თურქეთსა და საფრანგეთში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირები გაიმართა
თურქეთსა და საფრანგეთში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირები გაიმართა.

შეჯიბრებებში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. სტამბულში 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ჩვენებურთაგან, ბელა კობალაძისა და ინგა კიკვაძის ხელმძღვანელობით, 16-წლამდელებში თავი გამოიჩინა გაბრიელა ხვედელიძემ, რომელმაც მრავალჭიდში 58,75 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი პრიზი მოიპოვა.

გამარჯვებულს 8 ქულით ჩამორჩა უკრაინელი ვერონიკა ვოზნა. მესამე ადგილზეც მისი თანაგუნდელი კატერინა ჩერნოვუ გავიდა - 47,05 ქულა.

უფროსების მრავალჭიდში 49 ქულით მეორე ადგილი ხვდა თბილისელ თამარ ჭანტურიძეს, რომელიც თურქ ბასაკ ერტეკინს 3,6 ქულით ჩამორჩა.

2002 წელში დაბადებულთა შორის ბურთითა (12,6) და რგოლით (12,8) ვარჯიშში პირველი ადგილები ერგო თამუნა ხელაძეს. 2003 წელს დაბადებულებში მეორე ადგილებზე გავიდნენ ქეთევან არბოლიშვილი (უსაგნოდ ვარჯიშში - 10,65) და ნიტა ლომიძე (რგოლით - 9,9), ხოლო სალომე ოქროპირიძემ სახტუნელათი (9,35) მესამე ადგილი დაიკავა.

კალეში (საფრანგეთი) თინათინ ნადირაშვილმა და თამილა ტლაშაძემ სამი სპორტსმენი წაიყვანეს: უფროსებში ლიანა ცეცაძემ მრავალჭიდში (64,4 ქულა) ყველას აჯობა. იგი, ასევე, პირველი იყო რგოლით (16,0), ბურთითა (15,75) და გურზებით (17,0), ხოლო ბაფთით (14,9) - მეორე.

მრავალჭიდში ვერცხლი ხვდა კანადელ ანაბელა კოვაჩს (62,55), ხოლო თბილისელ მედეა გათენაძეს 61,75 ქულით მესამე ადგილი ერგო.

16-წლამდელებში სოფიო ფარულავა გამოდიოდა. მრავალჭიდში მანაც 57,6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე რუსი მარგარიტა მეჟინა გავიდა - 58,25), სამაგიეროდ, ბურთით, გურზებითა და ბაფთით ოქროს მედლები დაიმსახურა, რგოლით ვარჯიშში კი ვერცხლით დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nino
ლამაზი კოსტუმი აცვია.ძალიან ძლიერი ტანმოვარჯიშეა.
mm
გაბრიელა ძალან ნიჭიერი ტანმოვარჯიშეა.მან ახალი სიტყვა თქვა ქართულ ტანვარჯიშის სინამდვილეში.ყოჩაღ გაბი. მადლობა მის მრწრთვნელებს.
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
მადრიდის "რეალს" ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს
[VIDEO] 5 მიზეზი, რის გამოც პსჟ-ს შეჩერებას ვერავინ ახერხებს
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ᓡᓐᓚᓝᓛᓔ ᓤᓐᓟᓐᓕᓐ: ᓔᓠᓗᓘ ᓝᓪᓜᓔᓑᓐ ᓣᓙᓕᓔ ᓐᓕᓘᓡᓠᓣᓚᓔ
ოთხი ფერიის რვა ჯილდო "ზღვის თასზე"
სალომე ფაჟავა - იუნიორებიდან პირდაპირ ელიტაში
ტანვარჯიშის ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც 2019 წელს საქართველოში ჩატარდება
რისთვის არის კარგი და რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ტანვარჯიშზე
ორმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ ლუქსემბურგის ტურნირზე 5 მედალი მოიპოვა
ნათელა ბოლატაევა მოსკოვის ღია პირველობაზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა
სალომე ფაჟავას ბრინჯაო და "რაჭული" მოსკოვის გრან-პრიზე [VIDEO]
მხატვრული ტანვარჯიში: სალომე ფაჟავას და გაბრიელა ხვედელიძის ახალი სიმაღლეები