სფფ-ის გენმდივანმა უკვე მოახერხა რეგიონული ფედერაციებისა და ასოციაციების თავკაცთა გულის მოგება
რევაზ არველაძემ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში განაცხადი უკვე შეიტანა და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. მისი კანდიდატურა წარადგინეს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, "ვიტ ჯორჯიამ", გურიის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონალურმა ფედერაციებმა, აგრეთვე, ფუტსალის ასოციაციამ.

არველაძემ განაცხადა, რომ იურიდიულად არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს, რათა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყოს.

ვრცელდება ხმები, რომლის მიხედვითაც, რევაზ არველაძე უკვე არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს. ეს ყველაფერი ემყარება კულუარულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფედერაციის გენმდივანმა გამოცდილებით, კავშირებით და მის ხელთ არსებული ბერკეტებით ისარგებლა.

არველაძემ უკვე მოახერხა რეგიონული ფედერაციებისა და ასოციაციების თავკაცთა გულის მოგება. ამ პროცესის ნაწილად ჩათვალეს ვარშავაში, ევროპალიგის ფინალზე რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტების გუნდური გასეირნება. მათ კი 22 ხმა აქვთ.

მაგრამ ოპონენტები არველაძეს ბრალად იმას უყენებენ, რომ სუბიექტების დელეგატებად სფფ-ს თანამშრომლები იქნებიან წარმოდგენილნი, ანუ ის ხალხი, ვინც ფინანსურად ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.

მაგალითად მოიყვანეს ხმის უფლების მქონე იმ დელეგატთა გვარები, რომლებიც ფედერაციის თანამშრომლები არიან და ხელფასს ამ ორგანიზაციიდან იღებენ. თუნდაც ის, რომ გურიის რეგიონულ ფედერაციას გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია;

ოთარ კორღალიძე, რომელიც უმცროსი ასაკის ნაკრების მწვრთნელია, წარმოადგენს იმერეთს, გიორგი ხაჩიძე - სფფ-ის აკადემიის მენეჯერი, ბავშვთა სკოლების ასოციაციის ხმის უფლება არჩილ არველაძეს აქვს მინდობილი და ასე შემდეგ.

ანუ ამ ვერსიით, რევაზ არველაძე სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობას იღებს.

არველაძის მხარდამჭერ სუბიექტებს ოპონენტები იმას საყვედურობენ, რომ ჯერ მათთან დალაპარაკება არ ისურვეს და თუ ყველას პროგრამის გაცნობა არ სურთ, სფფ-ს გენმდივანს რატომ ემხრობიან? იქნებ, ფეხბურთის აღორძინების უკეთეს გეგმას ჩვენ ვთავაზობთო?!

