საქართველოს ნაკრებმა სამსუნის "დიდ პრიზზე" გამოსვლა ორი ბრინჯაოთი დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა სამსუნის "დიდ პრიზზე" გამოსვლა ორი ბრინჯაოთი დაასრულა - ისინი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) და უშანგი მარგიანმა (81) მოიპოვეს.

ბრინჯაომდე თითო მოგება დააკლდათ ტრისტან ფეიქრიშვილსა (66) და ნუგზარ ტატალაშვილს (73), ხოლო ალექსანდრე მსხალაძე (10) მეშვიდეზე გავიდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში XX ადგილი გავიყავით რუსეთთან, მხოლოდ ვაჟებში კი XII-ზე გავედით.

ჩხვიმიანი იზრდება

ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩხვიმიანი შეჯიბრებებს უფრო დაღვინებულად უდგება და ძალაუნებურადაც კი აღარ ეჩხუბება მეტოქეებს. ამის ნაცვლად ჭიდაობს, ბოლომდე უტევს, არც თავად ჩერდება და არც მეტოქეს აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას.

მის მთავარ ღირსებად შემტევი ხასიათი მიმაჩნია - ამ თვისებით ის შინ თუ გარეთ ადრეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა ნამდვილი გაკვეთილი ჩაგვიტარა - ორჯერ შემოაბრუნა და თავის სასარგებლოდ დაასრულა შეხვედრა, სადაც 3 გაფრთხილებით აგებდა.

თავდაპირველად, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში პირველივე პაექრობაში აღმოჩნდა ავსტრიელთა 34 წლის ევროპის ორგზის ჩემპიონთან, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტ ლუდვიგ პაიშერთან, თუმცა ბოლო წუთის მიმდინარეობისას ისიც ოთხჯერ გააფრთხილებინა და მოახსნევინა.

მეორედ ასეთი კრიტიკული მომენტი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დაუდგა უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან, თუმცა არც მასთან ჩამოუყრია ყურები და წინასწარ არ შეგუებია მარცხს, პირიქით - შეტევის ტემპი წამითაც არ დაუგდია და დასრულებამდე 6 წამით ადრე იუკოზეც გადააგორა აზიელი.

ნიშანდობლივი იყო, რომ ორივე შემთხვევაში, თითქოსდა უიმედო, განწირულ ვითარებაში წნეხი ოდნავადაც არ შეურბილებია. იქით უტევდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. არადა, ჩამორჩენილი შეხვედრის შემობრუნება ქართველთა სენია, ასე ჟინიანად მოჭიდავე ჩვენი ფალავანი კი არც მახსენდება.

თუმცა ეს არ იყო ჩხვიმიანის ერთადერთი ღირსება სამსუნში და სხვა შეხვედრებშიც კარგად იასპარეზა - ჭიდაობასაც მშვენივრად აწყობდა და ილეთებიც აკეთა. საკმარისია აღინიშნოს, რომ დამამშვიდებელში გაფრთხილებით მოუგო მონღოლთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ამარტუვშინ დაშდავაას, ვისთანაც ამირან პაპინაშვილმა ბოლო სამი პაექრობიდან ორი წააგო, მათ შორის - ერთი კვირის წინ თბილისშიც.

დაგვეთანხმებით, ამ დონის მეტოქეებთან გამარჯვება სერიოზული განაცხადია. ჩვენებურმა პირველ წრეში ალჟირელი მოჰამედ რებაი ვაზარით, ხოლო მოგვიანებით ებრაელი ალონ რაჰიმა დააიპონა.

ერთადერთი შეხვედრა, სადაც ჩხვიმიანმა ვერაფერი გააწყო, თბილისის ტურნირის ჩემპიონ შარაფედინ ლუტფილაევთან იყო, ვისთანაც ვაზარი გაატარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩხვიმიანი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ წონის სარეზერვოებში და თანდათან ყალიბდება ძლიერ მოჭიდავედ.

მარგიანი უმატებს

მარგიანი წლეულს უფრო მეტ ილეთს აკეთებს, რამაც მისი ჭიდაობა სანახაობრივად გააუმჯობესა. მან ერთი მსხვილი "სკალპი" აქაც მიითვალა - ბელგიელი ევროპის პრიზიორი იოახიმ ბოტიე, რომელმაც ავთანდილ ჭრიკიშვილს მოუგო დიუსელდორფში, წმინდად დაამარცხა - შეხვედრის მიწურულს ჯერ გამოცერვით იუკოზე დააგდო და იქვე შებოჭა.

