"დასაფიქრებელია, რომ არც ერთ ცნობილ მოთამაშეს, რომელმაც კარიერა დაასრულა და ფული ფეხბურთით გამოიმუშავა, ის ქართულ ფეხბურთში არ დაუბანდებია"

კახა ჭუმბურიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ტარიელ ხეჩიკაშვილის უახლოესი თანამოაზრეა.

"საბურთალოს" გენერალური დირექტორი ქართული ფეხბურთის მომავალზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

- გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მაგრამ თქვენი პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს. ეს "საბურთალოში" დისკომფორტს ხომ არ შეიტანს?

- უპირველესად, ბატონ ტარიელს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ! ჩემი აზრით, ქართულ სპორტს სწორედ ასეთი მიზანდასახული ადამიანი სჭირდებოდა. მჯერა, რომ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება, მისი ხელმძღვანელობით ქართული სპორტის სამყარო გაერთიანდება და მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს...

რაც შეეხება "საბურთალოს", ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი არ იყო კლუბის სიმბოლური პრეზიდენტი, ის ჩართული იყო ყოველდღიურ საქმიანობაში და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთად ვიღებდით. "საბურთალოში" ისეა აწყობილი და გამართული სტრუქტურები, საქმიანობაში დაბრკოლებების მიზეზებს ვერ ვხედავ.

სიმართლე გითხრათ, მთლიანად კლუბისა და ქართული ფეხბურთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ახლა სხვა რამ არის - საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს კანონი, რომლითაც ბიზნესი ფეხბურთით დაინტერესდება, ხოლო სპორტსა და ფეხბურთში დაბანდებულ ფულს - აზრი ექნება. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრი იქნება ამ კანონის ინიციატორიც და პირველი ლობისტიც.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბიზნესმენებიც დატოვებენ კლუბებს, რომლებიც აქამდე არიან შემორჩენილნი. ეს კი ნამდვილად კატასტროფა იქნება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული ფეხბურთისთვის.

- დიდი ხანია, რაც "საბურთალოს" ხელმძღვანელობა ამაზე ლაპარაკობს და, ცხადია, კანონმდებლობაზე ნაფიქრი გექნებათ. სპორტში ბიზნესის ხელშეწყობა რა ფორმით წარმოგიდგენიათ?

- ამაზე უნდა იმსჯელონ იურისტებმა და ეკონომისტებმა. ჩემი გათვლებით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებში 35 მილიონ ლარს ხარჯავს, მაგრამ აქედან შედეგი, ფაქტობრივად, არა ჩანს. ეს ფინანსები კლუბებზე თანაბრად არ არის გადანაწილებული. კლუბების ბიუჯეტები დამოკიდებულია იმაზე, ამა თუ იმ რეგიონს როგორი ხასიათის გუბერნატორი ან გამგებელი ჰყავს.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ კლუბებზე თანაბრად უნდა იყო გადანაწილებული სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხა. მაგრამ, ამაზე უკეთესი იქნება დამატებითი ღირებულების ნაწილი სპორტს მოახმარონ და ნიხრი დაუწესონ.

მაგალითად, უმაღლესი ლიგის კლუბის მფლობელი კომპანია გათავისუფლებული უნდა იყოს 1.5 მილიონი ლარით, თუკი ამ თანხას ჩადებს კლუბში. ანალოგიურად უნდა მოხდეს, პირველ და მეორე ლიგის კლუბებში, ბავშვთა ფეხბურთში კი, რა თქმა უნდა, თანხა შესაბამისად ნაკლები უნდა იყოს.

მთლიანობაში, არა მგონია, ეს ყოველივე 35 მილიონ ლარს გასცდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ფეხბურთში ხარჯი არ გაეზრდება. მით უმეტეს, თუ გადავხედავთ პირველი და მეორე ლიგების გუნდების უმეტესობას, ვნახავთ, რომ იქ არც ერთი ადგილობრივი ფეხბურთელი არ თამაშობს, სტადიონზე 30-40 ქომაგზე მეტი არ დადის, მოედნები საშინელ მდგომარეობაშია და ტრიბუნებზე დასაჯდომ სკამსაც ვერ იპოვი.

მაინტერესებს, რატომ იხარჯება ამ რაიონისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თანხა, როცა შეიძლება ამ ფინანსებით მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოწვეულ იქნან სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ კადრებს გადაამზადებენ და რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას ყურადღებას დაუთმობენ.

ამით ძალიან ბევრ ნიჭიერ ბავშვს ფეხბურთში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.

