ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი

აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი

ვშიშობთ, 2013/14 წლების უმაღლესი ლიგის გათამაშება ყველაზე სკანდალურ-სამარცხვინო არ გამოდგეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში!
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: 2013/14 წლების უმაღლესი ლიგის გათამაშება განსაკუთრებული რომ უნდა ყოფილიყო, ვშიშობთ, ყველაზე სკანდალურ-სამარცხვინო არ გამოდგეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში!

სამწუხაროდ, მართლაც ასეა: ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ XXV ჩემპიონატს რეალურად ემუქრება სკანდალური ფინიში.

უფრო ზუსტად, ჯერ ის არის საკითხავ-გასარკვევი, რამდენი გუნდი შეძლებს 2014 წლის თებერვალში სეზონის განახლებას: უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 12 გუნდიდან მხოლოდ ორგან ("დინამოსა" და "ჩიხურაში") არ არის კატასტროფული სიტუაცია, დანარჩენები კი მეორე ეტაპს გამესამედებულ-გამეოთხედებული ბიუჯეტით ან კიდევ... სულაც უფულოდ ხვდებიან!

თუმცა, ვერც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვერც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ვერავინ ადანაშაულებს: დღე არ გავა, ამ ორი უწყების ხელმძღვანელები ქართული საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს არ შეხვდნენ და ამ "უეცრად თავსდატეხილ" პრობლემაზე არ იმსჯელონ.

არანაკლებ გაურკვევლობაში არიან იმ ათი გუნდის ფეხბურთელებიც: ჩვენთან ხომ ლამის ტრადიციასავით დამკვიდრდა მოთამაშეებთან ექვსთვიანი კონტრაქტების გაფორმება; ჰოდა, წარმოიდგინეთ, ზამთრის სატრანსფერო "ბაზარზე" რამდენი "თავისუფალი აგენტის" სტატუსის მქონე ფეხბურთელი გამოჩნდება და სად უნდა გადანაწილდეს ეს არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი, დღესდღეობით მართლაც ძნელი სათქმელია.

თანაც, როგორ გგონიათ, მხოლოდ იმ ათი გუნდის ფეხბურთელების მომავალია ბურუსით მოცული?

აი, ორი დღის წინ არ იყო, თბილისის "დინამომ" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ფეხბურთელს ოფიციალურად რომ გაუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, კიდევ შვიდი კი ტრანსფერზე რომ დააყენა? არადა, ამ ათივე ფეხბურთელს (გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი სეთურიძე, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, დავით ხოჭოლავა, ირაკლი ლექვთაძე), წესითა და რიგით, ნებისმიერ ქართულ გუნდში მოწყობა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ იმ დანარჩენ ჩვენს კლუბებში დღესდღეობით რა სიტუაციაც არის, რა პირობები უნდა შესთავაზონ ჩვენ მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს?

თუმცა, ეს კიდევ არაფერი: არანაკლებ "საინტერესო" სიტუაციაა... მწვრთნელებთან მიმართებაშიც! ჰო, აი, ასეთი რამ კი, 1990 წლიდან მოყოლებული, ნამდვილად ვერ გაგვიხსენებია: პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ორად-ორი მწვრთნელიღა შემორჩა, რომლებმაც სეზონი თავიანთ გუნდში დაიწყეს: სოსო ფრუიძე ("ჩიხურა") და ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯია")!

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "განსაკუთრებული" სეზონი გამოვიდა: XXV ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული დღემდე, თორმეტგუნდიან უმაღლეს ლიგაში უკვე 15 (!) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა!..

ფრუიძის სარეკორდო ნიშნული

...ამა წლის პირველ ნოემბერს "ლელოში" სწორედ სამწვრთნელო "კარუსელის" თაობაზე ვწერდით და ისიც ვივარაუდეთ, რომ იმ დროისათვის მომხდარი ხუთი სამწვრთნელო გადაადგილება ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო: არადა, ის გვიკვირდა, ცხრა ტურის მერე ხუთი სამწვრთნელო ცვლილება მოხდაო და წინა სეზონის ამ პერიოდთან გავავლეთ პარალელი (2012/13 წლების სეზონშიც, 9 ტურის შემდეგ 5 სამწვრთნელო გადაადგილება იყო მომხდარი).

ისე, რახან წინა სეზონი ვახსენეთ, ბარემ საერთო მაჩვენებელიც ვთქვათ: 11 სამწვრთნელო გადაადგილება უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობის დროს მოხდა, ხოლო სამმა მწვრთნელმა (გია გეგუჩაძე, ელგუჯა ქომეთიანი, ვალდას ივანაუსკასი) გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

აი, ახლა კი, მართლაც "უნიკალურ" და სარეკორდო მაჩვენებელთან გვაქვს საქმე: 1-ლი ნოემბრიდან დღემდე (ანუ არასრული ორი თვის განმავლობაში) უმაღლეს ლიგაში 10 (!) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა!

მოკლედ, ბოლო წლების "აბსოლუტურ რეკორდამდე" არც არაფერი უკლია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ დღესდღეობით არსებულ სიტუაციას და არც ის გაუკვირდეს ვინმეს, რომ რამდენიმე გუნდში მწვრთნელი მეორე ეტაპის განახლებამდეც შეიცვალოს.

ბარემ ბოლო წლების ის "აბსოლუტური რეკორდიც" ვახსენოთ: 2011/12 წლების სეზონში 22 სამწვრთნელო გადაადგილება ვიხილეთ და 12 გუნდიდან მხოლოდ ერთგან ჰქონდა მწვრთნელს აბსოლუტური ნდობა; თანაც, ეს გუნდი უმაღლესი ლიგის დებიუტანტი იყო და მწვრთნელიც სადებიუტო სეზონს ატარებდა უმაღლეს ლიგაში: მარტვილის "მერანსა" და ამ გუნდის აწ უკვე ყოფილ თავკაცზე, მალხაზ ჟვანიაზე მოგახსენებთ.

სხვათა შორის, ჟვანიამ წინა სეზონიც სრულად ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, ისე, როგორც - დუშან უჰრინმა (თბილისის "დინამო"), გია გეგუჩაძემ ("ტორპედო"), სოსო ფრუიძემ ("ჩიხურა") და გია გურულმა (ბათუმის "დინამო").

ჟვანიამ ეს სეზონიც უმაღლეს ლიგაში "მერანთან" ერთად დაიწყო, თუმცა VIII ტურის მერე პირველ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამო-2" ჩაიბარა, აი, 6 დეკემბერს კი უკვე "დინამოს" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლადაც წარადგინეს.

სამაგიეროდ, სამწვრთნელო კარიერაში "წყვეტა" არა აქვს "ჩიხურას" თავკაცს სოსო ფრუიძეს: გამოცდილი სპეციალისტი საჩხერელთა გუნდს, საერთოდაც, 2007 წლიდან წვრთნის და "გადაბმულად" ერთ გუნდში მოღვაწეობის მის მაჩვენებელს დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ, ვერავინ გააუმჯობესებს.

აქვე, ისიც ვთქვათ, რომ სოსო ფრუიძეს გარჯა დაუფასდა: რამდენიმე დღის წინ "ჩიხურამ" კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა - საქართველოს სუპერთასი!

სამწვრთნელო სუსხი

ამ სეზონში, ნოემბრამდე მომხდარ სამწვრთნელო გადაადგილებებზე ადრეც ვწერდით; ახლა კი, არასრულ ორ თვეში რაც მოხდა, იმას შეგახსენებთ. ჰო, XXV ჩემპიონატს ნოემბერ-დეკემბერში მხოლოდ სუსხიანი ამინდები არ სდევდა თან - კვირა არ გავიდოდა, რომელიმე გუნდში მწვრთნელი არ შეეცვალათ!

შემოდგომა-ზამთრის მიჯნაზე პირველი "მსხვერპლი" რატკო დოსტანიჩი აღმოჩნდა: საპასუხო მერვედფინალში "ზესტაფონმა" რომ "სიონს" ვერ აჯობა, სერბ სპეციალისტს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.

სხვათა შორის, სწორედ იმ მატჩში იყო, "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა მწვრთნელობაც რომ შეითავსა და წარმატებულადაც: იმის შემდეგ ბოლნისელთა კლუბი წაუგებლად ასპარეზობს.

...ისევ "ზესტაფონს" დავუბრუნდეთ: იმერული კლუბი XI ტურში მოედანზე ლევან ბაჯელიძისა და გიორგი მიქაძის "დუეტმა" გამოიყვანა, აი, ამის შემდეგ კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა გია გეგუჩაძე - "ზესტაფონის" ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე წარმატებული სპეციალისტი!

გეგუჩაძე "ზესტაფონსა" და უმაღლეს ლიგას XII ტურში დაუბრუნდა; სწორედ ამ ტურში ვიხილეთ კიდევ ერთი სამწვრთნელო სიახლეც: კობა წიტაიშვილის ნაცვლად "ზუგდიდი" მოედანზე ოთარ თუთბერიძემ გაიყვანა, უკვე მომდევნოში კი "ზუგდიდს" ოფიციალურად ახალი მწვრთნელი მოძღვრავდა: გიორგი დარასელია საქართველოს ჩემპიონატს 11-თვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

აი, ამის შემდეგ კი ამ სეზონის ყველაზე "ხმაურიანი" გადაადგილება მოხდა: წინა სეზონში "დუბლის" შემსრულებელი დუშან უჰრინი მიმდინარე გათამაშებაში ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაგვემშვიდობა და სამშობლოში, ჩეხეთში დაბრუნდა ("დინამოში" მისი ადგილი რომ მალხაზ ჟვანიამ დაიკავა, ამაზე ზემოთაც ვისაუბრეთ).

ამ ყველაფერს გაგრძელება დეკემბერშიც მოჰყვა: პირველი ეტაპის ბოლო ტური დასრულდა თუ არა, "გურიას" მთავარ მწვრთნელ რომან პოკორას კარისკენ მიუთითეს! არადა, შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სპეციალისტი "გურიაში" VII ტურის მერე დაინიშნა და მაშინაც და დღესაც, ბევრს უკვირდა, თუ რატომ მოხდა ლანჩხუთელთა გუნდის იმდროინდელი თავკაცის, დავით მახარაძის ჩანაცვლება რომან პოკორათი.

