"დრიმ თიმი" შეუჩერებელია
ოკლენდში, "გოლდენ სტეიტის" საშინაო არენაზე აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი სპარინგი გამართა. მეტოქე ისევ ჩინეთის ნაკრები იყო. აზიის ჩემპიონმა წინა მატჩის მსგავსად, 57 ქულა დააგროვა, ამერიკელებმა კი თავის მონაგარს ერთი ქულა დაუმატეს და თამაში 50 ქულის სხვაობით მოიგეს.

გუშინდელ შეხვედრას დაწყებამდე ჰქონდა ინტრიგა, რადგან "გოლდენ სტეიტის" მოთამაშის რანგში თავის პირველ შეხვედრას ატარებდა ახალ საშინაო არენაზე კევინ დურანტი. ექს-ოკლაჰომელს ფანებმა დიდი ოვაცია გაუმართეს და კარგა ხანი სკანდირებდნენ: KD! KD!

როგორც გახსოვთ, "დრიმ თიმის" წინა ორ შეხვედრაში დურანტი ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში, თუმცა, ამჯერად, 13 ქულით შემოიფარგლა. სხვათა შორის, მასპინძელთა პირველი ათი ქულა სწორედ "დურანტულამ" ჩააგდო და 13-ივე ქულა პირველ ტაიმში დააგროვა, რის შემდეგაც ლიდერობა სხვებს გადაულოცა. მაგალითად, დემარკუს კაზინსს, რომელმაც ამ ამხანაგური მატჩების სერიაში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა და 11 მოხსნა. "საკრამენტოს" ცენტრმა თამაშიდან ცხრაჯერ ისროლა და რვა ბურთი მოათავსა კალათში. 20 ქულა დააგროვა კარმელო ენტონიმ, აქედან 14 მესამე მეოთხედზე მოდის.

ბევრს ცდილობდა "გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთი სნაიპერი კლეი ტომპსონი, მაგრამ სროლა არ წაუვიდა - 14-დან ცხრა ტყორცნა ააცილა, მათ შორის, 12-დან რვა აცილებული სამქულიანი იყო, სამაგიეროდ, კლეის თამაშის ორგანიზება გამოუვიდა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამერიკელებმა დაჩაგრეს მეტოქე ფარქვეშ ბრძოლაში: მოხსნების შეფარდება 48-21 (შეტევაში 19-4) იყო. წესით ჩინელები უფრო ნაკლები ანგარიშით წააგებდნენ, საჯარიმოების გამოყენების კატასტროფული პროცენტი რომ არ ჰქონოდათ - 21 თავისუფალი ტყორცნიდან მხოლოდ რვა ჩააგდეს.

მაიკ კრჟიჟევსკის გუნდი შემდეგ შეხვედრას პარასკევს, ჩიკაგოში ვენესუელას წინააღმდეგ ჩაატარებს, ოლიმპიადისთვის მზადებას კი ორშაბათს, ჰიუსტონში ნიგერიასთან მატჩით დაასრულებს, რის შემდეგაც, რიოს თამაშებზე გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მოგება ზედიზედ 66-ე იყო "დრიმ თიმისთვის".

აშშ-ჩინეთი 107:57

31:15, 21:9, 32:15, 23:18

ა: კაზინსი (21+11 ქულა), ენტონი (20), ტომპსონი (15+5 პასი), დურანტი (13), ბარნსი (7), ჯორჯი (6), ჯორდანი (6), ლოური (5), გრინი (4+7 მოხსნა), ბატლერი (4), დეროზანი (4), ირვინგი (2).

ჩ: კი ჟოუ (13), პენ ჟოუ (11), აილუნ გოუ (11+ 6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
რიო 2016: ყოჩაღ, ვენესუელა!
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში მატებაა
NBA. სუპერფინალი: დურანტი დაბრუნდა და ისევ ტრავმა მიიღო, "უორიორსმა" შანსი შეინარჩუნა [VIDEO]
ისტორიაში პირველად! - "ტორონტო" NBA-ს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
აშშ-ის პოლიციამ NBA-ს ვარსკვლავის დაკავების სანქცია გასცა - 29 აგვისტოს დაიჯესტი
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ამერიკის ნაკრების 28 კანდიდატი
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
პოლ პირსი: NBA-ში ერთგულება აღარ არსებობს
"დეტროიტმა" მწვრთნელი იპოვნა, "მემფისმა" დაკარგა
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
დამარცხებული ფედერერი, არაბიძის ტრანსფერი - 15 აგვისტოს დაიჯესტი
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ფაჩულია "ლეიკერსში"?- ზაზას ახალი შანსი დემარკუს კაზინსის ტრავმამ მისცა