29 მაისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ესპანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა
29 მაისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ესპანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მარკო ასენსიომ შორი მანძილიდან დაარტყა, რასაც რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი ოთო გოშაძის კარში ჩაეშვა.

ესპანელმა ჭაბუკებმა მალევე მეორე გოლიც გაიტანეს - 27-ე წუთზე ხესუს ვალეხომ დაასწრო ქართველ მცველებს, მარცხენა ფრთიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი კარგად შეაგება და კარში გადაგზავნა.

გიორგი დევდარიანის გუნდმა გაშვებული გოლების შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობის შემცირებაც შეძლო. 45-ე წუთზე რომან ჭანტურიას კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი თევზაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა 79-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს - მარცხენა ფრთიდან იერიში ბორხა მეიორალმა დაასრულა.

დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს გატანის შანსი ჰქონდათ, გამოსარჩევი გიგი მარგველაშვილის ეპიზოდი იყო, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ესპანელთა ხარიხას მოხვდა.

საბოლოო ანგარიში ისევ ესპანელებმა დააფიქსირეს - 90-ე წუთზე, ალფონსო პედრაზამ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თებიძეს ახლო ძელთან გაუტანა - 4:1.

ელიტრაუნდის ჯგუფში მანამდე გამართულ მატჩში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქ თანატოლებს გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია (46, გოშთელიანი), კერძევაძე (46, მოხევიშვილი), ჩაბრაძე (79, შულაია).

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 31 მაისს, პორტუგალიის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ჯგუფის პირველ მატჩში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.

vova
ნაკრებს დაცვა ყავს საერთოდ?!
nika s
შენ ეტყობა დაბოლილი უყურებდი
kote
შედეგია მთავარი შედეგიიიიიი ბოლოს ტაბლოს უნდა შეხედო გაიგე და რას ვხედავთ ისევ იმედგაცრუებას ესე იქნება პორტუგალიასთანაც ესარი ჩვენი რეალობა ფეხბურთი მკვდარია უკვედიდი ხანია საქართველოში და არველაძე სიჩინავამ სულ დაასამარეს არავინ ხმას არიგებს ვეტერანები თბილათ არიან მოკუჩებულები ფედერაციაში და ხმას არიგებენ ფუუუუუუუუუუუუ მ4ეზიზგებით კველა
qazwsx
კაკო, გაიარე რა ... ჩვენ რომ ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა ... მერე ვეღარ ზრდის აქაური უსისტემობა თორემ ...
kako
ნიკა შენ ეტკობა მაგრად გაკლია
nika
ლუის დე ლა ფუენტე: “ვფიქრობ, რომ დღეს საუკეთესო ამბავი ჩვენი გუნდის მოგება იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ტაიმში საქართველომ გვაჯობა. მეტოქეს გამოკვეთილი ინდივიდუალისტები ჰყავდა. თუმცა, ჩემმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მენეჯერს ვესაუბრე და ასეთი კარგი თამაშისთვის მადლობა გადავუხადე”. მეგობრებო, კარგად ვიცი რასაც ვამბობ და ნუ ხართ უკიდურესი სკეპტიკოსები. ჩვენ რომ მეორე ტაიმში დავჩაგრეთ ესპანეტი ცხადია და პრობლემები რაზეც ვილაპარაკე თუ გამოსწორდა ესპანეთზე უკეთეს გუნდს მივიღებთ. ფეხბურთის მცოდნესთვის ეს ცხადია. გამიხარდა რომ ეს იმათმა მწვრთნელმა დაადასტურა.
nene
Kარგი ტაობა მოდის. Xელი უნდა ჰეუცკოს ფედერაციამ, ცოტა მეტი აგრესია უნდა ჰადოტ ტამასჰი მეორე ტაიმი დევდარიანმა სწორად აფამაჰა
wolfe
სამაგიეროდ ფეხბურთი გენებში გვაქვს.
კოღო
აღვემატებოდითო,რას არ გაიგებ კაცი...ესპანეთს ჩვენ კი არა ლამის მთელი მსოფლიო ვერ აღემატება ერთად და ბურთის ფლობაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია,ცენტრში ხო საერთოდ ბურთს ვერ გაუგორებ,უბრალოდ გულდასაწყვეტია,გვქონდა შანსი და სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.კიდევ ვიმეორებ...უკლასობა
კოღო
რას წერთ ხალხნო ვის აღემატებოდით რას აღემატებოდით უბრალოდ 2-0ის შემდეგ მომთავრებულად ჩათვალა ესპანეთმა საქმე და ბურთი დაგვითმო,კლასში სხვაობა უდიდესი იყო,ესპანეთმა შექმნილი მომენტების 90% გამოიყენა,ჩვენ კიდე რამდენი მომენტი გავანიავეთ,ან როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ბოლო პასის პრობლემა იყო...
v.v.a. s - nikasgan
თეთრები რომ უკეთ თამაშობდნენ ცხადია. მე მე-2 ტაიმს ვუყურე და მე-2 ტაიმი კონცენტრაციის დაკარგვით წააგეს. თამაში ერთია მეორე კი კონცენტრაციის დაკარგვა და ტაქტიკური მონახაზის დაცვაა. თუ ბიჭები ამ ორ დეტალს იმ დონეზე აიყვანენ როგორც თამაშს მაშინ ესპანეთის ნაკრებს მოუგებენ და არც უმნიშვნელო ანგარიშით. მე არ ვამბობ რომ ფორტუნა არ იყო ჩვენს მხარეს,ანგარიში თამაშიდან გამომდინარე სწორად დასრულდა.ვსაუბრობ რა პრობლემა არსებობს და რისი გამოსწორებაც არც ისე ძნელია. ასეთ შემთხვევაში დღევანდელ ესპანურ ნაკრებს ჩვენი ბიჭები მოუგებენ. აბა გთხოვ მითხრა რომელ კომპონენტში იყო ესპანეთი ჩვენი ტოლი, სათამაშო კომპონენტზეა საუბარი და არა ტაქტიკური სქემის დაცვაზე.
gigla
ესეც ჩვენი ბლატნოი ახალგაზრდა ნაკრების თაობა , თამაშის დროს ბურთზე უნდა იპიქროტ თორე ხელები კი არ უნდა შალოთ ტაში დაგვიკარითო ...
v.v.a.
nika- ჩვენები თეთრებით თამაშობდნენ .
nika
ჩვენი გუნდი აღემატება ესპანურს, ვინც ფეხბურთი იცის სადაოდ არ გახდის ამ საკითხს. ბიჭებმა ითამაშეს მეტოქეზე ერთი თავით მაღლა, უბრალოდ კონცენტრაციის დაკარგვა იყო ხშირი რასაც ესპანელები იყენებდნენ, თორემ ყველა დონეზე ქართველებმა ესპანელები დაჩაგრეს პირდაპირი გაგებით. კონცენტრაცია და თამაშის გონებით მართვა, აი, რა სჭირდება გუნდს ად იქნება პირველი გუნდდთაგანი მსოფლიოში. ბ-ნ დევდარიანს დიდი მადლობა და რჩევა: კონცენტრაციის ბოლომდე შენარჩუნება პროფესიონალური,გონებრივი და ნაკლებემოციური თამაშის უზრუნველყოფაა. მადლობა ბიჭებს.
ამერიკელი
ახალგზრდები, დიდი ქართველი ფეხბურთელებივით ხელებს როგორ შლიან ხედავთ? გოლი როცა გადის და მათი აზრით მათი ბრალი არ არის. კარგი თაობა გვეზრდება. ქართველი ფეხბურთელების მთავარი ატრიბუტი უკვე შეთვისებული აქვთ.
kako
კაი ბიჩები ხართ კარგად ითამაშეთ მაგრამ ცავაგეთ 4-1 რაშია საქმე ვინმე ხომ ვერ მეტკვის
koba
ჩვენების თამაშს არაუშავდა, მაგრამ მომენტებს უნდა გამოყენება ძმაო. აი ვინც გამოიყენა კი ეტყობათ ანგარიშსზე
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"რეალი" ფინანსური პრობლემის გამო 7 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
მარკო ასენსიო პსჟ-დან "ასტონ ვილაში" გადავიდა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
"ნაპოლიმ" და "პარი სენ ჟერმენმა" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
"რეალს" იაფფასიანი ცენტრალური მცველის შეძენა სურს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მარსელომ ვარჯიში დაიწყო და პსჟ-სთან ითამაშებს
ესპანელმა 19-წლამდელებმა თურქ თანატოლებს "მესხზე" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
სერხიო რამოსმა "რეალის" 4 ფეხბურთელს უთხრა ბარგი ჩაალაგონ
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
Okdiario: "რეალში" დიდი წმენდა დაიწყება - 7 ფეხბურთელს გამოემშვიდობება
ასენსიოს პსჟ-ს დამწუხრების შანსი ექნება - "ასტონ ვილას" მისი დატოვება სურს
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
Foot Mercato: კვარაცხელიას კონკურენტს პირადი პრობლემა აქვს - პსჟ-ში დიდი ცვლილებები იგეგმება
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
"რუსთავის" ფეხბურთელმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა [VIDEO]
ოთო გოშაძე ბათუმის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" გადავიდა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
მარკო ასენსიო პსჟ-ში გადავიდა
მარკუს რაშფორდი და მარკო ასენსიო იჯარის წესით "ასტონ ვილაში" ითამაშებდნენ
ოთო გოშაძემ "დინამო თბილისი" დატოვა