ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჭანტურიას გოლი წელიწად-ნახევრის შემდეგ [VIDEO]

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჭანტურიას გოლი წელიწად-ნახევრის შემდეგ [VIDEO]

გასულ უქმეებზე სამი ქართული გოლი გავიდა ევროპაში, აზერბაიჯანში კი ბაჩანა ცხადაძეს ყბა გაუტეხეს
გასულ უქმეებზე სამი ქართული გოლი გავიდა ევროპაში: ჰოლანდიაში გიორგი ჭანტურიამ გამოიჩინა თავი, დანიაში - დავით დევდარიანმა, ბელორუსში - უჩა გოგოლაძემ.

აღვნიშნავთ გიორგი ლომაიას გმირობას აზერბაიჯანში და ლევან მჭედლიძის საგოლე პასს იტალიაში.

"ვიტესი" ისევ სუფრის თავში

ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის "ვიტესმა" 3:0 მოუგო "კამბურს" და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია (30 ქულა).

სასიხარულოა, რომ ქართული გოლი ვიხილეთ - შეცვლაზე შესულმა 20 წლის გიორგი ჭანტურიამ თანაგუნდელ კაკუტას წარუმატებელი დრიბლინგი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში დარტყმით დააგვირგვინა.

იხილეთ ვიდეო

თავიდან ბოლომდე ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამ, ჭანტურია მე-80 წუთზე შევიდა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი - 85-ეზე.

ეს ჭანტურიას პირველი გოლია წლევანდელ ჩემპიონატში (1 გოლი თასზე გაიტანა). ჰოლანდიის ჩემპიონატში მას 2012 წლის მაისის მერე არ გაეტანა...

ორი მოგებული დერბი

"მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო თავდადებისა და ხასიათის სიმტკიცისთვის. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა, ჩვენ კი ასე საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ. კიდევ არის დეტალები, რომლებიც უნდა დავხვეწოთ, მაგალითად, შეტევაში თამაში.

აღშფოთებული ვარ ინციდენტის გამო, ფედერაციამ უხეში თამაშის წინააღმდეგ ზომები უნდა მიიღოს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემმა ვაჟმა ყბა გაიტეხა", - განაცხადა კახა ცხადაძემ მორიგი ბაქოური დერბის შემდეგ, რომელიც კვლავ "ინტერმა" მოიგო - "ნეფთჩის" დამარცხების (3:1) შემდეგ, სტუმრად "ბაქი" 1:0 დაამარცხა.

გამოვარჩევთ რამდენიმე ფაქტს: 3 ქულა გუნდს გიორგი ლომაიამ შეუნარჩუნა, როცა 1:0-ზე პენალტი მოიგერია; ბაჩანა ცხადაძე 72-ე წუთიდან ჩაება თამაშში, მაგრამ ორთაბრძოლისას მძიმე ტრავმა მიიღო - ყბა გაიტეხა და სტადიონიდან საავადმყოფოში გააქანეს.

იხილეთ ვიდეო

კახა ცხადაძეს კი ჟურნალისტთა ნაწილმა კვლავ ობსტრუქცია მოუწყო და დემონსტრაციულად არ დაესწრო მის პრესკონფერენციას. ალექსანდრე იაშვილი მატჩის ბოლოს დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს, ხოლო ლაშა სალუქვაძე ისევ არ იყო განაცხადში (ტრავმირებულია).

ამ მოგებით "ინტერმა" უშუალო კონკურენტს გადაუსწრო და 23 ქულით უკვე მე-4 ადგილზეა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" "ყარაბაღს" ქულები და ლიდერობა დააკარგვინა - 0:0. სტუმართა რიგებში 71-ე წუთამდე ითამაშა ნიკოლოზ გელაშვილმა.

"ყარაბაღი" 30 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო "სიმურგი" 19 ქულით - მეექვსეზე.

"ჩვენ ძალიან საინტერესო ბრძოლის მომსწრენი გავხდით. "სიმურგსაც" შეეძლო გატანა და მეტოქესაც", - განაცხადა ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე.

სეზონის დახურვის კოლექცია

ბუნდესლიგის ყველაზე ასაკოვანი (36 წლის) მინდვრის მოთამაშე ლევან კობიაშვილი კვლავ არ თამაშობს. "ჰერტა" კი მის გარეშე შინ "აუგსბურგს" დაუზავდა (0:0) და 19 ქულით მე-7 ადგილზეა. კობის 19 ოქტომბრის მერე არ უთამაშია.

ცოტაც და ლევან ყენიას "ფორტუნა" II ბუნდესლიგიდან გასავარდნ ზონაში ჩაეშვება - დიუსელდორფელებმა შინ 0:2 დათმეს "კარლსრუესთან". ჩვენებური ტრავმირებულია, დღეიდან კი უმწვრთნელოდაც დარჩა - მაიკ ბუსკენსი გააგდეს.

სერია B-ში "ემპოლიმ" ბოლო წუთებზე გადაარჩინა მატჩი "ბრეშასთან" - 2:2. ეს მოედანზე ლევან მჭედლიძის გასვლას (81-ე წუთი) დაემთხვა, ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო. "ემპოლი" პირველ ადგილზეა (31 ქულა).

თუმცა მხოლოდ დამთხვევასთან არ გვაქვს საქმე. 94-ე წუთზე ფრანჩესკო ტავანოს საგოლე პასი სწორედ ლევანმა გადააწოდა. მისი გადაცემა (მცველების ზურგსუკან), უბრალოდ, დიდებული იყო. სტუმრები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას კი ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ.

თურქეთში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი" 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ამ უქმეებზე ქართველის გუნდმა შინ "ახიშარს" გაუყო ქულები - 0:0. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელი ნახევარმცველი (კლეიტონი) პირველ ტაიმში გაუძევეს, "ქაისერის" კარის "მშრალად" შენახვაში დაეხმარა.

კვიპროსში სტუმრად დიდი ანგარიშით იმარჯვა შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისმა" - 3:0 დაამარცხა "ნეა სალამინა". ჩვენებურმა შესვენებისას (პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 3:0 იყო) "გლადბახის" ექსარგენტინელი რობერტო კოლაუტი შეცვალა.

ბელორუსში ჩემპიონატი დასრულდა. უჩა გოგოლაძის ბრესტის "დინამომ" 40 ქულით მეორე ექვსეულში მე-2 ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში "დინამომ" სტუმრად "სლავიას" 1:0 მოუგო და გამარჯვების გოლი, 87-ე წუთზე, სწორედ ჩვენებურმა გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

ეს 23 წლის თავდამსხმელის მე-4 გოლი იყო (შარშან ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა).

მოზირში ქართველმა ბოლოსკენ "გაისროლა", როცა მარცხნიდან სატოს პასი მიიღო და ახლო მანძილიდან დაუმუშავებლად დაარტყა. გოგოლაძე თამაშში გოლამდე 10 წუთით ადრე ჩაერთო.

ჯაბამ ჯაბას აჯობა

რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "კრილია სოვეტოვმა" 1:0 მოუგო "კრასნოდარს". თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა ალეკო ამისულაშვილმა. რუსეთში სხვა ჩვენთვის საინტერესო შეხვედრები 2 დეკემბერს გაიმართება.

უკრაინაში ევრო-რევოლუციის ფონზე ჩემპიონატი გრძელდება. ბუნებრივია, "ილიჩევეცის" რიგებში აღარ უნდა ველოდოთ თორნიკე ოქრიაშვილსა და დავით თარგამაძეს. ისინი არც "მეტალისტთან" შეხვედრაში (1:1) გამოჩენილან.

საშუალო უკრაინულ კლუბებს შორის "ზორია" ყველაზე არაპროგნოზირებადია. ჯაბა ლიპარტიას გუნდმა ეს "დნიპროს" განადგურებით დაამტკიცა - 3:0. ლიპარტია 71-ე წუთზე, 2:0-ზე შეცვალეს.

სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ჯაბა კანკავამ, ხოლო სანდრო კობახიძე განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ზავი "ლომებთან"

მართალია, "ორჰუსი" "ოდენსესთან" 1:4 განადგურდა, მაგრამ ქართული გოლი მაინც გავიდა - სტუმართაგან ეს დავით დევდარიანმა გააკეთა.

ჩვენებურმა 53-ე წუთზე გამოიჩინა თავი და რამდენიმე წუთში შეცვალეს. 74-ე წუთიდან ჩაერთო საქმეში დავით სხირტლაძე, მათე ვაწაძე კი ისევ ტრავმირებულია.

26 წლის დევდარიანმა სეზონში მე-2 გოლი გაიტანა.

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" 10-კაციან "ბელენენსეშს" სტუმრად ვერაფერი მოუხერხა - 0:0. ავთომ 90 წუთი ითამაშა.

გიორგი ილურიძის "ჰაიდუკმა" ზაგრებში ტურის და, ალბათ, ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში ფრეს მიაღწია "დინამოსთან" - 2:2. ქართველი 58-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთში თავი არაფრით გამოუჩენია ლადო დვალიშვილს, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს, "ლეგია" კი სულაც დამარცხდა (0:1) "პოდბესკიძიესთან", თუმცა პირველობა შეინარჩუნა.

შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" საკუთარ მოედანზე "ლომებს" ("გალათასარაი") არაფერი დაუთმო - 1:1. ქართველი მწვრთნელის გუნდი 26 ქულით ისევ მეორე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს

წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები

ლეგიონი: "ორჰუსმა" ამჯერად მათე ვაწაძის გოლის გარეშე მოიგო

დავით დევდარიანი: არც ვიცი, მოედანს როდის დავუბრუნდები ან საერთოდ, რა იქნება

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ლეგიონის უქმეები: სამი გოლი, ისიც კავკასიაში

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

გიორგი ლომაია: აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა

ᓣᓩᓐ ᓒᓝᓒᓝᓚᓐᓫᓔ ᓙᓐᓠიᓔᓠᓐᓡ ᓑᓔლᓝრᓣᓡᓘᓡ "ᓡᓚᓣᓪᓙᓨᓘ" ᓒᓐᓐᓒრᓫᓔᓚᓔᓑᓡ

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

უჩა გოგოლაძემ ბელარუსის ჩემპიონატი გოლით დახურა [VIDEO]

ბრესტის "დინამომ" უჩა გოგოლაძესთან კონტრაქტი გაწყვიტა

ლეგენდების თასი 2019 თურქეთმა მოიგო - ბომბარდირი კალაძე გახდა

ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა

აქტუალურ თემაზე: SOS, სტადიონების გასხვისება გრძელდება!

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ლეგიონის უქმეები: მათეს და საბას გოლები, ყენიას პასი, უჩას გადაფურთხება [VIDEO]

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓘᓡ ᓣᓥᓛᕔᓔᓑᓘ:

დავით დევდარიანის კონტრაქტი დანიურ "ორჰუსთან" დასრულდა

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე სომხურ გუნდში იმყოფება

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

მათე ვაწაძე: ეს დუბლი ეძღვნება მათ, ვისაც ჩემი წარმატება უხარია [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]