მაგრამ ყველაზე უცნაური სხვა კანდიდატების პასიურობაა, მამუკა კვარაცხელიას თუ არ ჩავთვლით. ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდებიან ისინი სარბიელზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
ძმებო, მეგობრებო, ქართულ ფეხბურთზე შეყვარებულო ქართველებო! მსურს, ერთი განცხადება გავაკეთო! ყველანი ვხედავთ რა სიტუაციაცაა! ცბიერი არველაძე ცდილობს მიიტაცოს სფფ-ს პრეზიდენტის სავარძელი. ჩვენ ვიცით რა დღეშიცაა დღეს ჩვენი სასიქადულო ქართული ფეხბურთი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის ამ მდგომარეობამდე დაყვანაში ლომის წილი ბატონ არველაძესაც აქვს. ის ახლა კვლავ ცდილობს, ყველა ხრიკით მიიტაცოს თანამდებობა და თუ ეს ასეც მოხდა, მაშინ აგონიაში მყოფი ჩვენი ფეხბურთი საბოლოოდ მიიცვლება. მოდი, არ დავუშვათ ეს! დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი. როგორ? რითი? თუ უფროსი არველაძე გაიმარჯვებს არჩევნებში, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. ვანახოთ, რომ ხალხი ერთად ვართ და არ გვსურს ჩვენი სანუკვარი ქართული ფეხბურთი კვლავ ამ ცბიერმა მართოს. თუ ამას შევძლებთ(ვგულისხმობ, ერთმანეთის გვერდში დგომას), თუნდაც გაიმარჯვოს არჩვევნებში, ის იძულებული გახდება წავიდეს! მოდი, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ვიხსნათ ჩვენი უსაყვარლესი თამაში გაქრობისგან! მე, როგორც ერთი კაცი, მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. მე მენატრება ნამდვილი თამაში, რისი ხილვის იმედიც მაფიოზების ხელში, ფაქტიურად 0-ის ტოლია. ჩვენ უნდა შევძლოთ და ქართული ფეხბურთი გამოვტაცოთ მექრთამეებს მარწუხებიდან. მე ჩვენი ერთად დგომის იმედი მაქვს! თუ ერთად ვიქნებით, გამარჯვებებიც მოვა! გენაცვალეთ გულანთებულო ქართველებო!!!
შალვაშვილი
ეს კაცი ხალხს გარეთ გამოიყვანს. ყველაფერს, მათ შორის უსინდისობასაც ზღვარი აქვს და მოთმინების ზღვარიც უკვე დიდი ხანია გადლახულია. ვეტერანი ფეხბურთელების გამო კი მრცხვენია, ნუთუ მოსწონთ ჩვენ ფეხბურთში არსებული სიტუაცია, რომლის "შემოქმედი" არველაძეა (სიჭინავა სათვალავში ჩასაგდები არ ყოფილა არასდროს). თუმცა, სადღაც გულის სიღრმეში იმედიც მაქვს. ფარულ კენჭისყრაში შეუძლიათ თავისი ნამდვილი სახე აჩვენონ.
sircxvolia
სირცხვილია ისევ არველაძის პრეზიდენტობაზე საუბარ,დიდო ვეტერანო ფეხბურთელებო ასე ვინ დაგაჩმორათ ხმას,რომ იღებთ?არ გრცხვენიათ.
NIKA
მეტის ღირსია ქართველი ხალხი რანიც ვართ იმას ვიმსახურებთ
მერაბი ლოლომაძე
ეგრე რამ შეგაყარათ სკამი რო ყველაფერს კადრულობთ ოღონდ ზედ დადოთ ამ ვეტარან ფეხბურთელებს თავმოყვარეობა არ აქვთ თუ რა დაემართათ მაგათ რა ჯერათ რო არველაძე რამეს გააკეთებს ქართული ფეხბურთისთვის გამკეთებელი გააკეთებდა ყაზახები გავიდნენ ლიგაზე გუშინ სირცხვილია მაგრამ არველაძეს არ რცხვენია
David
რეზო არველაძემ მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა რეგიონალური ფედერაციის შეფებსთქო და წაასხა სუყველა ვარშავაში,უეფას თასის ფინალზე,სევილია-დნეპრზე .ჯიგრებმა კომფორტულად იფრინეს,სასტუმროში კარგად ჭამეს,მოისვენეს,ქალაქი დაათვალიერეს,თამაშით ისიამოვნეს და შემდეგ უკან დაბრუნდნენ,კმაყოფილები და ერთობ ნასიამოვნები . ფრენა,კვება,ჩასვლა,გასვლა,შესვლა,ფეხბურთის ფედერაციამ აანაზღაურა,რა თქმა უნდა ადამიანები მუხლჩაუხრელად შრომობენ ქართული ფეხბურთის ფეხზე დასაყენებლად და არ ეკუთვნოდათ ახლა 2 დღე ვარშავაში გასიერნება ?
David
David მაგრად აქტიურობ გატყობ რეზიკოს ... ყველა ვინც მას წინასწარ ულოცავთ, ხოდა გახსოვდეს, ფედერაციიდან გამოგასახლებთ ხალხი და თქვენს საცხოვრებელ უბანშიც კი არ გადედგომებათ ბოლოს. ნამუსი გაგიქრათ სულ? ფეხბურთიც ჩაკალით და ქართული სულიც.
lelo
ვისაც ფეღბურთი გიყვართ გავერთიანეთ არელაძეების წინააღმეგ!!! არველაძე სირცხვილია!!
David
რეზი პრეზიდენტად!!! და რა მნიშვნელობა აქვს,ორგანიზაციას ვინ წარმოადგენს? მთავარია, ორგანიზაცია, ანუ ფედერაციის წევრი ვის უჭერს მხარს და არა პიროვნება, რომელიც ამ ორგანიზაციის პოზიციას დააფიქსირებს
Unknown
რაგაც თუ არ იგონეს ვისაც ევალება,ისევ ესენი მოვლენ,და ფეხბურთი ისევ ცაობში დარჩება,მომავალ არჩევნებამდე,ეს კობიაშვილი რას პასიურობს ვერ გავიგე!
gio
ვეტერანები სამარცხვინო და ღირსებადაკარგული ხალხია,(თუ ქონდათ საერთოდ მაინც როდესმე). პროსტა რო შეხედო ეგრევე მიხვდები რა ღირებულებების მატარებლებიც არიან. კიდე ვერ გამოვიდნენ დერჟავას დროიდან, არ მახსოვს რომელიმე ვეტერანი ტელევიზიით გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ არიან თავისტვის გაყუცჰებულები და ჩუმად კუკნიან. შეიძლება დიდი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ ჩხოვრება გრძელდება და ჩვენ კიდე გვინდა გვყავდეს დიდი ფეხბურთელები და კიდე გვინდა ფეხბურთის ყურებისას ჟრუანტელმა დაგვიაროს. ეს ხალხი კი სამარჩხვინოდ იქცევა და მხოლოდ თავის კუჭებს ჩახარიან. გამოდით რა რომელიმე და ამოიღეთ ხმა. როცა ამას ვწერ რატომღაც თვალწინ სულ ჩივაძეს ვხედავ!!!
gio
ეს არველაძეები ფეხბურთის მმართველობიდან თუ არ მოშორდნენ არაფერი გვეშველება.
ზაზა
პროგრამა არსებობს?თუ უბრალოდ მიდის ბრძოლა ფინანსურად მომგებიანი სავარძლისთვის?მთელ ქვეყანაში ყველა სფეროში სრული ბარდაგია(((ნათესაობით,ძმაკაცობით,პირადი ინტერესებით თანამდებობი(((
777
უნამუსო კაცი! ეს ვეტერანები კი საბალახოდ მიშვებული ნახირივითაა.
aieicm
აბა აჩი არველაძე ვის მისცემს ხმას :D პროსტა სასაცილოა ეს ყველაფერი რა
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
...ეს იქნება რევოლუცია ქართულ ფეხბურთში! რევაზ არველაძე "ლელოს" სტუმარია
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
ჭიდაობა. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველთა 9 მედალი 10 წონაში!
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
ნიკა ქუთათელაძე - ფრანგული "ლილიდან" საქართველოს ნაკრებში
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: "Holiday Inn"-ში ვითარება დაიძაბა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
უცნობი ისტორიები: რატომ არ გადასცეს მერაბ მეგრელაძეს ევროპის "ოქროს ბურთი"?
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
სოფიის ტურნირი: ქართველი ახალგაზრდების 9 მედალი პირველ დღეს
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
ვინ გახდება სფფ-ის ახალი გენმდივანი? 3 სავარაუდო კანდიდატი
ჭიდაობა. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველების ჩინებული სტარტი
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
თავისუფალი ჭიდაობა: ახალგაზრდების მორიგი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა