საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს უკრაინასთან ამხანაგურმა მატჩებმა ბევრი ნაკლი დაანახა
ელიტრაუნდამდე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კიევში რამდენიმედღიანი შეკრება გაიარა და უკრაინელ თანატოლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, არადა, ჩვენებმა მეტოქეზე ბევრად მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. მეორე თამაშში კი ოლექსანდრ გოლოვკოს შეგირდებმა 3:0 დაგვამარცხეს.

U19. უკრაინა-საქართველო 3:0 - ქართველმაც გაგვიტანა [PHOTO]

U19. უკრაინა-საქართველო 0:0 - უკრაინამ ვერაფერი დაგვაკლო [VIDEO+PHOTO]

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს შეკრების შეფასება ვთხოვეთ:

- ორივე მატჩი დაახლოებით ერთნაირი ხასიათის იყო. პირველში არაერთი მომენტი გვქონდა, 100-პროცენტიანი შანსები ვერ გამოვიყენეთ დასაწყისშიც და მერეც.

- ასეთ შეკრებასა და სპარინგებში გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად ჩნდება...

- სწორედ ამისთვის წავედით კიევში და ბევრ კითხვაზე პასუხი მივიღეთ კიდეც. პირველ შეხვედრაში კარგად გამოვიყურებოდით, ბიჭებმა მთელი ორი ტაიმის განმავლობაში ბევრი იმოძრავეს. თუმცა მეორე ნახევრის ბოლოს მაინც გაუჭირდათ. წაგებულ მატჩში კი ნათლად გამოჩნდა, რომ ფიზიკური კონდიციების მხრივ მოვიკოჭლებდით.

- ...თან ბევრი ტრავმირებულიც გყავდათ.

- ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ვერ გვეხმარებოდა. მაგალითად, კიტეიშვილი "დინამოს" ლიდერად ჩამოყალიბდა, რაც ძალიან მიხარია. ის კლუბს სჭირდებოდა და ვერ წამოვიდა. ასევე მოხდა "სამტრედიის" ფეხბურთელების - გიორგი თევზაძისა და ილია კერძევაძის შემთხვევაშიც. ისინიც კლუბს სჭირდებოდნენ...

ტრავმირებულებიც მრავლად იყვნენ. მაგალითად, გიორგი კილასონია... კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი ლუკა ზარანდიას და მალე გვეცოდინება, როდის დაიწყებს ვარჯიშს გუნდთან ერთად. სულ ორი დღეა, რაც რომან ჭანტურია "ემპოლის" დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა - მას ფეხის თითი ჰქონდა მოტეხილი... ერთი სიტყვით, ამ ბიჭების არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. ჯერ ისიც არ ვიცით, ელიტრაუნდში რომელი მათგანი დაგვიბრუნდება.

სხვათა შორის, სულ ერთი თვეა, რაც ლადო მოხევიშვილმა ვარჯიში განაახლა. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ჯერ საუკეთესო ფორმაში არ იყო. თუმცა, იმედია, ელიტრაუნდის დაწყებამდე ფორმას აღიდგენს და დაგვეხმარება.

პრობლემა ისიცაა, რომ ბევრ მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით, "საბურთალოს" ფეხბურთელებს. ბევრი საერთოდ უთამაშებელია და ამან დიდი კვალი დაგვატყო. 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მოთხოვნებს მაღალი დონის მომზადება სჭირდება. მაგრამ ყველაზე მეტად დამაფიქრებელი ის იყო, რომ ბოლო ხუთ შეხვედრაში "სტანდარტულის" გარეშე გოლი ვერ გაგვაქვს. მაგრამ თავდასხმაში ზარანდია-ჭანტურია-კერძევაძის არყოფნა დიდი დანაკლისია და მათ გარეშე გატანა ძალიან გაგვიჭირდა.

- უკრაინელთა თქმით, მეორე შეხვედრა იმის ხარჯზე მოიგეს, ჩვენი ნაკლი კარგად რომ შეისწავლეს...

- მათი თქმით, ნაკლი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ვეთანხმები - უკრაინელებმა ეს სისუსტე კარგად გამოიყენეს. ამას გარდა, საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემებიც გვქონდა. იმედია, იმ ექვსი მოთამაშის დაბრუნებით ეს პრობლემები მოგვარდება. ასევე იმედი მაქვს, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგის ამბავსაც მოვაგვარებთ.

- შეკრებას როდის დაიწყებთ?

- 18 მაისს ფეხბურთელებს თბილისში მოვიწვევთ. ამ დროისთვის ვინ იქნება მზადყოფნაში და ვის გამოუშვებენ გუნდები, ჯერ არ ვიცით.

- ელიტრაუნდის დაწყებამდე სამი დღით ადრე, 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში "დინამო"-"სამტრედიას" შეხვდება. ამ დროისთვის, 19-წლამდელები შეკრებაზე იქნებიან და საინტერესოა, კიტეიშვილი, თევზაძე და კერძევაძე თქვენთან იქნებიან თუ ფინალისთვის თავიანთ გუნდებში მოემზადებიან?

- ისინი გუნდებში იქნებიან და ესეც კიდევ ერთი პრობლემაა.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ უკრაინის ნაკრებში მოთამაშე ბექა ვაჩიბერაძეზე?

- ბექას დამღლელი სეზონი ჰქონდა და ვერ ვიტყვი, რომ პირველ თამაშში გამორჩეული იყო. მეორეში კი შეცვლაზე შემოვიდა და გოლიც გაგვიტანა. ორი აზრი არ არის, რომ საინტერესო ფეხბურთელია და ნებისმიერ გუნდში სიამოვნებით ავიყვანდი. მაგრამ ჩვენი ნახევარმცველები - მოხევიშვილი, ხარაიშვილი და კიტეიშვილი არანაკლები კლასისანი არიან.

მაგრამ ბექა მართლაც ნიჭიერია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას პროგრესისთვის უკეთესი საშუალებები აქვს, ვიდრე ჩვენს მოთამაშეებს - კარგ გარემოში ვარჯიშობს, დაძაბულ და მაღალი კლასის თამაშებში, ფაქტობრივად, 90 წუთს ატარებს მოედანზე და ეს აშკარად ეტყობა. იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და იქ თამაში კი მისი ნებისმიერი თანატოლისთვის უზარმაზარი გამოცდილებაა.

სამწუხაროდ, მსგავსი პრაქტიკა ქართველ ახალგაზრდებს თითქმის არ აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli arqania
წარმატებებს ვუსურვებ ამ მწვრთნელს
soso
ცქიფო კარგი ადამიანია გასაგებია სპორტის მინისტრი შვიდი შვილის მამაა გასაგებია მაგრამ ეს საკმარისი არარი კარგი მცვრთნელობა დავაბრალოთ ან კარგი მინისტრობა უბრალოდ მართლა სირცხვილია ჯერ საქმით დაამთკიცოს და მერე ვილაპარაკოთ მცვრთნელობაზე დიდი ნოდარ ახალკაცი გამარჯობას ამადლიდა ხალხს და ფეხბურთელებს არელაპარაკებოდა პიროვნულად ნოლი იკო მაგრამ მცვრთნელი ზალიან დიდი ამიტომ ნუ გვერევა კაი ბიჩობა კარგ მცვრთნელობაში
1
პასუხი არის ის რომ სუსტი ჩემპიონატი გვაქვს და შესაბამისად სუსტი მოთამასშეები გვყავს ყველა ასაკში, კლუბებს უნდა ყავდეთ ასაკობრივი გუნდები მაგრამ ამას ფინანსები უნდა
zaza
ცკიფო მაგარია და წესიერია გუჯა შე ბოღმავ
dudu
არ გინდა რა წუწუნი, ცოტა ილაპარაკე და მეტი გააკეთე.
kako
ჯერ დაამტკიცოს და მერე გადაფარება და ახლობლობა ამან დაგუპა ფეხბურთი
Besik
დევდარიანი მაგარი მწვრთნელია.ეს მან დაამტკიცა ბევრჯერ.
guja
დევდარიანიც გამოჩნდება რა მცვრთნელია გადაფარებულები რომ არიან არველაზეები
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
ლოკომოტივი-შუქურა 0:0 - არ იყო მხოლოდ გოლი...
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
"სამტრედიამ" ილია კერძევაძე 19-წლამდელთა ნაკრებს დაუთმო
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
ილია კერძევაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
ქვეყნის გული ყველას გულშია - სპორტსმენების დახმარება თბილისს [PHOTO]
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ზაზა ზამთარაძე: მთელი გუნდი ფინალის მოსაგებად ვემზადებით
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა