ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 7-8 თებერვალს სოფიაში, "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 7-8 თებერვალს სოფიაში, "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებს. წინასწარ გეტყვით, რომ ბულგარეთში ლიდერები არ იასპარეზებენ და შანსი უმეტესად სათადარიგოებს მიეცემათ.

უზნაძემ აქცენტი საქართველოს მედალოსნებზე გააკეთა, თუმცა არის ორიოდე გამონაკლისიც - შალვა ქარდავა (66) და იოსებ მსხალაძე (100).

პირველს საქართველოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო საერთოდ არ უჭიდავია, თუმცა ის საკადრო კრიზისში ჩაფლული ამ წონის ლიდერია ჩვენს ნაკრებში და თან სეზონის ბოლო შეჯიბრებებზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

რაც შეეხება მსხალაძეს, მან წააგო ქვეყნის პირველობა, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგში ჩვენგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას აქვს და შანსს ამ ქულების გამო აძლევენ.

ჩანს, საბოლოოდ გადაწყდა ევროპის ბრინჯაოსმედალოსან ზებედა რეხვიაშვილის 81-ში გადაბარგება. მწვრთნელები ამ საკითხის გადაწყვეტას ავსტრიული შეკრების ანალიზზე დაყრდნობით ფიქრობდნენ და რეხვიაშვილი სეზონის პირველ ტურნირს ახალ წონაში ატარებს. ალბათ, დატოვებენ კიდეც აქ.

კონტინენტურ თასებზე იმ კონტინენტის ქვეყნებს წონაში ოთხ-ოთხი კაცის დაყენება შეუძლიათ.

უზნაძე სოფიაში ამ კვოტას შვიდიდან ოთხ წონაში გამოიყენებს - 90-სა და მძიმეში სამ-სამი კაცი გვეყოლება, 73-ში კი ჯერჯერობით ერთია. თუმცა არაა გამორიცხული, აქ ფრიდონ გიგანს კიდევ დაემატოს ვინმე.

ლიდერთა ნაწილი, შესაძლოა, ამ ტურნირიდან ერთი კვირის თავზე რომში ჩასატარებელ ანალოგიური რანგის შეჯიბრებაზე ვიხილოთ. მწვრთნელები ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, ვისთვის იქნება საჭირო საშეჯიბრო პრაქტიკა დიუსელდორფის "დიდ პრიზამდე", რომელიც 21-22 თებერვალს იმართება და სადაც გუნდის ყველა ლიდერი გამოვა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები

60 კგ. ლაშა გიუნაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი, ბაქარ გულბიანი.

66 კგ. შალვა ქარდავა, ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი.

73 კგ. ფრიდონ გიგანი.

81 კგ. უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი.

90 კგ. ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი.

100 კგ. ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, იოსებ მსხალაძე.

+100 კგ. ვახტანგ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ბოლოთაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
თბილისის გრან-პრი 2015: პირველ დღეს უმედლოდ
ობერვარტიდან დიუსელდორფამდე: ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილებებია
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓣᓖᓜᓐᓫᓔᓛ ᓣᓜᓒᓠᓔᓗᓘᓡ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓨᓔᓛᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓐ ᓓᓐᓐᓡᓐᓮᓔᓚᓐ
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ულიდეროდაც ძლიერი და საინტერესო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გეგმები კვლავ შეიცვალა
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
კლუჟი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძემ გოლიათი მოცელა [VIDEO]
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს
ახალგაზრდული სიურპრიზები
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ᓫᕘᓣᕓᓝᓘᓡᓢ
ძიუდოში ლიცენზიებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: იაპონიამ ჭორები გაამართლა
ტაშკენტის "დიდი პრიზი": საქართველო მხოლოდ დუეტით
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
ირაკლი უზნაძე: მასტერსის ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა
თბილისის გრან-პრი 2015: მედლისთვის მხოლოდ პაპინაშვილი იბრძვის
ქართველი ძიუდოისტები მომზადების დასკვნით ეტაპზე გადადიან