ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გორში შანსი არის ...მაგრამ ვინ აგებს პასუხს ამდენ წითელ ბარათზე?!

გორში შანსი არის ...მაგრამ ვინ აგებს პასუხს ამდენ წითელ ბარათზე?!

როგორ გახდა "დილა" საქართველოს ჩემპიონი? - "პარტიზანი"-"დილას" მატჩის გამოხმაურება

საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და ბელგრადში, ადგილობრივ "პარტიზანთან", მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]

რაკი მატჩი გვიან ღამით დასრულდა, გუშინდელ მიმოხილვაში, ძირითადად, ყურადღება გავამახვილეთ მნიშვნელოვან მომენტებზე. დღეს ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ...

როგორ გახდა "დილა" საქართველოს ჩემპიონი?!

ჯერ ის ვნახოთ, რა თქვეს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა და "პარტიზანის" დამრიგებელმა ზორან მილინკოვიჩმა.

სოსიაშვილი:

- თამაშამდეც ვიცოდი "პარტიზანის" რეალური ძალა და ადრევე ვთქვით, რომ ეს არის ძალიან კარგი გუნდი. ისინი სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ ძირითადად ასეთი სურათი გვექნებოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მოლოდინი გამართლდა...

ჩემი გუნდის თამაშს რაც შეეხება, მე მას დადებითად ვაფასებ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა...

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თითოეულ ფეხბურთელს. მათ მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ "დილას" არ წაეგო. დღეს ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლა ორრაუნდიანია. მაქვს იმედი, რომ გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ...

მსაჯს ყოველთვის თავისი საქმე აქვს და არ მინდა, მის კომპეტენციაში ჩავერიო. ჩემი შეფასებით, ჩვენი ფეხბურთელი არ იმსახურებდა მინდვრიდან გაძევებას, მაგრამ არბიტრი სათამაშო ეპიზოდთან ახლოს იყო და მან ასე გადაწყვიტა...

მილინკოვიჩი:

- დღეს ჩვენს სტადიონზე იყო ფანტასტიკური ატმოსფერო. მადლობა ფანებს, "გრობარი" შესანიშნავი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და უამრავი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ...

ამის მიუხედავად, ეს არის ძალიან კარგი შედეგი, რომელიც სამომავლოდ ოპტიმისტურად განგვაწყობს. საქართველოში იოლი თამაში არ გვექნება, მაგრამ ყველანი ძალიან დიდი იმედით ველოდებით თბილისურ შეხვედრას...

მაინტერესებს, როგორ გახდა ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონი ასეთი თამაშით? მათ თავიდანვე დაცვითი ფეხბურთი და ჩვენი იერიშების ჩაშლის გზა აირჩიეს. ჩვენ გაგვიჭირდა მათი დაცვის გარღვევა...

საქართველოში სულ სხვა თამაში იქნება. იქ გაცილებით მეტი სივრცე გვექნება, ვიდრე დღევანდელ მატჩში, რადგან "დილა" იძულებული იქნება, შემოგვიტიოს...

სტეფან ბაბოვიჩმა გოლი დაიმსახურა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დავიმსახურეთ გოლი, რომლისთვისაც მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიბრძოდით.

ვინ აგებს პასუხს?

სანამ "დილას" თამაშის ჩვენეულ შეფასებას შემოგთავაზებდეთ, მანამდე ცალკე აღვნიშნოთ - ყველა გუნდი, გნებავთ, ევროპალიგასა და გნებავთ, ჩემპიონთა ლიგაზე, წითელ ბარათს ვერ ასცდა.

ეს ტენდენცია ჯერ კიდევ თბილისში, ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში გამოჩნდა, როცა არბიტრმა "გაბალა" რიცხვმეტი დატოვა დინამოელი გიორგი გველესიანის გაძევების შემდეგ (სხვა საქმეა, იმსახურებდა თუ არა გველესიანი წითელ ბარათს).

მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ სულ მალე ასეთი სურათის მოწმენი გავხდებოდით.

რამდენჯერმე ვნახე "დილას" თამაშის ყველაზე საკამათო ეპიზოდი და მიმაჩნია, რომ გუგა ფალავანდიშვილი მეორე ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, თუმცა ფაქტი ჯიუტია. ვინ არის დამნაშავე ასეთ შემთხვევაში?

წესით, პირველად პასუხი მწვრთნელებს უნდა მოეთხოვოთ. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, მაგრამ არა გვგონია, ძაღლის თავი აქ იყოს დამარხული. მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რომ ჩვენი ჩემპიონატი გახდა ისეთი, სადაც ყველაფერი დაშვებულია. ჰკარი მეტოქეს მუჯლუგუნი? გეპატიება! სარმა გამოსდე? არაფერი!..

ეს კი არა, იმ ცნობილი სკანდალის შემდეგ ჩვენი რამდენიმე მსაჯისგან ისიც კი გამიგია, თუ მთლად აუცილებელი არ არის და ვიღაცამ ვიღაც არ "მოკლა", წითელ-ყვითელი ბარათების გამოყენებას ყველანაირად ვერიდებით, ვინ იცის, ვინ რა კუდს გამოაბამსო!

გასაგებია, გვესმის. ისიც გვჯერა, რომ ჩვენში არიან პატიოსანი მსაჯები, რომლებიც ყველანაირად ერიდებიან საეჭვო ამბებში გარევას, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია და საეჭვო მატჩებიც ხომ მას შემდეგ გვაქვს, რაც ეს დალოცვილი ფეხბურთი არსებობს?!

ქართველო მსაჯებო, არასოდეს დაინდოთ ქართველი ფეხბურთელები და არც იმიტომ შეუმსუბუქოთ სასჯელი, რომ ვიღაცამ თქვენზე არ იჭორაოს. ეს მკვახე ტყემალი ქართულ ფეხბურთს ევროთასებზე ჰკვეთს ისედაც სუსტ კბილებს.

"დილა", სად არის სითამამე?

სხვა საქმეა, რა ითქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და ისე კი, ვეჭვობთ, რომ გორელთა თავკაცი უჩა სოსიაშვილი ბელგრადში თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩენილიყო, ვიცით რა მისი მაქსიმალიზმი.

სტატისტიკა არ არის ფეხბურთი და ვერც ვერასოდეს იქნება, მაგრამ სტატისტიკა მნიშვნელოვანია თამაშის საერთო სურათის წარმოსადგენად.

რაზეა ლაპარაკი, როცა "პარტიზანმა" საქართველოს ჩემპიონის კარის მიმართულებით 21-ჯერ დაარტყა.

არადა, სერბული გუნდის თამაშს "იდეალური" სულაც არ ეთქმოდა. რამდენჯერმე გორელებმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს. ოდნავ კლასიანი გუნდი ამხელა სივრცეებს გამოიყენებდა და ერთ გოლს მაინც გაიტანდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონს ხან კარში დარტყმა დაუგვიანდა, ხან კიდევ არაზუსტი პასი გაკეთდა.

შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ "დილას" ფეხბურთელთა ნაწილს ფეხები უკანკალებდა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშე ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში, თუნდაც - ოთარ მარცვალაძე. "ძველი" მარცვალაძე ბელგრადში, შესაძლოა, ერთ გოლსაც არ დაჯერებულიყო...

ქართული კლუბის ბოსტანში ბლომად კენჭები ვისროლეთ და ორი ობიექტური გარემოებაც არ უნდა დავივიწყოთ:

1. ბელგრადული მატჩი იყო პირველი საევროთასო შეხვედრა "დილას" 25 წლის მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის კარიერაში. გვჯერა, ამ ნიჭიერ კაცს ჯერ კიდევ წინ აქვს გაცილებით უკეთესი თამაშები.

2. ამ ფორმაციის "დილას" შემადგენლობაში პირველად ითამაშეს ოფიციალურ შეხვედრაში ოლეკსეი შევჩენკომ, გიორგი პაპავამ, დავით კვირკველიამ, გიორგი ილურიძემ, თემურ ღონღაძემ, გიორგი ნავალოვსკიმ და იმავე მარცვალაძემ.

რა თქმა უნდა, "დილას" ჰქონდა თურქული შეკრება და წვრთნა არც სერბეთში ჩასულს შეუწყვეტია, მაგრამ სულ სხვაა ოფიციალური მატჩი. ასეთი შეხვედრის წინ კი გუნდი უკეთ უნდა იყოს შეთამაშებული.

რას ვიზამთ, ქართულ ფეხბურთში ასეა - ლეგიონერი მაშინ ბრუნდება ქართულ კლუბში, როცა სხვა გზა აღარ აქვს, როცა მისთვის ყველა ევროპული თუ პოსტსაბჭოთა გზა იჭრება...

თუნდაც ერთი თამაში ასეთ დროს გვარიანი ამბავია და იმედი გვაქვს, გორში რამდენადმე განსხვავებულ "დილას" მაინც ვიხილავთ. ქართული გუნდების ევროპერსპექტივას იმედის თვალით რომ შეხედავ კაცი, ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეს, მაგრამ...

მაინც გვგონია, რომ ამ ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი არსებობს.

ჯერ ერთი, შინ და გასვლაზე "პარტიზანი" ორი სხვადასხვა გუნდია და მეორეც - "დილამ" სხვანაირად (პირველ რიგში - უკეთესად) უნდა ითამაშოს. თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა გასრისოს პატარა გუნდის მოთამაშის კომპლექსი და საქმესაც ეშველება. მთავარია, გორში გოლი არ გავუშვათ, გატანას კი, ალბათ, შევძლებთ.

რატომღაც, "გონივრული ეჭვი" გვაქვს, თავის გამოჩენის შანსი ექნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირს, ირაკლი მოდებაძეს.

ახალგაზრდობა "პარტიზანის" იმედია

"პარტიზანი" დღეს მხოლოდ სახელი არ არის, მაგრამ არც ისე ქუხს, როგორც ათას ქარიშხალში გამობრძმედილი და ბრენდად ქცეული ამ კლუბის სახელი. ამის მიუხედავად, სერბულ გრანდში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც დღესვე შეუძლიათ მაღალი დონის ევროპულ გუნდში გადასვლა.

და მაინც, "პარტიზანს" ჰყავს ერთი მოთამაშე, რომელიც გაქანებითა და ნიჭით სხვებს სჯობს. მას დარკო ბრასანაჩი ჰქვია. სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ლიდერმა "დილა", ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამა.

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ბრასანაჩს რომელიმე ევროპულ გრანდში ვიხილავთ. მით უმეტეს, სერბ ტალანტებს ჩვენი კონტინენტის ბობოლა კლუბები მიმინოებივით უთვალთვალებენ.

აქედან გამომდინარე, ბელგრადული მატჩი კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს და ბრასანაჩს (სხვებსაც) ამხელა გასაქანი არ მივცეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• აკაკი

და კიდევ-"დილას" შემადგენლობაში 9,თუ 10 ფეხბურთელს ვისაც შარშან ჩემპიონობა არ მოუპოვებია ისინი თამაშობდნენ "პარტიზანთან",რაც მწვრთნელის მხრიდან დიდი შეცდომა იყო/გუნდს შეთამაშებისთვის წლები სჭირდება/

• აკაკი

თენგოს. საიდან ამტკიცებ გარიგებულ თამაშებს სხვა გუნდების მონაწილეობით?"დინამოს"გვერით იყო ფედერაცია და მთელი სახელმწიფო მანქანა,მაგრამ 3-ე ადგილზე მეტი ვერ გაქაჩა,კალაძე "სამტრედიაზე" მუშაობდა,მაგრამ ვერაფერი გააწყო."ზესტაფონი კი კოკაიამ შეგნებულად დაშალა თავისი ქმედებით.ფედერაციამ სამართლიანად,არსებული დებულების თანახმად,მოკვეთა "ზესტაფონი"/ძალიან სამწუხაროა/."დილამ"ბოლო თამაში ვიტ ჯორჯიასთან ითამაშა და დაამარცხა 3-0.მას არ სჭირდებოდა მოგება,ისედაც უკვე ჩემპიონი იყო, და ამით გავარდა უმაღლესი ლიგიდან "ვიტ ჯორჯია".ხომ შეეძლო გარიგება მასთან? არ გაურიგდა. ენას ძვალი არ აქვს,მაგრამ ყველაფრის დაწერა არ შეიძლება ბ-ნო თ ე ნ გ ო! "

• mindia

თენგო მადლობა ღმერთს რომ დინამო არაა ჩემპიონი თორემ წააგებდა 5:0 ს და სულ შეგვარცხვენდა!

• ემზარი

რა შანსი გვაქვს აქ არ ვიცი რახან სახლში გვაქვს თამაში და იქ დიდი ანგარიშით არ წავაგაეთ მიტომ? კი მაგრამ შეგვწევს ძალა და კლასი აქ დავამარცხოთ პარტიზანი 2 ბურთის სხვაობით ? ღმერთმა გვაქვს შევძლოთ თუმცა ეჭვი მეპარება ღმერთმა ქნას ჩემი ეჭვი არ გამართლდეს და გადავლახოთ ეს ბარიერი მაგრამ? ...

• თენგო

"პარტიზანი"-ს მწვრთნელს ასე ვუპასუხებდი - როგორ გახდა და გაკეთებული თამაშებით. ესაა სიმართლე, საქართველოს ჩემპიონატში თბილისის "დინამო", ზესტაფონი და სამტრედია არ მონაწილეობდ მხოლოდ გარიგებულ მატჩებში. სამივე ეს გუნდი დაიჩაგრა საბოლო ჯამში. დინამო თავისთვის სამწუხარო მე-3 ადგილზე გავიდა, სამტრედია ევროთასების გარეშე დარჩა და ზესტაფონი გავარდა. ესაა ჩვენი სამწუხარო რეალობა.

• msaji

აქ რო წიტელი მისცე ეგეთი ფეხბურთელს..ფედერაციაში საწოლს გაშლის გუნდების წარმომადგენლები გვწვავენ და გვიშველეთო..და მსაჯი ერთ თვეს დატოვებს ოჯახს მშიერს..ამაზე არ გიფიქრიათ,და ეხლა ლაპარაკობთ არაა წითლებზეე????????

• 123

ამდენი წითელი ბარათი იმის ბრალია, რომ სისწრაფეში ბევრად ჩამოვრჩით ევროპას. როცა სისწრაფეში (და არამარტო სისწრაფეში) ასე გჩაგრავენ და მუდმივად დაგვიანებული ხარ ბურთზე, ამდენი წითელ-ყვითელიც ლოგიკურია.

• gizo

ოო წითელ ბარათებზე რა მოგახსენოთ. 7 თამაშიდან 6 წითელი უკვე გვაქვს და ვნახოთ კიდევ ვინ გამოიჩენს თავს

• qomagi

1-3 სამწუხარო რეალობა იქნება. ძალიან მინდა პირიქით იყოს მაგრამ?

• dito

რა წარმატებაზე ლაპარაკობთ როდესაც პარტიზანმა კარისკენ 21 დაარტყა და დილამ მხოლოდ ერთხელ აქედან ზუსტად ვერცერთი! თვით პარტიზანის მწვრთნელიც კი გაკვირვებული იყო ეს გუნდი როგორ გახდა ჩემპიონიო))) ან გოლის გამტანი ვინ არის მარცვალაძე თუ ილურიძე? და რატომ არ ათამაშა სოსიაშვილმა ის გუნდი ვინც საქართველოს ჩემპიონატი მოიგო????

• mindia

ძალიან მაგარი სტატიაა, გაიხარეთ

• გენო

მთავარია შევუტიოთ და საქმეს ეშველება!!!!!!!!

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა

ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა

განდრეი პოტავცევი: პირდაპირ ვამბობ, რომ "გურიაში" ჩამოსვლის მიზეზი ესაა...

გორის "დილას" კარს უზბეკეთში ცნობილი მეკარე დაიცავს

შეხვედრა ქართველებთან - რა გააკეთა გველესიანმა ირანში, მას შემდეგ რაც კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა [PHOTO]

გველესიანის გოლი 90+13-ე წუთზე - ქართველმა "პერსეპოლისს" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

"პარტიზანის" მწვრთნელი: "დილას" თამაშში რუსული სკოლის გავლენა იგრძნობა!

"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა

ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?

ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. სექტემბრის ლაურეატები: "დილას" თვე!

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები

ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

ასეთი პატივისცემით მიულოცა ყოფილმა მწვრთნელმა გველესიანს დაბადების დღე - რა დაწერა გარიდომ სოციალურ ქსელში [PHOTO]

ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა

დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა

ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა

გიორგი პაპავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

ზორან მილინკოვიჩი: დაცვაში ჯდომას არც ჩვენ ვაპირებთ!

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან

გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა

სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

გველესიანის ირანული კარიერა სრულდება? - ქართველი "პერსეპოლისს" ტოვებს

ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა

გიორგი პაპავამ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა

"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება

10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

გიორგი პაპავა: ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ჩემს კარიერაში რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა

კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

თბილისის "დინამო" კაპიტანმა დატოვა

დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]

[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?

დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში... უჩა სოსიაშვილი დუმილს არღვევს

დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]

"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა

"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს