"ყაზაიშვილის, ჭანტურიას, ტვილდიანის, პარუნაშვილისა და ხოჭოლავას თაობასთან ჩემს გემოზე ერთხელ უკვე ვიმუშავე, ახლა მეორე შანსი მაქვს"
დღეიდან "ლელო" ახალ რუბრიკას გთავაზობთ - "სად იზრდება მომავალი". შევეცდებით, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული რეალობა გაგაცნოთ - სად, რომელ რაიონსა და რეგიონში ზრუნავენ თუ არ ზრუნავენ ფეხბურთის მომავალზე. და ზოგადად - რა ელის ხვალ ქართულ ფეხბურთს?

რუბრიკას ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტის, თემურ ფოცხვერიას ინტერვიუთი გავხსნით. მან გია მაჭარაშვილთან ერთად უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და საქმიანობის კახეთში გაგრძელება გადაწყვიტა.

ამ სპეციალისტებს საფეხბურთო სამყაროში კარგად იცნობენ - "საბურთალოს" სკოლის მოედნებზე ინდივიდუალური მომზადების ცენტრი დააფუძნეს, სადაც მსურველთა რიგები უდგათ. ამიტომაც არის მათი გადაწყვეტილება უჩვეულო...

თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი, ამას თემურ ფოცხვერიასგან შეიტყობთ:

- უკვე ერთი თვეა, რაც კახეთში მიგვიწვიეს. სოფელ აფენში არის სკოლა "ჰერეთი", რომელსაც ბიზნესმენი მერაბ ფერაძე ხელმძღვანელობს. ფეხბურთის გარდა, ის ჩოგბურთისა და კალათბურთის განვითარებაზეც ზრუნავს და სერიოზული მიზნებიც აქვს.

ჩვენი ჩასვლის შემდეგ 300 ბავშვს მოვუყარეთ თავი და რეგიონში უკვე დიდი გამოცოცხლება შეინიშნება. მერე კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა როსტიაშვილიც დაინტერესდა და შემოგვთავაზა - სამომავლოდ, კახეთის რეგიონის გუნდები ჩამოვაყალიბოთ, რათა ბავშვები თბილისში აღარ გაიქცნენ.

- როგორი პირობები აქვს სკოლას?

- ახლა ორი სტანდარტული მოედანი გვაქვს: ერთი - ბალახის საფარით, მეორე კი - ხელოვნურით. "ჰერეთის" მეპატრონე მალე კიდევ ორი სტანდარტული მოედნის გაკეთებას აპირებს. სკოლა მის კუთვნილ სასტუმროში მოთავსდა, ბავშვები კი კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ავტობუსებით ჩამოგვყავს და ვარჯიშის შემდეგ სახლშიც ტრანსპორტით ვუშვებთ. ამჟამად, ჯგუფები უფასოა. ნიჭიერი ბავშვების შერჩევას ვცდილობთ.

- არიან კახეთში ტალანტები?

- არიან, და რომ იცოდეთ, საკმაოდ ბევრიც! 2005 წელს დაბადებულებში ისეთი საინტერესო ბავშები ვნახე, მუშაობის ხალისი გამიჩნდა. თქვენსავით ბევრი მეკითხება, რატომ მაინცდამაინც ეს რეგიონი, სადაც ბავშვთა ფეხბურთი კარგ მდგომარეობაში არ არის? იმიტომ, რომ აქ მე და გია მაჭარაშვილი არჩევანში თავისუფლები ვართ და საქმე იმ მიმართულებით მიგვყავს, რაც აუცილებლად მიგვაჩნია. ეს კი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

კახეთში ძლიერი საფეხბურთო ცენტრი არ არის და ამიტომ აქ კარგად მიგვიღეს. იმ დროს, როცა ჩვენი ფეხბურთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან შევსებას ვერ იღებს, ერთი რეგიონის გამოღვიძება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასე, ნაკრებებს დამატებითი კვების წყარო გაუჩნდებათ.

- ბრძანეთ, რომ არჩევანში თავისუფლები ხართ. კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ერთხელ უკვე მომეცა იმის შანსი, რომ ჩემს გემოზე მემუშავა და ყაზაიშვილის, ჭანტურიას, ტვილდიანის, პარუნაშვილისა და ხოჭოლავას თაობა დავაწინაურე. ეს შანსი "ოლიმპმა" და "საბურთალომ" მომცეს. ახლა მეორე შანსი მაქვს და იგივე მინდა გავაკეთო.

არ ვტრაბახობ, ნიჭიერი ბავშვების შერჩევის ალღო მაქვს. მათ ჩარჩოში არ ვსვამ და თავისუფლებას ვაძლევ.

- ანუ რას აკეთებთ?

- არ შეიძლება, ნიჭიერი ბავშვი 13-14 წლამდე შეზღუდო და ისე "დააპროგრამო", რომ ბურთის ყოველ მიღებაზე მწვრთნელისკენ იყურებოდეს - რა გავაკეთოო? ეს არის ჩვენი სენი.

სწორი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, მე წინასწარ ყველაფერს როგორ ვეტყვი? ასეთი მიდგომით, ბავშვს თავისუფალ არჩევანსა და აზროვნებას ვუშლით, ის კი გაორებულია და მწვრთნელის შიშით, ინიციატივის აღებას ვეღარ რისკავს. საბოლოოდ, უინიციატივო, დაკომპლექსებულ შემსრულებლად ყალიბდება. ასეთი ბავშვი თამაშის ბედს ვერ გადაწყვეტს, ნიჭიც იკარგება.

- ეს მართლაც ჩვენი ფეხბურთის სერიოზულ სენად იქცა...

- კიდევ ერთი სენია ტაქტიკური მარწუხები. ჩვენთან ინდივიდუალისტებს სწორედ ასეთ მარწუხებში აქცევენ და გასაქანს არ აძლევენ. მე ერთი რამ ვიცი - ყველაზე ძლიერ ბავშვთა გუნდსაც კი ბითუმად არავინ იყიდის, მაგრამ გამორჩეულ ტალანტს ძლიერი გუნდები წაიყვანენ.

აბა, მოაქციე მესი სქემაში და ცრუ მოძრაობა აუკრძალე - რა ფეხბურთელი იქნება? ფეხბურთის მთელი ეშხი ისაა, ფეხბურთელი მწვრთნელის დავალებით კი არა, წამში სასწაულს თავად რომ მოიფიქრებს და ამ იმპროვიზაციით მომენტს შექმნის. ამას ვერც ერთი მწვრთნელი ვერ ასწავლის და თუ ამ ნიჭს ძირშივე კლავ, ფეხბურთელს როგორ გაზრდი? ამ წამიერი გაელვების, ფინტისა და გოლის შემდეგ უჩნდება ბავშვს საკუთარი თავის რწმენა და მერე ფეხები აღარ უკანკალებს.

ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ვაქციოთ გერმანელად, ნორვეგიელად, დანიელად... მაგრამ არ აჯობებს, საკუთარ საწყისებს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ, როგორი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია უკეთ? აი, ამას ვცდილობთ მე და გია მაჭარაშვილი კახეთში და იმედია, შედეგსაც მოვიმკით.

- თბილისში ინდივიდუალური მომზადების ცენტრი აღარ იმუშავებს?

- არა, რატომ? კვირაში სამი დღე ბავშვებს ისევ "საბურთალოზე" ვავარჯიშებთ. დანარჩენ დღეებს კი კახეთში გავატარებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
უცნაური ამბავი: კიევის "არსენალში" ფეხბურთელად ქართველი მწვრთნელი ჩაირიცხა?!
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
მინსკი 2019. გივი მაჭარაშვილმა გაიმარჯვა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელს შეხვდება [VIDEO]
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს
დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..
დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა
ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
კახა ჭუმბურიძე: სახელმწიფო ფეხბურთს ეხმარება, მაგრამ ფული წყალში იყრება
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...