საფეხბურთო სამყარო დაიღალა გაურკვევლობაში ყოფნით და არ უნდა, რომ ასეთ ლოდინში შეხვდეს ახალ წელს
საქმე, რომელიც ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, დეკემბრისთვის გადაიდო.

დარჩება თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია თანამდებობაზე, მკაფიო პასუხი ამაზე ჯერ არ მოგვისმენია. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა განცხადებები კი გააკეთეს, თუმცა გადაჭრით ჯერ არაფერი უთქვამთ, თითქოს, ტაიმ-აუტი აიღეს...

ფედერაცია ამ საკითხს მარტო ვერ გადაწყვეტს და ამის მიზეზი ყველამ იცის - თემურ ქეცბაიას კონტრაქტი ფედერაციასთან აქვს, ფულს კი სახელმწიფო უხდის.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, სახელმწიფოსა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის გარეშე ამას ვერ შეძლებს. მოკლედ, ნაკრების მწვრთნელის საკითხზე ერთობლივი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ.

ნაკრების გარშემო დატრიალებულმა არასასიამოვნო ბრალდებებმა კარგი მხოლოდ ის მოიტანა, რომ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ უბიძგეს და ვფიქრობ, დიქტატის პერიოდი უკვე წარსულს ჩაბარდა - თანამშრომლობა ჯანსაღი და სასარგებლო იქნება.

ლოდინსაც აქვს ზღვარი. საფეხბურთო სამყარო დაიღალა გაურკვევლობაში ყოფნით და არ უნდა, რომ ასეთ ლოდინში შეხვდეს ახალ წელს - არა მგონია, ვინმე სხვანაირად ფიქრობდეს.

სახელმწიფო სტრუქტურებიდან, თუ არ ვცდები, არავის უთქვამს, ფეხბურთის ფედერაციას დოტაცია შეუწყდება ან შეუმცირდებაო. დახმარების შეწყვეტა-შემცირება კარგს არაფერს მოუტანს ქართულ ფეხბურთს, სხვა საქმეა, თუ დოტაციის გადანაწილებაზე მოხდება მსჯელობა და კამათი.

ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოვაყენებო და ასეც რომ არ იყოს, არა მგონია, სახელმწიფომ ფედერაციის დოტაცია კონკრეტული პიროვნების ხელშეწყობად აღიქვას.

ნაკრების გარშემო შექმნილი დაძაბული ფონი ნელ-ნელა ჩაცხრება, ამის სიმპტომები უკვე არის და მის განახლებას ხელი არ უნდა შეუწყოს არასწორმა გადაწყვეტილებამ - ამ ეტაპზე, ალბათ, ეს არის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ამოცანა.

თუ მოთამაშე ნიჭიერი და მიზანდასახულია...

საახალწლოდ სხვა საინტერესო ამბებსაც ველოდებით, მაგალითად, თუ რომელ კლუბში გააგრძელებენ კარიერას თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე.

ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილი შემორჩა ევროპის ელიტურ ლიგას და ისიც ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას. ოქრიაშვილი და თარგამაძე კი ისეთები არიან, "ილიჩივეცზე" ბევრად უკეთეს გუნდშიც რომ შეუძლიათ თამაში. თარგამაძეს სულაც დაგემოვნებული აქვს ბუნდესლიგა.

ზოგადად, ტრანსფერი რთული თემაა, მხოლოდ ფეხბურთელის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თუ მოთამაშე ნიჭიერი და მიზანდასახულია, კარგი ტრანსფერის შანსს ღმერთი აუცილებლად მისცემს.

გადამწყვეტი მომენტი მწვრთნელის კარიერაში

ამასობაში, 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა. 19-ანების გუნდი, ვასილ მაისურაძის თავკაცობით, მაისში შვეიცარიას, კვიპროსსა და ისრაელს შეხვდება.

მწვრთნელი მაისურაძე ერთხელაც მოექცა ყურადღების ცენტრში, მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ერთხელაც მოგვწყვიტა წარუმატებლობებს და შესარჩევში ჩინებულად ითამაშა, ჰოლანდიაც კი დაამარცხა...

მაისურაძე ალღოიანი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელიც ასეთი გამოდგა, კარგად დაიჭირა ის ნიუანსები, რაც ახასიათებს ასაკობრივ ნაკრებებს. სხვისი რა გითხრათ და, მე კი ძალიან მაინტერესებს, როგორი მწვრთნელი იქნება მაისურაძე ისეთ გუნდში, როცა ზრდასრულ ფეხბურთელებთან მოუწევს მუშაობა.

იუნიორებიდან დიდებში გადასვლა საინტერესო, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მომენტია მწვრთნელის კარიერაში, რადგან ყველა ვერ ახერებს ერთნაირად წარმატებული იყოს იქაც და აქაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

PARFIUMER
მართალია, ფეხბურთელის ბრალია თორე სხვა ვინაა დამნაშავე :D რა თამაშებს უყურებთ ვერ ვიგებ.
benni sanches
რითი ვერ მიხვდით პრობლემა არის ფეხბურთელებში,არ არიან პატრიოტები არ უყვართ იმ დონეზე საქართველო რომ ბოლომდე დაიხარჯონ და თავი დადონ მინდორზე საქართველოს სიყვარულის გამო!აი ეს არის მთავარი პრობლემა.სანამ სამშობლო არ ეყვარება ფეხბურთელს მანამ საშველი არ იქნება და ამას ვერცერთი მწვრთნელი ვერ ასწავლის,დაფიქრდით როდის ქონდა ბოლო წარმატება ქართულ გუნდს,რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს ეს მოხდა 1981წელს
roko
კაი რა წილი, რა ფედერაცია და რა მწვრთნელი. თამაშებს ხო უყურებთ ხალხო? ერთი წელი რო წაუგებლად ჩაამთავრა გუნდმა მაშინ ხო კარგი ქეცბას სტილი? ვერ უყურებთ ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდათ, ბიზნესკლასებით მოინდომეს გულაობა. სტადიონზე მეოთხე მსაჯი ამათზე მეტს დარბის, პასის გაკეთებას მწვრთნელი ვერ ასწავლის ფეხბურთელს და მიწაზე გაგორებულს რო ფეხი უნდა დაარტყა და არა თავი ეგეც მე მგონი ელემენტარულია. ბოსკამპი არ ვარგოდა, ძოძუაშვილი-ყიფიანი არ ვარგოდა, ჩIვაძე-გუცაევმა ვერ გაქაჩა, კუპერი იდიოტი იყო, ტოპმიოლერი კიდე უარესი, არც ქეცბა ვარგა. არავის მოგსვლიათ აზრად რომ ფეხბურთელები არ გვივარგა? რათო უნდა ვითამაშოთ ევროპაზე და მსოფლიოზე როცა არცერთ ტოპ ლიგაში ფეხბურთელი არ გვყავს(კობის გარდა) რუსეთში და უკრაინაში არ ათამაშებენ ტიპებს და რა შედეგზეა ლაპარაკი. როცა შეეძლო ქეცბას მწვრთნელიც იყო და მოთამაშეც და კი იყო ანორთოსისი მშვენივრად. მაგრამ ამ ფეხბურთელებს არც კლასი აქვთ, არც პატრიოტიზმი და არც ჯიგარი, რაგბს მაინც უყურონ ხანდახან იქნებ შერცხვეთ
fani
გაიხსენეთ ნაკრების დონეზე ვინ აჯობა ესპანეთს,ინგლისს,ჰოლანდიას,უკრაინას,საფრანგეთს და სხვას... არ კმარა?ამ შედეგს ვერ აცნობიერებთ.მხოლოდ მ ა ი ს უ რ ა ძ ე !
benni sanches
ალექსანდრე ჩივაძე გვყავს ერთადერთი ნათელი წერტილი რომელსაც შეუძლია თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს გუნდს,პლიუს ამას მას ააქვს ის თვისება რასაც ქვია ფეხბურთელებთან საფეხბურთო ენის გამონახვა ჩივაძეს არასოდეს არ ქონია ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა.
benni sanches
კარგით რა რა გეგუჩაძე?!გეგუჩაძე შეიძლება კლუბის დონეზე ვინმეს ურჩიო მწვრთნელათ.რაც შეეხება ნაკრებს ეს უკვე სხვა დონეა,ამ პოსტზე შეიძლება ჩივაძეს ვთხოვოთ რომ ჩაიბაროს ნაკრები,ძაან მაინტერესებს თითონ გეგუჩაძე წავიდოდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად?!
rezo rezos
როცა საქართველოშო გვყავს ისეთი მწვრთნელი,როგორიც გია გეგუჩაძეა,უცხოელი მწვრთნელის ძებნა სრული გაუგებრობაა,ხომ გახსოვთ–'' თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა''–ო,ზუსტად ასე მოგვდის.გეხსომებათ მისი გაწრთვნილი გუნდები როგორ გააზრებულ,დალაგებულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ,ან როგორი ჯანსაღი და კორექტული დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან.მივცეთ ამ კაცს შანსი,უკეტესი ტუარა,უარესი ნამდვილად არ იქნება,რა გახდა ბოლოს და ბოლოს,უზარმაზარი ქვეყნების პრეზიდენტები იცვლებიან და ნაკრების მწვრტნელის შეცვლა არ შეიძლება?თუ ფულშია საქმე,ჩვენ შევუგროვოთ ბატონო ეგ ფული,ოღონდ წავიდეს!
rezo rezos
საქართველოში ბევრია ნიჭიერი ფეხბურთელი,მწვრთნელების ნაკლებობასაც არ განვიცდით,მაგრამ გვაქვს ორგანიზებულობის,ურთიერთგატანის და სიყვარულის უმწვავესი დეფიციტი,ეგოიზმმა და ამბიციურობამ წაგვლეკა,ასე არ არის? ვაღიაროთ!!!
rezo rezos
სავსებით ვეთანხმები ქომაგს, საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი საერთოდ რომ არ ჰყოლოდა,ამ 2 ციკლის შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა,რადგან ქეცბაიამ ფაქტიურად მოკლა გუნდის შემტევი პოტენციალი,11 კაცი კარებში ჩააყენა და მხოლოდ მოგერიება უბრძანა.ცალკეული გამობრწყინებები მხოლოდ ფეხბურთელების ტალანტის გამოვლინებაა.ამას დაუმატეთ პერმანენტული კონფლიქტები წამყვან მოთამაშეებტან,რის გამოც ისინი ნაკრების მიგმა დარჩნენ.არანაირი ხელცერა,სატამაშო იდეა,ტაქტიკა მწვრტნელს არ გააჩნია.ბოლოს დაბოლოს კაცმა ლაპარაკი არ იცის,რომ კომუნიკაცია დაამყაროს.ერთადერთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის გია გეგუჩაძის დანიშვნა ნაკრების მცვრთნელად.ძალიან კარგი ფეხბურტელი იყო ქეცბაია,მაგრამ რა ვქნატ,მწვრტნელად არ გამოდგა.ხოლო ის ფაქტი,რომ ფედერაცია ხელს აფარებბს ქეცბაიას,მხოლოდ იმაზე მიუთითებს,რომ ამ ორგანიზაციის მესვეურები საკუთარი მერკანტილური მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ,და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.სირცხვილია!
ქომაგი
ვფიქრობ ქეცბაიას დატოვება დიდი შეცდომა იქნება, რადგან ვერ უზრუნველყოფს ნაკრებში სიტუაციის დალაგებას და შიდა არეულობა კი ნებისრმიერ გუნდისათვის მხოლოდ ცუდის მომტანია... შესაბამისად ვერც პერსპექტივას ვხედავ იმის, რომ ქეცბაიამ შეძლოს და დაალაგოს ნაკრები, როგორც შიდა ურთიერთობების გზით, აზრიანი ფეხბურთის თამაშის გზით... ქეცბაიას როგორც მწვრთნელის მსოფმხედველობა უკვე ნათელია, 10 კაცით დაცვაში დადგომა და გოლის არგაშვებაზე თამაში. ამით ქეცბაია ცდილობს დიდი ანგარიშით არწაგებას და ამით საკუთარ კვალიფიკაციაზე უთითებს, რომ დიდი ანგარიშით ჩემს ხელში გუნდი არ აგებსო. ამასთან მწვრნელის შესაძლებლობა იმით განისაზღვრება, როგორ შეუძლია შეტევა მის გუნდს, რაგდან შეტევას უფრო მეტი აზროვნება და ფანტაზია(კომბინაციების დამუშავება, დახაზვა, ტაქტიკურად სწორად მოძრაობის დაგეგმვა და სხვა) ჭირდება რაც ყველას არ შეუძლია და არც ქეცბაიაში არ ჩანს ამის პოტენციალი... მე მაგალითად ისეთ სამარცხვინო ფეხბურთს ხორვატიაში გასვლაზე რომ ითამაშა ნაკრებმა,(წააგო და თან ტაიმ-ბოლი დასვეს გუნდებმა), როდესაც 1-ხელ გადავიდა მეტოქის მოედანზე და დანარჩენი საკუთარ საჯარიმოსთან იყო ჩაკეტილი, ღი ფეხბურთის მოთამაშე ნაკრები მირჩევნია(მაინც აგებს ასეც და ისეც და ფეხბურთი მაინც ითამაშოს). პ.ს ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში ფედერაციის პოზიციაა, რომელზეც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება: 1. არ აწყობს ქეცბაიას გაშვება (წელიწადში 2 000 000-ს უხდის სამწვრთნელო შტაბს და არაა გამორიცხული აქედან წილიც ქონდეს ატკატის სახით და არ ეთმობოდე), თუმცა რადგან თანხას სახელმწიფო იხდიდა, ღიად ვერ აცხადებს მწვრთნელის დატოვების სურვილს მკვეთრად უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გამო და ასევე ვერც ღიად აცხადებს და დგამს ქეცბაიას საწინააღმდეგო ნაბიჯებს(ეშინია რომ მერე ქეცბაიამ საკუტარი გაუაზრებელი და გაუწონასწორებელი ლაპარაკით, არ მოაღოს პირი და არ განაცხადოს მწვრთნელების ხელფასებში ვინ რამდენით იჯდა წილში ფედერაციიდან). ამიტომაცაა ასეთი გაურკვევლობა, თორემ ძალიან ადვილია გარკვევა, დადონ კონტრაქტის დედანი და ნახოს საზოგადოებამ რა წერია შიგნი და რატომაა ასე პენტაგონის დოკუმენტზე უფრო გასაიდუმლოვებული ეს კონტრაქტი. 2.
ქომაგი
ვფიქრობ ქეცბაიას დატოვება დიდი შეცდომა იქნება, რადგან ვერ უზრუნველყოფს ნაკრებში სიტუაციის დალაგებას და შიდა არეულობა კი ნებისრმიერ გუნდისათვის მხოლოდ ცუდის მომტანია... შესაბამისად ვერც პერსპექტივას ვხედავ იმის, რომ ქეცბაიამ შეძლოს და დაალაგოს ნაკრები, როგორც შიდა ურთიერთობების გზით, აზრიანი ფეხბურთის თამაშის გზით... ქეცბაიას როგორც მწვრთნელის მსოფმხედველობა უკვე ნათელია, 10 კაცით დაცვაში დადგომა, რასევე ყველაზე დასაფიქრებელი ამ სიტუაციაში ფედერეაციის პოზიციაა.
akhali
,, არა მგონია, სახელმწიფომ ფედერაციის დოტაცია კონკრეტული პიროვნების ხელშეწყობად აღიქვას. ,, ნეტავ პირად დაპირისპირებაზე მაღლა საერთო საქმე დააყენონ კროიფი!კროიფი სჭირდება ჩვენს ფეხბურთს!
dalesi
დელ ბოსკეც უძლური იქნება საქარტველოში, იმიტომ ფეხბურთს პოლიტიკოსები აღრჩობენ, ნემშაძის არჩევნები, უპატრონოდაა ბავშვთა ფეხბურთი, ვინმემ თუ გაანალიზა, რაც იხარჯება ფეხბურთზე, ოპტიმალურად თუ იხარჯება. ერთი სიტყვით ქართული მაიმუნობაა ფეხბურთში და ქეცბაია, რომელიც თავის დროზე ყველაფერს დებდა მოედანზე, შეეშვით, საქმეს მიხედეთ.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
კვირის 1000 წვრილმანი: გია გეგუჩაძის ბლოგი
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს