"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის 31 მორაგბე შეარჩია
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს 19 სექტემბერს, ტონგას ნაკრებთან, გლოსტერში გამართავს. ჩვენი ეროვნული გუნდი ამჟამად ინგლისში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბოლოო 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა (იხილეთ შემადგენლობა).

გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) და პირველხაზელი ვასილ კაკოვინი (ტულუზი), რომლებიც ოთხი წლის წინათ ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე გუნდში საუკეთესოები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ კაკოვინი ბოლო ორი სეზონია ტრავმებმა დატანჯა და საბოლოოდ მომჯობინება სამი თვის წინათ შეძლო. გასული სეზონი ასევე ტრავმის გამო გაუცდა ბასილაიასაც.

ინგლისში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ და სამწუხაროდ, "ნიუკასლთან" მატჩში დაშავდნენ პირველხაზელი ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) და შუამარბი გიორგი ტალახაძე (ლელო). ორივე მათგანმა საწვრთნელი ბაზა დატოვა და ამჟამად საქართველოში არიან. მათ ნაცვლად ჰეიგმა შერკინების კვაჭ სიმონ მაისურაძეს (ვალანსი) და მურაზ გიორგაძეს (არმაზი) უხმო.

მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მესამეხაზელი მამუკა გორგოძე (ტულონი) იქნება. მსოფლიოს თასზე მეოთხედ ითამაშებენ მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე (ლილი) და მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

მესამედ ითამაშებენ დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დავით კაჭარავა (ენისეი).

პირველხაზელთაგან მსოფლიოს თასზე თამაშის გამოცდილება მხოლოდ სამს აქვს. ამდენივე მორაგბეს უთამაშია მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე მეორე და მესამე ხაზში.

საგრძნობლად გადახალისებულია ჩვენი გუნდის უკანა ხაზი. 14 მორაგბიდან მსოფლიოს თასზე ასპარეზობის გამოცდილება მხოლოდ ხუთს აქვს. ესენია: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), დავით კაჭარავა (ენისეი), ალექსანდრე თოდუა (ლელო) და მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

აღსანიშნავია, რომ 31 მოთამაშიდან 19 ლეგიონერია, 12 მორაგბე კი ქართულ კლუბებში ასპარეზობს.

"მსოფლიოს თასზე კონკურენტუნარიანი გუნდით ვიასპარეზებთ, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის დაკომპლექტების პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავია. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძისთვის ეს მე-4 მსოფლიოს თასი იქნება.

ნაკრების საბოლოო შემადგენლობის დადგენისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითოეულ პოზიციაზე კონკურენციაა, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა, მწვრთნელმა რაზმის დასახელებისას განაცხადა - მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ გუნდში, ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ.

როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, ხანგრძლივი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს თასზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა და, ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მსოფლიოს თასი 2015

19 სექტემბერი

საქართველო-ტონგა

25 სექტემბერი

საქართველო-არგენტინა

2 ოქტომბერი

საქართველო-ახალი ზელანდია

7 ოქტომბერი

საქართველო-ნამიბია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

George
რა ვიცი, კანადასთანაც წავაგეთ და რა სიძლიერეზე ვლაპარაკობთ არ ვიცი... ღმრთმა ქნას ვმალავდეთ ნამდვილ თამაშს.

ჯერ გადავხტეთ მელიტონ და მერე – "ჰოპ"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას
მილტონ ჰეიგმა "თბილისის თასი 2015"-ისთვის "ბორჯღალოსნების" რაზმი დაასახელა
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ოლ ბლექსი" უძლიერესი შემადგენლობით! [ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან]
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების წლის ბოლო ტური
ქართველმა ლეგიონერებმა საფრანგეთში სამი ლელო დადეს [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
U20. ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕ
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ქართველი მწვრთნელი ირლანდიურ აკადემიაში!
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
სიმონ მაისურაძემ დუბლინში "მსოფლიო რაგბის" ფორუმში მიიღო მონაწილეობა
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
"ბიჭები წნეხში გავატარეთ და გამოჩნდა, რომ მატჩიდან მატჩამდე უმატებდნენ თამაშს"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
საქართველო VS მზ.იტალია - ხუთი ახალი "ბორჯღალოსნების" რაზმში
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა