ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა.

მართალია, ბრაზილიურ თამაშებამდე ჯერ საკმაო დროა - მთელი 20 თვე რჩება. შესაბამისად, ეს სიაც გვარიანად შეიცვლება, მაგრამ, ვფიქრობთ, პირველადი სიაც საინტერესოა. მით უფრო, ქართველებს დასათვლელი ბლომად მოგვეძევება.

7-დან 6 წონაში სალიცენზიო რეიტინგში გვყავს მონაწილე (მხოლოდ 66-ში მოვიკოჭლებთ). ამ 6-დან 5-ში სადღეისოდ პირდაპირ ქულებით ვიღებთ ლიცენზიებს, ერთში კი - 100-ში კონტინენტურ კვოტაში ვხვდებით. თან სამ წონაში - 73, 90 და +100-ში ორ-ორი მონაწილე გვყავს.

აქვე შევნიშნავთ, რომ ლაპარაკია უშუალოდ სალიცენზიო რეიტინგზე და არა საერთაშორისოზე, რომელსაც პერიოდულად გთავაზობდით.

სალიცენზიოც მისგან გამომდინარეობს, თუმცა კოპირებული ვარიანტიც არაა. სალიცენზიო სიაში შედის 5 საუკეთესო და მეექვსე ექსტრა-შედეგი.

ამ უკანასკნელს მიეკუთვნება კონტინენტურ ჩემპიონატსა და მასტერსს შორის საუკეთესო, მაგრამ ვინაიდან მასტერსი აღარ ტარდება (ყოველ შემთხვევაში, შარშან არ გამართულა), ევროპისა თუ სხვა კონტინენტების შედეგები უალტერნატივოდ რჩება. თან წარმოდგენილი სია გათვლილია 2015 წლის კალენდარული სეზონის დასასრულზე და ტურნირთა შედეგები წინასწარაა განულებულ-განახევრებული.

მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის ქულები ჯერ სრულად ითვლება, მაგრამ ამ ცხრილში უკვე განახევრებულია. ეს სია წინასწარი ვერსიაა იმისა, რა ვითარება იქნება მომავალი სეზონის დასასრულს, თუმცა შეიცვლება კიდეც, რადგან დაემატება ახალი შეჯიბრებები, მაგრამ ჩვენ იმდენად წინ ვართ, რადიკალური ცვლილებები არ შეგვეხება. მით უფრო, იმედია, ქართველებიც იყოჩაღებენ და გაიხვავრიელებენ მონაგარს.

საგზურების განაწილების პრინციპი იგივეა, რაც წინა თამაშებზე იყო - სალიცენზიო რეიტინგის 22 მოწინავე ქვეყანა ავტომატურად იღებს ლიცენზიას, რასაც რეგიონული კვოტებიც ემატება.

აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ლაპარაკია 22 მოწინავე ქვეყანაზე და არა 22 სპორტსმენზე, ანუ ამ სიაში თუ ერთი ქვეყნის რამდენიმე ათლეტი მოხვდება, ადგილმონაცვლეობის პრინციპი ამუშავდება - მათგან ჩათვლაში ერთი დარჩება, სხვებს კი სხვა ქვეყნის ფალავანი ჩაანაცვლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება 30-ეულს მიღმა მყოფმა ფალავანმაც კი მიიღოს საგზური. მით უფრო, რომ ამათ მასპინძლებიც ემატებიან, რომლებსაც საგზური არ სჭირდებათ და ავტომატურად იასპარეზებენ თამაშებზე.

არადა, ბრაზილიას ძლიერი გუნდი ჰყავს და მათი ძიუდოისტები ლამის ყველა წონაში მოწინავეთა შორის ხვდებიან. სწორედ ამგვარი შეღავათით ვხვდებით სალიცენზიო ზონაში 100 კილოგრამში - ევროპის კონტინენტურ სიაში ვხვდებით.

ამასთან, ძიუდოში საგზურს კვლავაც იღებს ფედერაცია და არა კონკრეტულად სპორტსმენი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მწვრთნელმა შეცვალოს რეიტინგის საუკეთესო და მის ნაცვლად ოლიმპიადაზე სხვა წაიყვანოს. მსგავსი პრეცედენტი ძალზე იშვიათად ხდება, მაგრამ მწვრთნელს აქვს ამის უფლება.

რეგიონული კვოტები სხვადასხვა კონტინენტისთვის განსხვავებულია წონების მიხედვით, თუმცა არაუმეტეს 2-ისა. ევროპას მაქსიმალური ოდენობა აქვს - 14 კვოტა, ანუ ყველა წონაში 2-2, მაგრამ სხვა კონტინენტები, თვით აზიაც კი, ამით ვერ დაიტრაბახებენ.

60 კგ

აქ სალიცენზიო ზონაში ჩვენგან მხოლოდ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილია, ვინც საერთაშორისო რეიტინგში მეორეა 2280 ქულით, თუმცა სალიცენზიოში მესამეა, მის ანგარიშზე კი 420 ქულაა, რადგან ამ ჩათვლაში ჯერ მხოლოდ სამი ტურნირის შედეგი ეთვლება და ისიც - განახევრებული. სიაში მისი სამი საუკეთესო მაჩვენებელია - მსოფლიოზე მოპოვებული ბრინჯაო (380 ქულა), ჰავანას "დიდი პრიზის" მოგება (300) და ბუდაპეშტის იმავე რანგის შეჯიბრების ფინალისტობა (180), ოღონდ ქულები განახევრებულია და წარმოდგენილის ნაცვლად, უწერია 180, 150 და 90.

66 კგ

ესაა ერთადერთი წონა, სადაც ჩავარდნა გვაქვს და არ შევდივართ სალიცენზიო ჩათვლაში.

საერთაშორისო რეიტინგში აქ ჩვენგან საუკეთესო შალვა ქარდავაა - 48-ე ადგილი 344 ქულით, თუმცა სალიცენზიოში მას წლევანდელი მცირერიცხოვანი გამოსვლითაც კი ვაჟა მარგველაშვილმა გადაუსწრო.

საქართველოს წლევანდელი ჩემპიონის ანგარიშზე სულ ორი შეჯიბრებაა - ტოკიოში, ძიგორო კანოს "დიდ მუზარადზე" მეშვიდეზე გასვლა (40) და მადრიდის "ევროპის ღია კონტინენტურზე" მოპოვებული 6 ქულა. ის 46 ქულით 61-ეა, თუმცა გაისად კარგი გამოსვლით შეუძლია, 22-ში შევიდეს ან მინიმუმ ევროპულ ორკაციან კვოტაში მაინც მოხვდეს, ოღონდ, კიდევ ვიმეორებთ, საამისოდ აუცილებელია, კარგად იასპარეზოს. ქარდავა სალიცენზიოში 30 ქულით 81-ეა.

აქ ლიცენზიანტთა შორის ერთი ქართველი მაინცაა, ოღონდ უკრაინის სახელით - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია 310 ქულით მეხუთეა.

73 კგ

აქ სალიცენზიო რეიტინგში ორი კაცი გვყავს - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. ტატალაშვილი 264 ქულით მე-14 ადგილზეა, 216-იანი შავდათუაშვილი კი სამი ადგილით ჩამორჩება მას. ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი 61 ქულით 53-ე ადგილზეა.

81 კგ

მსოფლიოს რეიტინგის მსგავსად, ამ წონაში სალიცენზიოსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ლიდერობს, ვინც წლეულს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტიც გახდა. მის ანგარიშზე უჩვეულოდ ბევრი - 700 ქულაა, რაც ყველა წონის მიხედვით მეორე მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რეიტინგში მის მიერ დაგროვებული 3610 ქულა საუკეთესოა იმ სიაში. ამ წონის ლიცენზიანტთა ჩათვლაში მეშვიდეა ბერძენი რომან მასტოპულოსი, გიორგი რევაზიშვილის ვაჟი, უშანგი მარგიანი კი 84 ქულით 44-ეა.

90 კგ

სალიცენზიო რეიტინგში მოპოვებული ქულებით ჭრიკიშვილს სწორედ ამ წონის ლიდერი, უნგრელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კრისტიან ტოტი უსწრებს, რომლის ანგარიშზეც 850 ქულაა. ოღონდ მადიარმა ეს მონაგარი 6 შეჯიბრებაში მოაქუჩა, ჩვენებურმა კი - სულ 3-ში. პროცენტულად ვინ უფრო შედეგიანად იჭიდავა, ამითაც ნათელია, თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკაა, ამ წონაში კი ლიცენზიანტთა შორის ორი კაცი გვყავს - ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ლიპარტელიანი 370 ქულით მეხუთეა, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ღვინიაშვილი კი 200-ით მე-13-ეა.

ბერძენთა კიდევ ერთი ქართველი, მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი მეორეა 480-ით (ესეც დათვლის ამ სისტემის კიდევ ერთი უცნაურობა - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ილიადისმა მოუგო ტოტს), ქართველთაგან მესამე პოზიციაზე კი ზვიად გოგოჭურია - 24 ქულა და 79-ე ადგილი.

100 კგ

აქ ძირითად 22-ში ვერა, მაგრამ კონტინენტურ კვოტაში ხვდება ალექსანდრე მსხალაძე - 91 ქულა და 29-ე პოზიცია. ევროპიდან ანალოგიური პრივილეგიით ჯერ სერბეთი სარგებლობს. ამ წონიდან რიოში მოსახვედრად კვლავაც დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. გურამ თუშიშვილი 6 ქულით შორეულ 98-ე ადგილზეა.

+100 კგ

ყველაზე მძიმე წონას არა ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი, მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიური ოქრო-ბრინჯაოს მფლობელი ტედი რინერი, არამედ რუსი რენატ ახმედოვი ლიდერობს 680 ქულით. ფრანგის მონაგარი 600 ქულაა, ოღონდ მას მხოლოდ ორი შეჯიბრების შედეგი ეთვლება, რუსს კი - 5. ჩვენ ამ წონაშიც ორი მონაწილე გვყავს - ევროპის ორგზის ფინალისტი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი.

სალიცენზიო ცხრილში ისინი ერთმანეთის მეზობლად არიან განლაგებულნი - ოქრუაშვილი 325 ქულით მე-9 ადგილზეა, მომდევნო პოზიციაზე კი 302-იანი მატიაშვილია.

სალიცენზიო ზონაში ერთი მონაწილე ქალთა შორისაც გვყავს და ვინ იქნება ის, თუ არა ჰოლანდიიდან გადმობირებული ესტერ სტამი (70). მის ანგარიშზე 202 ქულაა და ცხრილში მე-14-ეა. სამწუხაროდ, სხვა ქართველ ქალებს ამ სიაში ჯერ ქულაც არ აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
თბილისის გრან-პრი 2015: პირველ დღეს უმედლოდ
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
მარიამ ჯანაშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშს ივნისში შეძლებს
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიადის ლიცენზიების გაცემის პრინციპი
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ულიდეროდაც ძლიერი და საინტერესო
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
თბილისის გრან-პრი 2015: მედლისთვის მხოლოდ პაპინაშვილი იბრძვის
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
აღმასკომი: ლიცენზირებული კლუბები და მეტი სათამაშო შანსი 21-წლამდელებს
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
კლუჟი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძემ გოლიათი მოცელა [VIDEO]
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]