დემარ კეროლის ტრავმა და სხვა ამბები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გუშინ, 2014-15 წლების რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები დაასახელა.

NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ერთხმად შეიყვანეს პირველ სიმბოლურ ნაკრებში "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტივენ კარი და "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. თითოეულმა მაქსიმალური 645 ქულა მიიღო. ამ დუეტთან ერთად პირველ გუნდში ვხედავთ ჯეიმს ჰარდენს ("ჰიუსტონი", 637), ენტონი დევისსა ("ნიუ ორლეანი", 625) და მარკ გასოლს ("მემფისი", 453).

მეორე სიმბოლური ნაკრები შეადგინეს: რასელ უესტბრუკმა ("ოკლაჰომა-სიტი", 397), ლამარკუს ოლდრიჯმა ("პორტლენდი", 390), კრის პოლმა ("კლიპერსი", 335), პაუ გასოლმა ("ჩიკაგო", 242) და დემარკუს კაზინსმა ("საკრამენტო", 220).

მესამე ნაკრებში მოხვდნენ: ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი", 189), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი", 175), ტიმ დანკანი ("სან ანტონიო", 167), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი", 122) და კაირი ირვინგი ("კლივლენდი", 112).

- "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა გაიმიზეზა მარცხენა მუხლის ტრავმა "ატლანტასთან" გუშინდელ მატჩში. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ პლეიმეიკერმა დაარწმუნა "კავალიერზის" გულშემატკივრები, რომ შეძლებს შემდეგ მატჩში მოედანზე გასვლას.

- ამავე მატჩში "ჰოქსის" ფორვარდმა დემარ კეროლმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც პარტნიორების დახმარებით დატოვა მოედანი. უახლოეს ხანში კალათბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც გაარკვევს დაზიანების ხარისხს.

- "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი ლიგამ ხუთი ათასი დოლარით დააჯარიმა "ჰიუსტონთან" სერიის პირველ მატჩში სიმულაციისთვის. ამ ეპიზოდს ადგილი ჰქონდა შეხვედრის მეოთხე მეოთხედში.

- "მინესოტას" ლეგენდა კევინ გარნეტი, რომელიც ზამთარში დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, ჯერჯერობით არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. "მგლების" მთავარი მწვრთნელის, ფილიპ სონდერსის სიტყვებით, ფორვარდი აპირებს დაეხმაროს თავის გუნდს მომავალ სეზონში.

- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა 2014-15 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო დამცველები.

პირველ ხუთეულში მოხვდნენ: კრის პოლი (კლიპერსი), კავაი ლეონარდი (სან ანტონიო), ტონი ალენი (მემფისი), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) და დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი).

მეორე ხუთეული: ჯონ უოლი (ვაშინგტონი), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), ტიმ დანკანი (სან ანტონიო) და ენდრიუ ბოგუტი (გოლდენ სტეიტი).

აღვნიშნავთ, რომ ტიმ დანკანი კარიერაში მეთხუთმეტედ მოხვდა საუკეთესო დამცველთა სიმბოლურ ხუთეულში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA: "ვაშინგტონი" პირველად გააჩერეს
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი