ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დადგა დრო, შედეგზე ვითამაშოთ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

დადგა დრო, შედეგზე ვითამაშოთ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

განწყობას თბილისთან დაძმობილებული მასპინძელი ქალაქიც ამაღლებს
ფოტო: © Matt Cardy/Getty Images

წვიმს, მოღრუბლულია, ცივა, ჩვეულებრივი, ინგლისური ამინდია. მორაგბეებს განწყობაც თითქოს ამინდის დარია. ხუმრობენ, იცინიან, მაგრამ ფიქრებით გულის სიღრმეში მომავალი მატჩისკენ არიან.

"ბორჯღალოსნები" ბრისტოლში, თბილისის დაძმობილებულ ქალაქში, გილდფორდიდან ჩავიდნენ, სადაც მსოფლიოს თასისთვის მზადების ბოლო ეტაპი გაიარეს. ჩვენმა გუნდმა სამი საკონტროლო მატჩი გამართა და ახლა მთავარი ბრძოლების მოლოდინშია.

პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა დილით, ბრისტოლის სპორტულ აკადემიაში გამართა, რომელსაც ექვსი, სტანდარტული მინდვრის საფარიანი მოედანი აქვს. აქვე, აკადემიის შენობის დარბაზებში შესაძლებელია სპორტის ნებისმიერი სახეობით დაკავდეთ.

ერთი სიტყვით, შესანიშნავი სპორტული ბაზაა, რომლის მსგავსიც, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდი ორ ჯგუფად დაყო. მორკინელები ძალოსნობის დარბაზში შევიდნენ და იარაღებს შეესივნენ", უკანახაზელები კი მოედანზე იხმო და ხელდახელ ბურთაობაში ავარჯიშა მაიკლ ბრედლისთან ერთად. არ უვარჯიშია "ბორჯღალოსნების" მგეზავს, ლაშა ხმალაძეს, რომელსაც ფეხი სტკივა. ითამშებს თუ არა ის ტონგას ნაკრების წინააღმდეგ ხუთშაბათს, ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება. ასევე დაშავებულია, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშობდა გარემარბი ალექსანდრე თოდუა.

მერე მორკინალებმა და უკანახაზელებმა ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს. ასე ცალ-ცალკე ვარჯიშში ერთი საათი მიილია. ამინდი ისევ ჭირვეულობდა. ხან მზე გამოანათებდა, ხან წვიმდა. ბოლოს კი, როცა ჰეიგმა გუნდი გააერთიანა, კოკისპირული წამოვიდა.

საათნახევრიანმა ვარჯიშმა მშვიდობიანად ჩაიარა. ტრავმა არავის მიუღია. მხოლოდ მერაბ შარიქაძემ იტიკინა ხელის თითი, თუმცა სერიოზული არაფერია.

მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"მზადება დაგეგმილი სცენარით მიმდინარეობს. ბოლო ეტაპის სამი საკონტროლო თამაშით დავასრულეთ. როგორ ვთქვა, კმაყოფილი ვარ-თქო, სამივე წავაგეთ, მაგრამ სხვა მხრივ ეს შეხვედრები ძალიან სასარგებლო გამოდგა. ყოველი მომდევნო თამაშში, ვფიქრობ, ხარისხს ვაუმჯობესებდით.

ვიცი, რომ ამ წაგებების შემდეგ ხალხი იმედგაცრუებულია, მაგრამ მსოფლიოს თასზე თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გაიღებს მიზნის მისაღწევად. დადგა დრო, რომ მსოფლიოს თასზე შედეგისთვის ვიბრძოლოთ და არა უბრალოდ კარგი, თავდადებული თამაში ვაჩვენოთ. ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული.

გუნდში, რაც რაგბიში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი, მეგობრული სიტუაციაა. საბოლოოდ, რამდენად კარგად მოვემზადეთ, ამაზე პასუხს მსოფლიოს თასის მატჩები გასცემს".

მერაბ კვირიკაშვილი, საქართველოს ნაკრების ფულბეკი:

"მსოფლიოს თასზე მეოთხედ ვთამაშობ. საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. აქედან გამომდინარე, მეტს ვთხოვ საკუთარ თავს. ვცდილობ, მეტად ორგანიზებული ვიყო და ახალგაზრდებსაც დავეხმარო, რომლებიც პირველად არიან მსოფლიოს თასის გათამაშებაზე.

ხშირად მეკითხებიან, მსოფლიოს რომელი თასის გათამაშება უფრო უკეთესი იყო. ვფიქრობ, რომ ავსტრალიაში 2003 წელს გამართული შეჯიბრება გამორჩეულია. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, პირველი დიდი ასპარეზი იყო, ცოტა ეიფორიაში გახლდით და, ალბათ, ამიტომ მეჩვენება ასე.

მას შემდეგ რაგბი საქართველოში განვითარდა, წინ წავიდა და დღეს იმ ეტაპზე ვართ, რომ უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს.

ინგლისის მსოფლიოს თასისთვის მზადება ჩვენთვის ძალიან მძიმედ დაიწყო. თბილისსა და პოლონეთში დიდი დატვირთვები გვქონდა. აქ რომ ჩამოვედით, სტრატეგია შეიცვალა. ვარჯიში ტაქტიკურ მონახაზებსა და გუნდის შეთამაშებაზე ავიღეთ. განვლილ საკონროლო მატჩებში სწორედ ეს ყოველივე გამოიცადა. ვნახეთ, რომელ მოთამაშეს, რომელ პოზიციაზე შეუძლია უკეთ გაისარჯოს.

გულდასაწყვეტია, სამივე თამაში რომ წავაგეთ, მაგრამ კარგი ელემენტებიც გამოჩნდა, რომელიც კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ და პირველივე თამაშში გამოვიყენოთ.

ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვავლინოთ შესაძლებლობები და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა."

გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:

"მსოფლიოს თასის ეს გათამაშება ჩემთვისაც მეოთხეა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიზნად მქონდა დასახული, აუცილებლად მოვხვედრილიყავი ნაკრებში. ვფიქრობ, რაც მეტს ითამაშებ შენი ქვეყნისთვის, მისი ღირსების დაცვისთვის, მით უფრო უკეთ ასრულებ შენს მისიას.

პირველად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2003 წელს ითამაშა. იმ გუნდიდან ახლა ორნიღა დავრჩით, მე და "მეკო".

მოსამზადებელი ეტაპი რომ დავიწყეთ, თბილისში ძალიან ცხელოდა. თუმცა, ბიჭებს არაფერი დაუშურებიათ, რათა სათანადოდ მომზადებულიყვნენ. მსოფლიოს თასის მატჩებში ეს გამოჩნდება.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე მოვიდა. რამდენიმე სულაც წლეულს დაგვემატა. მათმა გამოუცდელობამ შეიძლება პრობლემა შექმნას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 100 პროცნტით კი არა, 150 პროცენტით დაიხარჯებიან მოედანზე და არაფერზე უკან არ დაიხევენ"

შალვა მამუკაშვილი, საქართველოს ნაკრების პირველხაზელი:

"ჩემთვის მსოფლიოს თასის ეს გათამაშება პირველია. მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად ვემზადებით. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. მზადების ბოლო ეტაპზე სარეიტინგო ტესტები გავმართეთ. კარგი იქნებოდა მოგვეგო, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, მსოფლიოს თასზე როგორ ვითამაშებთ.

ტონგას ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ შეგვიძლია მას სტრუქტურულად დალაგებული თამაში დავუპირისპიროთ. კარგი დაცვა და სახიფათოდ ორგანზიებული შეტევა ჩვენი იარაღი უნდა იყოს.

ტონგელები ოდნავ მოიკოჭლებენ დისციპლინაში, მაგრამ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა გავისარჯოთ".

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

სადილის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მიღება, ეგრეთ წოდებული "ველქამ ფართი" წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში გაუმართეს. დასაწყისში წმინდა ბრენდონის სახელობის კოლეჯის მომღერალთა გუნდმა მსოფლიოს თასის ჰიმნი იმღერა.

ქართველ მორაგბეებს და დამსწრე საზოგადოებას "მოფლიოს რაგბის" პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ მიმართა:

"მსოფლიო რაგბისა და რაგბის მსოფლიოს თასის სახელით, დიდი სიამოვნებით, ოფიციალურად ვიწვევ ყველას, საქართველოს ნაკრების მორაგბეებს, მენეჯმენტს და რაგბის კავშირის ხელმძღვანელ პირებს 2015 წლის რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშებაში.

ლოდინის დრო დასრულა და "სცენა" მზად არის რაგბის განსაკუთრებული და რეკორდული დღესასწაულისთვის. მინდა მოგილოცოთ მსოფლიოს თასის 2015 წლის კეპებისა და სიმბოლური მედლების მიღება, რომლებიც ძალიან ცოტა მორაგბეს თუ აქვს.

ეს არის თქვენი ერთგულებისა და გატაცების სიმბოლო, რომელიც თითოეულმა პირადად და ყველამ ერთად გამოამჟღავნეთ საიმისოდ, რომ მოგეპოვებინათ უფლება, წარმოგედგინათ საკუთარი ქვეყანა უმაღლეს საერთაშორისო დონეზე.

"ინგლისი 2015" იქნება დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც გაჩუქებთ განსაკუთრებულ მომენტებს სათამაშო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება მოგზაურობა თანაგუნდელებთან, ოჯახის წევრებსა და ქომაგებთან ერთად. თქვენი ძალისხმევა ჩაიბეჭდება მილიონობით ადამიანის გულსა და გონებაში.

ვიცი, რომ თქვენ იქნებით შესანიშნავი მოციქულები თქვენი ერისა და ჩვენი სპორტისა. თქვენი მიღწევები და გმირობა წარმოაჩენს რაგბის საუკეთესო მახასიათებლებს და შთააგონებს, მოთამაშეებისა და ქომაგების მომავალ თაობას. ამისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ჩვენი შესანიშნავი სპორტის სახეობის განვითარებაში. მსურს გისურვოთ ძალიან სასიამოვნო და წარმატებული რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშება".

მერე სიტყვა "მსოფლიოს თასის" საორგანიზაციო კომიტეტის წევრს, მალკომ უორტონს გადასცეს:

"ძალიან ამაყი მასპინძელი ქვეყნის სახელით, მსურს მივესალმო და მოვიწვიო საქართველოს რაგბის ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს თასზე.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაგბის საერთაშორისო დღესასწაულზე. მოგესალმებით რაგბის 2,4 მილიონი გულშემატკივრის სახელით, რომლებმაც შეიძინეს მატჩზე დასასწრები ბილეთები, ასევე ჩვენი ტელემაყურებლების სახელით, რომელთა რაოდენობა შესაძლოა აჭარბებს 4 მილიარდ კაცს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ წლების განმავლობაში ვგეგმავდით ამ ტურნირს, ვიზრუნეთ იმაზე, რომ ყველაფერი ყოფილიყო საუკეთესო, რათა თქვენ, რაგბის თამაშის ვარსკვლავებმა შეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრისტოლში. ამ ქალაქის დაძმობილება თბილისთან არის გრძელვადიანი მეგობრული კავშირი საქართველოსა და იმ ქალაქს შორის, რომელშიც ამჟამად იმყოფებით. ამიტომაც, ნიშანდობლივია, რომ თქვენი მოგზაურობა 2015 წლის მსოფლიოს თასზე სწორედ ბრისტოლიდან იწყება."

ქართველ მორაგბეებზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება ამის მერე მომხდარმა დატოვა. ღონისძიების წამყვანმა გამოაცხადა - სცენას ვუთმობთ ბრისტოლის ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელ გუნდ "ბორჯღალს".

ინგლისელმა მომღერლებმა შესანიშნავად შეასრულეს ორი ქართული სიმღერა, "მრავალჟამიერი" და "მასპინძელსა მხიარულსა". "ბორჯღალოსნები" ქართული სიმღერების ტრფიალთ ფეხზე წამოუდგნენ და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს შემსრულებლები.

ლაშა ლორთქიფანიძისა და Matt Cardy-ს ფოტოები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• თამაზი

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს პირველივე მატჩში, რამდენადაც ეს თამაში მათთგან სრულ მობილიზებას მოითხოვს. გამარჯვებას ვუსურვებ ბორჯღალოსნებს და ჩვენი გუნდის ყველა ქომაგს!

• ალექსანდრე

მაგარი ბიჭები ხართ, წარმატებას გისურვებთ! უკაცრავად, მაგრამ ბევრად(100-ჯერ) უკეთესი ჩაცმულობა შეგეფერებოდათ, ქუდები განასაკუთრებით!

• davidbe

:D:D ზირაქაშვილი რა მასტიაა

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

მილტონ ჰეიგი: "რაგბი ევროპას" ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა...

შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

"მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ" - საქართველოს გურული ჩემპიონები ისტორიის გასაგრძელებლად ითამაშებენ

მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება

ოქროს თასი 2015: მექსიკა ჩემპიონია

მერაბ შარიქაძე: ამას თუ ვერ გავუძელი, არაფრის ღირსი არ ვყოფილვარ!

რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს

შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

პასი ამერიკიდან: ახალი შევსება MLS-ში

ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"