"იქნებ, მითხრან, რომელი მთავრობის ფავორიტი ვიყავი?"

მიმდინარე საარჩევნო პროცესსა თუ სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ "ლელომ" სტუმრად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე მოიწვია...

აქვე გეტყვით, რომ რედაქციას დაგეგმილი აქვს, შეხვდეს მამუკა კვარაცხელიასა და ლევან კობიაშვილსაც. ცხადია, უახლოეს მომავალში მკითხველის სამსჯავროზე ამ შეხვედრების პერიპეტიებსაც გამოვიტანთ...

ასეთ დაძაბულობას არ ველოდი

- მადლობა რედაქციაში სტუმრობისთვის, მით უფრო ახლა, როცა საარჩევნო ვნებებმა პიკს მიაღწია. გვსურს, დავიწყოთ ბოლოდროინდელი ფაქტით, როცა, სამწუხაროდ, ცუდად მოიხსენიეს ალექსანდრე ჩივაძე. ზოგჯერ, საქმე ისეთ აბსურდამდეც მიდის, ზოგიერთი ვეტერანი პრესკონფერენციის გაშუქებისთვის "ლელოს" მხარედ მოიხსენიებს. საინტერესოა ამ საკითხის თქვენეული შეფასება...

- რა გითხრათ... "ლელო" ისტორიული გაზეთია... იმას რა დამავიწყებს, 1989 წელს სწორედ "ლელოში" დაიწერა პირველად, თბილისის "დინამოში" დებიუტი რომ მქონდა. ამიტომ, თქვენი გაზეთის მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვარ განწყობილი. ამასთან, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა ქართული ფეხბურთის ისეთი ლეგენდების მიმართ, როგორიც არიან ჩივაძე და ხურცილავა. ამას დავგმობ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პოზიციიდან...

- უცნაურია, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ხალხში არანაკლებ ინტერესსა და აჟიოტაჟს იწვევს, ვიდრე, ვთქვათ, პოლიტიკური არჩევნები. ახლა ვითარება მაინც განსაკუთრებულად დაძაბულია. ამას ელოდით?

- რამდენიც უნდა ახსენონ ახალკაცისა და ნემსაძის დროინდელი არჩევნები, რეალურად, მე არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება არ გამაჩნია. ცხადია, ვიცოდი, რომ დაძაბულობა იქნებოდა. ამის მიუხედავად, რაც ახლა ხდება, ვერაფრით წარმოვიდგენდი. თუმცა, ფეხბურთის გარშემო აჟიოტაჟი კარგია.

- ...და რა დგას ამ აჟიოტაჟის მიღმა?

- არასწორი ინფორმაციები, ჩარევები, გაუგებრობები... მე ხომ არ მითქვამს, გურიის გუბერნატორთან ამ რეგიონის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი რომ ესწრებოდა? კლუბებს დაუგზავნეს ერთი და იმავე შეცდომებით დაწერილი ბლანკები, რომ სფფ-ის წევრობაზე წერილი დაეწერათ. მერე ჩემზე ამბობენ, რომ ყრილობის დელეგატად თავიანთი თანამშრომლები წარადგინაო. ეს ხალხი რეგიონულმა ფედერაციებმა თავად აირჩიეს და მე ამასთან რა კავშირი მაქვს?

მე ვმონაწილეობ

ჭიდაობის არჩევნებში?!

- ზოგიერთ კანდიდატურაზე მართლაც იბადება კითხვა. რა კავშირი აქვთ მათ წარმდგენ რეგიონთან?

- იმერეთის ფედერაციის დელეგატი ოთარ კორღალიძე, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" წლების განმავლობაში თამაშობდა, არ იმსახურებს იმერეთის დელეგატობას? ან გურიის დელეგატ გოჩა ტყებუჩავას გურიასთან კავშირი არ აქვს? არ თამაშობდა "გურიაში"?!.

- კი, მაგრამ, რა აკავშირებს, მაგალითად, ხვიჩა ქასრაშვილს სამცხე-ჯავახეთთან?

- ეს თავად ამ რეგიონის გადაწყვეტილებაა. თუ ასეა, კახეთის ფედერაციის დელეგატი მხარს მე მიჭერდა, მაგრამ ის თენგიზ სულაქველიძემ ჩაანაცვლა. ვერავინ იტყვის, რომ ბატონი თენგიზი კახეთში საქმიანობს, მაგრამ ის იმხელა ფიგურაა...

არ გაინტერესებთ, რატომ აირჩიეს აჭარის რეგიონის დელეგატად მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე, რომელიც ავტონომიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელია? დიახ, ის მსოფლიოს ჩემპიონი და პატივსაცემი სპორტსმენია, მაგრამ მე ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობაზე დავთანხმდები?

თუმცა, კანონი ამის საშუალებას იძლევა, ისევე, როგორც ტყებუჩავას, კორღალიძის და სხვათა შემთხვევებში...

რომ ამბობენ, ვეტერანთა კავშირმა არველაძეს მხარი ისე დაუჭირა, სხვა კანდიდატურებს არ მოუსმინაო. ჩემთვის უსაყვარლესმა თბილისის "დინამომ" კობიაშვილი ისე წარადგინა, მე არ მომისმინეს, მაგრამ რა ვქნა? ან რა ლაპარაკია, რომ აჩი არველაძე დელეგატი გახდა? ის ხომ საფეხბურთო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტად 6 წლის წინათ აირჩიეს და არა ახლა?!

საერთოდ, მაინტერესებს, საიდან იღებს სათავეს ჩემ მიმართ დაგროვილი სიძულვილი? ამას რაიმე საფუძველი გააჩნია? ვინმე მომეხმარა კარიერაში ან მაშინ, გაპარტახებული თბილისის "დინამო" რომ ჩავიბარე და საკუთარი ფული დავხარჯე? ვინმეს ადგილს ვიკავებ თუ რა ხდება? ფედერაციაში რომელი მთავრობის ჩასმული ვარ, იქნებ, ეს მაინც მითხრან.

- ისე, მართლაც საინტერესოა, თავის დროზე ფედერაციაში როგორ მიხვედით?

- ვისწავლე, ვითამაშე, გერმანიაში სამწვრთნელო კურსები დავასრულე, მერე მწვრთნელად და "დინამოს" ხელმძღვანელად ვიმუშავე... ეტყობა, საქმე ცუდად არ გამიკეთებია და ამიტომაც მიმიწვიეს. მინიშნებებით რომ ლაპარაკობენ, იქნებ, მითხრან, რომელი მთავრობის ფავორიტი ვიყავი? ისიც იკითხეთ, ნემსაძე რომ გადააყენეს, ფეხბურთში მისი დატოვება ვისი ინიციატივა იყო? მომხდარს ძალიან განვიცდიდი და ვიცეპრეზიდენტობა ნოდარ ახალკაცთან ერთად შევთავაზე...

ასეთი კლუბების წევრობა მიუღებელია!

- აღმასკომმა 24 კლუბს სფფ-ში გაწევრებაზე უარი უთხრა. რატომ არის ეს მიუღებელი, როცა ისინი სფფ-ის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობენ და ევროთასებზე ქვეყნის სახელით გადიან?

- კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ წევრთა რაოდენობა მუნიციპალური კლუბების ხარჯზე გაიზარდოს. მსურველების ხარჯზე, სუბიექტების რაოდენობა 70-მდე რომ გავზარდოთ და მათგან 50 სახელმწიფოს დაფინანსებაზე იქნება, ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება. ისიც საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ფედერაციის წევრობა?

- ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და ლანჩხუთის "გურია" ამას აქამდეც ითხოვდნენ...

- ეს კლუბები სხვა თემაა. მთელ ამ პროცესში გასაოცარი ის არის, რომ ამ 24 კლუბს ფედერაციის წევრობა ერთდროულად მოუნდა. ისინი საქართველოს ყველა კუთხეს წარმოადგენენ და როგორც გითხარით, წერილები ერთნაირი ფორმითა და ერთი და იმავე შეცდომებითაა გადმოგზავნილი. ეს პროცესი იმდენად ნაჩქარევად იყო ორგანიზებული, ფედერაციის წევრობა ისეთმა კლუბებმაც კი მოითხოვეს, უკვე წევრები რომ არიან.

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში სახელმწიფო კლუბები არ უნდა გაწევრდნენ და ესაა ფედერაციის პოლიტიკა?

- არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის, სხვა ფედერაციების პოლიტიკაც ასეთი უნდა იყოს, დამოუკიდებლობის ხარისხი რომ შეინარჩუნონ.

- გვესმის და იდეაში მართალი ბრძანდებით, რომ ფედერაციამ დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ სფფ-ის წესდება მუნიციპალური კლუბების წევრობას არ გამორიცხავს - ანუ, ეს კანონიერი მოთხოვნაა. ამ უფლებით მეორე ლიგის რუსთავის "მეტალურგი" თუ სარგებლობს, მათ რატომ არ უნდა ჰქონდეთ ხმა? მაშინ ფედერაციის წესდება უნდა შეიცვალოს და ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო კლუბებს ხმის უფლება არ გააჩნიათ...

- ჩემი იდეაა, რომ არჩევნების შემდეგ კანონი შეიცვალოს და ხმის უფლება კიდევ უფრო მეტ სკოლასა და კლუბს მიეცეს. საერთოდ, წესდებაში უნდა ჩაიწეროს მკაფიო კრიტერიუმი, თუ ვის უნდა ჰქონდეს ყრილობაზე დელეგატის წარდგენის უფლება და ვის - არა. ოღონდ, ეს კრიტერიუმები ყველა მხარესთან, ასევე ფიფასა და უეფასთან შეთანხმებით უნდა ჩამოყალიბდეს. ისე, მუნიციპალური კლუბების უმეტესობას დღესაც აქვს გავლენა პროცესებზე, რადგან უმეტესობა რეგიონული ფედერაციების წევრია.

- თქვენს ორივე კონკურენტს, კვარაცხელიასა და კობიაშვილს, აქვთ კითხვა - რატომ დაირღვა წესდებით გათვალისწინებული ყრილობის დღის წესრიგის რიგითობა და 16 საკითხის ნაცვლად, რატომ იქნება მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები?

- ეს კობიაშვილმაც მკითხა, მაგრამ აღმასკომმა ასე გადაწყვიტა...

- კი, მაგრამ ხომ უნდა შეფასდეს გასული 4 წელიწადი, შედგეს ფედერაციის ბიუჯეტი, აღმასკომის წევრებიც ხელახლაა ასარჩევი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რატომ გადაიდო?

- დღის წესრიგი მე არ შემიდგენია, რადგან აღმასკომის წევრი არ ვარ. ამასთან, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მოქმედი წესდებით აღმასკომის წევრებს უფლებამოსილება წლის ბოლომდე აქვთ...

რამდენი გუნდი სჯობია?

- უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდაზე რას ფიქრობთ? გაამართლა ამ გზამ?

- სხვათა შორის, ლიგის გაზრდა თავად კლუბებმა გადაწყვიტეს. იცით, რამდენი იყო 10-გუნდიანის მომხრე? მხოლოდ - 3 კლუბი. რადგან ასე გავარდნის შანსი ნაკლებია.

ჩემი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოვიდეთ არა მხოლოდ არსებული რესურსიდან და გარემოდან, არამედ, ხალხის ფსიქოლოგიაც უნდა გავითვალისწინოთ. ბევრი ფეხბურთელია, უმაღლესში თამაში რომ გაუჭირდა, მაგრამ პირველში წასვლა ითაკილა - გვინდა თუ არა, ჩვენთან ასეთი მენტალიტეტია, დაბალ ლიგაში გადასვლას კარიერის დასრულებას ამჯობინებენ. ამის გამო, ბევრ ფეხბურთელს ვკარგავთ... ასევეა კლუბების შემთხვევაშიც. დაქვეითებულებს ხშირად ყურადღებას აღარ აქცევენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმებოდი იმ ხალხს, ვინც ლიგის 16 გუნდამდე გაზრდას მოითხოვდა...

სხვათა შორის, დიდი ნოდარ ახალკაცი ამბობდა - რადგან ფეხბურთელებს კარგ სავარჯიშო პირობებს ვერ ვუქმნით, აუცილებელია მეტი გუნდი, სადაც მეტი ფეხბურთელი დასაქმდებაო...

- თქვენი აზრით, ოპტიმალური უმაღლესი ლიგა რამდენგუნდიანი უნდა იყოს?

- იდეალური იქნება 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა, ხოლო პირველი ლიგის კლუბების ორ, 10-10-გუნდიან ზონებში გადანაწილება. მაგრამ უმაღლესში გადასვლისას ბევრს გაუჩნდა კადრების პრობლემა. ამიტომ, უპრიანი იქნება, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები უმაღლესი ლიგისას მაქსიმალურად მიუახლოვდეს. მაგალითად, რომ ჰყავდეთ დუბლები და ჭაბუკთა ლიგის გუნდები. ეს გუნდების რაოდენობასაც გაზრდის და მეტი მოთამაშეც დასაქმდება.

ევრო 2020-ზე მოხვედრა რევოლუციას გამოიწვევს!

- თქვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი პროფლიგის აღდგენაა...

- პროფლიგა აუცილებლად ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს. ამ თემას ოდნავ გავშლი და ვიტყვი, რომ აუცილებელია ჩემპიონატის კარგად შეფუთვა, გარემოს შეცვლა, სტადიონზე ისეთი ვითარება უნდა იყოს, ხალხს მისვლა რომ უხაროდეს...

ცალკე თემაა სატელევიზიო გაშუქება და თამაშების უფლებების გაყიდვა. დღეს ეს უძნელესი საქმეა და თამაშებს არ იყიდიან, რადგან მოგებას ვერ ნახავენ. მაგრამ დავიწყოთ მიზერით, მერე და მერე კი თანხა გაიზრდება და შესაძლოა, მიმზიდველიც გახდეს...

ბიზნესზეც იმავეს ვიტყვი. დღეს ქართული ჩემპიონატით მოგებას ისინიც ვერ ნახავენ და არ დაინტერესდებიან. მაგრამ ჩვენ ისეთი ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, რომ უკუგება სხვაგვარად მიიღონ. ეს ყველაფერი მაინც სატელევიზიო შეფუთვაზეა დამოკიდებული. 21-ე საუკუნეში ამას ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან დიდი ბიძგის მიცემა შეუძლია.

- პროფლიგის აღდგენის გარდა, თქვენი საარჩევნო პროგრამიდან კიდევ რას გამოარჩევდით?

- ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის განაცხადი. ეს იქნება რევოლუცია, რომელიც ჩვენში ყველაფერს შეცვლიდა - საკუთარი ძალების რწმენას გაგვიძლიერებს, ხალხს სტადიონზე დააბრუნებს და ფეხბურთი გაცილებით მასობრივი და პოპულარული გახდება...

მიმაჩნია, რომ კახა ცხადაძე ნაკრებში კარგად მუშაობს. შოტლანდიასთან მოგების შემდეგ ვინ აღარ დამირეკა - პოლონელებმა და ირლანდიელებმა სულ მადლობები გვიხადეს. კახას ხელში გუნდი იცვლება და იმედია, 2020 წლისთვის ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნება. თან ევრო 2020-ის ფორმატიც მაიმედებს - ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი ითამაშებს და იქ მოხვედრა ახლა უფრო მეტად შესაძლებელი ჩანს...

ამას გარდა, ჩემი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა უმაღლესი და პირველი ლიგების გაძლიერება, ასევე ის, PROF და A ლიცენზიის მქონე 100 მწვრთნელი გვყავდეს.

იმედია, სახელმწიფო დაგვაფინანსებს

- მართალია, თითქოს, სახელმწიფომ 2015 წელს დაფინანსება იმიტომ არ გამოყო, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატზე არ დათანხმდით?

- არა, უბრალოდ, მოდელზე ვერ შევთანხმდით. მე სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან ვკამათობდი, მაგრამ კონფლიქტი არ გვქონია.

- თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ გახდეთ, სახელმწიფო ფეხბურთს დააფინანსებს?

- არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ფეხბურთი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სფეროა. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული მხარისთვის მისაღები თანამშრომლობის ფორმის მოფიქრებას შევძლებთ...

- არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ, მაგრამ თქვენი მხარდამჭერი ბანაკიდან გამოსული ხმებია - თითქოს, სუპერთასზე თბილისში მყოფმა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა - არველაძეს ფედერაცია ჩააბარეთ, კობიაშვილს - პროფლიგა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში სუპერთასს საქართველოში ჩავატარებთო?..

- ისე, უეფას წარმომადგენლებს ვაცნობე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას რომ ვაპირებდი და გაუხარდათ. პლატინი ღარიბაშვილს მართლაც შეხვდა, მაგრამ არ ვიცი, იყო თუ არა რაიმე სქემაზე ლაპარაკი...

ზოგადად, სწორედ უეფასა და ფიფასთან ერთობლივი საქმიანობით თუ შევძლებთ ქართულ ფეხბურთში არსებული გამოწვევების დაძლევას და წარმატების მიღწევას. ამის რესურსი, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ნამდვილად გამაჩნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი მეტრეველი
გასაოცარი ისაა , რომ კლუბები აქამდე არ არიან ფედერაციის წევრები და არ აქვთ ხმის უფლება.
lasha argveteli
'გასაოცარი ის არის, რომ ამ 24 კლუბს ფედერაციის წევრობა ერთდროულად მოუნდა.' - აი ამას რომ ამბობს, არ რცხვენია? რა მნიშვნელობა აქვს ერთად მოუნდათ თუ ცალ-ცალკე, კანონსაწინააღმდეგოა მოთხოვნა?!
rezi
ეს თუ დარჩა ქართული ფეხბურთი დაიღუპება
murtalo
ყველა ფედერაციასთან...სასწრაფოდ... უვადო აქციები და ამ ..... მოკვეთა ფეხბურთიდან!...ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია, რათა ამათი ბოგინი დამთავრდეს.
ლევანი
ნაღდად არ მეგონა თუ ასეთი ....
komentara
წააკითხეთ ეს კომენტარები მაგ იუდას!
vano.
კიდე აბოლეებ ხალხს რა რეზი, დომენტა წაიყვანე და წადი.
მურთაზი
ეს მე არ გამიკეთებია , ის მე არ გადამიწყვეტია,თუ არაფერს არ აკეთებს და არც არავინ არაფერს ეკითხება ხელფასს უსაქმურობაში ვინ უხდის?
dato
ხალხო გამოვიდეთ აქციებზე და არ შევარჩინოთ ეს უსამართლობა ამათ!
lllllll
წადი რეზო წადი არ არის ფეხბურთი შენი საქმე,ამ ხალხს სულ ნუ დაუკარგავ მცირეოდენ პატივისცემას შენდამი შემორჩენილს.
David
სასცილოა პირდაპირ..... სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფორმას მოვიფიქრებთო... კი არ ვიცით, მაგრამ მოვიფიქრებთო.... სამწუხაროა, რომ თანამშრრომლობის ფორმაზე არც კობის და არც მამუკას არ აქვთ კონკრეტული ხედვა.
Levan
ეს მე არ მიქნია ის მე არ გადამიწყვეტია , ყველაფრიდან დაიძვრინა თავი. არადა ამდენი წელი შე კაი დედმამის შვილო, მანდ ტყვილა იყავი? თუ რამის გაკეთება შეგეძლო უნდა გაგეკეთებინა. ხალხის ნდობა დაკარგე და სანამ სახელს დააკარგვინებ შენს ძმებსაც და თავსაც, წადი ფეხბურთიდან. ყველაზე კარგს მაგითი გაუკეთებ ქართულ ფეხბურთს. ხო კიდევ , პლატინით ნუ შეაწუხე გული

მერე? თუ ხედავ რომ შენს მიმართ საყოველთაო სიძულვილია,(როგორც ამბობ) წადი, რას გვეტენები? შენს მიმართ ხალხის განწყობა შენს წარსულში ეძებე. გახსოვს, სფფ–ს ანგარიშიდან ფული რომ გქონდა გატანილი და ვისესხეო რომ ამბობდი? სფფ ბანკი არაა! ყველას შენ მოერგე და ტველას დაკრულზე ცეკვავდი(პირადი გამორჩენისთვის ასე ფიქრობს ხალხი) წადი, წადი! თავი დაგვანებე
jimsher jimshiashvili
უნამუსოები ხართ, რომელ ფეხბურთზე საუბრობთ, ინვესტორებს აქცევთ და ყანა ბურთსს ათამაშებთ ჩვენს გუნდსს
დავით
დღეს საქართველო 150 ადგილზეა რეიტინგით, ეს ვისი დამსახურებაა? ნაცების რა თქმა უნდა და ამ ფედერაციის რომელიც ნაცებმა დააყენა კანონიერად არჩეული ნემსაძის მაგივრად, გეყოთ კაცობა და წადით სანამ მიშასავით უკრაინაში არ გაგყარეთ თქვენც
grigori
ქართული ფეხბურთის განადგურებაში არველაძესაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი.ალბათ ამ "დამსახურებისათვის" ირჩევენ პრეზიდენტად.ყველაზე დიდი წვლილი რა თქმა უნდა ჟორდანიამ და ჩივაძემ შეიტანეს.თუ ფეხბურთის აღორძინება გსურთ მთელი ფედერაცია თავისი აღმასკომით უნდა საბოლოოდ უნდა მოაცილოთ ფეხბურთს.სტადიონებზეც კი უნდა აეკრძალოთ გამოჩენა.
პაატა
რა მოხდა მართლა წადით რა.იქ არ იყავი ამდენი წელი შე დალოცვილო.
hiugo555
კორიფეები...ვინც წავიდა მოგონება და არდავიწყება იყოს.ვინც ცოცხალი ხართ,ქვეყანამ ყველაფერი მოგცათ;სიყვარული, დიდება,ქონება...ეხლა ვალდებულები ხართ მართალი სიტყვა თქვათ.თქვენი დუმილით დაიქცა Fეხბურთი,გარეწრებმა ფული იშოვეს,ხდება თამაშების ჩაწყობა,მსაჯები შეკრულები არიან სათამაშო ბიზნესთან,განუკითხაობაა ახალგაზრდებში.19წ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს,შემდეგ ალბათ ფედერაციის "ხელშეწყობით''იკარგებიან.როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ნუთუ არ გეთქმით ერთი მართალი სიტყვა.... მე როგორც ერთი ქართველი, თუ წესიერად არ ჩატარდება არჩევნები.....
გიორგი მეტრეველი
რეზო,ყველაფერს აქვს დასასრული, წადი რა!!
elguja
ჩემი ფული დავხარჯე დინამოს აღორძინებაშიო! ისე აგიშენდა პატრონი!
jemali
არველაძეებო, პატივს გცემთ და ნამეტანს ნუ იზავთ, მანდ არ იყავი შე მამაცხონებულო? ერთხელ თუ გითქვამს რომ რაღაცა არასწორად ხდება ფედერაციაში? მოვიდეს ახალი კადრი, სულ ნუ ჩააქრობთ ფეხბურთის სიყვარულს, მე ის გულშემატკივარი ვარ, დინამო კიევის დინამოს ეთამაშებოდა, ბლოხინის დროს, გვიან დაიწყო მატჩი, ტრანსპორტი აღარ იყო და გორამდე ფეხით ვიარე, ასე გვიყვარდა ფეხბურთი.
Nodari
ზოგადად ეს პიროვნება არ შეიძლება იწვევდეს ამდენ უარყოფიტ ემოციებს ცალსახად განათლებული დაერუდირებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.თუმცა დღეს ქართულ ფეხბურთს სხვა სახის რევოლუციაჭირდება/კობიაშვილი/ძველი გუნდი ძირეულ ცვლილებებს ვერ შეძლებს
Unknown
ახალი რა უნდა თკვას ამ ადამიანმა,მანდ არ იკო ამდენი ცელი,ახალი შემადგენლობაა საჩირო,სხვა შემტკვევაში,ფეხბურთი კაპუტ!
Zviad
ისე საუბრობს თითქოს ამან და თავისმა მეგობრებმა ფედერაციაში არ შექმნეს ეს დამპალი სისტემა რომელიც ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება და ადის უმაღლეს ლიგამდე და ნაკრებამდე.რა გააკეთეთ ბავშვთა ფეხბურთში,ამდენი ფული სად წაიღეთ სკოლებმა გადასახადები გაზარდა და ამის გამო ბევრი ბავშვი ანებებს ფეხბურთს თავს.მწვრთნელები ნაცნობობით და ძმაკაცობით რო გყავთ დარიგებული სკოლებში და აკადემიებში ,მარტო მშობლების გაყვლეფას რომ უნდებიან ეს ვისი ბრალია?ახლოს გასაკარებელიც არ ხარ შენ რეზო არველაძე ფეხბურთს.თან ნამუსი რომ გქონდეს მოხსნიდი კანდიდატურას დღესვე.მიეცით ნიჭსა გზა ფართო და არა კორუფციას,გაყიდულ თამაშებს,გათავხედებულ მწვრთნელებს,დანგრეულ სტადიონებს,ჯიბე გასქელებულ აღმასკომის წევრებს და მთლიანად ჩამოშლილ სისტემას!
sandro
namusi ar gakvt, tumca tkven raaris namusi ra icit, wadi bizia dagvanebe tavi ra ....!!!
gio
დაგვანებე თავი რა
ლაშა
კიჭას მოუყევი სახლში ეგ ზღაპრები !!!
ბბბ
მაგრა ღადაობს, რაც იცის იცის.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
ილია კოკაია: ჩივაძე არის იუდა! ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
ნიკა ქუთათელაძე - ფრანგული "ლილიდან" საქართველოს ნაკრებში
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
მამუკა კვარაცხელია: ეს აღმასკომი კი არა, დაღმასკომია!
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
სადებიუტო სუპერგოლი - ინტერვიუ თორნიკე მოსიაშვილთან [VIDEO]
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
უცნობი ისტორიები: რატომ არ გადასცეს მერაბ მეგრელაძეს ევროპის "ოქროს ბურთი"?
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება
ციხეს გადაურჩნენ - შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
ბოლნისის ”სიონი” - მუდმივი ცვალებადობა
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ᓔᓕᓠᓝᓢᓣᓠᓜᓘᓠᓔᓑᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓘ" ᓠᓕᓐ ᓬᓚᓘᓡ ᓨᓔᓛᓓᓔᓒ...
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...