არაგონის გრანპრი მარკ მარკესმა მოიგო
კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისკენ წლევანდელი სეზონის დებიუტანტმა, "ჰონდას" წევრმა მარკ მარკესმა. არაგონის გრანპრიმ ახალგაზრდა ესპანელისთვის შესანიშნავად ჩაიარა - პარასკევს მოიგო პირველი თავისუფალი პრაქტიკა, შაბათს კი პოული მოიპოვა და 29 სექტემბერს სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო.

სწორედ პირველ მეტრებზე შეექმნა პრობლემები მარკესს. ის სტარტზე ოდნავ შეყოვნდა და ერთბაშად ორი პოზიცია დაკარგა. მალე მან ერთი ადგილით ზემოთ აიწია და ახალ ლიდერს, "იამაჰას" პილოტ ხორხე ლორენსოს კვალში ჩაუდგა. პირველი წრე მოტომრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, მარკესი, პედროსა, როსი, ბრადლი, ბაუტისტა...

რბოლის პირველ ნაწილში "ჰონდას" პილოტები - მარკესი და პედროსა ლორენსოს ავიწროებდნენ და შორს არ უშვებდნენ მას. თან ისინი ერთმანეთსაც ებრძოდნენ და მეხუთე წრეზე პედროსამ გაუსწრო თანაგუნდელს, ერთი წრის შემდეგ კი... რბოლას ჩამოშორდა. ესპანელის წაქცევის მიზეზი ჰაისაიდი აღმოჩნდა.

ერთ ეპიზოდში მარკესიც შეცდა, თუმცა წონასწორობა შეინარჩუნა. მოგვიანებით მარკი ძალიან მიუახლოვდა ლორენსოს და ფინიშამდე ექვსი წრით ადრე მისი გასწრება შეძლო.

ამის შემდეგ ლიდერი აღარ შეცვლილა, მარკესმა სეზონში მეექვსე რბოლა მოიგო და 39 ქულამდე გაზარდა უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში, რაც ძალიან დიდი სხვაობაა ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე. შემდეგი რბოლა 13 ოქტომბერს მალაიზიაში გაიმართება.

არაგონის გრანპრი

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 23 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +1,356; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +12,927; 4. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +13,787; 5. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +13,973; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +14,662; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +31,220; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +40,671...

საერთო ჩათვლა

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 278 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 239; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 219; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 185; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 156; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 135; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 125; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 112...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხორხე ლორენსოს მშვიდი გამარჯვება

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა
ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა
მოტოგრაპრი: მარკესმა მოიგო, ლეგენდა ლიდერია
მოტოგრანპრი.: უცნაური ეტაპი და აღდგენილი ინტრიგა
მოტოგრანპრი: ლორენსოს ზედიზედ მესამე ტრიუმფი
ვალენტინო როსი ბრუნდება
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლორენსოს ვერ აჩერებენ
მოტოგრანპრი: ხორხე ლორენსო სამგზის ჩემპიონია
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ჩემპიონი მარკ მარკესი ცუდ ფორმაშია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია
ᓛᓝᓢᕝᕒᓠᓐᓜᓞᓠᓘ: ᕛᓐᓠᕙᓔᓡᓘᕡ ᓝᓗᓮᓘᓓ
მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი
მოტოგრანპრი: საუკეთესო რბოლა სეზონში
არის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი!
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი წინ გაიჭრა
საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]
ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕡ ᓮᓣᓗᓘᓓᕐᓜ ᓮᓣᓗᓘ
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სან მარინო მარკესმა მოიგო
მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს
"ᓰᕝᓜᕓᓐ"