ზედმეტი ხომ არ იყო ბოლო ერთობლივი შეკრება იაპონიაში და, საერთოდ, დასაშვებზე ხშირად ხომ არ დავდივართ იქ?
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ძნელად თუ წარმოვიდგენდით, ეს ტურნირი ამდენ გაწბილებას, ამდენ საფიქრალს თუ მოგვიტანდა, ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე ამდენად მძიმე რეალობას თუ დავინახავდით და ამდენი სადარდელი გაგვიჩნდებოდა.

დიდი და სრულიად რეალური ამბიციების მქონე გუნდმა ასტანაში მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვა (90 კილოგრამში ვალერი ლიპარტელიანმა და მძიმეში - ადამ ოქრუაშვილმა), რასაც გუნდურში ჩაროზად ამავე სინჯის კიდევ ერთი ჯილდო დაუმატეს.

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მძიმე დასასრული [VIDEO]

ოღონდ ეს ბევრს არაფერს ცვლის, პირადში იმდენად ცუდი ჭიდაობის ხარისხი იყო, იმდენი რეგრესი და სიმპტომური შეცდომა ვიხილეთ...

არადა, საოლიმპიადოდ მთავარი სწორედ პირადი პირველობაა, თორემ იქ გუნდური არ ტარდება. ჩვენები გუნდურში ყოველთვის კარგად გამოდიან, თუმცა ამჯერად იმდენად ცუდად იყვნენ მომზადებულები (ყოველ შემთხვევაში, ცუდად ჭიდაობდნენ), იქაც კი ბევრზე ბევრი ნაკლი გამოაჩნდათ და სულაც ვერ გამოიყურებოდნენ შთამბეჭდავად, თუმცა რამდენიმე ცოტა გამოცოცხლებული კი ჩანდა.

აშკარაა, გუნდი სეზონის მთავარ შეჯიბრებას ვერ შეხვდა ფორმის პიკში და თუნდაც ევროპულ თამაშებზე ნაჩვენებ დონეს გვარიანად ჩამორჩებოდა. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ესეც ერთ-ერთი სიმპტომური ხარვეზია - ევროპაზე კარგად გამოდიან, მსოფლიოზე კი ჩამორჩებიან იმ დონეს. ეს რეალობა იგრძნობოდა შარშანაც კი, როცა მსოფლიოზე ოქრო-ბრინჯაო მოვიპოვეთ და შარშანწინაც, როცა ორი ფინალისტი გვყავდა - ლიდერებმა მაშინაც ევროპაზე შედარებით უფრო სუსტად იჭიდავეს.

აქ ლაპარაკი არაა იმაზე, რომ მსოფლიო ევროპაზე ბევრად ძლიერი შეჯიბრებაა და იქ უფრო გაუჭირდებათ - ეს გასაგებია, მაგრამ საუბარი იმაზეა, რომ ცალკეული ფალავნები მსოფლიოზე უფრო ცუდად გამოიყურებიან. არადა, პირიქით უნდა იყოს.

ამ პრობლემაზე წინა წლებშიც ვწერდით, ევროპიდან მსოფლიომდე ნაკრების მზადება უნდა იყოს აღმავალი დინამიკის, ევროპა უნდა გამოვიყენოთ მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპადო. ვწერდით იმასაც, რომ წინა წლებში მსოფლიოზე წაგებები რაც გვქონდა, უფრო ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის პრობლემებიდან გამომდინარე, გუნდი კი ფორმის პიკს ასე დაშორებული არ ყოფილა.

რატომ მოხდა ამჯერად ასე, რა გვიშლის ხელს ამაში? გუნდი ვერც ბაქოში იყო ფორმის პიკზე და მზადების იმ ეტაპზე არც უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინდელი ჭიდაობის ხარისხი ბატონია ახლანდელთან შედარებით! ამჯერად ნაკრები თითქოს გადაღლილი იყო, მოშვებული, უმოტივაციოდ დარჩენილი, რამდენიმე ლიდერის ჭიდაობა კი კრიტიკას ვერ უძლებს...

საინტერესოა, სად დაუშვა გუნდმა შეცდომა, სად გამოეპარა პიკის მომენტი და რატომ ვერ იყო თუნდაც ბაქოს მსგავს ფორმაში?

ამაზე ზუსტი პასუხი სამწვრთნელო შტაბს ეცოდინება, ჩვენ კი რამდენიმე ვარაუდს გავბედავთ....

მაგალითად, ზედმეტი ხომ არ იყო ბოლო ერთობლივი შეკრება იაპონიაში და, საერთოდ, დასაშვებზე ხშირად ხომ არ დავდივართ იქ? ერთობლივი შეკრებების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ იყო კი საჭირო მსოფლიოსთვის იქ წასვლა? იქ ხომ გუნდი მნიშვნელოვნად დაზარალდა ტრავმებით...

ამიერიდან, როცა ნაკრებს სავარჯიშო ბაზა ექნება, იმედია, უცხოეთში ასე ხშირად აღარ ივლიან და შინ ჩაატარებენ ერთობლივ ვარჯიშებს. ამით იმათაც დიდ სამსახურს გაუწევენ, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება, თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში.

მწვრთნელებსაც და ცალკეულ სპორტსმენებსაც დადებითი აზრი აქვთ იაპონურ შეკრებებზე და ვიმეორებთ - დოზირებულად ეს ჩვენც საჭიროდ მიგვაჩნია, მაგრამ საკითხავია, ხომ არ ვამეტებთ? თან, ვიღებთ კი მაქსიმუმს ამ შეკრებებიდან? ყოველ შემთხვევაში, მე ვერ დავინახე, რომ "იაპონური" ილეთებიდან რამე გვისწავლია. პირიქით - ჩავლებებში საშინლად დაგვჩაგრეს. ამის პარალელურად, მასპინძლებს კი ვაძლევთ მშვენიერ საშუალებას, გაშიფრონ ჩვენი ლიდერები.

თან იმავე ჩავლების, ჩოქბჯენში ჭიდაობის, ფიზიკური მომზადების ან სხვა კუთხით თუ რამეს გვაძლევს ეს ამდენი ერთობლივი შეკრება, იქნებ სჯობდეს, იმ ვიწრო სპეციალიზაციის მწვრთნელები აქ მოვიწვიოთ - ხანგრძლივად სამუშაოდ თუ არა, სემინარების ჩასატარებლად მაინც, რომ სხვებმაც დახვეწონ ესა თუ ის კომპონენტი, თორემ ნაკრები მხოლოდ ის 9-10 კაცი არაა, ვინც უცხოეთში დადის სავარჯიშოდ.

ვაჭიდაოთ თუ არა ტრავმირებულები?

ტრავმები ვახსენეთ და საკითხავია, ხომ არ ვრისკავთ ასეთების ტურნირზე გაყვანით? იქნებ ამის ბრალიცაა ეს გაჭიანურებული ტრავმიანობა, ანუ, როცა არ ვაცლით ბოლომდე მოშუშებას, რაც მთელი სეზონი გრძელდება გუნდში. მაგალითად, უშანგი მარგიანის (81) შემთხვევაში, თუმცა წლეულს ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანიც (90) გაჭიანურებულად იტკიებენ რაღაცას. ამირან პაპინაშვილსა (60) და სხვებსაც ჰქონდათ ხანგრძლივი ტრავმები.

გამაყუჩებლებით ჭიდაობაც დასაშვებია და ისიც კარგად გვესმის, ძნელია, ამ დონის ლიდერებს შეელიო, მაგრამ შედარებით უტიტულოების დასვენება ან შეცვლა ხომ არ აჯობებდა? მაგალითად, მარგიანის? მან გუნდურში ცოტა უკეთ კი იჭიდავა, მაგრამ პირადში ძალიან ცუდად გამოვიდა. იქნებ სჯობდა, მის ნაცვლად ვინმე სხვა წაეყვანათ თუნდაც გამოცდილების მისაღებად?

კარგით, ბატონო, 100 კილოგრამში სოლიდური არავინ გვყავს, არც ვაჟა მარგველაშვილი (66) წაიყვანეს (თუმცა მან გუნდურში არცთუ ურიგოდ იასპარეზა, მაგრამ მწვრთნელები ყველა შეხვედრაში მაინც არ ენდნენ), ლუხუმ ჩხვიმიანის (60) წაყვანა მაინც შეიძლებოდა, ვინც, ვფიქრობ, მეტ შანსს იმსახურებს.

ვერც ლევან მატიაშვილმა დაგვანახა რამე ღირებული, იმის მიუხედავად, რომ მის წაგებაში დამნაშავე მსაჯიც მგონია. მას წონა აქვს მომატებული და ბევრადაა დაშორებული ადრინდელ კონდიციებს, როცა მართლა ძლიერი მძიმეწონოსანი იყო.

შეკრებებზე ყველას ცხადად ეტყობა, ვინ როგორ ფორმაშია და კარგი იქნება, მწვრთნელები საკადრო გადაადგილებებს უფრო თამამად თუ მიმართავენ.

იქნებ აჯობებს, მეორე ჯგუფის ლიდერები დაასვენონ თუნდაც მთავარი შეჯიბრებებისგან და საფუძვლიანად, ბოლომდე უმკურნალონ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოირჩინონ ტრავმა?

მაგალითად, ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი (+100) ევროპულ თამაშებზე ხელის მცირე ტრავმის გამო არ ჩავიდა, რათა მსოფლიოსთვის კარგად მომზადებულიყო. მართალია, ამის მიზეზად არაოფიციალურად ფინანსური მოტივიც ახსენეს - გამოსვლის სანაცვლოდ ბლომად პრემია მოითხოვაო, მაგრამ ეს კულუარული ხმებია, ოფიციალურად კი ის მიზეზი დაასახელეს.

ამ დროს ჩვენ იგივე მარგიანი ბაქოშიც ტრავმით ვაჭიდავეთ და, ცხადია, ვერც შედეგი მივიღეთ. სხვები თუ ასვენებენ ლიდერებს, ჩვენც დავასვენოთ და ბოლომდე ვუმკურნალოთ.

მივხედოთ ფიზიკას

ასტანაში ფიზიკური მოუმზადებლობა გუნდის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად გამოჩნდა. არადა, ეს ის კომპონენტია, რასაც უნდა დაეშენოს დანარჩენი - ტექნიკა, ტაქტიკაც და ყველაფერი.

ოღონდ ჩვენებს მომზადება აკლდათ თუ პირიქით - დასვენება, ანუ გადაღლილები იყვნენ, ამაზე ჩემზე უფრო ზუსტი პასუხი მწვრთნელებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო თამამად შემიძლია იმის თქმა, რასაც შარშან და უფრო ადრე შეფარვით ვამბობდი - ეტყობა, გუნდს თანდათან "გამოუნელდა" პეტერ ზაიზენბახერის ძალისმიერი ვარჯიშები...

ავსტრიელმა ფიზმომზადების კუთხით საკმაოდ დიდი სამუშაო ჩაატარა და ბევრიც გაუკეთა ბიჭებს, მაგრამ ის არ იყო მწვრთნელი, იყო მხოლოდ ვიწრო სპეციალობის კადრი - ფიზმომზადების სპეციალისტი და ამიტომ ვერ ანაწილებდა ძალებს თანაბრად, ვერ ახერხებდა გუნდის პიკში მიყვანას...

ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი კი ამბობს, რომ უცხოეთიდან ფიზმომზადების მწვრთნელის ჩამოყვანა არაა აუცილებელი და ამ ხარვეზის აღმოფხვრას ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის პროგრამის დანერგვის შემდეგაც შეძლებენ ჩვენი მწვრთნელებიო, მაგრამ ადგილობრივები როდის იმ პროგრამას გაეცნობიან, როდის აუღებენ ალღოს და დანერგავენ ცხოვრებაში...

არადა, ოლიმპიადა კარს მოგვადგა და ვფიქრობ, ფედერაციამ დრო არ უნდა დაკარგოს, სასწრაფოდ მოიწვიოს ამ დარგის სპეციალისტები უცხოეთიდან. თუნდაც პერიოდულად მაინც - ვთქვათ, სეზონის მთავარი შეჯიბრებების წინ 1-2 თვით. ცხადია, აჯობებს, წლიდან წლამდე თუ იქნებიან აქ, მაგრამ ეს დამატებითი ხარჯია, ასე პერიოდულად მოწვევა კი არც იმდენად ძვირი დაჯდება და საერთო დონეს ცოტათი მაინც ავამაღლებთ.

ოღონდ ეს უნდა იყოს მხოლოდ ფიზმომზადების სპეციალისტი, რომელიც მთავარ მწვრთნელად არ უნდა მოგვევლინოს, როგორც ეს ზაიზენბახერის შემთხვევაში მოხდა.

ისე, საინტერესოა, ნაკრებში რატომ არსად ჩანს გია გუგავას ხელი, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობისას ფიზიკურ მომზადებაში მშვენიერ შედეგს მიაღწია.

გავიხსენოთ, როგორ გახდა ლაშა შავდათუაშვილი (73) 2011 წელს ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და რა დღეში ჩააგდო ფინალში სლოვენიელი ანდრაზ იერები - ისე მოღალა, ფეხზე ვერ იდგა, ხოლო თვითონ მეორედ რომ შეგეშვა ტატამზე შეუსვენებლად, დაღლა არ დაეტყობოდა, იმასაც ისე მოიგებდა.

არადა, მაშინ ზაიზენბახერი კორეა-იაპონიაში დაატარებდა გუნდს, გუგავა კი ვაკის პარკთან რომელიღაც კორპუსის კიბეებზე სირბილში ავარჯიშებდა თავის შეგირდებს და იქ მიაღწია იმ შედეგს.

(გაგრძელება ხვალინდელ ნომერში)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგაბი
კვალიფიციური სტატიაა. ავტორი სწორ ანალიზს აკეთებს, განსაკუთრებით ფიზიკის კუთხით. თუ ფიზმომზადება სათანადო დონეზე არ ავიდა და ძალები სწორად არ განაწილდა, შემდგომში გაგვიჭირდება. აუცილებელია ფედერაციამ დასვას მცაჯობის საკითხი. ტუნდაც თანაბარ ჭიდაობაში იმდენჯერ დაგვჩაგრეს. საეღტაშორისო ფედერაცია აშკარად გვჩაგრავს. თუ მათთან არაფერი გამოვა ადამიანის უფლებების დაცვის ევროსასამართლოში ვუჩივლოთ.
ირაკლი თავაძე
დამშვიდდით - ოლიმპიადის შემდეგ ლიპო ნაღდად გადადის 100-ში... ხვალ იქნება ვალოსთან ინტერვიუ.
zurab
მაინც არ იპოსტება.
franio
ფეხბურთს ნაღდად ვერ შეადარებ ძიუდოს, საკმაოდ ბევრი რაღაც კეთდება და ნამდვილად არ ეთქმის საყვედური ქევხიშვილს. უბრალოდ, ერთბაშად ხომ ვერ მოედება მთელ ქვეყანას... ნეტავ სხვა სახეობებში კეთდებოდეს იმდენი, რამდენიც ძიუდოში, ზოგ სახეობაში ჩანასახოვან დონეზეც რომ არ ვართ. მწვრთნელებს რაც შეეხება-კვალიფიკაციის ამაღლება ნამდვილად არ აწყენდათ და მაგას ნამდვილად უნდა მიეხედოს. ბექა ვერ გადავა 100კგ-ში, დაბალია მაგ წონისათვის. კრპალეკი, ფრეი და ასეთები 1,90მეტრის ფარგლებში არიან, ბექა 1,75-ზე მაღალი არ იქნება და გაუჭირდება მაგათთან ძალიან. ვარლამი მაღალია და უფრო აქვს შანსი, მაგრამ ამ 2 წელიწადში ეგ ნაღდად არ მოხერხდება, ახლა კატასტროფა იქნება მაგის წონის შეცვლა, ოლიმპიადაზე თეორიულ შანსსაც დაკარგავს...
Davit
ამ სპორტის სახეობაშიც იგივე უნდა დავწერო,.. არა რის მასობრივი,,, მტელი რიგირ რეგიონების ჩამოთვლა შეიძლება სადაც სპროტის ეს სახეობა არა თუ განვიტარწებული ერთი მწვრთვნელიც კი არ ჰყავთ. როგორც ფეხბურთში აქაც მუქთახორებით არის სავსე ხელმზღვანელობა. წარსულში კარგი სპორტული კარიერა არ ნიშნავს რომ კარგი მენეჯერები არიან, ერთხელდასამუდამოდ ხომ უნდა გაიაზროს ვინმემ ეს!
ლევანი
ვარლამს უკვე ჩამოყალიბებული ძვლოვანი სისტემა აქვს და მისი გადასვლა სხვა წონაში არარეალურია. რაც შეეხება ღვინიაშვილის გადასვლას 100კგ-ში, ერთი შეხედვით უფრო რეალურია, რადგან ბექა ჯერაც მოზარდია და ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული ძვლოვანი სისტემა, მაგრამ მას ისეთი აღნაგობა აქვს, რომ მეეჭვება ეს მოხდეს. სამაგიეროდ, 2020 წლის ოლიმპიადისთვის უკვე დაღვინებულ "ღვინოს" ვიხილავთ და დიდი ალბათობით, სწორედ იგი იქნება ნაკრების პირველი ნომერი 90 კგ-ში.
irakli apkhaidze
მეც მაგის იმედი მქონდა ნოდარ, რომ ბექა 100 კგ-ში მოასწრებდა ანაცვლებას (გაზრდას) ოლიმპიადამდე, მარა როგორც ჩანს ეგ ამბავი აღარ მოესწრება გაისისთვის...
Nodari
მე შეკითხვა მაქვს :არ შეიძლება ლიპარტელიანი ან ღვინიაშვილი 100 კგ ში რო გადავიდეს? ოლიმპიადამდე ლიცენზიას მოასწრებენ და ორივე შეძლებს მონაწილეობას
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
"ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ძიუდოისტთა ნაკრების სათადარიგოები გამოვლენ
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მძიმე დასასრული [VIDEO]
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
დავით ქევხიშვილი: ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ თემას, რაც უნდა მოხდეს!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
"რომ გენახათ ჭრიკიშვილის ფეხი და როგორ განიცადა წაგება, არ დაწერდით, უსუსური იყოო"
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელები დააკომპლექტა - გია გუგავა ნაკრების მეხუთე კურატორია
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პეტერ ზაიზენბახერი ისევ არ ჩანს
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს
ᓒᓘᓐ ᓒᓣᓒᓐᓕᓐ: ᓩᓕᓔᓜᓘ ᓣᓙᓕᓔ ᓔᓨᓘᓜᓘᓐᓗ!
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [დასასრული]
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირებზე განაწილდა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
კიევის სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებული პეტერ ზაიზენბახერი გაათავისუფლა
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პედოფილიის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ვითომ საშიში არაფერია? - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან [დასასრული]
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
სამწუხაროდ, ჩვენგან მომკითხავი არავინაა - ინტერვიუ ვალერი ლიპარტელიანთან