- დამატებითი ღირებულების ნაწილზე შეღავათის დაწესებით თუ იგივე თანხა დაიხარჯება, რასაც ახლა სახელმწიფო ფეხბურთს ახმარს, შესაკრებთა გადაადგილებით, ჯამი როგორ შეიცვლება?

- საქართველოში რამდენი ძლიერი ბანკი და კომპანიაა? მათ რომ მსგავსი შეღავათი დაუწესო, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთით დაინტერესდებიან და თანხას დაამატებენ კიდეც. რაც მთავარია, ფეხბურთში გარემო შეიცვლება და ეს კლუბების საქმიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რადგან ბიზნესმენი დაინტერესდება, კლუბი მომგებიანი რომ გახადოს.

ფეხბურთში ბევრია მაგალითი, რომ წარმატებული ბიზნესმენები კლუბის მფლობელები არიან და ეს მათ პოპულარობასა და სახელს ათჯერ უფრო მეტად ზრდის. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია რომან აბრამოვიჩი, რომელიც მთელ მსოფლიოში "ჩელსის" შეძენის შემდეგ გაიცნეს.

- შეღავათს მარტო ფეხბურთში გულისხმობთ?

- არა მხოლოდ. უბრალოდ, ჩემი სფერო ფეხბურთია და ამიტომ ვამბობ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთიდან "ვისოლისა" და ილია კოკაიას წასვლა ძალიან ცუდი პრეცენდენტი იყო. ამ ხალხს შესაბამისი წახალისება რომ ჰქონოდათ, დარჩებოდნენ და ჩვენი ფეხბურთიც უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.

და კიდევ ერთი: ძალიან დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ არც ერთ ცნობილ მოთამაშეს, რომელმაც კარიერა დაასრულა და ფული ფეხბურთით გამოიმუშავა, ის ქართულ ფეხბურთში არ დაუბანდებია. მხოლოდ თენგიზ სულაქველიძე და კარლო მჭედლიძე მახსენდება, რომლებმაც თავიანთი საფეხბურთო სკოლები შექმნეს. აგრეთვე, კარგ საქმეს აკეთებს ძმები არველაძეების ფონდი, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელებს უანგაროდ ეხმარება.

სხვებს ფეხბურთი არანაკლებ უყვართ, მაგრამ მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში წვალებით ნაშოვნი ფულის წყალში გადაყრა არ სურთ და ფინანსებს მათთვის ნაკლებად ცნობილ სხვა სფეროებში აბანდებენ.

არადა, წარმოიდგინეთ, რამდენად სასარგებლო იქნებოდა, ცნობილ ფეხბურთელებს საფეხბურთო სკოლები რომ გაეხსნათ და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ბავშვებისთვის გაეზიარებინათ. საბოლოოდ, ისევ იმ პრობლემამდე მივდივართ, რომ საქართველოში ფეხბურთში ფულის ჩადება წამგებიანია.

- ქართული ფეხბურთის კომერციალიზაციის იდეა ბევრს ოსტაპ ბენდერის "გოროდ ვასიუკის" პროექტს აგონებს...

- სულაც არაა ასე. 30 წლის წინათ იგივე სკეპტიციზმი იქნებოდა თურქეთშიც. მაგრამ ბიზნესს შეღავათები დაუწესეს და ფეხბურთი ააყვავეს. ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური მიდგომა იყო. საერთო კი ის ჰქონდათ, რომ სპორტის დახმარების პროგრამა საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციეს და შედეგებს მიაღწიეს.

ჩვენც თუ გვინდა, რომ ფეხბურთს ეშველოს, უპირველესად, ამ საკითხს უნდა მიეხედოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ახალი უმძიმესი სანქციები - აბრამოვიჩი და "ჩელსი" შავ დღეში აღმოჩნდნენ
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
აბრამოვიჩის იმპერია ინგრევა - "ჩელსი" მატჩის წინ ლამის ფორმის გარეშე დარჩა [VIDEO]
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
მამარდაშვილის კლუბს შეიძლება ახალი "ხაზეინი" ეყოლოს - თანაც, ნახეთ, ვინ
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
დიდი სკანდალის მიზეზი: თბილისის სტადიონები ბერმუდის სამკუთხედში
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
დარჩა მხოლოდ ფორმალობა... ბაჩანა ცხადაძემ მოლდოვის ჩემპიონი "მილსამი" არჩია
ეს არჩევნები არალეგიტიმურია!!! მამუკა კვარაცხელია "ლელოს" სტუმარია
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა
მეორე ლიგის ამბები: ნემსაძე "შევარდენში, "ოლიმპიკი" "ემპოლის" ფარმკლუბი?
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
ქურდობა, კორუფცია და გატაცება - როგორ გახდა აბრამოვიჩი მილიარდერი?