„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც კომპანია სილქნეტმადაარსა 2018 წელს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას. ამმხრივ, ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდის მხარდაჭერაა.

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში - მჯდომარე კალათბურთისადა მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა სახეობაში. ბრიტანულ საერთაშორისოსაქველმოქმედო ორგანიზაციასთან — Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ გუნდები შესაბამისი პარასპორტული ინვენტარით უზრუნველყო.

სხვადასხვა წლებშიფონდმა შეიძინა მჯდომარე კალათბურთის ეტლები და მშვილდოსნობისთვის საჭირო აღჭურვილობა.ამჯერად, კომპანია სილქნეტისა და ფონდის მხარდაჭერით, მჯდომარე რაგბის ეტლები იქნა შეძენილი, რაც საშუალებას მისცემს დაჭრილ მებრძოლებს სპორტისამ სახეობაშიც დაიწყონ მომზადება.

უახლოეს პერიოდში, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, გუნდი სპორტის ამ სახეობაში აქტიურ ვარჯიშს დაიწყებს. მჯდომარე რაგბი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის ახალი მიმართულებაა.

გუნდი პირველად იასპარეზებს მჯდომარე რაგბშიც „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games), რომელიც 2027 წელს დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება. რაგბის გარდა, საქართველოს მეომრები მონაწილეობას მიიღებენ მჯდომარე კალათბურთის, მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა სახეობის ტურნირებში.

Invictus Games Foundation ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სპორტისა და რეაბილიტაციის გზით, მხარდაჭერას უცხადებს დაჭრილ, დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს.საქართველოს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა გუნდი წარმატებით ასპარეზობს Invictus Games („ძლიერთა თამაშები“), რომელიც 2014 წელს,ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცმა ჰარიმ დააფუძნა.

„ძლიერთა თამაშები“ მოიცავს სხვადასხვა ადაპტირებულ სპორტის სახეობას, მათ შორისაა: მჯდომარე კალათბურთი, მჯდომარე რაგბი, ცურვა, მშვილდოსნობა,ველოსპორტი, ძალოსნობა და სხვ. ეს რეაბილიტაციის, მოტივაციის ფორმირების და თავდაჯერებულობის აღდგენის საუკეთესო გზაა ვეტერანებისთვის და დაჭრილი სამხედროებისთვის.„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაარსებიდანვე განისაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები.

UN Women-თან თანამშრომლობით, სოციალური კვლევის საფუძველზე, ფონდმა მოკლე დროში შექმნა სპეციალური სასწავლო პროგრამაც, რომელიც დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მეუღლეებს დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად გადამზადების საჭირო რესურსებს აწვდის.

ამ წლების განმავლობაში, ფონდის მთავარმა დონორმა სილქნეტმა 2 681 000ლარი გადარიცხა. რაც შეეხება, სხვა კომპანიებისა და კერძო შემომწირველების მხარდაჭერას, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარიტეტული თანადაფინანსებას, ფონდმა ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტი მოახმარა დაჭრილი მებრძოლებისა და მათი ოჯახების სამედიცინო თუ სხვა საჭიროებებს.

2026 წლის განმავლობაში ფონდს 165 ათასი ლარით უკვე დაფინანსებული აქვს: ბენეფიციარების სამედიცინო სერვისები, გადაუდებელი ოპერაციები,მედიკამენტები და სხვადასხვა სასწავლო კურსები. დახმარება გაეწიათ დაჭრილთა მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს. მათ შორის იყო პროფესიული გადამზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

ფონდის შემომწირველები არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები. ფინანსური და წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებგვერდზე.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
"საფრანგეთის პრეზიდენტობა? - ისედაც ვერ მიტანენ" - მბაპემ კითხვაზე უპასუხა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
"სისხლის დანახვაზე პანიკაში ჩავარდა... ილიამ დარტყმებით ღვიძლი პირდაპირ ამომიწვა" - გეიჯიმ ახსნა, როგორ მოახერხა თოფურიას დამარცხება
[VIDEO] ალისონს დაშვებული შეცდომის შესახებ კითხვა არ ესიამოვნა და ინტერვიუ შეწყვიტა
[VIDEO] საბედისწერო გოლი. ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა