საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა იმ დროზე ისაუბრა, რომელიც არასოდეს დაბრუნდება
ფეხბურთელის კარიერა თითქოს წამია. დრო ნაბდით დაჭედილი ბედაურივით მიქრის.

გუშინ ლევან კობაშვილი საქართველოს ნაკრების ბურჯთაგანი იყო, დღეს ის უკვე ვეტერანი ფეხბურთელია. "კობის" გასახსენებელს რა გამოულევს. ჩვენც ბევრი ვისაუბრეთ იმ დროზე, რომელიც არასოდეს დაბრუნდება. რა გამოგვივიდა, მკითხველმა განსაჯოს...

ავაზადან დაწყებული დიდი ისტორია

- ყველაფერი საფეხბურთო სკოლა "ავაზადან" დაიწყო, - გვითხრა საუბრის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა, - ჩემი პირველი მწვრთნელი ბატონი თენგიზ მგელაძე გახლდათ.

- გულშემატკივარმა პირველად რუსთავის "გორდაში" გაგიცნოთ. როგორ მოხვდით ამ გუნდში?

- ეს რეზო ძოძუაშვილის დამსახურებაა. მაშინ "დინამოში" ვიყავი. პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი და ძოძუაშვილს მოსწონდა ჩემი თამაში. სწორედ მან წამიყვანა "გორდაში", სადაც ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი შეიკრა.

- ამის შემდეგ იყო თბილისის "დინამო" - ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული, საოცნებო კლუბი...

- თუ არ ვცდები, "დინამოში" მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვითამაშე, მაგრამ უამრავი რამ ვისწავლე იქ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმხელა ავტორიტეტებთან, ადამიანებთან და სპეციალისტებთან ვიმუშავე... თქვენც გემახსოვრებათ, როგორი გუნდი გვყავდა.

- ის "დინამო" კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შევიდა. ბილბაოს "ატლეტიკთან" საპასუხო მატჩში ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ქართველი ქომაგის ოცნება ახდებოდა...

- თბილისური მატჩი ბასკებთან დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვე. ბილბაოში გამართული შეხვედრა კი ყველას გვახსოვს. კარგია მსჯელობა თამაშის მერე. ვთქვათ, რომ გაგვეტანა გასატანი და არ მიგვეღო წითელი ბარათი, მაგრამ... ფაქტია, იმ "დინამოს" ძირითადი ბირთვი გამოუცდელი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შედგებოდა. საერთაშორისო გამოცდილება გვაკლდა. არადა, თბილისში, 2:0 რომ წავიყვანეთ, კიდევ შეგვეძლო ანგარიშში სხვაობის გაზრდა. მერე დავუშვით შეცდომა და გავუშვით დასანანი გოლი...

ვლადიკავკაზიდან გერმანიაში

- "ალანიაში" თქვენი გადასვლა და შთამბეჭდავი მატჩების სერია ერთი იყო...

- ვალერი გაზაევი ჩამოვიდა თბილისში და ეს ტრანსფერი შედგა. კარგად გემახსოვრებათ, როგორ აფასებდნენ იქ ქართველ ფეხბურთელებს. მეც, მგონი, თავი არ შემირცხვენია - გავხდი ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, "აღმოჩენა", ლეგიონერი... ვალერი გაზაევისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. "ალანია" კი ერთგვარი ტრამპლინი გამოდგა ჩემი მომავალი კარიერისთვის.

- ვალერი გაზაევზე ცალკე გკითხავთ. როგორი პიროვნება და მწვრთნელია?

- მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე. ახალგაზრდა ფეხბურთელის დაწინაურებას ბევრი ერიდება. ის კი მენდო. მეც კვირიდან კვირამდე ვამტკიცებდი, რომ ფუჭი არ იყო ის ნდობა. მეტ მატჩსაც ვითამაშებდი "ალანიაში", ერთი ხანობა ტრავმას რომ არ შეეშალა ხელი.

- მივადექით თქვენი გერმანული კარიერის პირველ და მნიშვნელოვან ეტაპს - "ფრაიბურგს"...

- სანამ "ალანიაში" წავიდოდი, "ფრაიბურგს" მანამდე სურდა ჩემი აყვანა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ფოლკერ ფინკე ადრიდანვე მიცნობდა. საქართველოსა და ინგლისის მატჩზე იყო ნამყოფი. ჩემს ტრანსფერში გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ "ფრაიბურგში" უკვე მისული იყო ჩემი მეგობარი ალექსანდრე იაშვილი.

- "ფრაიბურგს" იმ წლებში მთელი საქართველო ქომაგობდა. თუ შეიძლება, გვიამბეთ ფოლკერ ფინკეს შესახებ. როგორ ახერხებდა ეს მწვრთნელი, თითქმის არაფრით გამორჩეული შემადგენლობით წინააღმდეგობა გაეწია გერმანული გრანდებისთვის და არცთუ იშვიათად, დაემარცხებინა კიდეც ისინი?

- ფოლკერ ფინკე შესანიშნავი მწვრთნელია. ის არის ყოფილი პედაგოგი და, აქედან გამომდინარე, შესანიშნავად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას. იცის, როგორ მიუდგეს თითოეულ მოთამაშეს.

"ფრაიბურგის" მაშინდელი წარმატების მთავარ საიდუმლოს კი მე შემდეგში ვხედავ: იმ პერიოდის თითქმის ყველა გერმანული გუნდი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა. ჩვენ უპირატესობას ტექნიკურ სტილს ვანიჭებდით.

ეს სიახლე იყო მაშინდელ გერმანულ ფეხბურთში. "ფრაიბურგმა" იმდენი მოახერხა, რომ ევროთასებზე ითამაშა. ეს მართლაც სერიოზული წარმატება იყო.

- ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. თქვენც მოგიხდათ საყვარელი გუნდის დატოვება...

- მოგეხსენებათ, "ფრაიბურგი" მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. მაშინ მე ვიგრძენი პიროვნული პასუხისმგებლობა, თან კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტიც მქონდა და რანგით დაბალ ლიგაში გავყევი გუნდს. სამაგიეროდ, ყველამ იცოდა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, გადავიდოდა თუ არა "ფრაიბურგი" ბუნდესლიგაში, კლუბთან კონტრაქტს აღარ გავაგრძელებდი.

ჩემი გადაწყვეტილება იმდენად ურყევი იყო, რომ არც კი შემოუთავაზებიათ ახალი ხელშეკრულება.

მაშინ დილემის წინაშე დავდექი. "შალკესთან" ერთად მოსკოვის ცსკა მიწვევდა. იყო ვალერი გაზაევის ფაქტორი, თუმცა საბოლოოდ "შალკე" ავირჩიე და ამ გუნდში მართლაც კარგი პერიოდი გავატარე.

საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ მთელი კარიერის განმავლობაში საკუთარი არჩევანი არასოდეს მინანია.

- სანამ "ჰერტაში" გადასვლაზე ვიტყოდეთ, "ბაიერნში" ჩაშლილი ტრანსფერი გავიხსენოთ...

- უფრო ტრანსფერები, ვიდრე ტრანსფერი... "ბაიერნს" ორჯერ უნდოდა ჩემი წაყვანა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა "ფრაიბურგში" ვთამაშობდი. მეორედ - 2005 წელს. მაშინ მიუნხენში ვიყავი ჩასული, თითქმის ყველაფერზე მოვილაპარაკე "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან, მაგრამ... ოჯახთან მოთათბირების შემდეგ ისევ "შალკეში" დარჩენა გადავწყვიტე.

- და არ ნანობთ, რომ "ბაიერნზე" უარი თქვით?

- არა!

- გერმანული ამბები "ჰერტათი" დავასრულოთ...

- იცით, ბოლო დროს ფელიქს მაგათთან მქონდა გარკვეული პრობლემები, ხშირად არ ვთამაშობდი. მე ვერასდროს გავჩერდებოდი გუნდში, სადაც არ მათამაშებდნენ. და ამ დროს გამოჩნდა "ჰერტა". სულ ეს იყო.

კობის ტკივილი

- საქართველოს ნაკრებში თქვენი თაობის მოსვლის შემდეგ ორი შესანიშნავი პლეადის სინთეზი მოხდა. როგორ ფიქრობთ, ბოლომდე იქნა ათვისებული ეს უზარმაზარი რესურსი? ეს იყო სულ, რაც იმ ფორმაციის ნაკრებს შეეძლო?

- რესურსი რომ ბოლომდე ყოფილიყო გამოყენებული, ბევრად უკეთესი შედეგი უნდა გვქონოდა. მე ასე მჯერა - თუ საქმეში, არა აქვს მნიშვნელობა, რა სფეროც გინდა იყოს, ყველაფერს ჩადებ, შრომა დაგიფასდება. ეტყობა, სადღაც, რაღაც ეტაპზე, მეც და სხვამაც ალბათ რაღაც დავაკელით საერთო საქმეს.

- ალბათ, საქართველოს ნაკრებს უკავშირდება თქვენი აუხდენელი საფეხბურთო ოცნებაც...

- გულწრფელად, გადაუჭარბებლად გეუბნებით, რომ საკლუბო მიღწევა არაფერია სანაკრებოსთან შედარებით. ეს ჩემი აზრია. ხომ გადის დრო, მაგრამ ტკივილი არ ნელდება. რას ვიზამთ... თუ რამეზე მწყდება გული ჩემს კარიერაში, მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერ ვითამაშე ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ვერ გავახარეთ ქართველი ხალხი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, ვიბრძოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის, სწორედ ამ ვაკუუმის შევსების ცდაა. იქნებ, რაც მოქმედი ფეხბურთელის რანგში ვერ შევძელი, ახლა შევძლოთ...

- ბოლოს, რამდენიმე ბლიც-შეკითხვაც...

- სიამოვნებით გიპასუხებთ.

- ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში თქვენს კარიერაში...

- პირველი, სადებიუტო მატჩი საქართველოს ნაკრებში, ნორვეგიასთან. ასევე, ბოლო - საბერძნეთთან. საერთოდ, ყველა სანაკრებო მატჩი, ყველა თამაშის ყველა წამი მახსოვს.

- გამოსარჩევი გოლი?

- ულაპარაკოდ თბილისში, ხორვატიასთან გატანილი ბურთი.

- საუკეთესო პარტნიორი?

- ასე ერთს ვერ გამოვყოფ... მე და ლევან ცქიტიშვილი ერთად გავიზარდეთ "ავაზაზე", მერე "ფრაიბურგში", ნაკრებში... კიდევ ალექსანდრე იაშვილი... დავით მუჯირი, კახა კალაძე...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ჯანგო
- საუკეთესო პარტნიორი? - ასე ერთს ვერ გამოვყოფ... მე და ლევან ცქიტიშვილი ერთად გავიზარდეთ "ავაზაზე", მერე "ფრაიბურგში", ნაკრებში... კიდევ ალექსანდრე იაშვილი... დავით მუჯირი, კახა კალაძე... აი რატომ ჩააკითხა სამტრედია-ს თურქეთში მან, და აქედანვე უნდა ვივარაუდოთ რომ სამტრედია-ს სახით ეს ბიჭები თბილისის დინამოს ყველაზე ძლიერ გრძელვადიან კონკურენტს აკეთებე ნ
zoro
Didi gamocdileba gakvs levan ici rac aris swori mushaoba.mteli sakartvelo shen imedzea da aba shen ici mjeravs ro kvelaperi gaketdeba rasac akamde velodebit sul cota darcha da mogecema imis sashvaleba ro gamasworo mdgomareoba qartul pexburshi .warmatebebs gisurvebr
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
"საფრანგეთის პრეზიდენტობა? - ისედაც ვერ მიტანენ" - მბაპემ კითხვაზე უპასუხა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
"სისხლის დანახვაზე პანიკაში ჩავარდა... ილიამ დარტყმებით ღვიძლი პირდაპირ ამომიწვა" - გეიჯიმ ახსნა, როგორ მოახერხა თოფურიას დამარცხება
[VIDEO] ალისონს დაშვებული შეცდომის შესახებ კითხვა არ ესიამოვნა და ინტერვიუ შეწყვიტა
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] საბედისწერო გოლი. ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
"ვინც ხმას აიმაღლებს, დამდაბლდება" - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე