"დორტმუნდის" ახალი თავდამსხმელი ცოტათი შერეკილია
პიერ-ემერიკ ობამეიანის დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დადასტურებულა, მაგრამ გერმანული მედიის ცნობით, ტრანსფერი ასი პროცენტით გადაწყვეტილია.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მისი სახით ბუნდესლიგას ძალიან სახალისო და საინტერესო ფეხბურთელი შეემატება და თუ 24 წლის ჭკუამხიარული ფორვარდი "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს ყველაფერში დაუჯერებს, ნამდვილად დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

ობამეიანს საფრანგეთის ჩემპიონატში გოლები (თანაც, თვალსასეირო გოლები) უხვად გაჰქონდა, მაგრამ იქაურ პუბლიკას არა მარტო გოლებით, არამედ თავისი ქცევებითაც ამხიარულებდა. ობამეიანი ექსტრავაგანტური ტიპია, მაგრამ ამბობს, რომ ასე მხოლოდ მოედანზე იქცევა.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ღამის კლუბებში დავდივარ და სასმელს ვეტანები, ძალიან ცდება. თავისუფალ დროს უმეტესად სოფლად, მთაში ვატარებ ხოლმე, სან-ტროპეში ხეტიალი კი სულაც არ მიზიდავს," - ამბობს ობამეიანი.

გასული წლის ოქტომბერში მან ერთ-ერთი გოლი სპაიდერმენის ნიღბით იზეიმა, მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს გოლი თავის მეგობარს, ჟერემი ჟანოს მიუძღვნა - ეს უკანასკნელი თურმე სწორედ სპაიდერმენის ფანი ყოფილა...

თუმცა სპაიდერმენი თავად ობამეიანსაც აშკარად ძალიან მოსწონს - მისი ლოგოს ტიპის ვარცხნილობაც ჰქონდა და თმაზე ასო-ბგერა S-იც ჰქონდა - "სენტ ეტიენის" პატივსაცემად. სხვა მხრივ, ობამეიანი გოლებს მეტწილად სალტოებით აღნიშნავს ხოლმე და ამბობს, რომ ექსტრავაგანტურობა მისთვის აროგანტობას კი არა, თავდაჯერებულობას ნიშნავს.

24 წლის გაბონელს უჩვეულო გოლების გატანა ეხერხება, მისი ავტოპარკის უახლესი წარმომადგენელი კი შესანიშნავი "ასტონ მარტინია" (DB9). გასულ სეზონში ობამეიანი მოედანზე გასახურებლად სპეციალურად შეკვეთილი ბუცებით გავიდა, რომლებსაც "სვაროვსკის" 4000 კრისტალი ამშვენებდა (ფასი 3700 ევრო).

"ჰო, ეს ბიჭი ცოტათი შერეკილია, მაგრამ ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობს და მოედანზე ყოფნისას უპრობლემო პროფესიონალია. კეთილშობილია და ინტელექტიც არ აკლია," - ეს მისი ყოფილი მწვრთნელის, გერნოტ რორის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იურგენ კლოპმა ბიჭები შეკრიბა

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
"დორტმუნდი" 20 წლის თავდამსხმელის გაყიდვას აპირებს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]
ნური შაჰინი: გვჭირდება მეტი აგრესია!
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა
ჩემპიონთა ლიგაზე წყვილები გაირკვა - პსჟ პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს
დორტმუნდის "ბორუსია": მართლა ასეთი მაგარია მხითარიანი?
პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
პატარა კორეელი დორტმუნდში
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"სპაიდერმენ" ობამეიანის პირველი გოლი "დორტმუნდში"
ნიგერიის ნაკრების მწვრთნელმა მუნდილისას ფეხბურთელებს სასტუმროს ნომრებში რუსი მეძავების შეყვანა აუკრძალა
ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი: მესი ყველას უყვარს, მაგრამ ფეხბურთში შეწყალება და სიბრალული არ შეიძლება
გერნოტ რორი: მარკოს როხომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა
დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივრებს "სპაიდერმენი" შეუყვარდათ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დორტმუნდის "ბორუსია": ჰენრიხ მხითარიანმა გოლით დაიწყო...