"ოლ სტარის" მატჩი-აქცია, რომელსაც, ტრადიციულად, ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 31 იანვარს გაიმართება
საკალათბურთო სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. "ოლ სტარის" მატჩი-აქცია, რომელსაც, ტრადიციულად, ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 31 იანვარს გაიმართება.

წლევანდელი აქცია განსხვავებული, სიურპრიზებით გაჯერებული ფორმატით ჩატარდება, რის წინაპირობასაც მისი გამართვის ექსტრაორდინარული გარემო - სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი" იძლევა. სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულები ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები დაასახელებენ.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ

"ოლ სტარში" მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგნაირი პრინციპით დაიყო: თბილისი VS რეგიონები. შესაბამისად, სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდი რეგიონალური პრინციპით დაჯგუფდა: ერთი მხრივ, "დინამო", "შსს-აკადემია", "ოლიმპი" და "მგზავრები-არმია", ხოლო, მეორე მხრივ - "რუსთავი", "ქუთაისი", "ბათუმი" და "სოხუმი".

გამოკითხვაში, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს დაიწყო, თბილისისა და რეგიონების გუნდები ცალ-ცალკე არიან დაჯგუფებულნი. ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება, ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა.

გამოკითხვა 28 იანვარს, ღამის 12 საათზე შეწყდება და იმ მომენტისთვის თითოეული გუნდის საუკეთესო 5 მოთამაშე "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში ადგილს მოიპოვებს.

გუნდების დანარჩენ 7-7 წევრს მწვრთნელები შეარჩევენ. თბილისის გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია (დინამო), ხოლო ასისტენტი კოტე ტუღუში (შსს-აკადემია) იქნება; რეგიონის გუნდს მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი) უთავკაცებს და მას ასისტენტობას მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისი) გაუწევს.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქციის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 6 მსროლელი მიიღებს, რომლებსაც გასული წლის გამარჯვებული დაემატება.

საუკეთესონი ჩაგდებული სამქულიანების პროცენტულობით შეირჩნენ და ისინი არიან: გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ლუკა ზაქრაძე (მგზავრები-არმია), ნიკ კელოგი (ბათუმი), ლევან ცეკვავა (რუსთავი), ბესიკ ლეჟავა (დინამო), აკაკი ლომოური (შსს-აკადემია) და შარშანდელი "ოლ სტარის" სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი).

ჩატენვების კონკურსში მონაწილეთა წინასწარ სიაში შედიან: ირაკლი ალხანაიძე (ოლიმპი), გეგი ბაქრაძე (ოლიმპი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი), გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), დავით ბარბაქაძე (ქუთაისი), ოთარ ბულიავა (მგზავრები-არმია) და ბი ჯეი იანგი (ბათუმი).

გამოკითხვა დაწყებულია და გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ და საკუთარ ფავორიტებს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისკენ მიმავალ გზაზე მხარი ყოველდღიურად დაუჭირონ.

გამოკითხვის დასრულებისა და მოწინააღმდეგე გუნდების საბოლოოდ დაკომპლექტების შემდეგ "თბილისი მოლი" ლამაზ და სანახაობრივ ღონისძიებას უმასპინძლებს. სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია ღონისძიების ოფიციალურ მასპინძელ "თბილისი მოლში" 31 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება.

წყარო: superleague.ge

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
სუპერლიგა 2016-17. XII ტური: "დინამოს" 12-იდან 12
ქუთაისი-რუსთავი 100:67 - ქუთათურთა იოლი გამარჯვება
"რუსთავში" მიხეილ ბერუაშვილის ნაცვლად მწვრთნელად ოთარ ხმელიძე დაინიშნა
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
"შსს აკადემიამ" რუსთაველები 20 ქულიანი სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა 2015-16. V ტური: ჩარლი ლიმ სეზონის რეკორდი დაამყარა
20-წლამდელთა ჩემპიონატი: "რუსთავმა" "სოხუმი" ბოლო წუთებზე დაამარცხა
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
მთავარი მწვრთნელი "ქუთაისშიც" იცვლება
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სრულ დატვირთვაზე გადავიდა [VIDEO]
სუპერლიგა. V ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
All Star 2015-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
"ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვის შუალედური შედეგები
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორი ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: "ქუთაისი" და "სოხუმი"
სუპერლიგა. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
სუპერლიგა. X ტური: ორი მატჩის ერთი სცენარისტი
ბ/რ ჭიდაობა. ახალგაზრდული ნაკრები: სასარიში დახვეტილი მედლები
ბარსი-ქუთაისი 78:74 - "ბარსა" არა, "ბარსი"...
ქუთაისი-ოლიმპი 83:64 - მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვება
საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. "რუსთავმა" და "დინამომ" იმარჯვეს
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]