პელუზო და ჯაკერინი რჩებიან, მელოს "იუვე" ცოცხალი თავით არ უნდა
იტალიური საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში "აძურა" და "აძურინი" რჩებიან, მაგრამ აქა-იქ კლუბებზეც ვრცელდება საინტერესო ინფორმაციები. მაგალითად, აქტიურ სატრანსფერო კამპანიაშია ჩაბმული იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსი". სწორედ ტურინელთა ბანაკში შევიხედავთ...

პელუზო - სრულფასოვანი იუვენტინო

ფედერიკო პელუზო "ატალანტადან" "იუვენტუსში" იჯარის წესით გადავიდა, ტურინელებს კი ფეხბურთელის ბედი ამ ზაფხულს უნდა გადაეწყვიტათ... "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "იუვეს" მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ ბერგამოულ კლუბს და სულ მალე ფედერიკო "ვეკია სენიორას" სრულფასოვანი წევრი გახდება. სატრანსფერო ფასი არ სახელდება. სამაგიეროდ, ვიცით, რომ პელუზოს 2017 წლამდე გათვლილი კონტრაქტი შეუდგინეს.

29 წლის პელუზომ გასულ სეზონში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა. 3-5-2 სქემაში მეტწილად მარცხენა ნახევარმცველად ირჯებოდა, თუმცა რამდენჯერმე დაცვაშიც ითამაშა. ანტონიო კონტემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ პელუზომ გუნდი გააძლიერა - ამიტომ მისი გამოსყიდვა არავის გაკვირვებია.

ჯაკერინი რჩება

ბოლო პერიოდში ხშირად წერდნენ ემანუელე ჯაკერინის "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგების შესახებ. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი "ვეკია სენიორას" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და კარგ შემთხვევაში, ბოლო 15-20 წუთი უწევს თამაში. არადა, ემანუელეს იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ენდობა და მას ხშირად სასტარტო თერთმეტეულში ათამაშებს.

"სკუადრა აძურას" ფეხბურთელისთვის გუნდში სათადარიგოთა სკამის "ხეხვა" მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს და მისი სავარაუდო აბარგების შესახებ ხმები ამიტომ გავრცელდა. თუმცა ჯაკერინის აგენტმა გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა:

"ჩემი კლიენტი ვერ იქნება ბედნიერი იმით, რომ გუნდში მეტწილად თადარიგში უწევს ყოფნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "იუვენტუსიდან" წასვლას აპირებს. კონფედერაციათა თასზე გამგზავრებამდე ემანუელე ანტონიო კონტეს ესაუბრა და ვიცი, რომ მისგან გარკვეული გარანტიები მიიღო. ასე რომ, ჯაკერინი არსად წასვლას არ აპირებს და ის ისევ "იუვენტუსში" ითამაშებს".

გაურკვევლობა ისლას გარშემო

გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" მაურისიო ისლას სატრანსფერო უფლებების ნახევარი გამოისყიდა და 25 წლის ჩილელი "უდინეზედან" თავისთან წაიყვანა. ტურინულ-ფრიულური შეთანხმების თანახმად, პიემონტელებს სეზონის დასრულებისთანავე შეეძლოთ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების დარჩენილი ნახევრის გამოსყიდვა და სანაცვლოდ, უდინელთა ბიუჯეტში კიდევ 5 მილიონი ევროს გადარიცხვა.

ფრიულელები დიდი ხანია ელოდებიან ტურინელთა გადაწყვეტილებას, თუმცა ჯერჯერობით ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეს - ამიტომ პრესასთან საგანგებო განცხადება "უდინეზეს" ვიცე-პრეზიდენტმა ჯინო პოცომ გააკეთა:

"კარგი იქნება, თუ ტურინელები მალე ჩამოყალიბდებიან მაურისიო ისლასთან დაკავშირებით. თუ უნდათ მისი ბოლომდე გამოსყიდვა, იციან, რამდენი უნდა გადაიხადონ - თუ არა და გვითხრან, როგორ მოვიქცეთ. არც იმის წინააღმდეგნი ვართ, რომ მაურიოსიო რომელიმე მესამე კლუბში აღმოჩნდეს, აღებულ თანხას კი ჩვენ და ტურინელები შუაზე გავიყოფთ. მოკლედ, ხელშეკრულებით ყველაფერი იდეალურადაა დალაგებული და მთავარია, ტურინელებმა არჩევანი გააკეთონ".

სავარაუდოდ, პიემონტელები ისლას გამოსყიდვაზე უარს იტყვიან და პოცოს თქმის არ იყოს, მას რომელიმე მესამე გუნდს შესთავაზებენ. ცნობილია, რომ ისლას გადაბირებით მილანის "ინტერია" დაინტერესებული და მზადაა, მიზნის მისაღწევად ჯიბეზე ხელი გაიკრას.

ფელიპე მელოს უარი

ფელიპე მელომ ორი სეზონი თურქულ "გალათასარაიში" გაატარა, მაგრამ მთელი ეს პერიოდი მის სატრანსფერო უფლებებს "იუვენტუსი" ფლობდა. თურქებმა 29 წლის ბრაზილიელის გამოსყიდვა არ ისურვეს და შედეგად, მელო ტურინულ გრანდს დაუბრუნდა. საინტერესოა, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში ფელიპე? - ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა:

"ბოლო ორი სეზონი სტამბულში გავატარე და სამი ტროფეი მოვიგე. ამით ძალიან ვამაყობ. საწყენია, რომ თურქებმა ჩემი გამოსყიდვა არ ისურვეს და ტურინში მომიწია დაბრუნება. უკვე ველაპარაკე ანტონიო კონტეს და პირდაპირ ვუთხარი მას, რომ "იუვენტუსში" თამაში არ მსურს. "იუვე" წარსულია, სადაც არ მსურს დაბრუნება. იმედია, ტურინელები ახალი კლუბის მოძებნაში დამეხმარებიან და ჩემს სანაცვლოდ დიდ თანხას არ მოითხოვენ".

ამ თემაზე "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამაც გააკეთა კომენტარი და პირველ რიგში, თვიოთონ ფეხბურთელს მიანიშნა, რომ ასე მარტივად არ არის საქმე:

"ფელიპე მელოს "იუვენტუსში" თამაში არ სურს და ბუნებრივია, მის აზრს ვითვალისწინებთ. ბრაზილიელს ტრანსფერზე დავაყენებთ და მასში იმ თანხას მოვითხოვთ, რაც რეალურად ღირს. ზუსტ ოდენობას ვერ დავასახელებ, რადგან ეს თემა ჯერ კიდევ გასავლელია. თუმცა, ერთი ფაქტია, მელო 3 და 5 მილიონი ვერ ეღირება. "გალათასარაის" ბოლო წარმატებებში მან ლომის წილი დაიდო და ფასიც შესაბამისი ექნება. თუ ფეხბურთელის გამოსყიდვას არ მოისურვებენ, ჩვენთან მოუწევს თამაში.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მისი ისევ იჯარით გაშვება არ გვსურს - ფაქტია, "გალათასარაიმ" მელოს სამსახურით კარგად ისარგებლა და თუ ხელფასს არ ჩავთვლით, მასში არაფერი გადაუხდია. ასეთი რამ ვეღარ განმეორდება".

ფელიპე მელოს "იუვენტუსთან" 2015 წლის 1 ივლისამდე აკავშირებს ხელშეკრულება და მაროტას კომენტარიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მისი ბოლომდე შესრულება მოუწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურინის "იუვენტუსი" კარლოს ტევესში 12 მილიონს იხდის

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ჩილე-ურუგვაი 1:0 - კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალისტი მასპინძელია [VIDEO]
ნეიმარი ევროპაში მოასპარეზე საუკეთესო ბრაზილიელია
ტრანსფერ ONLINE: 8 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 2 აგვისტო
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ევრო 2016. იტალიის ნაკრები: ეს მხოლოდ დასაწყისია!
"ჩუმად იყავი, სანამ "კვარაზე" უკეთეს ფეხბურთელს არ დავასახელებ" - ნახეთ, იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის არჩევანი [VIDEO]
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ემანუელე ჯაკერინის იტალია არ ეთმობა, თუმცა...
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 5 ივლისი
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ევრო 2016. II ტური. E ჯგუფი: იტალიის ნაკრები პლეი ოფშია [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელი: მოვილაპარაკეთ, ყოველ ჩვენგანს მესისთვის ფეხებში ერთხელ უნდა მოერტყა, რიგრიგობით
კოპა ამერიკა 2015. 1/4-ფინალი: ხარამ თხარა, თხარა... [VIDEO]
ნეიმარი - საუკეთესო ბრაზილიელი ევროპაში
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
კოპა ამერიკა: ალექსის სანჩესმა იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა [VIDEO]
ემანუელე ჯაკერინი ჯანო ანანიძის კონკურენტი ხდება
სერია A. ბოლო დღის ტრანსფერები: დედლაინამდე წუთით ადრე
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური: იტალიამ მოიგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უჩვეულო სიმშვიდე იტალიაში: კალენდარი ყველას მოსწონს
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
არც მესი და არც ნეიმარი - კოპა ამერიკის მოულოდნელი გმირები