საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
სამმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ "სამტრედია" ბათუმის "დინამოსთან" თასზე მოგებამ ისე მოაფერიანა, ტემპი არც საჩხერის "ჩიხურასთან" დააგდო და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა.

ცივმა და წვიმიანმა ამინდმა მატჩს თავისი დაღი დაასვა. პირველ ტაიმში სახიფათო ეპიზოდები იშვიათად იქმნებოდა. მასპინძლებიდან თავის გამოჩენა შეეძლოთ გიორგი გაბედავას, გრიგოლ დოლიძესა და ლეონარდო რამოსს, მაგრამ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. თავის მხრივ, სიზუსტემ საჩხერელთა ფორვარდ თორნიკე მუმლაძესაც უმტყუნა.

მეორე ნახევარში "სამტრედია" მოედანზე გაასმაგებული ენერგიით გავიდა და შედეგსაც მიაღწია, მაგრამ ეს მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხა. ზაზა ზამთარაძის გუნდი უფრო და უფრო მწვავედ უტევდა.

67-ე წუთზე დავით კვირკველიამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას თორნიკე გორგიაშვილმა დაასწრო და ზუსტად დაარტყა - 1:0.

თუმცა მალე შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ მუმლაძის მშვენიერი გადაცემით ისარგებლა და თანაფარდობა აღადგინა - 1:1.

საჩხერელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - რევაზ გეწაძის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის შეცვლაზე შესულმა ილია კერძევაძემ იბრძოლა და თავური დარტყმით "სამტრედია" მეორედაც დააწინაურა - 2:1.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა 83-ე წუთზე დუბლიც შეასრულა: ვა-ბანკზე წასულ სტუმრებს მასპინძელთა კონტრშეტევა გამოეპარათ. გეწაძემ მარჯვენა ფლანგზე შეტევა გრიგოლ დოლიძეს გაუგრძელა, მან კი საჯარიმოში კერძევაძე მოძებნა და 3:1, რაც საბოლოო ანგარიში გამოდგა.

ამ მოგებით "სამტრედიამ" 24 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური

30.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 2 500 მაყურებელი

სამტრედია-ჩიხურა 3:1

გოლები: 1:0 გორგიაშვილი (67. კვირკველიას პასით), 1:1 სიხარულია (78. მუმლაძის პასით), 2:1 ი. კერძევაძე (79. გეწაძის პასით), 3:1 ი. კერძევაძე (83)

სამტრედია: მუჯრიშვილი, ბეჭვაია, პაჭკორია, შალიკაშვილი, კვირკველია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, დოლიძე (88. პავლიაშვილი), გეწაძე, გაბედავა (74. შ. კერძევაძე), ლეონარდო (77. ი. კერძევაძე).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, დვალიშვილი, ქებაძე, მელქაძე.

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე (72. სიხარულია), ჭელიძე, ქიმაძე, მუმლაძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე.

სათადარიგოები: მწყერაშვილი, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, ივანიშვილი, იაკობაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: დობროვოლსკი (61), დათუნაიშვილი (71), ღონღაძე (71)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

ბომბარდირები

ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10

ი. მოდებაძე (დილა) 7

ო. კვერნაძე (ტორპედო) 7

გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7

ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5

შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო ტური

5 დეკემბერი, შაბათი

მერანი-სამტრედია

დინამო (ბთ)-შუქურა

სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

6 დეკემბერი, კვირა

ზუგდიდი-ზესტაფონი

ჩიხურა-დინამო (თბ)

ტორპედო-მეტალურგი

ვიტ ჯორჯია-დილა

გურია-სიონი

საქართველოს სუპერთასი

11 დეკემბერი, პარასკევი

დინამო (თბ)-ჩიხურა

ლაშა კახიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chiko
არ მინახავს თამაში თუმცა შედეგიტ ფრიად ნასიამოვნები ვარ. ასე გააგრძლეთ ბეჯო. თქვენ გენაცვალეთ სამტრედიელებო
Giorgi
ჩიხურა მაოზროვნე და გამართული სისტემის მქონე კლუბია ))) კარგი იყო ))) გაძლებაზე იყო ორი ტაიმი. სამტრედიამ სწორი ფეხბურთის ხარჯზე მოიგო + ბრძოლა + მწვრთნელი რომელიც შეტევით და აგრესიულ ფეხბურთ ათამაშებს.
grv001
ჩიხურას გამართული და მოაზროვნე სისტემა კარგი იყო ))))
ჯანგო
ამ თამაშმა ბევრი რამ აჩვენა როგორც დადებითი ისე უარყოფითი. სამტრედია ჩქარი გუნდია,მაგრამ კოლექტიური სისტემური აზროვნება ხშირად უჭირს,დალაგებული არა აქვთ სისტემა,რის გამოც მუდამ არის ფოლის ზღვარზე. ჩიხურა მაოზროვნე და გამართული სისტემის მქონე კლუბია,მხოლოდ მწვრთნელის შეცდომა (ამაში სამტრედიის მწვრთნელიც მაგარს სცოდავს) და უადგილო ჩარევა იწვევს ზოგჯერ უარყოფით რეზულტატს,რაც დაემართა კიდეც სამტრედიაში. სამტრედია იმსახურებდა მეორე ტაიმით (მაგრამ არა პირველი ტაიმით) მოგებას, მაგრამ ჩიხურა არ იმსახურებდა დამარცხებას,განსაკუთრებით კარგი იყო მუმლაძე,მაგარი მებრძოლი და მუშა ბიჭია. ჩიხურადან მუმლაძე-დეკანოიძე, სამრედიიდან კი კერძევაძე- კვირკველია- დათუნაიშვილი იყვნენ საუკეთესო. ორივე კლუბი იმსახურებს ევროსაზგურს, მაგრამ არცერთიო არ იმსახურებს ჯერ ჩემპიონობას.
кахабер
АМ ТОРПЕДОС РА ЕШВЕЛЕБА
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ლოკომოტივი-შუქურა 0:0 - არ იყო მხოლოდ გოლი...
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ზესტაფონი" კიდევ ორი ფეხბურთელით გაძლიერდა
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ქიმაძეს სიხარულიაც მიჰყვა - რატომ დატოვეს "ჩიხურა" ფეხბურთელებმა?
"სამტრედიამ" ილია კერძევაძე 19-წლამდელთა ნაკრებს დაუთმო
იური ბაკალოვმა "ზუგდიდში" უკრაინელებს, აფრიკელებსა და ქართველებს უხმო
ილია კერძევაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქვეყნის გული ყველას გულშია - სპორტსმენების დახმარება თბილისს [PHOTO]
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ბოლნისის "სიონი" მერვე ფეხბურთელმა დატოვა
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ზაზა ზამთარაძე: მთელი გუნდი ფინალის მოსაგებად ვემზადებით
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]