საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-16 ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-16 ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო.

მორაგბეები თეთრ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი, რომელზეც, ცხადია, ფრანგულად ეწერა: "მე ვარ შარლი". ტრაგედიამ, რომელიც საფრანგეთში დატრიალდა, გულგრილი არავინ დატოვა და საერთო მწუხარებას მორაგბეებიც შეუერთდნენ.

ამასობაში კი, მე-16 ტურის მატჩების შემდეგ პირველ დივიზიონში ორხელისუფლებიანობა დამყარდა.

50-50 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში ქართველ მორაგბეთა გუნდები - "კლერმონი" და "სტად ფრანსე" არიან. პარიზელებმა ყველაზე ადრე ითამაშეს და შინ აუტსაიდერ "კასტრს" დიდი ანგარიშით მოუგეს - 49:13.

ეს შეხვედრა "სტად ფრანსეს" იტალიელი მესამეხაზელის, სერჯო პარისეს ბენეფისად იქცა.

არგენტინული წარმოშობის პარიზელთა ლიდერმა ჩვეული ფორმა დაიბრუნა და მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.

დავით ქუბრიაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, ზურაბ ჟვანია მოედანზე ექვსი წუთის შემდეგ გამოჩნდა.

შინ ითამაშა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმაც". "ვულკანებმა" გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივი" დაამარცხეს - 44:20. სტუმრებმა მეტოქეს საკადრისი წინააღმდეგობა მხოლოდ 31-ე წუთამდე გაუწიეს. მასპინძლები ამ დროისთვის მხოლოდ ექვსი ქულით - 6:0 იგებდნენ. მერე თამაში "გაიხსნა" და გუნდებმა ჯამში ცხრა ლელო გაიტანეს.

ზირაქაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე ასეიშვილმა შეცვალა, ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო, კოლელიშვილი ტრავმირებულია.

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მორიგი მოგება მიითვალა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა". საფრანგეთისა და ევროპის ჩემპიონებმა უშუალო კონკურენტს, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" უმასპინძლეს და 32:23 მოუგეს. ტულონელები ინიციატივას თავიდანვე დაეუფლნენ და გამარჯვებულის ვინაობა მატჩის განმავლობაში ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა.

გორგოძე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ, ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია.

საპლეიოფო ზონაში იმყოფება კიდევ ერთი ქართველის, ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო", რომელმაც შინ დაამარცხა "გრენობლი" - 34:16. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" მძიმე გამარჯვება მოიპოვა შინ აუტსაიდერთან, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან" - 29:26. ტულუზელები 47-ე წუთისთვის 16 ქულის სხვაობით იგებდნენ - 26:10, თუმცა სტუმრებს, რომლებსაც დასაკარგი აღარაფერი აქვთ, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. თუმცა ფრანგული რაგბის გრანდმა მაინც შეძლო მისთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება.

კაკოვინი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, ყაულაშვილი მოედანზე 13 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" - 13:20. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონი

XVI ტური

სტად ფრანსე-კასტრი 49:13, ტულონი-მეტრო რასინგი 32:23, ბაიონი-ლიონი 23:22, ბორდო-გრენობლი 34:16, ოიონაქსი-მონპელიე 20:13, ტულუზი-ლა როშელი 29:26, კლერმონი-ბრივი 44:20.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 50 ქულა, 2. სტად ფრანსე - 50, 3. ტულონი - 47, 4. მეტრო რასინგი - 41, 5. ბორდო - 40, 6. გრენობლი - 38, 7. ტულუზი - 37, 8. მონპელიე - 35, 9. ოიონაქსი - 33, 10. ბაიონი - 32, 11. ბრივი - 31, 12. ლიონი - 31, 13. კასტრი - 28, 14. ლა როშელი - 26.

XVII ტური

ბრივი-გრენობლი, კასტრი-ტულუზი, ლა როშელი-კლერმონი, ლიონი-მეტრო რასინგი, მონპელიე-ბორდო, სტად ფრანსე-ოიონაქსი, ტულონი-ბაიონი.

მეორე დივიზიონში მე-16 ტურის მატჩების შემდეგ ლიდერთა შორის ცვლილება არ მომხდარა. აქ პირველობას არავის უთმობს გიორგი ნაცარაშვილის "პო", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "დაქსი" - 20:3. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ლიდერს კვალში უდგას ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბი", რომელმაც შინ მოუგო "ბურგუენს" - 16:9. მაისურაძემ სრულად ითამაშა, შეყლაშვილი მოედანზე 28-ე წუთიდან გამოჩნდა.

საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ბიარიცს" სძლია - 24:20.

შარიქაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, დათუნაშვილს ოთხკვირიანი დისკვალიფიკაცია აქვს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს", რომელმაც შინ დაამარცხა გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 31:9.

მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილი მატჩში 54-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა მე-60 წუთზე კობერიძემ შეცვალა, ნემსაძე განაცხადში არ იყო.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ დაამარცხა "კოლომიე" - 22:6. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს არ უთამაშია.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შინ შალვა სუთიაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "მასიმ". პარიზელებმა საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში "მონ დე მარსანი" დაამარცხეს - 39:32. აშვეთია და სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ყუფარაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, დადუნაშვილსა და ახობაძეს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი

XVI ტური

აჟენი-ტარბი 31:9, ალბი-ბურგუენი 16:9, ორიაკი-ბიარიცი 24:20, ბეზიე-კოლომიე 22:6, ნარბონი-მონტობანი 28:24, დაქსი-პო 3:20, მასი-მონ დე მარსანი 39:32.

სატურნირო მდგომარეობა

1. პო - 53 ქულა, 2. ბიარიცი - 44, 3. ალბი - 44, 4. პერპინიანი - 41, 5. ორიაკი - 40, 6. მონ დე მარსანი - 39, 7. მონტობანი - 39, 8. აჟენი - 39, 9. ბეზიე - 35, 10. კოლომიე - 35, 11. კარკასონი - 32, 12. ტარბი - 31, 13. მასი - 30, 14. ნარბონი - 25, 15. დაქსი - 22, 16. 16. ბურგუენი - 21.

XVII ტური

ბეზიე-მასი, კარკასონი-ორიაკი, მონტობანი-დაქსი, პო-ნარბანი, ტარბი-ბურგუენი, ბიარიცი-ალბი, კოლომიე-პერპინიანი, მონ დე მარსანი-აჟენი.

ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურში საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის "სეილ შარქსმა" შინ დაამარცხა გათამაშების ლიდერი "ნორსჰემპთონი" - 20:7.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურში ყველა შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, რაც ძალზე იშვიათობაა. მამუკაშვილი განაცხადში არ იყო. "ზვიგენები" 34 ქულით ახლა მე-8 ადგილზე არიან.

ინგლისი

XIII ტური

გლოსტერი-სარასენზი 24:23, სეილ შარქსი-ნორსჰემპთონი 20:7, ბასი-ვოსფსი 39:26, ჰარლიქვინზი-ლესტერ ტაიგერზი 32:12, ნიუკასლი-ლონდონ ველში 38:7, ლონდონ აირიში-ექსეტერი 28:26

სატურნირო მდგომარეობა

1. ნორსჰემპთონი - 48 ქულა, 2. ბასი - 47, 3. სარასენზი - 39, 4. ვოსფსი - 36, 5. ლესტერ ტაიგერზი - 35, 6. ექსეტერი - 34, 7. ჰარლიქვინზი - 34, 8. სეილ შარქსი - 34, 9. გლოსტერი - 29, 10. ნიუკასლი - 21, 11. ლონდონ აირიში - 20, 12. ლონდონ ველში - 1.

XIV ტური

ექსეტერი-ნიუკასლი, ლესტერი-გლოსტერი, ნორსჰემპთონი-ლონდონ აირიში, ვოსფსი-ჰარლიქვინზი, ლონდონ ველში-სეილ შარქსი, სარასენზი-ბასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
რაგბი. ლეგიონი: შარიქაძის ლელო, ასეიშვილი - სიმბოლურში [VIDEO]
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]
მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის XXI-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მორიგი ლელო "ჩელენჯ კაპზე"
ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე "ჩელენჯ კაპის" მფლობელები გახდნენ
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ზურაბ ჟვანია: კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, როგორ მოხდა, ლელო რომ ვერ გაიტანეო
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე "ეკიპის" რჩეულებში
რაგბი. ლეგიონი: ზირაქაშვილი დაშავდა, კოლელიშვილი ბრუნდება
ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ მოიგო [VIDEO]
დავითაშვილის გარეშე - "სენტ-ეტიენმა" მოიგო და ისევ ლიდერია
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მეორე ლელო
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
"იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ" - მიქაუტაძის კომენტარი "კლერმონთან" მატჩის შემდეგ
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
ქართული ლეგიონი: ფრანგებმა ზურაბ ჟვანია ზიდანს შეადარეს
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
მოუხელთებელი დიგბი იოანი
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?