ქართველ ძიუდოისტთა კვარტეტი წარუმატებლად გამოვიდა პრაღაში 28 თებერვალს დასრულებულ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე"
ქართველ ძიუდოისტთა კვარტეტი წარუმატებლად გამოვიდა პრაღაში 28 თებერვალს დასრულებულ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე".

იქ მხოლოდ 100 კილოგრამში გვყავდა მონაწილენი, ანუ იმ წონაში, სადაც ოლიმპიური ლიცენზია ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია, თუმცა რაოდენობა რომ ხეირს არ ნიშნავს, არახალია. ამ კვარტეტიდან დამამშვიდებლამდე მხოლოდ ალექსანდრე მსხალაძე მივიდა, რომელიც, საბოლოოდ, მე-7 ადგილზე გავიდა.

მსხალაძემ პირველ პაექრობაში გაფრთხილებებით გააგდო 23-წლიანებში გერმანელი ევროპის ჩემპიონი დინო პფაიფერი, მეოთხედფინალში კი უტიტულო იტალიელ ჯულიანო ლოპორკიოსთან წმინდად დამარცხდა.

აი, ამას ჩვენთვის არასასურველი ეპიზოდი მოჰყვა, როცა მსხალაძემ ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია და მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა. თავი კი დაუკრა, მაგრამ ტატამიდან გასვლისას მსაჯი დაბრუნებას და იმავეს გაკეთებას ანიშნებდა. სავარაუდოდ, არბიტრთა მისამართით, მაგრამ როგორც უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ გვითხრა, რაკი ერთხელ დაუკრა თავი, მეორედ ამის გაკეთება არ ევალებოდა.

ადგილობრივმა დიქტორმა მაშინვე უხმო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს და იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით, მაგრამ მსხალაძე დამამშვიდებელში მონღოლ ცოგტგერელ ხუტაგთან საჭიდაოდ არ გავიდა...

უმედლოდ დარჩენა ერთია, მაგრამ ჩვენი ნაკრები უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა ანალოგიურ ვითარებაში. შეგახსენებთ, რომ წინა უქმეებზე არც ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩამოართვა მოგებულ მეტოქეს ხელი.

ლაშა ტაველურმა და ალექსანდრე ზაალიშვილმა თითო შეხვედრა მოიგეს, თან - ფრიად ეფექტური გდებებით. ზაალიშვილმა პოლონელი იაკუბ ვოიციკი მალევე საიპონედ წამოიღო მოგვერდით, ტაველურმა კი ჯერ ვაზარი აართვა უკრაინელ დმიტრო ლუჩინს, ხოლო მერე სულაც შებოჭა.

სამწუხაროდ, მომდევნო წრეში ზაალიშვილი უნგრელ მიკლოშ ცირჯენიჩთან დამარცხდა, ტაველური - ზემოხსენებულ მონღოლ ხუტაგთან.

ჩვენი გუნდიდან პირველი შეხვედრა მხოლოდ გურამ თუშიშვილმა დათმო - რუს ნიიაზ ბილალოვთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრანიო
თუშიშვილი არის უნიჭიერესი ახალგაზრდა და აშკარაა, რომ მცდარი წვრთნის და სტრატეგიის გამო დიდი საფრთხე ემუქრება, რომ დარჩეს მარად ნიჭიერ ახალგაზრდად, მიღწევით კი ვერაფერს მიაღწიოს... ტაველურსა და ზაალიშვილს მეტი მომზადება სჭირდებათ, პოტენციალი აქვთ... მსხლაძეზე უკომენტაროდ. როგორ არ რცხვენია ან თავად, ან მწვრთნელებს, დაატარებენ ჩემოდანივით და წელიწადია, უმარტივეს ტურნირებზეც კი მეშვიდე ადგილს იქით ვერ ქაჩავს. თუ ვინმეს უგებს, იმასაც გაფრთხილებებით, ისე, რომ ილეთსაც ვერ უტარებს...მაგის აქეთ-იქით თრევას წაეყვანათ პაპუნაშვილი, პატარა შავდათუაშვილი, ან პატარებიდან ვინმე... გამოცდილებას მაინც მიიღებდნენ და იქნებ ბრინჯაო მაინც აეღოთ. პაპუნაშვილს მეტიც შეუძლია...
მძიმე წონებს მივხედოთ.
აშკარა ჩავარდნაა. ფაქტიურად ვეღარ იმარჯვებენ...
რა ხდება?!
იქნებ ე.წ. ინდივიდუალური მომზადებისას კონკრეტულ შეცდომებს უშვებს კონკრეტული "სამუშაო ჯგუფი" და შესაბამისი მწვრთნელ(ებ)ი.
შ ე ც დ ო მ ე ბ ი !!!
გურამ თუშიშვილის მაგალითზე - მწვრნელებისა და მომზადებაში აშკარა(!) დაშვებული შეცდომების შედეგი. რაღაც ხდება! ვკარგავთ ტალანტს! ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება მოწვეული (უცხოელი) სპეციალისტის ჩართვაზეც ვიფიქროთ.
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
ზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ადამ ოქრუაშვილი ალმათის გრან პრის ფინალში გავიდა
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] ბოლო დღეების იმედად
საქართველოს ჩემპიონები მაისურაძე, პაპუნაშვილი, ტაველური და მატიაშვილი გახდნენ
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძიუდოს ახალი წესების ჩამონათვალი, რომლებიც მალე ამოქმედდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
სამსუნის გრან-პრიზე საქართველოს მეორე ბრინჯაო უშანგი მარგიანმა მოუტანა
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ჰავანას გრან-პრი: თითქმის განაღდებული ლიცენზია
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კლუჟი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძემ გოლიათი მოცელა [VIDEO]
ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე
ბუდაპეშტის "დიდ პრიზზე" ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვა
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრებში გაფრინდა
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
ძიუდოში შესაძლოა დრო შემცირდეს - ინტერვიუ ვლადიმერ ნუცუბიძესთან
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
უნგრეთის "დიდი პრიზი": ესტერ სტამმა რეიტინგში 60 ქულა შეიმატა
ზაგრების გრან პრი გურამ თუშიშვილმაც მოიგო