ახალი ზელანდიის ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა და მსოფლიოს N1 გუნდის ტიტული კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნა
31 ოქტომბერს, ლოდნონში, "თვიქნემზე" გამართულ რაგბის მსოფლიოს თასის ფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა და პლანეტის უძლიერისი ნაკრების წოდება კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნა.

"ოლ ბლექსმა" მეტოქე ანგარიშით 34:17 დაამარცხა და "ვებ ელისის" თასს ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ (1987, 2011 და 2015 წლებში) დაეუფლა.

მატჩი ახალზელანდიელთა უპირატესობით წარიმართა და შესვენებაზე ანგარიში 16:3 იყო მათ სასარგებლოდ. "ოლ ბლექსის" 16-ივე ქულა დანიელ კარტერმა მიითვალა, რომელმაც 39-ე წუთზე ლელო დადო და თავადვე გარდასახა, იქამდე კი სამი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. პირველ ნახევარში ავსტრალიელთა გატანილი ერთადერთი საჯარიმო ბერნარდ ფოლის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარი მაა ნონუს ლელოთი დაიწყო. მართალია კარტერმა ვერ გადასახა, მაგრამ ახალზელანდიელთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო...

მაგრამ "ვოლაბები" დანებებას არ აპირებდნენ. 53-ე წუთზე დევიდ პოკოქმა საპასუხო ლელო გაიტანა, ბერნარდ ფოლიმ კი გარდასახა და სხვაობა შეამცირა. ამ ყველაფერის კი წინ ახალზელანდიელი ბენ სმითის გასინბინება უძღოდა.

64-ე წუთზე ავსტრალიელებმა ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს - ლელო ტევიტა კურიდრანიმ დადო, ფოლიმ კი გარდასახა და ვითარება დაიძაბა...

მაგრამ ავსტრალიელთა იმედებს ცივი წყალი იმავე კარტერმა გადაასხა, რომელმაც ჯერ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე არეკნით გაიტანა, 75-ზე კი საჯარიმო გამოიყენა.

აქ კი გატყდნენ "ვოლაბები" და შედეგად 79-ე წუთზე ბოდენ ბარეტისგან ლელო მიიღეს, კარტერს კი არ უმტყუნა მიზანმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 34:17.

ამრიგად, მსოფლიოს თასის რიგით მერვე გათამაშება ახალზელანდიელთა ტრიუმფით დასრულდა. პლანეტის მომავალ პირველობას კი ოთხი წლის შემდეგ, 2019 წელს იაპონია უმასპინძლებს.

fraternity
მოკლედ, თქვენ რომ რამესაოცრება არ დაწეროთ არ შეიძლება რა. არ უყურებთ ხოლმე თამაშ და ისე წერთ სტატიას? პირველი ლელო ტაიმის ბოლოს მილნერ სქადერმა დადო და არა დენ კარტერმა.
ზ უ რ ა
გასაოცარი გუნდია...რაგბის ბარსელონაა...:დ
new zealand
გილოცავთ და კიდევ დიდხანს გისურვებთ ოლიმპზე ყოფნას,უმაგრესი გუნდია რაგბის ისტორიაში.
gio
გილოცავთ!! მაგრები ხართ ,მისალმება კარგად გამოგდით და თამაში უმაგლესი
nika
ზელანდია მაგარი კაცების გუნდია. გილოცავთ შავებო!!
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
არგენტინა VS სამხრეთი აფრიკა - ვის აქვს მეტი მოტივაცია
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ზე რაგბი. XV ტური: სამეული მთავარი ფავორიტია
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ოთხი ერი. III ტურის წინ: პერთსა და ნიუ პლიმუთში
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...
ბარეტების ერა იწყება - ბოდენ ბარეტი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა
ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ოთხი ერი: "ოლ ბლექსის" ექვსიდან ექვსი და გამარჯვება
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
ადამის ჰეთ თრიკი - მსოფლიოს თასზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა
ოთხი ერი 2017: ვინ შეაჩერებს "ოლ ბლექსს"?
კიდევ ერთი ვარსკვლავი გორგოძის, ჩილაჩავასა და მიქაუტაძის გვერდით