან ნოკაუტ-სისტემით გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოუ იფანმა ტიტული დაკარგა. პირველი ადგილი უშენინამ დაიკავა, მაგრამ ჩინელმა გვირგვინის დაბრუნების შანსი 2011-12 წლების გრანპრიში გამარჯვებით შეინარჩუნა.

- მეორე ეტაპს დილიჟანი უმასპინძლებს...

- დიახ, 17-29 ივნისს. იქაც უძლიერესი შემადგენლობა მოიყრის თავს. მართალია, ჰოუ იფანი, ლაგნო და ტატიანა კოსინცევა არ იქნებიან, მაგრამ მათ არანაკლები სიძლიერის დიდოსტატები - ინდოელი ჰამფი კონერუ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა და ნადეჟდა კოსინცევა შეცვლიან.

ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ქომაგები დილიჟანის შედეგებითაც გავახარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგი
ვამაყობთ!წარმატებები!
sano
ბელა წარმატებები!!!
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ბაადურ ჯობავა მსოფლიოს თასზე იასპარეზებს
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა