"არმიამ" "შსს-აკადემია" სწრაფ თამაშში დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა
საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დერბი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს გუნდებს შორის დაძაბული ვერ გამოდგა. "არმიამ" "შსს-აკადემია" სწრაფ თამაშში 92:74 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.

ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ერთი მეორეს აშკარად ჯობნის.

"შსს-აკადემიამ" ცოტა ხნის წინ 2 ლეგიონერი დაიმატა და საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა. სერბი მილე ილიჩი და ამერიკელი პერიშ ბრაუნი შსს-ელებს კარგად შეეწყვნენ და გუნდმა რამდენიმე ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

აქედან გამომდინარე, 15 თებერვალს გამართულ დერბიში საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და მიუხედავად პირველი მეოთხედის წაგებისა, გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

აკადემიელებმა სადებიუტო ჩამორჩენის შემდეგ მოახერხეს მატჩის სადავეების მოპოვება და პირველი ათწუთეული 20:19 მოიგეს.

მეორე პერიოდიდან "არმიამ" თამაში დაალაგა. სწრაფი შეტევა, ფარზე თამაში, დაცვაში სიმტკიცე - კოტე ტუღუშის გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა. შეტევაში მიხეილ ბერიშვილი გამოირჩეოდა, რომელსაც სეზონის რეკორდის გაუმჯობესებამდე 3 ქულა დააკლდა. ბერიშვილი სწრაფი გარღვევებითაც გამოირჩეოდა და შორ სროლებსაც აგდებდა. ფარქვეშ გიორგი შარაბიძე იყო გამაგრებული და შსს-ელთა გოლიათ ცენტრ მილე ილიჩს მაქსიმალურად ზღუდავდა. ბექა წივწივაძე თავის ამერიკელ მეურვეს სისწრაფეში არ ჩამოუვარდებოდა და თანაგუნდელების პასებით უხვად მომარაგებასთან ერთად ბურთებსაც აგდებდა.

მეორე პერიოდი არმიელებმა 24:11 მოიგეს, მეორე პერიოდში კი 25:15 იმარჯვეს, რამაც ბოლო მეოთხედის წინ ტუღუშის გუნდს დიდი უპირატესობა დაუბევა - 68:46. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. ბოლო ათწუთეულში აკადემიელები 22 ქულის გამბათილებლები არ იყვნენ და ეს ვერც მოახერხეს. საბოლოოდ "არმიამ" 18 ქულით გაიმარჯვა.

თავდაცვის სამინისტროს გუნდს 32 ქულითა და 10 მოხსნით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა, შარაბიძემ 17 დააგროვა, თეიმურაზ ბაბუნაშვილმა და ზვიად ბაბიაშვილმა კი შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. წივწივაძემ 7 ქულსთან ერთად 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგს 1 პასით ჩამორჩება.

"შსს-აკადემიაში"23 ქულით საუკეთესო ბრაუნი იყო, ილიჩმა კი თავის გუნდს 16 ქულა და 14 მოხსნა შესძინა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში ("არმიის'' მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ შეხვედრისთვის საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. სტატისტიკის მიხედვით მიხეილ ბერიშვილმა გამოიჩინა თავი, თუმცა ეს ყველაფერიც ისევ და ისევ გუნდური თამაშის წყალობით მივიღეთ.

მსურს ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თამაშის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები და აუცილებლად დაისჯება ჩემს გუნდში ვინც დამნაშავე იყო. ვფიქრობ, არ ეკადრება არც "არმიის" და არც სუპერლიგის სხვა გუნდების მოთამაშეებს ასეთი საქციელი".

არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიის'' მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ "არმიას" ღირსეულ გამარჯვებას. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს და ჩანს, რომ "არმიამ'' კარგად ითამაშა. თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ლეგიონერები, თუმცა შეთამაშება ნამდვილად გვჭირდება. ჩვენმა მოწინააღმდეგემ დღეს ღირსეულად გაიმარჯვა.

მიხეილ ბერიშვილი (არმია): "მივულოცავ ბიჭებს და გულშემატკივარს მოგებას , შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა".

ბექა ჩიკვილაძე (შსს აკადემია): "ნამდვილად არ ველოდი ამხელა სხვაობას. დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ ბიჭებმა ვერ გამოვიჩინეთ თავი. მწვრთნელთა შტაბმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მწვრთნელი ვერ შემოვა მოედანზე და ჩვენ მაგივრად ვერ ითამაშებს. ბიჭები გავანაალიზებთ ამ ყველაფერს და კვლავ დიდი ჟინით ვიბრძოლებთ".

წყარო: superleague.ge

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
გიორგი შარაბიძემ მაკედონიაში "ფენი ინდუსტრის" "ვარდართან" ულიდერა
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
სუპერლიგა 2015-16. II ტურის გადადებული მატჩი: მოუგებელი აღარავინაა
"ᓨᕡᓡ ᓐᓙᕐᓓᓔ
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ნარკოტიკზე დააკავეს
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
შსს აკადემია-ბათუმი 106:84 - საპლეიოფო მატჩისთვის მეტისმეტი
ბექა წივწივაძე ბოდიშს იხდის - სპორტსმენის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ [VIDEO]
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება
საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: გეგმის მიხედვით, მაგრამ ცვლილებებით
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
სუპერლიგა 2016/17. XXIII ტური: "კაკტუსი" "სოხუმს" დაეწია
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 4-მა კალათბურთელმა დატოვა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
საქართველოს ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა ჩინური ტურნე 2 მოგებით დაასრულა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისმა" "კაკტუსის" ეკლებს გაუძლო
არც ზაზა, არც ცქიტა, არც მანუ - ნაკრები ევრობასკეტისთვის ცვლილებებით ემზადება