ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: გობაძემ საქართველოს პირველი მედალი მოუტანა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: გობაძემ საქართველოს პირველი მედალი მოუტანა [VIDEO]

ბედის ირონიით, ერთადერთ წარმატებას მაინცდამაინც არაოლიმპიურ წონაში მივაღწიეთ - 80 და 71 კგ-ები არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში
საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა ლას ვეგასში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში - ლაშა გობაძე (80) მესამე ადგილზე გავიდა.

ბედის ირონიით, ერთადერთ წარმატებას მაინცდამაინც არაოლიმპიურ წონაში მივაღწიეთ - 80 და 71 კილოგრამები არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი იმ დონის განძია, კბილი რომ არ მოესინჯება. უბრალოდ, დღემდე ულიცენზიოდ ვრჩებით და მათ მოსაპოვებლად ზრუნვა სალიცენზიო შეჯიბრებებში მოგვიწევს, რაც დამატებითი შრომა და ხარჯია.

23-წლიანებში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით მომგებმა და ტახტის ზეპრესტიჟული ტურნირის ერთადერთმა ქართველმა "ბერძენ-რომაელმა" ჩემპიონმა გობაძემ მხოლოდ ნახევარფინალი დათმო თურქთა მომავალ გამარჯვებულ სელჯუკ ცებთან. ვფიქრობთ, იქაც უფრო ცაიტნოტის გამო იჩქარა - მეტოქე ჩოქბჯენში სასტვენამდე 25 წამით ადრე ჩაუყენეს და კარგად ვერ შეკრა ხელები, ილეთი საფუძვლიანად ვერ მოამზადა. თან გობაძე ცოტა რთულ გზას ირჩევს ჩოქბჯენში - ლეიბიდან სწევს მეტოქეს და ფეხზე მდგომი აგდებს, ამდენისთვის დრო კი არ ეყო და გამოცდილმა ცებმა (მესამედ მოიგო მსოფლიო) გდება დაუხურა - 2:4.

თუმცა მანამდე მეოთხედფინალში გობაძემ ჭიდაობის გაკვეთილი ჩაუტარა რუს ევგენი სალეევს - პასიურობისთვის დგომში ჩაყენებული მეტოქე ხელში აიტაცა და მაღალი ტრაექტორიით ზურგს უკან გდებით 5-ქულიანზე დაახეთქა ლეიბზე.

ჩვენებურმა წინასწარ შეხვედრებშიც დიდი უპირატესობით იმარჯვა - ბერძენ ნიკოლაოს ვარკასს ჩოქბჯენიდან აყვანის შემდეგ დგომში ორჯერ გაუკეთა 4-ქულიანი გდება და 11:0 მოუგო, სერბი პეტარ ბალო კი 8:2 დაჯაბნა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაც წმინდად მოიგო - ყაზახ აშხატ დილმუხამედოვს 8:0 მოუგო.

სამწუხაროდ, 8 სექტემბერს მოასპარეზე სხვა ჩვენებურები პირველსავე ეტაპზე დამარცხდნენ: მურად მიქელაძემ ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან 2:4 წააგო, გოგა აფრიამაშვილმა (71) შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან 2:3 დათმო, იაკობ ქაჯაია (130) კი ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან 0:1 დამარცხდა.

"ბერძენ-რომაელთა" ტურნირი დღეს, 9 სექტემბერს მთავრდება და იწყება ქალებისა. ვაჟთაგან დღეს მხოლოდ 85 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, რომელიც ოლიმპიური წონაა. ჩვენგან მათე სოფაძე იასპარეზებს და პირველ წრეში სამხრეთაფრიკელ დეან ვან ზილს შეხვდება, თუმცა აქვე არიან უნგრელი მსოფლიოს ორგზის პრიზიორი ვიქტორ ლორინცი და უკრაინელთა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი იან ბელენიუკი. რუსებს კვლავ ეყოლებათ ევროპული თამაშების გამარჯვებული დავით ჩაკვეტაძე.

• glaxuna

ზვიადი მეგობრებო, პოლიტიკა ნაკლებ მნიშვნელოვანია, პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ს ხარისხზე მაქვს საუბარი. რ ა გ ბ ი ს ფედერაცია ა რ შეცვლილა,ყველაზე პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული და შედეგების შესაბამისია და,თუნდაც წავაგოთ ტონგასთან,მაინც დ ი დ ი პროგრესს და წარმატებები უთუოდ იქნება! სხვა სახეობაში... თქვენს პირს შაქარი,მაგრამ,ოლიმპიადის ლიცენზიებს,რომ დავითვლით,მერე ვ ი ს ა უ ბ რ ო თ, ვშიშობ გ ვ ი ა ნ არ იყოს მერე მიზეზების ძებნა!

• franio

რეგრესი არა კვახი. სრულიად ვეთანხმები ზვიადს! სპორტში პროგრესი გვაქვს და არა რეგრესი. სხვა თუ არ აფერი, აგერ ბაქოში ქართველი მძლეოსნებიც კი გაისარჯნენ-ერთმა რეკორდიც კი დაამყარა.. ტანმოვარჯიშე გოგომ სულაც ბრინჯაოს მედალი აიღო. მანამდე ბოლო წარმატებული მხატვრული ტანმოვარჯიშე ელისო ბედოშვილი იყო საბჭოთა კავშირის დროს (მაგის მოსწავლეა ფაჟავაც). რეგრესი თუ ვინმეს აქვს, ზოგიერთი სპორტსმენია, ადრე ოლიმპიურ ოქროს რომ ეპოტინებოდა და დღეს საქართველოს მასშტბითაც კი ვეღარ არის პირველი... ხან კვერცხებით ირბინეს, ხან კარი ჭედეს და ხან მიტინგები მართეს და აბა რა იქნებოდა.ვისაც ვარჯიში არ ეზარება და საქმეს სერიოზულად ეკიდება, ის წარმატებებსაც აღწევს.

• zviadi

სპორტს პოლიტიკიში ნუ ურევ!სად ხედავ რეგრესს მაინტერესებს?რაგბისტები მსოფლიოზე თამაშობენ და უკეთესად გამოვლენ დარწმუნებული ვარ;ფეხბურთელები ათამაშდნენ და კობი რო მოვა კიდე უფრო კარგი რაღაცეები მოხდება მაგ სფეროში;კალათბურთელებმა იტალიასთან სუპერ თამაში აჩვენეს და გუშინ საბერძნეთთანაც 11ქულით წააგეს რაც მიღწევაა.მჯერა დღეს მოიგებენ და გავლენ ჯგუფიდან;ძიუდოში მსოფლიოზე გუნდურში 3ე ადგილი ცუდი არაა.ეუროპაში პირველი ანუ.ბასილაშვილმა სენსაცია შემოგვთავაზა და რეიტინგით ძალიან ძლიერ ჩოგბურთელს მოუგო,ესეთი რამ ლაბაძის მერე არავის გაუკეთებია.მშვილოსნობა ამოიქაჩა და ბაქოში ვერცხლი აიღეს.აქ ევროპის ახალგაზრდული თამაშები ჩავატარეთ და რაგბშიც ახალგაზრდულ მსოფლიოს ვმასპინძლობთ.ასევე ძალოსნობაში ჩავატარეთევროპის ჩემპიონატი და გვყავს ჩემპიონი თურმანიძე.ეს რეგრესი არაა პროგრესია !!!

• glaxuna

რაც არ უნდა თავი შეიკავოთ, ფ ა ქ ტ ი ა და ვერანაირად გავექცევით : 2012 წლიდან რ ე გ რ ე ს ი ეტაპობრივად თითქმის ყველა სპორტის სახეობაში ა შ კ ა რ ა ა.. მისი მიზეზების და საფუძვლების შესახებ სპორტულმა (და არა მარტო ) ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა მ დღესვე უნდა დ ა ი წ ყ ო ს ფიქრი,გაანალიზება,გარკვევა და ზ რ უ ნ ვ ა,თორე ცოტა დროც და გ ვ ი ა ნ იქნება!!!

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ბრინჯაოს შანსიც აღარ დარჩა

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ᓐხᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓛᓝჭᓘᓓᓐᓕᓔᓔᓑᓘ 5 ᓐᓒᓕᓘᓡᓢᓝᓡ ᓛᓡოᓤლᓘᓝᓡ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓝᓑᓐᓖე ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔᓜ

დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]

ბეგი დარჩიამ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

აერო[ს]პორტული ემოცია - ლადო გმირია. კალათბურთელები?

კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ

ქართულმა გუნდებმა ირანში "ტახტის თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველების ბრინჯაო და ორი ლიცენზია

დოპინგ-სკანდალი: ექვსი ბრალდებული ქართველი მოჭიდავის სავარაუდო ვინაობა

დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: მსოფლიოსთვის ფალავნები შეარჩიეს

ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მორიგი ოთხეული დაინომრა

დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა

ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, პეტრიაშვილი - პრიზიორი! [VIDEO]

რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს

მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე

10-წლიანი ლოდინის შემდეგ - ჩემპიონმა ჩემპიონი გამოზარდა [VIDEO]

მწარედ მახსოვდა და ვერ ვივიწყებდი - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

კიევის ტურნირი: ქართველების 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: უღიმღამოდ და ულიცენზიოდ [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველთა მეტოქეები ცნობილია

საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები "ტახტის თასზე" ფინალში დამარცხდა

პოდუბნის ტურნირი: ქართველები ოქრო-ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი

ლევან ქავჟარაძის ბრწყინვალე გდება სტამბულის ტურნირზე [VIDEO]

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

მსოფლიოს ჩემპიონატის გამოხმაურება: ვინ დაინახა რიო ლას ვეგასიდან

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში