აფრიკელი ამბობს, რომ გამოსწორდება
"ჰაუტორნსზე" "ლივერპულმა" ქულები დაკარგა. ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ლომის წილი ამაში კოლო ტურეს მიუძღვის, ვინც უხეირო პასით ვიქტორ ანიჩებე მეკარეს პირისპირ შეატოვა. ფეხბურთელი ამას თავადაც ხვდება და ბოდიშს იხდის. მიუხედავად მიუტევებელი შეცდომისა, ბრენდან როჯერსი არ აპირებს შეგირდის "ჩამოწერას". ყველას ესმის, რომ გამოცდილი ივუარელი მომდევნო თამაშებში გაათმაგებული ყურადღებით ითამაშებს.

"ვესტ ბრომვიჩთან" თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, თუნდაც მინიმალური სხვაობით, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო. საშინელება ჩავიდინე. ეს იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც კი კარიერის განმავლობაში მიმიღია. ვერაფერს გეტყვით, რატომ დავაბრუნე ბურთი ცენტრისკენ. ალბათ, გონება მქონდა გადაკეტილი.

ხანდახან ისეთ რამეს აკეთებ, რაც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი გგონია, მაგრამ... შეცდომას როცა კი ვუშვებდი, შემდეგ მაგალითს აუცილებლად ვითვალისწინებდი. ჩემთვის "ბრომვიჩთან" მატჩი კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება. ვწუხვარ და თანაც მესმის, რომ ჩემი განცდები გაფუჭებულ საქმეს ვეღარ უშველის. ახლა მთავარია, გონზე რაც შეიძლება სწრაფად მოვიდე და თამაში გავაგრძელო," - აცხადებს ივუარელი.

როგორც შესავალში გამცნეთ, ფეხბურთელს თანადგომა გამოუცხადა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა: "ჩემთვის მცველები ყველაზე გამბედავი ფეხბურთელები არიან მოედანზე, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული მთელი სისტემა. წელს ასეთ ტაქტიკას მრავალჯერ მოუტანია თავისი შედეგი. შეტევას ჩვენთან ძალიან ხშირად იწყებენ მცველები, რაც გარკვეულ საფრთხეს მოიცავს.

სამწუხაროდ, დღეს ერთ-ერთი ასეთი უიღბლობის მომსწრენი გავხდით. კოლო ტურეს შეცდომა, რასაკვირველია, ძალიან დასანანია, რადგან მას შემდეგ, რაც ვეტერანი ჩვენთან ირიცხება, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის ბრწყინვალედ თამაშობდა. ერთი ქულა ნამდვილად არ არის ყველაზე ცუდი შედეგი, თუნდაც იმ ფონზე, რომ ღირსეულად ვთამაშობდით და უმეტესად, ვაკონტროლებდით კიდეც თამაშის მიმდინარეობას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"ვესტ ბრომვიჩი"-"ჩელსის" გამოხმაურება: ჟოზე მოურინიოს თეორიის ავ-კარგი [VIDEO]
კოლო ტურე ბრენდან როჯერსის თანაშემწედ დაინიშნა
კოლო ტურემ თამაშს თავი დაანება და მწვრთნელი გახდა
მხოლოდ 9 მატჩი - "უიგანმა" კოლო ტურე გაათავისუფლა
ეს დაუნდობელი ფეხბურთი - ძმა ძმის წინააღმდეგ
უეფამ ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები წარადგინა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"ლივერპულიდან" პირველი კოლო ტურე წავა