ვენესუელამ "დრიმ თიმს" 80 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა
ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე ამხანაგური მატჩი მოიგო რიოს ოლიმპიადისთვის მზადების ციკლში, თუმცა პირველად წააწყდა სერიოზულ წინააღმდეგობას შეტევაში. ჩიკაგოში ვენესუელას ნაკრებმა ძალიან კარგი დაცვა ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

საწყის ორ მეოთხედში "დრიმ თიმმა" მხოლოდ 36 ქულა დააგროვა: თამაშიდან ნასროლი 40 ბურთიდან 12-მა მიაღწია მიზანს და 18-დან მხოლოდ ორი სამქულიანი ჩავარდა, აგრეთვე, ამერიკელმა ვარსკვლავებმა ექვსი საჯარიმო ააცილეს.

თამაშს უცნაური დასაწყისი ჰქონდა - ვენესუელამ ერთი ქულით წინ გასვლა მოახერხა (13:12), თუმცა მეტოქემ ამას 12:0 გაქცევით უპასუხა. ტაიმის ბოლოს კი მხოლოდ 10 ქულა (28:18) იყო სხვაობა და ამჯერედაც, ამერიკელებმა შეძლეს რვა უპასუხო ქულის დაგროვება.

ვენესუელას ექნებოდა უფრო ღირსეული ანგარიშით წაგების შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგეზე უარესად ესროდა: პირველ ტაიმში თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი 21.9-ს (32-დან 7) უდრიდა. პირველ სამ მეოთხედში კი გუნდებმა ერთად 104 ტყორცნა შეასრულეს თამაშიდან და სულ რაღაც 29 ჩააგდეს (27.9 პროცენტი).

"ვენესუელა ჩვენს წინააღმდეგ ბოლომდე იხარჯებოდა. მოწინააღმდეგე სწორედ იმ სტილში მოქმედებდა, როგორსაც მეტოქეებისგან რიო-დე-ჟანეიროში ველოდებით. ვენესუელა გვაიძულებდა ბურთის ყოველი ფლობისას დაახლოებით 20 წამი დაგვეცვა თავი. ცდილობდნენ შეტევების რაოდენობის შემცირებას და დროის "მოკვლას". რა თქმა უნდა, კარგად ვერ ვითამაშეთ, რაშიც მეტოქის დამსახურება დიდია. მათ შეძლეს და საკუთარი ტემპი მოგვახვიეს თავს", - განაცხადა მატჩის შემდეგ, ამერიკელთა დამრიგებელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ.

"დრიმ თიმს" ხვალ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ელოდება ჰიუსტონში ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ. 6 აგვისტოს კი ფავორიტი ოლიმპიადაზე გამოსვლას ჩინეთთან მატჩით დაიწყებს.

აშშ-ვენესუელა 80:45

20:12, 16:6, 20:13, 24:14

ა: ირვინგი (13), ტომპსონი (13), დურანტი (9), ჯორდანი (8+6 მოხსნა+4 დაფარება), დეროზანი (8).

ვ: კოქსი (14), ხ. ვარგასი (8), გუილენგი (5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში მატებაა
რიო 2016. კალათბურთი: "დრიმ თიმი" ჩინეთს ისევ ანადგურებს [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ამერიკის ნაკრების 28 კანდიდატი
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
"დეტროიტმა" მწვრთნელი იპოვნა, "მემფისმა" დაკარგა
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...