ბელგიელს გდება დაახლოებით იმგვარად გაუკეთა, როგორც თბილისში რუსთა დაღესტნელი ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი დააიპონა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბრინჯაოსთვის პაექრობაში გამარჯვებაც მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატართანაც, ვისაც ჯერ ვაზარი აართვა, როცა გადავლებით ქამრიდან აქაჩა და ზურგს უკან გადაისროლა, მერე კი კარგად დაუჭირა ხელი და უზადო მოგვერდით პირდაპირ იპონზე დააგდო.

თუმცა შუალედში ვაზარი თვითონაც დაკარგა, როცა იოლად ააღებინა ჩავლება და მერეც თვინიერად ჩაჰყვა ჩახტომით კისრულზე. ასეთი მეტოქეების გვერდით პორტუგალიელ კარლოს ლუზთან და ჩეხ იარომირ მუსილთან მოგებები სალაპარაკოდაც არ ღირს, თუმცა პირველს მხოლოდ ერთი გაფრთხილებით აჯობა, მეორე კი ჩინებულად გამოცერა იპონზე.

ჩხვიმიანის არ იყოს, მარგიანმაც ერთადერთი პაექრობა ჩააგდო - ნახევარფინალში ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიტერისთან. ვგონებთ, ჩვენებური მის ტიტულს მოერიდა - თითქოს რიდით ეჭიდავებოდა, ვერ იყო ისე თამამი, შემტევი და გახსნილი, როგორც - სხვებთან.

60 კგ

1. შარაფედინ ლუტფილაევი (უზბეკეთი), 2. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი), 3. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო), ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი).

66 კგ

1. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი), 2. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი), 3. აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი), სერგეი ოლეინიჩი (პორტუგალია), 5. ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო).

73 კგ

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი), 2. ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი), 3. დექს ელმონტი (ჰოლანდია), ვიქტორ სკვორტოვი (არაბთა გაერთიანებული საემიროები), 5. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო).

81 კგ

1. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი) , 2. სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები), 3. უშანგი მარგიანი (საქართველო), საიდ მოლაე (ირანი).

90 კგ

1. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), 2. ალექსანდარ კუკოლჯი (სერბეთი), 3. ისლამ ბოზბაევი (ყაზახეთი), შერალი ჟურაევი (უზბეკეთი)

100 კგ

1. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), 2. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია), 3. არსენ ომაროვი (რუსეთი), დმიტრი პეტერს (გერმანია), 5. ალექსანდრე ზაალიშვილი (საქართველო).

+100 კგ

1. ფაისელ ჯაბალა (ტუნისი), 2. რაფაელ სილვა (ბრაზილია), 3. ბარნა ბორი (უნგრეთი), იური კრაკოვეცკი (ყირგიზეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
დღეს ქართველი ძიუდოისტები სამსუნის "დიდ პრიზზე" გამოვლენ
წაგებულთა მოგებულები - ძიუდოს აკადემიაში დამთავრდა მეორე დონის ჩემპიონატი
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
სამსუნის გრან-პრის პირველ დღეს ბრინჯაო ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ᓛᓝᓜᓦᓝᓚᓔᓗᓘᓡ "ᓓᓘᓓ ᓞᓠᓘᓖᓖᓔ" ᓔᓡᓢᓔᓠ ᓡᓢᓐᓛᓘᓪ ᓒᓐᓛᓝᓕᓐ
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ჰავანას გრან-პრი: თითქმის განაღდებული ლიცენზია
ᓣᓚᓐᓜ ᓑᓐᓢᓝᓠᓘᓡ "ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘ": ᓝᓥᓠᓝ, ᓑᓠᓘᓜᓯᓐᓝ ᓓᓐ ᓙᓘᓓᓔᓕ ᓡᓐᓛᓘ ᓛᓔᓓᓚᓘᓡ ᓛᓝᓚᓝᓓᓘᓜᓨᓘ
კლუჟი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძემ გოლიათი მოცელა [VIDEO]
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია