სამეულისთვის მებრძოლნი
33-ე ტური გუშინ გამართული "უდინეზე"-"ინტერის" ჯახით გაიხსნა. დღეს კიდევ 8 შეხვედრა გაიმართება და ხვალ დაგეგმილი "ემპოლი"-"ნაპოლის" პაექრობით დასრულდება. თითქმის ყველა შეხვედრას სატურნირო ინტრიგა ახლავს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

მთავარი მატჩი

ტურინში "იუვენტუსი" "ფიორენტინას" მიიღებს, რაც ყოველთვის საინტერესოა. მით უმეტეს, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტურში "ვეკია სენიორამ" ჩემპიონობა მოიპოვოს.

დიახ, თუ "იუვენტუსი" "ფიორენტინას" დაამარცხებს და რომაულ გუნდებს ფეხი დაუცდებათ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მიუღწეველი იქნება. თავის მხრივ, ამ მატჩს ფლორენციელებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მარცხის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, საუკეთესო ექვსეულის დატოვება მოუწევთ.

არადა, სულ ახლო წარსულში, ვინჩენცო მონტელას გუნდი სამეულში მოსახვედრად იბრძოდა. მოკლედ, ტურინში ორივე გუნდი შეუტევს და წესით, საინტერესო მატჩის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და სასტარტო შემადგენლობაში ყველა წამყვან ფეხბურთელს გაამწესებს. ერთი ეგაა, ლეონარდო ბონუჩის დისკვალიფიკაცია აქვს, პატრის ევრას კი – მიკროტრავმა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მონტელა თადარიგში დატოვებს მოჰამედ სალაჰს და მას მეორე ნახევარში ჩართავს ბრძოლაში. ფლორენციელთა შეტევაში ხოაკინ სანჩესს, მანუელ ვარგასს და მარიო გომესს ვიხილავთ.

"იუვენტუსი" და "ფიორენტინა" პრინციპული მეტოქეები არიან. მატჩს არც სატურნირო ინტრიგა აკლია და ვნახოთ, რით დასრულდება ეს მეტად საინტერესო პაექრობა...

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, პადოინი - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - პერეირა - ტევესი, მორატა

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, ბასანტა, გონსალო, ალონსო - ბადელი, აკვილანი, ფერნანდესი - ვარგასი, ხოაკინი, გომესი

სამეულისთვის მებრძოლნი

დაახლოებით თანაბარი სირთულის მატჩები აქვთ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს. "ლაციო" "პარმას" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ "კიევოსთან" დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეოროს. მართალია, ემილიელები კარგად ათამაშდნენ და ქულებსაც იღებენ, მაგრამ ამ შეხვედრაში ფავორიტად მაინც "ბიანკოჩელესტე" უნდა მოვნათლოთ. "გაძეტას" ვარაუდით, მიროსლავ კლოზე თადარიგში დარჩება, შეტევაში კი ფელიპე ანდერსონის, ანტონიო კანდრევას და ბალდე კეიტას ტრიოს ვიხილავთ.

"რომა" "სასუოლოს" ესტუმრება და შეეცდება, წარუმატებელი სერია დაასრულოს. რუდი გარსია დაჰპირდა გულშემატკივრებს, რომ "ჯალოროსი" გარდაიქმნება და სეზონის დასკვნით ნაწილს მაღალ დონეზე ჩაატარებს. "სასუოლომ" ბოლო დროს მოუკლო და გასავარდნ ზონასაც კი მიუახლოვდა, მაგრამ ამ გუნდს შეუძლია ერთი კონკრეტული მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება. ამჯერად, ფრანჩესკო ტოტი რეზერვში დარჩება, შეტევაში კი ჟერვინიოს, ვიკტორ იბარბოს და მირალემ პიანიჩს ვიხილავთ. კრიზისის მიუხედავად, რუდი გარსია არაფრით ღალატობს საყვარელ ტაქტიკას და მეტოქეს ისევ 4-3-3 სქემას დაუპირისპირებს.

ტური "ემპოლი"-"ნაპოლის" მატჩით დასრულდება, სადაც ნეაპოლელები სამი ქულის მოპოვებას და სამეულში შესვლას შეეცდებიან. რაფაელ ბენიტესის გუნდი კარგ ფორმაშია და ამ წყვილში ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა "ემპოლი" საკუთარ კედლებში იოლად არაფერს თმობს და წესით, საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს...

ევროპალიგის საგზურებისთვის...

საინტერესო მატჩი შედგება "სან სიროზე", სადაც "მილანს" "ჯენოა" ესტუმრება. ლომბარდიული გრანდი რომ ღრმა კრიზისშია, ძველი ამბავია, რასაც გასულ უქმეებზე მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი დაემატა. ფილიპო ინძაგი ნაიჯელ დე იონგს წაეკიდა და ორივე მათგანს თავისი მომხრეები გამოუჩნდა. მოკლედ, "როსონერიში" განხეთქილებაა, "გაძეტას" მტკიცებით კი, ინძაგი პირად წყენაზე თვალს დახუჭავს და დე იონგს ძირითადში დააყენებს.

ქულები "ჯენოასაც" ჰაერივით სჭირდება და იოლად არაფერს დათმობს.

"ტორინო" "პალერმოს" ესტუმრება, "სამპდორია" კი "ვერონას" მიიღებს. ტურინელებს და გენუელებს დაახლოებით თანაბარი სირთულის ამოცანა აქვთ და ვნახოთ, როგორ გადაჭრიან მათ. "სამპას" მარტინს ედერი დაემტვრა სეზონის ბოლომდე, რაც დიდი დანაკლისია - დანარჩენზე ტურის მიმოხილვაში ვისაუბროთ...

იტალია. სერია A. XXXIII ტური

28 აპრილი

უდინეზე-ინტერი 1:2

გოლები: 0:1 იკარდი (48-პენ.), 1:1 დი ნატალე (50), 1:2 პოდოლსკი (65)

უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, დომიცი, პირისი - ალანი, პინცი, ბადუ - გილიერმე (44. პასკუალე - 87. პერიკა) - დი ნატალე (61. კონე), ტერო

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, ფელიპე, ვიდიჩი, სანტონი - გუარინი (65. პოდოლსკი), მედელი, კოვაჩიჩი - ერნანესი (90. გნუკური) - პალასიო, იკარდი

გაფრთხილება: კარნეზისი, ვიდმერი, პინცი - მედელი, გუარინი, პალასიო, პოდოლსკი

გაძევება: დომიცი (40. უდინეზე), ბადუ (58. უდინეზე)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-19 (1-11); ბურთის ფლობა: 32%-68%

მაყურებელი: 10 000

იხილეთ ვიდეო

29 აპრილი

მილანი-ჯენოა 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ელ შაარავი, აგაცი, მონტოლივო, ესიენი, პალეტა - პეროტი, ტინო კოშტა, არიაუდო, ბორიელო

ბოლო 6 შეხვედრა

2-2-2 3-1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +11=5-3, (25-11)

ჩეზენა-ატალანტა 22:45

დისკვალიფიკაცია: ზე ედუარდო - დენისი

ტრავმა: მარილუნგო, იაბრე, ვალძანია, მაგნუსონი, ლუკინი, პულცეტი - რაიმონდი, კერუბინი

ბოლო 6 შეხვედრა

0-3-3 1-4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +0=5-6, (8-18)

კიევო-კალიარი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: აველარი (კალიარი)

ბოლო 6 შეხვედრა

3-2-1 1-1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +10=10-4, (29-23)

იუვენტუსი-ფიორენტინა 22:45

დისკვალიფიკაცია: ბონუჩი (იუვენტუსი)

ტრავმა: ასამოა, ღომულო, კასერესი, პოგბა - როსი, ლაძერინი, ბაბაქარი

ბოლო 6 შეხვედრა

4-0-2 2-1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +21=15-6, (66-42)

ლაციო-პარმა 22:45

დისკვალიფიკაცია: ონაზი - კოსტა, ფედალი

ტრავმა: ჯენტილეტი, ჯორჯევიჩი, კონკო, დე ვრი, პაროლო, ბილია - გალოპა

ბოლო 6 შეხვედრა

4-1-1 3-2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +19=11-12, (54-46)

პალერმო-ტორინო 22:45

დისკვალიფიკაცია: მორეტი, გაცი (ტორინო)

ტრავმა: მორგანელა, ბარეტო, ემერსონი (პალერმო)

ბოლო 6 შეხვედრა

2-0-4 3-2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +3=5-3, (11-10)

სამპდორია-ვერონა 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ედერი, დე ვიტისი, კაჩატორე, ჯორჯევიჩი - იონიცა, ალფრედსონი, იანკოვიჩი

ბოლო 6 შეხვედრა

2-2-2 3-1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +5=5-1, (20-9)

სასუოლო-რომა 22:45

დისკვალიფიკაცია: ბერარდი (სასუოლო)

ტრავმა: მანიანელი, ვრსალკო, პოლიტო, ტერანოვა, ანტეი, გაცოლა, ნატალი - სტროტმანი, კასტანი, მაიკონი, კეიტა, ჰოლებასი

ბოლო 6 შეხვედრა

2-1-3 2-2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=2-1, (3-5)

30 აპრილი

ემპოლი-ნაპოლი 22:45

დისკვალიფიკაცია: ტონელი (ემპოლი)

ტრავმა: გუარენტე - მიჩუ, ცუნიგა, დე გუზმანი

ბოლო 6 შეხვედრა

1-3-2 3-1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +4=3-2, (16-7)

ბომბარდირები: 18 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ლუკა ტონი (ვერონა); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი); 15 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
სერია A. XV ტური: "ინტერი" სტუმრად იგებს [VIDEO]
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
შრომა დაუფასდა - "მილანმა" ალექსის კონტრაქტიც გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი