თამაშისას აგრესიული და ლომივით მბრდღვინავი ვარსკვლავი, ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი, თავმდაბალი და მორცხვი კაცია
დოსიე

მამუკა გორგოძე

დაიბადა: 14.07.84

სიმაღლე: 195 სმ

წონა: 118 კგ

ნაკრები: 54 კეპი

გაიტანა: 22 ლელო (110 ქულა)

პირველი გუნდი: "ლელო"

ამჟამინდელი გუნდი: "მონპელიე"

მსოფლიოს თასის ორგზის მონაწილე (2007, 2011)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (2011)

საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი (2012)

ერთა თასის მრავალგზის გამარჯვებული

საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე "ლელოს" გამოკითხვაში 2013 წლის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ანალოგიურ გამოკითხვაში მამუკამ 2011 წელსაც გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნების" მესამეხაზელი დიდი ხანია ფრანგულ "მონპელიეში" ასპარეზობს და ყოველ შაბათ-კვირას სარაგბო ევროპა, სხვა უძლიერეს მორაგბეებთან ერთად, მასზეც გამუდმებით ლაპარაკობს.

რაგბიში მეტსახელი ჩვეულებრივი მოვლენაა და როგორც ყველასგან გამორჩეულს, ცხადია, მასაც მეტსახელით მოიხსენიებენ. მშობლიურ თბილისის "ლელოში" "გულივერას" ეძახდნენ, ევროპაში კი "გორგოძილა" შეარქვეს...

ცხადია, ასეთი პიროვნების შესახებ ქომაგს უფრო მეტი, არასარაგბო ინფორმაციაც აინტერესებს. თამაშისას აგრესიული და ლომივით მბრდღვინავი ვარსკვლავი, ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი, თავმდაბალი და მორცხვი კაცია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გორგოძეს საფრანგეთში ახალ წლამდე დავუკავშირდით და ინტერვიუ, ცხადია, რაგბიზე საუბრით დავიწყეთ...

- საქართველოს ნაკრებმა ახლახან, ნოემბრის ტესტებზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. სამოას ნაკრების დონის გუნდისთვის აქამდე არასდროს მოგვიგია. თქვენ იმ თამაშში კაპიტანი იყავით და მატჩის შემდეგ მოკლედ ისაუბრეთ ამ მოგების მნიშვნელობაზე. იქნებ კიდევ ერთხელ, უფრო ვრცლად გვითხრათ ყოველივე ამის თაობაზე...

- სამოასთან გამარჯვებას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდისთვის არასდროს მოგვიგია. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი წაგება დაგვიგროვდა. რაც უნდა ვაჟკაცი და კარგი ტიპი იყო, ამის გამო საკუთარ ძალებში, შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება, საკუთარი თავის ნდობას კარგავ. ამ გამარჯვებამ ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა, თავდაჯერება დაგვიბრუნა და დავრწმუნდით, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება ბრძოლა. ასეთი მაღალი დონის გუნდთან მოგებულ თამაშს მეტი სტიმული, მეტი თავდადება მოაქვს.

- როგორი გამოხმაურება მოჰყვა სამოასთან გამარჯვებას საფრანგეთში?

- ყველას გაუკვირდა. თუმცა საქართველოს ნაკრების მიმართ დამოკიდებულება აქ, საფრანგეთში, არც მანამდე იყო არასერიოზული. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ნაკრებზე ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენაც კი აქვთ. რაც შეეხება სამოას, მათ თავიდან თამაში ხელდახელ დაიწყეს, მერე, ბოლოსკენ, ძალიან სერიოზულად "შემოგვასკდნენ". მართალია, მსაჯმა წესის რამდენიმე დარღვევაზე დახუჭა თვალი, მაგრამ ყველამ ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლეთ და მართლაც ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

- ახლახან საფრანგეთის ჩემპიონატში თქვენი მომავალი გუნდის, "ტულონის" წინააღმდეგ ითამაშეთ. ამ შეხვედრას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ფრანგულ პრესაში, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა კი სპეციალური სიუჟეტიც მიუძღვნა სათაურით - "გორგოძისა და ბოთას შოუ"...

- დიახ, ვნახე ეგ სიუჟეტი. ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დებულების მიხედვით, დასვენება მერგებოდა, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი. ერთი იმიტომ, რომ მინდოდა, ჩემი მომავალი გუნდის წინააღმდეგ მეთამაშა და მეორე - არ იქნებოდა ლამაზი "მონპელიეს" ქომაგებთან მიმართებაში. იტყოდნენ - ნახეთ, რადგან "ტულონში" გადადის, თამაშს თავი აარიდაო. ამიტომ გავედი და ბოლომდე დავიხარჯე.

ახლა ბაკის ბოთაზეც გეტყვით. დიდი აუტანელი ვინმეა, მაგრამ ისიც ნამდვილია, რომ ეგ და ჯონი ვილკინსონი უდიდესი მორაგბეები არიან. "ტულონი" მაგათ ხარჯზე აღწევს წარმატებას. უფრო მეტად კი, ამ გუნდის წინსვლა სწორედ ბოთას დიდი დამსახურებაა. ის მეორეხაზელია და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშეები ქმნიან ამინდს გუნდში. ისიც კი მგონია, რომ "ვილკოზე" (ვილკინსონი - ავტ.) დიდი მოთამაშეა. თუ ვინმე არ მეთანხმება, შემიძლია ვეკამათო. მთელი მატჩის განმავლობაში ბურთი საერთოდ რომ არ მიიღოს, ისედაც უდიდეს სამუშაოს ასრულებს - მოლებს და რაკებს ანგრევს. მოწინააღმდეგეების მინიმუმ 80 პროცენტს მისი ეშინია.

ერთი სიტყვით, ამჯერადაც ბოთა პროვოკაციულად თამაშობდა, მთელი თამაშის განმავლობაში ვკინკლაობდით. მატჩის შემდეგ ხელი ჩამომართვა და გადამეხვია. მერე ინტერვიუში უთქვამს ჩემზე - მოუთმენლად ველი, მიხარია, მომავალი სეზონიდან "ტულონში" რომ გადმოდის, ვიმეგობრებთ და ლუდს ერთად დავლევთო. მართლა ასე ფიქრობს თუ არა, არ ვიცი. ჩემთვის კი დიდი პატივია ასეთი დიდი მორაგბის გვერდით თამაში.

- თქვენც ხომ დიდი მორაგბე ხართ? აბა, რატომ გელით?

- არა, დიდი მორაგბეები ბოთა და ვილკინსონი არიან, მაგათ მსოფლიოს თასიც აქვთ მოგებული. მე კი ერთი პატარა ქართველი ვარ.

- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, ცხადია, ოჯახის წევრები არიან...

- ეს თავისთავად ცხადია. ახლა ისინი ჩემთან ერთად არ არიან, თბილისში გამოემგზავრნენ საახალწლოდ. სახლში მარტო ვართ მე და ჩემი ძაღლი - ამას წინათ შევიძინეთ, იტალიური ჯიშისაა, ანკორსი.

- სპორტსმენი მამის კვალობაზე, ალბათ, თქვენი შვილებიც ამ სფეროთი იქნებიან გატაცებულები...

- ჩემი ვაჟი უმცროსია, ჯერ ოთხი წლისაა. ფეხბურთზე დამყავს. ფიზიკურად სუსტია. მამაჩემმა მირჩია, ფეხბურთზე შეიყვანეო. რომ წამოიზრდება, მერე თვითონ გადაწყვეტს, რა ითამაშოს - ფეხბურთი თუ რაგბი. ქალიშვილი უფროსია, სკოლაში დადის და აშკარად ჯანზეა. სკოლაში რაგბიში ავარჯიშებენ და ძალიან უხარია. ისე, ჩოგბურთზე ვატარებ. კვირაში ორჯერ აქვს ვარჯიში. ჯანმრთელობისთვის სპორტის ყველა სახეობა კარგია და მომავალში თუ სერიოზულად დაინტერესდებიან, მაგას არაფერი აჯობებს. მეუღლე ენას სწავლობს. თუ ბავშვების აღზრდამ ხელი არ შუშალა, მერე რაიმე სერიოზული პროფესიის დაუფლებას ეცდება.

ფოტოზე: მამუკა გორგოძის მეუღლე ციცი ბოხუა და ვაჟი ნიკოლოზი დაჯილდოების ცერემონიალზე

- ერთ-ერთ ფრანგულ ვებგვერდზე სკოლაში თქვენი სტუმრობის ფრაგმენტებია აღბეჭდილი. იქვე ვიდეორგოლიცაა. ბავშვებმა დიდი ინტერესით გიმასპინძლეს...

- ეს ტრადიციაა. დროგამოშვებით "მონპელიეს" სხვადასხვა მორაგბე იმ სკოლას ვსტუმრობთ, სადაც რაგბის ასწავლიან. სხვათა შორის, ჩემი შვილიც იმ სკოლაში სწავლობს. ბავშვები ათას რამეს მეკითხებოდნენ. ძირითადად ბავშვური შეკითხვები იყო. მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი.

- გკითხეს, რომელი იყო თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში?

- ვუთხარი, ყველა თამაში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი მსოფლიოს თასზე-მეთქი.

- ცნობილია, რომ ნადირობის მოყვარული ხართ. საფრანგეთში თუ ახერხებთ ამას?

- ძალიან იშვიათად. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მონადირე ვარ, უფრო - მოყვარული მეთქმის. აი, დავით ზირაქაშვილი კი ნამდვილი პროფესიონალია. სულ მეპატიჟება სანადიროდ, მაგრამ დრო ვერა და ვერ გამოვნახე.

- ყველაზე დიდი რა მოგინადირებიათ?

- კურდღელი, ახალ ზელანდიაში, 2011 წელს, საქართველოში კი მასზე ოდნავ მოზრდილი ბოცვერი. სულ ეს არის. ერთხელ შველზე ვინადირეთ. მე ვერ მოვარტყი, ჩემმა მეგობარმა კი ზუსტად ესროლა. უფრო დიდ ცხოველს არსად გადავყრივარ.

ფოტოზე: დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე ნანადირევით

- ახლა რომ ვსაუბრობთ, მუსიკის ხმა მესმის. რას უსმენთ, რა ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?

- გემოვნების საკითხია. მე რეპი მომწონს. 2PAC-ს ვუსმენ, თუ გარემიქსებულია.

- თქვენ გარდა, "მონპელიეში" კიდევ სამი ქართველია. თავისუფალ დროს რას აკეთებთ, რა საერთო ინტერესები გაქვთ?

- თავისუფალი დრო იშვიათად გვაქვს. გაგი ბაზაძე და ლაშა ლომიძე ესპუარების გუნდში რეგულარულად თამაშობენ, მიხეილ ნარიაშვილი კი "მონპელიეს" ძირითადი მოთამაშეა. კლუბებში არ დავდივართ, სადმე წასვლის დრო არ გვაქვს. ისევ უბანში თუ "დავაბირჟავებთ" ხოლმე. ახლა, თქვენთან საუბარს რომ მოვრჩები, მიხეილ ნარიაშვილთან ვიკრიბებით. მისმა მეუღლემ ხინკალი უნდა გააკეთოს და გვეპატიჟება. დიდი ხანია, ხინკალი არ მიჭამია და აუცილებლად უნდა მივიდე.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

გოგიტა მაისურაძე
მიხარია შენი წარმატება ძალიან მენატრები. შენი ბავშვობის მეგობარი......
elguja
მამუკა, შენ პატარა კი არა, ნამდვილი ქართველი ხარ, რომელსაც დიდი სიხარული მოაქვს თავისი ერისთვის! გილოცავ შობა-ახალ წელს, შენ და ყველა ქართველ რაგბისტს, კიდევ ბევრი წარმატებები გქონოდეთ!
ucha
"მე პატარა ქარტველი ვარ"! -რამდენ რამეზე მეტყველებს ეს მისი ფრაზა!როგორი ამაყები ვარტ ქარტველები ,რომ ასეთი ვაჟკაცი გვყავს!რამდენი სიხარული გვაჩუქა ამ კაცმა და საქარტველოს რაგბის ნაკრებმა!ამათ შემხედვარე ამაყი ვარ რომ ქართველი ვარ!ერთი ნატვრა მაქვს :ჩემი 2 წლის ბიჭი რომ გაიზრდება თუ Gვთის წყალობა იქნება საქართველოს რაგბის ნაკრებში იტამაშოს...ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება!წარმატებები მამუკას!დიდი ქარტველს!დიდ სპორცმენს!
oto
ბედნიერი ყოფილიყოს ეს ახალი წელი სჰენტვის სჰენი ოჯახისტვის
ერთგული ნაგაზი
მრავავალ ახალ წელს დაგასწროს უფალმა,მამუკა საქართველოში რო იქნები ძალიან მინდა შეგხვდე და ნინო ჟიჟილაშვილს ინტერვიუ ჩავაწერინო შენგან, ეს თურქები რო აღარ "ამარიაჟოს" ამ შტერმა გოგომ... წარმატებები თითით საჩვენებელო და მისაბაძო კაცო, ცოცხალი ლეგენდა ხაარ... გაიხარეე...
ioio
ძალიან მინდა სადმე შემთხვევით შეგხვდე და როგორც უბრალო გულშემატკივარმა დიდი მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის!!! გაიხარე და სულ წარმატებული იყავი ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენნაირი პიროვნებები!!!
ქომაგი
მაგარი ვაჟკაცი ქართველი ხარ. ღმერთმა ამრავლოს შენისთანა შვილები და ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები.
gio
zako, შველი ნადირობის ობიექტია. ასე, რომ მამუკას, როგორც მონადირეს, სრული უფლება აქვს ინადიროს ამ ცხოველზე. ისე, სათოფედმეც მეცოდება ეს ცხოველი .
zako
მამუკა, მაგარი კაცი ხარ, ღმერთმა გაგაძლიეროს. გილოცავ ახალ წელს, გაიხარე. რაც შეეხება ნადირობას, გირჩევდი, შველზე ნუ ინადირებ თუ ძმა ხარ. ძალიან საცოდავი და უსუსურია. როგორ უნდა ესროლოს ადამიანმა ამ ცხოველს. თუმცა ზოგჯერ მონადირეები ამბობენ, რომ შველზე ვინადირეთო, სინამდვილეში კი გარეულ თხებს კლავენ. თხები! პაჟალუისტა...
ემრე
ყველაზე მაგარი ქართველი სპორტსმენი!!!
giorgi
მემეგონი უკვე 30 წლისაა. აშკარად გამოკვეთილი ლიდერია საქართველოს ნაკრებში და ასეთი ჯერ არავინ არ ჩანს,არადა მამუკამ მაქსიმუმ 3 წელი ითამაშოს კარგად.ლეგენდაა უკვე.
vaJa
შენ ხარ მცირერიცხოვანი ერის დიდი წამომადგენელი,ვაჟკაცი და გულადი!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის "რასინგ 92" და "კლერმონი" იბრძვიან
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი. ლეგიონი: ქართველთა ხუთი გუნდი ჩემპიონობას უმიზნებს
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
25 იანვარს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
ᓔᓠᓗᓘ ᕤᓝᓢᓝᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ: ᓙᓣᓠᓗᓮᓔᓕᓐ
ბარბაროსები VS არგენტინა - სეზონი საინტერესო მატჩით დაიხურება
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ᓛᓝᓠᓐᓒᓑᓔᓔᓑᓘ, ᓠᓝᓛᓚᓔᓑᓡᓐᓪ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓛᓔᓢᓘ ᓛᓐᓢᓩᓘ ᓒᓐᓣᓛᓐᓠᓗᓐᓕᓗ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓗᓐᓡᓖᓔ
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
რაგბი. ლეგიონი: ქართველები პლეი ოფში იბრძოლებენ
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
საუკეთესო მგეზავები რაგბის ისტორიაში
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
რაგბი. ლეგიონი: გორგოძე და ჩილაჩავა "ტულონს" 1/2-ფინალში გასვლაში დაეხმარნენ
მეორე ჯონა ლომუ აღარ იქნება! - "რაგბის მეფის" გამორჩეული ლელოები [VIDEO]
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
მამუკა გორგოძე: "მონპელიეს" ხელმძღვანელობამ თავის თავს დააბრალოს...
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
არგენტინა-ბარბაროსები 49:31 - "ბიგარინა" ბოთას შესრულებით [VIDEO]
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე "მიდი ოლიმპიკის" სიმბოლურში მოხვდნენ
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
რაგბი. ლეგიონი: გაგი ბაზაძის ლელო და "ლა როშელის" ტრიუმფი
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ - "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია კუმაგაიაში
ᓚᓔᓒᓔᓜᕓᓐᓠᓣᓚᓘ ᕘᕜᓒᓚᓘᓡᕔᓚᓘ ᓛᕝᓠᓐᓒᓑᓔ ᕯᓝᓜᕘ ᓕᓘᓚᓙᕘᕜᓡᓝᓜᕘ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓔᓛᓨᓕᓘᓓᕝᓑᕔᓑᕐ
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
"ბორჯღალოსნების" 10 საეტაპო მატჩი
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