თუმცა, პირველი ეტაპი ამით არ დამთავრებულა: ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჟერარდ სარაგოსა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ისე, არც ეს ფაქტი უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს: ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ბოლო ცხრა ტურში 8 მატჩი წააგო.

ჰოდა, დღესდღეობით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ უმაღლეს ლიგაში არც ერთი უცხოელი მწვრთნელი აღარ დაგვრჩა: რატკო დოსტანიჩს, დუშან უჰრინს, რომან პოკორასა და ჟერარდ სარაგოსას უკვე დავემშვიდობეთ; ოღონდ ამ ოთხიდან ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქართულ ფეხბურთში რაღაც კვალი დატოვაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gaga

ეს მთავრობა სპეციალურად ასუსტებს გუნდებს რომ მერე მოითხოვონ გუნდებმა ესენგეს ჩემპიონატში მონაწილეობა.სად წავიდა რეგვენი კალაზე და ყიფიანი რომ სულ გააზრეს მუქარი?გააკეტონ რამე. ისე ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ბრალია

• mkitxveli

მე მაქვს ასეთი კითხვები: პირველი, ტრანსფერზე დაყენება ფეხბურთელის უფლების დარღვევა არაა - ჩვეულებრივი მოვლენაა და ეგ კლუბის საქმეა. და რა არის აქ პრობლემა? ვისაც უნდა წაიყვანოს. თუ საქართველოში ვერ გადაუხდიან რამდენიც ფეხბურთელებს სურთ, საზღვარგარეთ წავიდნენ (თუ იქ ვინმე რამეს გაიმეტებს). მეორეც, რატომ, რა დამსახურებისთვის უნდა ჰქონდეს საქართველოში ფეხბურთელს უფრო მეტი ხელფასი ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს, ექიმს, მასწავლებელს? სადღაც უცხოეთში ფეხბურთელებს რომ მაღალი ხელფასები აქვთ მაგიტომ? წესია ასეთი და მაგიტომ? ასე აზროვნებენ ბიზნესში? და ბოლოს, თუ ყველას არ აინტერესებს ეს ფეხბურთი, ვისაც აინტერესებს იმან მიხედოს და ამ ინტერესიდან გამომდინარე რამდენი გუნდიც გამოიცხობა, იმდენ-გუნდიანი ჩემპიონატი ვითამაშოთ. თუ ძალით უნდა შევტენოთ გუნდები ვიღაცეებს და თან ვიძახოთ დემოკრატები ვართო? თუ დაგვაგინა ვინმემ 12გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება? თუ 16 გუნდიანი ჩემიონატიც კი გვინდა იმიტომ რომ 16>12 და ვიამაყებთ რომ 16 გუნდი გვყავს უუმაღლეს ლიგაში და ბოლოს თავი უნდა ვიმტვრიოთ ჩემპიონატი როგორ ჩავამთავროთ?

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"

თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას

დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]

ლეგიონერი მწვრთნელები - აქაურებს ყველა როდი სჯობდა...

ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]

ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება

ᓕᕘ

ᓠ

მეტალურგი-ზუგდიდი 5:0 - სიხარულიძის სამი სიხარული

ᓒᓝᓒᓘᓢᓐ ᓒᓝᓒᓣᓐᓛ ᓘᓜᓪᓘᓓᓔᓜᓢᓘᓡ ᓒᓐᓛᓝ ᓑᓝᓓᓘᓨᓘ ᓛᓝᓘᓮᓐᓓᓐ

ტენდენცია: მწვრთნელობა ათასად დაფასდა...

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ᓒᓝᓒᓘᓢᓐ ᓒᓝᓒᓣᓐ ᓗᓐᓕᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓡ ᓞᓘᓠᓓᓐᓞᓘᓠ ᓗᓐᓛᓐᓨᓘᓡ ᓓᓠᓝᓡ ᓔᓩᓮᓣᓑᓐ

ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი

"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი

ზაზა ჯანაშია: ჩვენმა კალათბურთელებმა ყველას მაგალითი აჩვენეს!

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

რომან პოკორა: თურმე, "გურიას" ბოლო 5 მატჩიდან ოთხის წაგება ჩემი ბრალი იყო

მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?

უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...

ᓒᓝᓒᓣᓐᓡ ᓡᓘᓛᓑᓝᓚᓣᓠᓘ ᓡᓐᓡᓯᓔᓚᓘ ᓓᓐ ᓝᓠᓘ ᓡᓐᓒᓝᓚᓔ ᓞᓐᓡᓘ

ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს

უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"

ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა

გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი

გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება

[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?

"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული

ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

შლაგბაუმი - რა უშლის ხელს ლევან მჭედლიძის ბრიტანულ ტრანსფერს?

ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის

გიორგი გადაიღალა - ვალდას ივანაუსკასმა ნავალოვსკი გააკრიტიკა

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით