ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?! - გია გეგუჩაძე "ლელოს" სტუმარია

ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?! - გია გეგუჩაძე "ლელოს" სტუმარია

"დღეს ნაკრების მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც ძალიან სჭირდებათ ჩვენგან ნდობა"
1-ელ აპრილს "ლელოს" რედაქციაში ისეთი სტუმარი გვყავდა, ქართულ ფეხბურთში ჭკუა რომ მოეკითხება და მის აზრსაც სერიოზული ფასი ადევს.

დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან არაერთ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ. განსასჯელი კი მართლაც ბევრი დაგროვდა - თუნდაც, საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი, ქართული ფეხბურთის აწმყო თუ მომავალი...

- ბატონო გია, ალბათ, უპრიანი იქნება, ჩვენი საუბარი საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის ანალიზით დავიწყოთ...

- საქართველოს ნაკრების ამ ორ მატჩს დადებითად შევაფასებ, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, ეს ორი შეხვედრა დადებითად შეფასდეს.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დღეს, რა რეალობაში ვართ. შეიცვალა მწვრთნელი, გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები და აქედან გამომდინარე, ყოველივე ეს ახალ იმედებს უკავშირდება. ეს ორი თამაში დიდი გზის დასაწყისია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა საქართველოს ნაკრებისგან შედეგს ვერ მოვითხოვთ. პროცესებს არამც და არამც არ უნდა დავასწროთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ფეხბურთი, რომელიც ყველას გვინდა, რომ ვნახოთ, მაგრამ ეს ხომ გზის დასაწყისია.

- ამ ორ თამაშში არაერთი სიახლე ვნახეთ, მათ შორის, თუნდაც ის, რომ ორი საყრდენი ნახევარმცველიდან ერთი აშკარად შექმნაზე იყო ორიენტირებული...

- რა თქმა უნდა, ცვლილებები იყო. იმისიც მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთში კიდევ არის რესურსი. ახალგაზრდა თაობა მყავს მხედველობაში...

- ცხადია, ახალგაზრდა მომწიფებული უნდა იყოს ნაკრებში სათამაშოდ და როცა ეროვნულ გუნდს ეხება საქმე, სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ჩვენ თვალწინაა ლაშა დვალის მაგალითი. ეს ბიჭები სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების დონეზე შეეჩვივნენ გამარჯვებებს და მათთვის წაგებულის ფსიქოლოგია უცხოა...

- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბუნებაში არ არსებობს ორი ერთნაირი მწვრთნელი. ჩვენ მხოლოდ "გარედან" ვიცით ის, რაც ხდება საქართველოს ნაკრებში, მაგრამ, როცა ფეხბურთელი გამოდის და ამბობს, ჩვენი გუნდი დღეს ერთი დიდი ოჯახიაო, ეს უკვე დადებით ტენდენციად მიმაჩნია.

ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაფერი დალაგებულია თამაშის მხრივ, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ. დღეს მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც ძალიან სჭირდებათ ჩვენგან ნდობა.

- ფაქტია, ნდობა თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებსაც ჰქონდა თავიდან, მერე შეიცვალა რაღაც...

- დღეს მე, როგორც ფეხბურთის სპეციალისტმა, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, საით მიდის საქართველოს ნაკრები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ვარაუდი გამართლდება და არც იმას, რომ თუ საჭიროებას დავინახავთ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გავაკრიტიკოთ.

უკვე ვთქვი - არ არსებობს ორი ერთნაირი მწვრთნელი და, შესაძლოა, მე ჩემი აზრი მქონდეს ტაქტიკურ სქემებსა თუ კონკრეტულ პოზიციებზე მოთამაშე ფეხბურთელებზე, თუმცა დღეს ასეთი ზოგადი ტენდენცია იკვეთება. რა იქნება ხვალ, ამას ყველა ერთად ვნახავთ...

ვიცით, რა დღეშიც არის ახლა ქართული ფეხბურთი. ასეთ ვითარებაში ეროვნულ ნაკრებს განსაკუთრებული როლი ეკისრება. მას შეუძლია, ფეხბურთისკენ შემოაბრუნოს ქომაგი, ბიზნესი, სახელმწიფო...

- წეღან თქვით, ორი ერთნაირი მწვრთნელი არ არსებობსო. საინტერესოა, რას ხედავთ ამ ეტაპზე კახა ცხადაძისგან განსხვავებულად?

- მოდი, ნუ დავკონკრეტდებით. არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ნაკრების მწვრთნელს რამეს ვკარნახობ...

- მართალია, ქართული ფეხბურთი, ზოგადად, სახელმწიფოსგან ფინანსდება, მაგრამ ამას მიზანმიმართულ მხარდაჭერად მაინც ვერ აღვიქვამთ... იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს თანხა წყალში იყრება...

- მე სხვანაირად ვხედავ სახელმწიფოს როლს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. რომ მივცეთ კონკრეტული თანხა ამა თუ იმ კლუბს, ეს მაინც დროებითი ინიექცია იქნება. ტკივილს კი გააყუჩებს, თუმცა დროებითია, ავადმყოფობა კი არ რჩება. დღეს ჩვენ გვაკლია ძირითადი - სისტემური მიდგომა. უნდა გაიწეროს პრიორიტეტები. ქართულ ფეხბურთს დღეს რეფორმები სჭირდება. ფეხბურთი ცალკე ვერ განვითარდება.

ის უნდა ვიგულისხმოთ სპორტთან და შეიძლება, ხელოვნებასთან ერთადაც. რა თქმა უნდა, ჩამოსაყალიბებელია საკანონმდებლო ბაზა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამუშაო ძალიან ბევრია.

- საინტერესოა თქვენი აზრი, რატომ უნდა იყოს ფეხბურთი პრიორიტეტი საქართველოსთვის?

- ქართულ ფეხბურთს სჭირდება განვითარების კონკრეტული გეგმა. პრიორიტეტი კი იმიტომაა, რომ ფეხბურთი ჩვენს გენშია, სისხლშია და დიდი გამარჯვებებიც გვახსოვს.

სამწუხაროდ, ხანდახან ვხედავ შეუთანხმებელ მოქმედებას ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოსა თუ სპორტის სამინისტროს შორის. მესმის, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა, მაგრამ როდისმე მათი მოგვარება ხომ უნდა დავიწყოთ. თუ არ დავიწყეთ, მაშინ სულ ამ ადგილზე ვიქნებით.

რატომ უნდა იყოს ფეხბურთი პრიორიტეტიო, რომ მკითხეთ, კიდევ ამას გიპასუხებთ - თუნდაც იმიტომ, რომ ფეხბურთს ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავს საქართველოში, ამ პირობებშიც კი. თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს სპორტის ამ სახეობას.

- ბატონო გია, საერთოდ, რას ნიშნავს შემტევი ფეხბურთი? როგორ უნდა ვითამაშოთ ის? არის თუ არა დამოკიდებული შემტევი ფეხბურთის თამაში მაინცდამაინც მინდორზე მყოფი თავდამსხმელების რაოდენობაზე?

- საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ იცვლება. სხვა დროს ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს არ არის შემტევი ფეხბურთი, მაგრამ დღეს, როცა თავიდან ვაყალიბებთ ბევრ რამეს, ავანსად უნდა ვთქვათ, რომ მივესალმებით ისეთი ფეხბურთის თამაშის მცდელობას, რომელიც შეიმჩნევა.

რაც შეეხება მინდორზე თავდამსხმელების რაოდენობას, ეს ვერაფრით იქნება იმის განმსაზღვრელი, თამაშობს თუ არა ესა თუ ის გუნდი შემტევ, გნებავთ - სანახაობრივ ფეხბურთს. ყველა ტაქტიკურ სქემას აქვს საკმარისი მოქნილობა საიმისოდ, რომ მეტოქის კართან შეიქმნას მომენტი. თანაც, დღეს ვეღარ ნახავთ გუნდს, რომელიც ერთი ტაქტიკური სქემით თამაშობს და ჩვენც დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აქვს რამდენიმე ტაქტიკური სქემა.

ბუნებრივია, გერმანიასთან მატჩში იყო მომენტები, როცა დიდ დროს ვატარებდით დაცვაში. არ გამოგვდიოდა შეტევაში მწყობრად გადასვლა და ხშირად უმისამართოდ ვიგერიებდით ბურთს.

ფეხბურთში ყველაფერს სჭირდება დრო. საქართველოს ამ ნაკრებში ვხედავ პოტენციალს. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ მოწინააღმდეგის შიში. ასეთები არიან, ვთქვათ, ჭანტურია, მჭედლიძე, დვალი, კანკავა... მინდა გამოვარჩიო ჯაბა კანკავას თამაში. ის მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებული იყო.

საერთოდ, სამდურავს საქართველოს ნაკრების ვერც ერთ ფეხბურთელზე ვიტყვი.

- როგორ დაახასიათებდით ნაკრების ახალწვეულებს?

- დღევანდელი ბირთვიდან რამდენიმე ფეხბურთელმა ჩემს ხელში გაიარა - ლორია, ყენია, მახარაძე, ნავალოვსკი... მთლიანობაში, დადებითად ვაფასებ მათ თამაშს.

ავიღოთ თუნდაც კახა მახარაძე. გასაგებია, რომ მას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ აქ არის ერთი, მეტად საყურადღებო მომენტი - მახარაძე თამაშობს უზბეკეთის ჩემპიონატში, გერმანიის ამ ნაკრების ფეხბურთელები კი კვირაში ორჯერ ატარებენ უპრინციპულეს მატჩებს. იმავე მახარაძეს მას შემდეგ უნდა მოვთხოვოთ ბევრი, როცა ის ბოლომდე გაივლის ადაპტაციას საქართველოს ნაკრებში...

- ერთიცაა: სანაკრებო სპეციფიკა სხვაა, ერთ შეკრებაზე მწვრთნელს სულ სამი-ოთხი დღე აქვს ფეხბურთელებთან სამუშაოდ...

- დიახ, ესაა სანაკრებო სპეციფიკა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიცით ბევრი დიდი საკლუბო მწვრთნელი, რომელთაც სანაკრებო ასპარეზზე შედეგი არ აქვთ.

- ბატონო გია, თქვენ მიერ გაწვრთნილ გუნდებში, პრაქტიკულად, არ გვხვდებოდნენ ლეგიონერები და ვიცით, რომ ეს ჩვენი საფეხბურთო გენის რწმენით იყო გამოწვეული. დრომ ხომ არ შეარყია ეს რწმენა?

- არა, რას ამბობთ?!. რაც შეეხება ლეგიონერების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, მიმაჩნია, რომ უცხოელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩამოიყვანო, თუ ადგილობრივი რესურსი ამოწურულია.

თქვენი კითხვის ძირითად ნაწილს დავუბრუნდები. დღეს ჩვენს ფეხბურთში ბევრი ტალანტია. ამას მოწმობს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგები. ეგაა, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს გარკვეულ მომენტში ექმნებათ პრობლემები. ვერ ხდება მათი ინტეგრაცია დიდ ფეხბურთში. ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონეა. ბევრს არ უნდა აქ თამაში და პატარა ასაკიდანვე მიდის საზღვარგარეთ. ჩემთვის მისი მისწრაფება გასაგებია, მაგრამ არის მეორე მომენტი - განა, სახლში რომ მოგეფერება ვინმე, ისე სადმე მოგივლიან და მოგეფერებიან?!

- საინტერესოა, ქართული ფეხბურთის განვითარებას აფერხებს თუ არა დროის პრობლემა? ვგულისხმობთ ექვსთვიან გუნდებს, ამავე ხანგრძლივობის კონტრაქტებს...

- ჩემი აზრი ასეთია: ქართული ფეხბურთი განვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბები კერძო მფლობელთა ხელში გადავლენ. შევხედოთ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობას. აბა, ნახეთ, რომელი კლუბებიდან იწვევენ ამ ნაკრებებში ფეხბურთელებს? ძირითადად, ესა არის "საბურთალო", "დინამო" და "ლოკომოტივი". რეგიონებიდან თითო-ოროლა თუ გამოერევა. ერთი მხრივ, ეს დამაფიქრებელი და უარყოფითი ტენდენციაა, მეორე მხრივ კი, ეს გუნდები კერძო მფლობელობაში არიან.

- ფაქტია, ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა. თქვენი აზრით, რა უნდა გამოსწორდეს და შეიცვალოს პირველ რიგში?

- პირველ რიგში, უნდა დაიწეროს სპეციალისტებისა და ჟურნალისტების მიერ ზუსტი დასკვნა თემაზე, თუ სად ვართ დღეს. ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი მოთხოვნები არ არის ლოგიკური და ეს სამწუხარო რეალობაა. ქართული ფეხბურთის განვითარების კონცეფცია უნდა შემუშავდეს ფინანსისტების, სოციოლოგების, იურისტების მიერ...

უნდა შეიცვალოს ბევრი რამ, მათ შორის, ფეხბურთისადმი მიდგომა სკოლებში, ქუჩაში, კოლეჯებში...

- ქართული ფეხბურთიდან კერძო ინვესტორები ერთმანეთის მიყოლებით გარბიან. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?

- იმიტომ ხდება, რომ მათ არანაირი დაფასება არ უგრძვნიათ და ეს ფაქტია. დღეს ქართულ ფეხბურთში მოგებას ვერ ნახავ. ერთადერთი, რისთვისაც ეს ხალხი მოვიდა ჩვენს საკლუბო ფეხბურთში, ეს არის სწორედ ფეხბურთის სიყვარული და იმის სურვილი, რომ შეექმნათ კონკურენტუნარიანი გუნდები, რომლებიც გარკვეულ წარმატებებს მიაღწევდნენ ევროასპარეზზე.

სამწუხარო რეალობაა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან კარგად აკეთებს საქმეს, დღეს ქართული კლუბის კერძო მფლობელი მხოლოდ იმ თანხის ნახევრის ნახევარს თუ ამოიღებს, რომელიც დახარჯა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს დახარჯულ მილიონებზე. დღეს კერძო ინვესტორი თავიდანვე წამგებიან მდგომარეობაშია, რადგან კლუბი მისგან მუდმივ დოტაციას ითხოვს.

- ვფიქრობთ, არც ბიზნესმენის მიერ კაპიტალის დაგროვება არის დასაძრახი საქმე...

- არ არის, მაგრამ დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ეს გამორიცხულია. მითხარით, როგორ უნდა მოხდეს ეს? დღევანდელი ქართული ფეხბურთი არ არის მომგებიანი სფერო.

- თქვენი უმუშევრობა გრძელდება. გია გეგუჩაძე ვერ წარმოგვიდგენია ვერც უამბიციო და ვერც ექვსთვიან გუნდში. როგორ გესახებათ თქვენი სამწვრთნელო მომავალი?

- მინდა მჯეროდეს, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან მენატრება მინდორზე გასვლა, თუმცა მე არ მინდა სამუშაო სამუშაოსათვის. სადაც ვმუშაობდი, არასოდეს ვყოფილვარ მხოლოდ პირველი გუნდის მწვრთნელი. ვკურირებდი დუბლშემადგენლობას და ყველა ასაკობრივ გუნდს.

- საინტერესოა, "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ თუ შეგეხმიანათ ვინმე?

- არა, არ ყოფილა შემოთავაზება...

- საერთოდ?!

- იყო რამდენიმე აგენტის ზარი, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giga

ტკვენ ზმაო არ იციტ და მიტო პიკრობტ მასე ნეტა მარტლა მასე იკოს/ამდენი ცლის განმავლობაში დედა უტირა ზესტაპონელ პატარებს/ამდენ ტაობას მიაპურტხა გაიარა და ცავიდა/მაგარია არა? აბა მივიდეს ცოტა ნაკლებ მაკუტიან გუნდში და დააკენოს კაი გუნდი

• Giorgi

555-ს: შენ დიდი ხანია გაკვირდები,ძირითადად ინტრიგნული და ანტიქართული კომენტარების წერით ხარ დაკავებული. გია გეგუჩაძისნაირი სპეციალისტები და მისნაირი ქართველები ღმერთმა ამრავლოს!

• murtalo

კახა ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს , მააგრამ სამართლიანი იქნებოდა ნაკრების მწვრთნელად სწორედ გეგუჩაძის დანიშვნა...555-ის მსგავსებმა კი პირი გამოირეცხონ სანამ გეგუჩაზე დაიწყებენ ლაპარაკს!

• akhali II

555 ბიძიკო ფაქტი დადე

• 555

შენ ხარ დიმა მაღრაძე, იმ "მეტალურგის" მესვეური, რომელიც მესამე ლიგაში გააგდეთ. ხარ თუ არა? მერეარ მოგეწონათ, კოკაიამ შენ და შენნაირები გუნდიდან რომ გაგიშვათ და არც გეგუჩამ მიგიკარათ. ასეა თუ არა, ბატონო დიმა, ზესტაფონში ცნობილო ინტრიგანო?

• 555-s

ეს

• gusha

555 თუ რამე კონკრეტული იცი ბოლობდე თქვი. გეგუჩაძეზე, რომ იტყვი ფულები უყვარსო, ნამდვილი პროვოკატორი ხარ. ეტყობა პირადი წყენა გაქვს და რა დააბრალო არ იცი.

• akhali II

555 საყურადღებობ! ან ფაქტი დადე თუ არადა დაფიქრდი სანამ რამეს დაწერ ბიძიკო!

• დათო

არასოდეს არავის უთქვამს გეგუჩაძეზე მსგავსი რამ, 555 ცილს რატომ წამებ? თუ ფაქტი გაქვს დადე, თუ არადა ბოდიში მოიხადე, იმიტომ რომ გია არის უპატიოსნესი კაცი, უნიჭიერესი და საქმის პროფესიონალი, ყველაზე შედეგიანი ქართველი მწვრთნელი!

• კოლხი

ძვირფასო ფეხბურთის მესვეურნო და გულშემატკივრებო, ჩემი გადმოსახედიდან თუნდაც დილეტანტის, გია გეგუჩაძის პოტენციალის არგამოყენება ქართული ფეხბერთის განვითარებაში არის დანაშაული.მაგრამ პატრონი არ ყავდა ჩვენს ქვეყანას არასდროს და რა გასაკვირია.სად არის გულანთებული ქართველები უშველეთ ჩვენს ქვეყანას თუ არა, არ ეყოლება ჩვენს ქვეყანას წინაპრების მომგონებელი.

• Aleksandre

555 ვკურირებდი არ ნიშნავს ვმუშაობდი და შესაბამისად მეტი სარგებელი მქონდა, შენ თუ მასე თვლი რომ გეგუჩაძე ფულის კეთებისთვისაა ფეხბურთში და არა საქმის დროა ფეხბურთის ყურებას თავი დაანებო. ეს კაცი ყველაზე ადეკვატურად მსჯელობს პრობლემებზე და მგონი ყველა ხედავს. ადამიანი რომელიც საპირისპიროს ფიქრობს მე მთლად მოაზროვნედ არ მიმაჩნია, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ მაგრამ ფაქტი ფაქტია..

• დდ

რაც არ უნდა პროფესიონალები დაასაქმოს ზესტაფონში მაქსიმუმ 2000 კაცი მივიდეს სტადიონზე ერთ თამაშზე და თითომ 5 ლარი გადაიხადოს. ესეც შენი 10 000 ლარი თამაშზე სულ მთელი წლის განმავლობაში 300 000. გუნდში 20 კაცმა ხო უნდა მიიღოს ხელფასი. 300 000/20=15 000 15000/12= 1250 ლარს ანუ თითო ფეხბურთელი 1000 ლარს აიღებს თვეში სუფთას. გუნდის შენახვის ხარჯები რო აჩუქოს ვინმემ. რაც ასევე მინიმუმ 300 000 ლარია წელიწადში. კიდე გგონიათ რო ფეხბურთი მომგებიანი იქნება როდესმე? ან გგონიათ რო ყოველ თამაშზე 2000 კაცი მოვა და თითო 5 ლარს გადაიხდის?

• ფერნანდო

გეგუჩაძე არ უნდა იყოს გუნდის გარეშე!

• 555

ყველას იმიტომ კურირებდი, რომ ბევრი სარგებელი გენახა. ეს იყო შენი მიზანი და არა საქმის კეთება. ფულები გიყვარს ფულები ბიძიკო. გამოდიხარ აქ ისე საუბრობ ისე თითქოს უსპეტაკესი ხარ. შენი იდეები შენთვის შეინახე.

• gaga

ეს შეკითხვა ჯურნალისტის რატომ უნდა იყოს ფეხბურთი პრიოლიტეტურიო მხოლოდ ფედერაციის ხელმზღვანელობაზეა აგებული. ფედერაციის ხელმზღვანელობა რო შეიცვლება თქვენ სხვანაირად აჭიკჭიკდებით.

• გუჯა კახაძე

ქართული ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს მეპატრონემ სანათესაოს და საძმაკაცოს ნაცვლად საუკეთესო პროფესიონალები უნდა დაასაქმოს!!!!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიოს თასზე ათეულში!

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ

რა მოხდა ტრაბზონში? ზარი სოლიდური რუსული კლუბიდან - შოთა "ლელოს" სტუმარია

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

კახა ცხადაძე: ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაც კამპანიას ააგორებს, საკადრის პასუხს გავცემ!

ᓥაᓠᓗᓣᓚᓘ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓞᓔᓚᓔ - ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓙᓘᓖᓘᓠᓘᓐ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "დინამო" საიმისოდ მომწიფდა, რომ საჩემპიონო ამბიცია ჰქონდეს

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

"ᓥᓐᓠᓗუᓚᓘ ᓤეᓮᓑუᓠᓗიᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓐᓓᓔᓜᓘᓚᓘ ᓓᓐᓜᓐᓨᓐუᓚᓘ ᓐᓠᓐᓕᓘᓡ ᓨეᓠᓩეᓑᓐ!"

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...