ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტრაგიკული ლე მანი

ტრაგიკული ლე მანი

სებასტიან ოჟიეს ვერავინ ეწევა
მსხვერპლით აღინიშნა ლეგენდარული ავტომარათონი "ლე მანის 24 საათი", რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთში იმართება. დანიელმა მრბოლელმა ალან სიმონსენმა დაკარგა საკუთარ "ასტონ მარტინზე" კონტროლი და ერთ-ერთ მოსახვევში ტრასის დამცავ ბარიერს შეეჯახა.

მარათონის ორგანიზატორმა, კომპანია ACO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სიმონსენი მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ის ოპერატიულად გადაიყვანეს ტრასის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინციდენტი მესამე წრეზე მოხდა. რკინის ბარიერთან შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ Aston Martin Vantage V8-ს ორივე კარი მოძვრა. თავდაპირველად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საშინელი არაფერი მომხდარა: 34 წლის პილოტი გონზე იყო და ექიმებს ელაპარაკებოდა, მაგრამ მალე დაზარალებულის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კომაში ჩავარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიმონსენი მოყვარულის სტატუსით გამოდიოდა "ლე მანზე", მაგრამ ავტოსპორტში დიდი გამოცდილება ჰქონდა - ის სარბოლო სერიებში 1999 წლიდან ასპარეზობდა, "ლე მანის" რბოლაში კი 2007 წლიდან მუდმივი სტუმარი იყო.

"ლე მანის 24 საათი" - ერთ-ერთი ყველაზე ძველი საავტომობილო რბოლაა ამტანობაზე, რომელიც 1923 წლიდან ყოველწლიურად იმართება საფრანგეთში. 13.6 კილომეტრი სიგრძის წრიული ტრასა, ნაწილობრივი ქუჩის გზებზე გადის. ავტომობილმა, რომელიც რბოლაში მონაწილეობს, ზუსტად 24 საათი უნდა გაძლოს ტრასაზე, ამასთან, ერთი გუნდის წევრებს უფლება აქვთ ერთმანეთი შეცვალონ საჭესთან.

ალან სიმონსენი 22-ე მრბოლელია, ვინც "ლე მანის 24 საათის" დროს დაიღუპა. პირველი შემთხვევა 1925 წელს დაფიქსირდა. ყველაზე საშინელი ტრაგედია 1955 წელს მოხდა. ფრანგი პიერ ლევეის ავარიამ არა მხოლოდ პილოტის, არამედ 83 მაყურებლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი აფეთქებული მანქანიდან გატყორცნილი ნამსხვრევებისგან დაიღუპნენ.

"ლე მანზე" ბოლო სასიკვდილო შემთხვევა 1997 წელს დაფიქსირდა. ფრანგი სებასტიან ანჟოლრა საკვალიფიკაციო რბოლის დროს დაიღუპა.

სიმონსენის დაღუპვის მიუხედავად, რბოლა გაგრძელდა და საბოლოოდ, ვიხილეთ ახალი ძველი ჩემპიონი. ბოლო წლებში დაუმარცხებელი ეკიპაჟი - ანდრე ლოტერერი, მარსელ ფესლერი, ბენუა ტრელუიე - მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო ჩემპიონი გახდა "აუდი" ტომ კრისტენსენის, ლოიკ დუვალისა და ალან მაკნიშის შემადგენლობით. აღვნიშნავთ, რომ დუვალმა პირველად მოიგო "ლე მანი", მაკნიშმა გაიმეორა ხუთი წლის წინანდელი წარმატება, კრისტენსენისთვის კი ეს მეცხრე გამარჯვება იყო.

საბოლოო შედეგი

1. კრისტენსენი/დუვალი/მაკნიში (აუდი) - 348 წრე

2. დევიდსონი/ბუემი/სარასენი (ტოიოტა) - +1 წრე

3. ჟენე/დი გრასი/ჯერვისი (აუდი) - +1 წრე

4. ვიურცი/ლაპიერი/ნაკაჯიმა (ტოიოტა) - +7 წრე

5. ლოტერერი/ფესლერი/ტრელუიე (აუდი) - +10 წრე

6. ლევენტისი/უოტსი/კეინი (HPD ARX) - +16 წრე

ოჟიეს ვერავინ ეწევა

იტალიის ორდღიანი რალი წლევანდელი სეზონის ლიდერის, "ფოლკსვაგენის" პილოტ სებასტიან ოჟიეს ტრიუმფით დასრულდა. ფრანგმა მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ეტაპი მოიგო და გაზარდა თავისი უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

კვალიფიკაციაში საუკეთესოები იყვნენ იარი-მატი ლატვალა და ევგენი ნოვიკოვი, მაგრამ სტარტზე საწყის პოზიციებს მათთვის დივიდენდები არ მოუტანია: ლატვალამ პირველივე სპეცმონაკვეთზე დააზიანა საბურავი და TOP10-ის შუაში მოექცა, ნოვიკოვი კი საერთოდ ამოტრიალდა და ბრძოლას ჩამოშორდა.

ამის შემდეგ, ოჟიემ დამაჯერებლად მოიგო სამი სპეცმონაკვეთი და დამაჯერებლად ჩაუდგა სათავეში კლასიფიკაციას. მისი უახლოესი მდევარი მიკო ჰირვონენი იყო, მაგრამ ფინელს ბოლო დღეს არ გაუმართლა, რადგან მისი "სიტროენით" ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჟიემ უპრობლემოდ შეინარჩუნა პირველი ადგილი, მეორეზე გავიდა ტიერი ნოივილი, ხოლო მესამეზე ლატვალა, რომელმაც ბოლოს შეძლო დანი სორდოს გასწრება და ზედიზედ მეოთხედ პოდიუმზე ასვლა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია WRC2-ის კლასში მოასპარეზე რობერტ კუბიცა. პირველ დღეს, მან რვიდან ექვსი სპეცმონაკვეთი მოიგო და ზედიზედ მეორე ეტაპზე შეძლო თავის დივიზიონში გამარჯვება. თანაც, ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ისეთი ტემპი განავითარა, რომ აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მე-9 ადგილზე გასვლა შეძლო ოჟიესთან 13-წუთიანი ჩამორჩენით.

მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდი ეტაპის შემდეგ, "ფოლკსვაგენის" პილოტები - ოჟიე და ლატვალა ლიდერობენ. სტაბილურობის ხარჯზე მესამე ადგილზე გადავიდა ნოივილი. "სიტროენის" პილოტებს შორის კი საუკეთესოა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები. ფრანგმა ამ სეზონში მხოლოდ სამი ეტაპი ჩაატარა, საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა და უსწრებს დანარჩენ პილოტებს, რომლებიც სრულფასოვან ჩემპიონატს ატარებენ!

სეზონის შემდეგი ეტაპი 1-3 აგვისტოს ფინეთში გაიმართება.

იტალიის რალი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 3:22.57,9; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – +1.16,8; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +1.48,0; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - +3.19,2; 5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - +8.34,1; 6. ელფინ ევანსი (, ბრიტანეთი, "ფორდი") - +11.51,8; 7. მიხალ კოსციუშკო (პოლონეთი, "ფორდი") - +11.52,7; 8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – +13.21,5...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 154 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 90; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – 70; 4. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 68; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) – 61; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 59; 7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – 50; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - 37...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლე მანის 24-საათიან რბოლაში ტრაგედია დატრიალდა [VIDEO]

• murtalo

სებასტიან ლოებმა უნდა თქვას მანქანას მაგრად ვატარებო:)

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის

ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა

მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

მსოფლიოს რალი: ოჟიე - სამგზის ჩემპიონი

დაკარი 2017: ლოები წინ გაიჭრა

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიემ ფინეთში წააგო

დაკარი 2017: ახალი ლიდერი ლოებია

დაკარი 2017: "პეჟოს" ზეიმი, "ტოიოტას" კრახი ნასერ ალ-ატიიასთვის

საბჭოთა პარადოქსით - "ოქროს ბურთის" 4 ყველაზე უცნაური მფლობელი

დაკარი 2016: ლოებს საინსი მიჰყვა

დაკარი 2016: ლოები გადატრიალდა

"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა

ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა

ლე მანის 24-საათიან რბოლაში ტრაგედია დატრიალდა [VIDEO]

რალი: ტრაგედია და ძველი გამარჯვებული

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს ექვსიდან ოთხი

ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს მესამე ტიტული