საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასზე რუსეთის ნაკრებთან 22 თებერვალს გასამართი მატჩისთვის ღია ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები შაბათს, 22 თებერვალს, ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს თასის საგზურს გაინაღდებენ.

ჩვენმა მორაგბეებმა მზადება, ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს და 18 თებერვალს ღია ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ ჩანდა გარემარბი გიორგი შკინინი (არმია), რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდი ორ ჯგუფად გაყო. მორკინალები ძალოსნობის დარბაზში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდნენ. უკანა ხაზი კი, გუნდის ირლანდიელი მწვრთნელის, მაიკ ბრედლის ხელმძღვანელობით, რაკიდან შეტევის ორგანიზებას და სხვადასხვა კომბინაციის დახვეწას ცდილობდა.

მერე მოედანზე მორკინალებიც გამოჩნდნენ და საქმეში ილია ზედგინიძე და ილია მაისურაძე ჩაერთნენ. ჩვენმა მორაგბეებმა მოედნის ცენტრში მოგებული დერეფნის შემდეგ მრავალფაზიანი შეტევის აკინძვაში ივარჯიშეს. ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკანახაზელებმა ძალოსნობის დარბაზში გადაინაცვლეს.

მორკინალები კი ფრანგი მწვრთნელის, დიდიე ბესის განკარგულებაში გადავიდნენ. მან დამცავი ბალიშების გამოყენებით რაკიდან ბურთის ატაცებასა და მოკლე დარტყმების განხორციელებაში ავარჯიშა "ბორჯღალოსნები".

იხილეთ ფოტოგალერეა

ბოლოს კი შერკინებაში წვრთნის ჯერიც დადგა, რომელსაც ისევ ბესი ხელმძღვანელობდა. მორკინალები ორ ჯგუფად გაიყვნენ და თამაშის ამ კომპონენტის დახვეწას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. თუ ამ კონკრეტული ვარჯიშის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა შერკინებაში ასეთი უნდა იყოს:

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჰეიგი უკანა ხაზის დაკომპლექტებისას. ძირითადში მოხვედრის შანსი აქ ყველას აქვს.

გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი:

"რუსეთის ნაკრებს, ცხადია, კარგად ვიცნობთ. ყოველ წელიწადს ვხვდებით და ვუგებთ. მიუხედავად ამისა, მატჩისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით. რუსები ბოლომდე იბრძოლებენ და შეეცდებიან, მათთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიონ.

ჩვენი მიზანია, მწვრთნელის დავალება შევასრულოთ, რაც მატჩის მოგების გარანტი იქნება. ტაქტიკა, რაც წინა თამაშზე გვქონდა, იმისგან განსხვავებული იქნება. ლისაბონში წვიმდა და ამიტომ სხვა სათამაშო სქემა ავირჩიეთ".

შალვა მამუკაშვილი, საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი:

"რა თქმა უნდა, რუსებთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ისინი კიდევ ერთხელ დავამარცხოთ.

მინდა ქომაგებს ვთხოვო, რომ მეტოქის მორაგბეებს და მათ გულშემატკივრებს პატივისცემით მოექცნენ".

საგულისხმოა, რომ ეს თემა რუსებთან მატჩის წინ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საქართველოს რაგბის კავშირმა, ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული, ახალი ტიპის მატჩის ბილეთების დაბეჭდვა დაიწყო, სადაც ძალიან კარგადაა ჩამოთვლილი რაგბის ქომაგის ქცევის წესები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს IRB-ის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ამასთან ერთად, რუსეთიდან ამ ქვეყნის ვეტერან მორაგბეთა გუნდი გვეწვევა, რომლებიც ქართველ ვეტერანებს გაეჯიბრებიან.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), შალვა მამუკაშვილი (არმია), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).

#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).

#12-13: თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი).

#11-14: გიორგი შკინინი (არმია), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).

#15: მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

რუსეთის ნაკრები

ვასილი არტემევი, იგორ გალინოვსკი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ ხუდიაკოვი (ყველა - კრასნი იარი), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, სტანისლავ სელსკი, ანდრეი ტემნოვი (ყველა - ენისეი), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, მაგომედ დაუდოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ იანუშკინი, სერგეი იანუშკინი (ყველა - ვვა), ანდრეი იგრეცოვი, სერგეი სუგრობოვი (ორივე - სალვა), პაველ კვერნაძე (ფილი), კირილ კულემინი, ანდრეი ოსტრიკოვი (ორივე - სეილ შარქსი), იური კუშნარიოვი (ყუბანი), სერგეი სეკისოვი (სტრელა-არგო).

ევროპის ერთა თასი

22 თებერვალი

საქართველო-რუსეთი

ბელგია-პორტუგალია

რუმინეთი-ესპანეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!

შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!

ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით

ciba
იცი რა არის ღირსების დაცვა?რაც დღეს უკრაინელმა სპორტსმენებმა სოჭში გააკეთეს!მათ ჩვენგან განსხვავებით მედლების მოპოვების შანსიც ჰქონდათ და შეიძლება იმხელა დისკვალიფიკაციები აიკიდონ,რომ მთელი ცხოვრება დაისამარონ.რა,არ ესმოდათ,თუ რაზე მიდიოდნენ?მაგაშია საქმე,რომ ღირსება ვერც იწონება,ვერც იზომება და მე მშურს მათი და გულიც მტკივა,რომ პლანეტის ფურუნკულს,რუსეთს საბჭოთა ჰიმნის დაკვრაზე თურმე ფეხზეც უნდა წამოვუდგე,იმიტომ,რომ იქ 1-2,ჰა-ჰა 3 შედარებით ადამიანის მსგავსი რუსი ითამაშებს.მე ამას არ ვაპირებ!
MI-6
ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს მეგობრები,საქართველოს ნაციონალური ინტერესები აქვს-ყველა დროს,დღეს დღეობით რუსი გვართმევს ტერიტორიას,ვიმედოვნებ, ნორმალურ ქართველებს არც ოსმალო-იანიჩარი დავიწყებია და არც ფარსი-ყიზილბაში.სომხები,სხვათა მიერ წართმეულზე,მშვიდობიანად სახლდებიან,ითვისებდენ ჩვენ მიწებს,წამრთმევის ფრთის ქვეშ და მათთან ერთად,მათთან მიკედლებულები გვებრძოდენ და გვებრძვიან ქვეშ ქვეშად.აზერბაიჯანელებიც ამგვარად იქცეოდენ წარსულში,მაგრამ ყველაფერი რომ არ ითქმის,ზოგჯერ.ეს ჭეშმარიტება ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართველმა იცის.დღეს დღეობით, რას ერჩით მეზობელ აზერბაიჯანს,გაჭირვების ჟამს მხარში გვედგა და გვიდგას,ან თურქეთს, ან ევრო ქვეყნებს,მცირედ თუ დიდად,ჩვენსკენ არიან,ქართველები კი ზოგიერთნი-ეშმაკებისაკენ.მოყვარე და მტერი,დროის მიხედვით და ეროვნული ინტერესების საფუძვლებით განირჩევა.და ძალით წართმეული მხოლოდ ძალით დაიბრუნება.მშვიდობიანი ყოველდღიური ბრძოლის ყველა მოფიქრებული ხერხით და ფორმით.
რეზო110
ძალიან მძიმე თემაა და მგრძნობიარე. გასაგებია გიორგი ნიჟარაძის ეგ პრევენცია, უფრო მეტიც, ალბათ სხვა ავტორიტეტული მორაგბეებიც გამოთქვამენ მატჩამდე თავიანთ სურვილს კულტურულ და შეგნებულ მოქცევასთან დაკავშირებით. კი ბატონო გეთანხმებით და პატივისცემას უდავოდ იმსახურებთ და აუცილებლად ანგარიშგაწევასაც ჩვენი, გულშემატკივრების მხრიდან. ამასთან, თქვენც ჩვენი რაგბის ხელმძღვანელობამ იმაშიც დაიკავეთ თადარიგი და პრივატულ საუბრებში, კი იციან მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ აუხსენით დელეკატურად და კულტურულად ყველა ჩვენ სტუმარს, თუ რა და რატომ ხდება ქართველების გულებში. ამიტომ თუ მაინც იქნა (და იქნება სავარაუდოდ) სტვენა და მეტი არაფერი, იმათმაც გაგებით, ინტელიგენტურად და კულტურულად გაითავისონ ყველაფერი. "სახეზე ღიმილი, გულში კი ცეცხლი" - თუ ეს იქნება მაყურებლისთვის ტესტი, მე კი ბატონო სავარაუდოდ შევეცდები ჩავაბარო ეს ტესტი, ასე თუ ისე აღარა ვარ ახალგაზრდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უცხოელებთან ერთად ბევრ საერთაშორისო პროექტში ერთად მიმუშავია და ვიცი მათი ღირებულებები, მაგრამ თუ სხვა ვერ შეძლებს? მე რუსების ადგილას რაღაცა ისეთ ჟესტს გავაკეთებდი თამაშის დაწყებამდეც და დამთავრების შემდეგაც, რასაც შესაძლოა ოდნავ მაინც შეემცირებინა მათდამი უარყოფითი გამოკიდებულება დღეს და სამომავლოდაც (თუ მართლა ასე ემეგობრებიან ჩვენებს, მაშინ თუნდაც ჩვენებთან ერთად, ან მათგან დამოუკიდებლად მოედანზე გაშლა, ოთხივე ტრიბუნის მმიმართულებით მაყურებელთან მირბენა და ყვავილების მირთმევა....., არ ვიცი, ან რაღაცა მსგავსი). ოღონდ ამას გულწრფელი, მშვიდი და არა ირონიული სახე უნდა ქონდეს, თორემ უარეს შედეგს მიიღებენენ. მაგრამ ბიჭები მათმა არავითარმა მსგავსმა ჟესტმაც კი არ უნდა მოადუნოს....თამაშში არავითარი დანდობა არც ერთი წამით..... და მინიმუმ 4 ლელო
GiorgiG83
ეეეჰ... მაგ არქიფომ თავისი ავანტიურა იმით გაამართლა, რომ მსოფლიოს ხომ ვანახე რა ცუდია რუსეთიო. ვითომ ეგ არავინ იცოდა. მეცოდება ყველა ის ვისაც მარტო რუსი ჰგონია ჩვენი მტერი და კეთილი მეზობელი თურქი, აზერი და სომეხი ან მოყვარე და მეგობარი აშშ, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია და ვისაც თალიბები არ უყვარს იმიტომ რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. უბრალოდ ეს საუბარი რა შუაშია რაგბისთან და გულშემატკივრობასთან - ეს ტეხავს, რომ შეგნების და განათლების საკითხი ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეული წელიწადი ვერ მოგვარდება. მინდორზე გადიან მორაგბეები, მათ საგულშემატკივროდ მივდივართ და ვის საყურებლადაც მიდიხარ ის გთხოვს მოწინააღმდეგეს ბოთლები არ ესროლო, სარიტუალო მისალმებისას არ უსტვინო, ჰიმნზე არ უსტვინო და მატჩის ბოლოს ტაშით გავაცილოთო. მარტივია, თუ მორაგბეების საგულშემატკივროდ მიდიხარ მათი თხოვნაც უნდა შეასრულო, მითUმეტეს მაშI, როდესაც ამ ყველაფერს მათი მხრიდან ახსნა აქვს. პროტესტის ფორმა უამრავია - ზურგით შეუტრიალდი მოწინააღმდეგეს, ამაზე მეტი დაჯ...მ...ა არ არსებობს. და სხვის სტვენაში დასახარჯი ძალა საკუთარი ქებას და შეძახილზე დახარჯე - რთულია?
MI-6-ს
რას დაგამსგავსა საზიზღარმა არქიფო სააკაშვილმა!ბიჭო,რუსეთი რა საზიზღარი იმპერიაცაა ეგ ყველამ იცის,მაგრამ ამავე კონტექსტში რატომ არ მოიხსენიებთ მიშისტები,თურქეთსა და აზერბაიჯანს? თუ ეს ქვეყნები მეგობარი ოკუპანტები არიან?
MI-6
"მრავალჟამიერით" დახვდით,რუსული Sрorti-ს ვეტერანებს,ამის წინებზე რუსული Kulturi-ს ვეტერანებს რომ დახვდით,ახლანდელი მთავრობის დონეზე,ჩადორბვლით.ლავ გეიმში "წაითამაშეთ,წაიხალისეთ",მერმე "შეუბერეთ" ერთხმად,ქართულ სუფრაზე.და ათმევინეთ " თქვენს სტუმრებს",ნეტავ სად იყვნენ ეგ... 2008-ში,ენები რომ ჩაუვარდათ და ხმა არ ამოიღეს, მათი სისხლი და ხორცი,დ რ ო ე ბ ი თ ,მიწა წყალს რომ გვართმევდა,გვჟლეტდა,გვხოცავდა ჰა! ქართველებო?თავი "არ მოგეჭრათ",მაგრად ჩაჰკოცნეთ ურთი ერთს,ქონიანი ტუჩებით,ქეიფ-ღრეობისას, ვერანა"ბრატუშკებს".
GiorgiG83
(IRB.COM) Tuesday 18 February 2014 IRB-ც სტატიას გვიძღვნის
elguja
იმედია ჩვენი გულშემატკივრები ველურებივით არ მოიქცევიან და პატივს ცემენ საქართველოს ღირსებას!
GiorgiG83
ამ მატჩს ახლავს ორი საფიქრალი: - პრემიალური ლელოს სავალდებულოდ აღება - კორექტული გულშემატკივრობა (1 კვირაა ამას ითხოვს ფედერაციაც და ნაკრების წევრებიც) კორექტულ გულშემატკივრობაში იგულისხმეს რამდენიმე დეტალი: - არ დავუსტვინოთ მოწინააღმდეგის ჰიმნს - არ ვისოლოთ ბოთლები - დამარცხებული მოწინააღმდეგე საპატიო დერეფანში გავაცილოთ ტაშით ისეთი შეძახილებისთვის, როგორიც არის რუსეთს რა - დ....ს ტ....ნა და ასე შემდეგ იმედია ჩვენი ბიჭები არ მოგვაცლევინებენ თავიანთი კარგი თამაშით. არც ბოთლები გვექნება სასროლი და არც ავტობუსი დასალეწი... იტალია საფრანგეთის მატჩისას ტრიბუნა მარსელიეზას მღეროდა ყოველ 10-15 წუთში ერთხელ - მივბაძოთ. ჩვენს კარში კარიმისას ყველა დავუსტვენთ (ეს ჩვეულებრივი ამბავია) შერკინებაში მათი მოძალებისას ან ყველა დავუსტვენთ ან საქართველოს ძახილით იოგებს ვიტკენთ, მაგრამ - იქნებ 2 წუთით მათ ჰიმნზე თავი ევიკავოთ და სტვენაში დასახარჯი ძალა ცვენი ჰიმნის უფრო ომახიანად და ხმამაღლა სამღედად შევინახოთ !!!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად რჩება
იტალიის რაგბის ბოსი: ლაპასე პარიზის ოლიმპიადისთვის ხმებს აგროვებს
L'EQUIPE-ის გამოკითხვა - 84% ექვს ერში ცვლილებებს ითხოვს
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ - საქართველო XV-ის ღია ვარჯიში და კომენტარები
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მამუკა გორგოძე: სერჯო პარისეს გამონათქვამმა გული გვატკინა
"მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ" - საქართველოს გურული ჩემპიონები ისტორიის გასაგრძელებლად ითამაშებენ
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება
გიორგი შკინინი - ეს ტურნირი რეგულარული უნდა გახდეს
ისტორიული დღე რაგბისთვის - საქართველო მსოფლიო რაგბის საბჭოში მიიღეს
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
საქართველო VS კანადა - პროგრამა მინიმუმი კარგი თამაშია!
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
მაიკ ბრედლი: მჯერა, გლოსტერელები მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებს" უქომაგებენ
გლობალური საკითხები პარიზში - ფრანგებს 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურთ
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით
დავინახოთ საქართველო! - მსოფლიო რაგბის თავკაცი 6 ერის გაფართოების მომხრეა
საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"